Home რუბრიკები პოლიტიკა ქალბატონო ფინთიკოზა…

ქალბატონო ფინთიკოზა…

1906

პირველად «ერისიონის» შესახებ «ნაცების» ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ დაარისხა «განგაშის ზარები», აქაოდა, «ერისიონის» რუსეთში ცეკვათამაში აგვისტოს ომში დაღუპული ჩვენი ბიჭების საფლავებზე ცეკვას ნიშნავსო და მოღალატეები უწოდა ამ მართლაც უბრწყინვალეს ეროვნულ კოლექტივს.

რა მოხდა ასეთი! რა, მსგავსი გამოხდომების მომსწრენი არ გავმხდარვართ ახლო თუ შორეულ წარსულში პაატა ბურჭულაძის, თამარ გვერდწითელის, სოსო პავლიაშვილის და სხვათა და სხვათა მიმართ? მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ სააკაშვილის რეჟიმის ზეობის დროსაც კი მოახერხა სწორი პოზიციის დაკავება და თითო-ოროლა ვიგინდარის წკავწკავმა ამაოდ ჩაიარა!..

ახლაც იგივე მოხდებოდა მეგონა, მაგრამ არა, «ბივში ზამმინისტრის» ნაბჟუტურები ოდენ პირველი რგოლი აღმოჩნდა იმ ჯაჭვისა, რომელსაც მიზანმიმართული, კარგად ორგანიზებული, აღვირახსნილი კამპანია ჰქვია, რომელიც, აგერ მეორე კვირაა, ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს უკლებლივ ყველა ტელევიზიაში და არა მხოლოდ «ერისიონის», არამედ ზოგადად ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზების წინააღმდეგ. ნორმალიზების, რისი სურვილის ორმხრივი პირველი ნიშნების ჩანასახშივე მოსპობას ისახავს მიზნად ეს კამპანია!

ჯერ იყო და ეკა კვესიტაძემ მიუძღვნა საკუთარი «აქცენტები» ევრაზიის ინსტიტუტის ეგიდით «ვერეპალასში» გამართულ შეხვედრა-სემინარს ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ, რომელსაც უტიაშვილის კნეინამ ოსტატურად მიაბა «ერისიონის» «მოღალატეობის» თემაც. მერე იყო და გასულ პარასკევს იმავე თემაზე ვახო სანაიას «ღია ეთერს» ლამის მთელმა საქართველომ უყურა. მარტო ინტერაქტივში 70 ათასზე მეტი ზარი შევიდა და პროცენტულად შედეგი 75/25-ზე დაფიქსირდა «ერისიონის», ანუ იგივე ქართულ-რუსული ურთიერთობების სასარგებლოდ!

შედეგი მეორე დღესვე გააპროტესტა ე. წ. პატრიოტთა მოძრაობამ, რომლის ხელმძღვანელმა «ქათამმა», ვინმე ანჟელა მაზმანიანმა (აი, ვადაგასული სააკოვის მხარდამჭერი, «მილიონსჩემტო» ხელმოწერები რომ შეაგროვა) თვით ინტერაქტივის ჩატარების ფაქტს არაეთიკური უწოდა და ახლა ეს «პეტუხი» სამშობლოში დაბრუნებისას «მოღალატე» «ერისიონს» აეროპორტშივე სირცხვილის დერეფანში გატარებით დაემუქრა!..

სწორედ ვახო სანაიას გადაცემის ფონზე შევეცდები «ერისიონის» და არა მხოლოდ «ერისიონის», არამედ სხვა, რუსულ-ქართულ პრობლემატიკასთან ასე თუ ისე შეხებაში მყოფი თემების გაშლას.

თავის დროზე, ეროვნული მოძრაობის აღზევების ჟამს, დიდ რეზო თაბუკაშვილთან ვიღაც წვერგაუპარსავი და შუბლზე შავლენტიანი «შავლეგო პატრიოტები» მისულან რაღაც პრეტენზიებით და ბატონი რეზოს შეკითხვაზე, ვინა ხართ? _ ჩვენ პატრიოტები ვართო! რაზეც საქართველოს სულიერების «მეჭურჭლეთუხუცესს» მიუგია _ «პატრიოტიზმი პროფესია არ არის, პროფესიონალიზმია პატრიოტიზმიო»…

აი, ასეა, ანჟელა მაზმანიანი იქნება ეს თუ სხვა «არასამთავრობო» ორგანიზაციები, რომლებმაც, როგორც ნაწვიმარზე სოკოებმა, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ისე წამოყვეს თავი და ყოველნაირად ხელს უშლიან რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს.

«ნაცბანდს», როგორც უტიფარი ნაძირლების კრებულს, თავშესაფრად მართლაც მხოლოდ რუსეთის ზიზღზე აგებული, ურაპატრიოტობაღა დარჩენია!..

ვახო სანაიას გადაცემაში, იმის გარდა, რომ მავანთათვის შოკისმომგვრელი ინტერაქტივის შედეგი დაფიქსირდა, კიდევ ერთი პოზიტიური რამ მოხდა _ მანამდე ტაბუირებული ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი გულბაათ რცხილაძეც ვიხილეთ სტუდიაში, რის გამოც კახა ბენდუქიძეს, ეკა კვესიტაძის «აქცენტებისგან» განსხვავებით, აღარ მიეცა «ცალ კარში თამაშის» საშუალება.

ეს ის ბენდუქიძეა, რომელმაც ჩამოსვლისთანავე განაცხადა _ ყველაფერს გავყიდი სინდისის (რაც არასოდეს ჰქონია. _ დ.მ.) გარდაო, და შემდეგ _ «მე არ ვიცი, რას ნიშნავს სტრატეგიული ობიექტები» და აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაიყიდა მისი  მდუმარე თანხმობით თუ აქტიური ხელშეწყობით უცხო ტომელებზე!

გულბაათ რცხილაძემ, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების სასარგებლოდ, ერთი, არც თუ უმნიშვნელო არგუმენტი _ მართლმადიდებლობაც მოიყვანა: ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ერთმორწმუნეობა ცარიელი სიტყვები არ არისო! რაზეც ბენდუქიძე ჩერგოლეიშვილს ლამის ერთდროულად წამოსცდათ: _ ააა, გასაგებიაო!..

ააა, მართლაც გასაგებია, ეს სარკასტული რეპლიკა! ამ ერთ სიტყვაში ჩატიეს ამ ხლისტებმა მთელი ბოღმა და ზიზღი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობლის _ ილია II-ს მიმართ.

ახალგამოცხვარმა «მოინტელიგენტო პუბლიცისტმა” ნათია მეგრელიშვილმა კი ისეთი სისულელე იბოდიალა, მკვდარსაც კი გაეცინებოდა _ ამერიკა სადაც შევიდა, ყველგან ყველაფერი ააშენა და ააყვავა, რუსეთისგან განსხვავებით, არავისთვის ტერიტორიები არ წაურთმევია და იქნებ დამისახელოთ ერთი შემთხვევა მაინც, რუსეთმა, რომ ნებით დაუთმო ვინმეს რამეო. დაახლოებით ეს ბრძანა, რომ ჰკითხო, იუარებს, მაგრამ მაინც პირწავარდნილმა მიშისტმა!

ეეეჰ, აბა, რა გითხრათ, «ჩემო ქალბატონო», განა მთლიანად აშშ-ის ტერიტორია ინდიელებს არ წარსტაცეს იანკებმა, გენოციდი მოუწყვეს და ახლა მათი ნარჩენები, როგორც ეგზოტიკური იშვიათობები, რეზერვაციებში ჰყავთ შეყრილი. აღარაფერს ვამბობ მექსიკაზე, რომლის ნახევარიც მიიტაცა აშშ-მა ტეხასის სახით…

ახალი ტერიტორიების დაპყრობა ამერიკას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არ სჭირდება, რადგან «დაპყრობას» დღეს გავლენის სფეროების გაფართოება ჰქვია და აკი ასეთად გამოცხადებულიც აქვს ლამის მთელი მსოფლიო.

საერთოდ ვინ არის და საიდან მოვიდა ეს ფინთიკოზა ქალბატონი ნათია მეგრელიშვილი? პირველად ეკა კვესიტაძემ ჩართო, როგორც პუბლიცისტი (თუმცა ამ ქალბატონის პუბლიცისტიკის ნიმუში, არ ვიცი, ვინმეს უნახავს?) და მას შემდეგ, როგორც წესი, ყველა ეთერში იწვევენ და არა მხოლოდ მას. ბევრი სხვაც, «რადიატორებთან მჯდომი ჯინჭარაძეები» გამოჩნდნენ 1 ოქტომბრის შემდეგ, პუბლიცისტები, პროფესორები, ისტორიკოსები, ექსპერტები დაირქვეს და «მაღალინტელექტუალად» ნაბავენ თვალებს, რეგულარულად გვმოძღვრავენ, ნაციონალურს ვინღა დაეძებს, «თავისუფალი ტელევიზიებიდანაც», რაზეც პრეტენზია «იმედსაც» აქვს და, მით უფრო, გაუგებარია, თუ რატომ სთხოვენ ამა თუ იმ თემებზე კომენტარებს ისეთ ოდიოზებს, როგორებიც ეკა კვესიტაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი ბრძანდებიან _ იმის გარდა, რომ ნაცტელევიზიებიდანაც არ გვაკლია მათი ხილვის ბედნიერება, პირადად ბადრი პატარკაციშვილის სხოვნის შეურაცხყოფაც მგონია ამ უნამუსოების «იმედის» ეკრანზე გამოჩენა!

მაგრამ, მგონი, კალამი გამექცა და ისევ ვახო სანაიას, უფრო სწორად, მის იმღამინდელ სტუმარს, მინდია უგრეხელიძეს, დავუბრუნდეთ, რომელმაც ბრძანა, _ მაგ ლოგიკით, თურქეთი რომ ოკუპანტია და ჩვენი სისხლი აქვს ნათქვლეფი, ისეთი უნდაო და თურქეთთანაც გავწყვიტოთ ურთიერთობაო?

რაზეც ბენდუქიძემ ჩვეული უტიფრობით უპასუხა, _ ეგაო, ბოლოს 200 წლის წინ იყო და იმ დაკარგული მიწების დაბრუნების თეორიული შანსიც არ არსებობსო. მაშ, მტყუვნის, ბენდუ, რაც «სულ ახლახან», აგერ 1921 წელს იყო ჩვენმა «ისტორიულმა მეგობარმა» (სააკოვის ერთ-ერთი «ნაკვესის» მიხედვით) თურქეთმა ზურგში დანა ჩაგვცა და აჭარა-ბათუმის გავლით, ოზურგეთამდე მოვიდნენ ოსმალო იანიჩარები და, რომ არა გენერალ მაზნიაშვილის გმირობა, დღესაც იქ იქნებოდნენ!

ან მართლაც სულ ახლახან, აგვისტოს ომის დროს ცოტა არ დააკლდა თურქეთს, რომ მისი «ისტორიულად კუთვნილი» ბათუმის ოლქი დაეკავებინა და კვლავ გურჯისტანის ვილაიეთად ექცია? ვილაიეთად, რომელიც 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს წაართვა რუსეთმა თურქეთს და 300 წლის წინ დაკარგული აჭარა, მესხეთ-ჯავახეთი, დედასამშობლო საქართველოს დაუბრუნდა!

აი, მივადექით რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი ომის შედეგად ორ ქვეყანას შორის ჯერარნახულად რთული, დაძაბული პოლიტიკური ვითარების უმთავრეს მიზეზს, რომელზეც არაფერი თქმულა იმ ღამეს «იმედზე»…

მოდით, ყოველგვარი მადლიერება-უმადურობის გარეშე, როგორც მოცემულობას, ისე შევხედოთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს.

რუსეთი ბუნებრივად ცდილობს და, არა მგონია, ვერ შეძლოს, თუ უკვე არ შეძლო, პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის აღდგენა!

თუ ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ რუსეთის მორიგი დასუსტების ფაზამდე (საიდანაც ის კვლავ გაძლიერებული გამოვა), როგორც მინიმუმ, რამდენიმე ათეული წელიწადია დარჩენილი და, აქედან გამომდინარე, რა ჯობია პატარა საქართველოსთვის: ათწლეულები ნატოსკენ უპერსპექტივო სვლა, რადგან არამხოლოდ ნატოს ევროპელი მთავარი ფიგურანტები: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ინგლისი არიან და მომავალშიც იქნებიან საქართველოს ნატოში მიღების წინააღმდეგნი, არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ საკითხში შეფარული ვეტოს უფლება რუსეთს აქვს. რუსეთი, რომელმაც თავის დროზე, საკუთარი სისუსტის გამო ერთხელ უკვე დაუშვა ყოფილი საბჭოთა ბალტიის რესპუბლიკების ნატოში გაწევრიანება, მეორედ ამას აღარ დაუშვებს და მითუმეტეს კავკასიაში არ შემოუშვებს ამერიკას, სადაც რუსეთს ამდენი უბრძოლია და სისხლი დაუღვრია!

ასე რომ, ვინც ახლა ნატოსკენ ისწრაფვის საქართველოში, ან ბრიყვია, ანდა შეგნებული მატყუარა!

საქართველოს ნატოში გაწევრიანების უტოპიურობა ამ საკითხებში კომპეტენტური პოლიტოლოგ-ექსპერტების ნააზრევს ეფუძნება და, თუ ისინი ცდებიან და რაღაც მიზერული შანსი მაინც არსებობს, მხოლოდ ერთ შემთხვევაში _ შორეულ პერსპექტივაშიც, ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ სოხუმ-ცხინვალის დაბრუნებაზე!

ჰოდა, ეს დავაფიქსიროთ კონსტიტუციაში და არა _ ჩრდილოატლანტიკური კურსის უცვლელობა და იქნებ მიგვიღონ კიდეც ნატოში?!

დავით მხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here