Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ არ უნდა მივიდეთ 19 აპრილს მიტინგზე

რატომ არ უნდა მივიდეთ 19 აპრილს მიტინგზე

1086

თეა თუთბერიძეებმა იმდენი შეკითხვა დაუსვეს საპატრიარქოს, იმდენჯერ მოითხოვეს მკაფიო პოზიციის დაფიქსიება, რომ 3 მარტს, საკვირაო ქადაგებისას სწორედ ის პასუხი მიიღეს, რომელსაც მართლმადიდებელი მრევლი, დიდი ხანია, ელის: «თუ ადამიანი, რომელიც დაადგინეს ხელისუფლად, ცუდი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მარტო თავის თავზე და გარემოცვაზე ფიქრობს _ როგორ გაერთონ, თუ ხელისუფალი კარგავს ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს, თუ ებრძვის ტრადიციებს და ადამიანებს უწესობისკენ მოუწოდებს, თუ ის ხელისუფალი თავის ერს შეებრძოლება, ზოგს დახოცავს, ზოგს საპატიმროებში ჩაყრის, თუ თავის გარემოცვას ოჯახებიდან პატიოსან ცოლშვილს გაარეკინებს და საეჭვო ყოფაქცევის ადამიანებს შერთავს, განა ასეთი ხელისუფლების მაგალითზე ვერ მივხვდებით, როგორ განაბნია ის, რაც ღმერთმა მისცა? ამიტომ დაუდგება ის დრო, რომ, ვინც ირგვლივ ჰყავდა, ისინიც აღარ მიიღებენ და ღორების საჭმელიც კი მოენატრება, რაც არ უნდა ქონება ჰქონდეს დაგროვილი თავისი ხალხის ხარჯზე».

საქართველოში არავის სჭირდება იმის განმარტება, თუ რომელი ხელისუფალის პორტრეტია გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსის, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ქადაგებაში წარმოდგენილი. მართალია, მეუფე ამას ერთგვარი იგავივით გვაწვდის _ «წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე უცხო ქვეყანაში» (შემდეგ როგორც ტექსტშია), მაგრამ აღწერილი მეტისმეტად ჰგავს იმას, რა დღეშიც საქართველოს გუშინდელი ხელისუფლება იყო.

მართლმადიდებლები დიდმარხვის სამზადისს უძღები შვილის კვირით იწყებენ. საღმრთო ლიტურგიისას უძღები შვილის იგავი იკითხება. ორი შვილიდან ერთმა მამისგან ყოველი წილი მოითხოვა და ცალკე გასვლა მოინდომა. წავიდა უცხო ქვეყანაში. არაფერი დაუკლია _ ბოროტი ზრახვები, სიძვა, მრუშობა და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა, რომ აღარაფერი შერჩა. ქონება გაანიავა, დარჩა მხოლოდ ხორციელი სურვილები, რომელთა დასაკმაყოფილებლად იძულებული გახდა, იმ უცხო ქვეყანაში მოჯამაგირედ, ღორების მწყემსად დასდგომოდა ვიღაცას. საჭმელიც არა ჰქონდა, ღორები რასაც ჭამენ, სული მისდიოდა იმაზე, მაგრამ, რომ გასინჯავდა, მწარე იყო. ასე იტანჯებოდა.

გაეხსნა უცბად გონება, გაახსენდა მამისეული სახლი. იფიქრა _ მამასთან არათუ შვილს, მოჯამაგირესაც არაფერი აკლია, არ შია, არ სწყურია და იმდენიც რჩება, რომ სხვასაც აჭამოს. მიხვდა, რომ უაზროდ განაბნია ქონება, უაზროდ იცხოვრა, ძალიან შეწუხდა და უდიდეს სინანულს მიეცა. დაბრუნდა მამასთან, დაემხო მის წინაშე და უთხრა: _ მე არა ვარ ღირსი, მეწოდოს შენი შვილი. მიმიღე, როგორც მსახური.

გახარებული მამა მსახურებს ეტყვის, გამოიღონ სამოსელი პირველი და გაუკეთონ ბეჭედი. მამა უბრუნებს მას შვილის წოდებას. სრულიად საქართველოს კათოლიოსპატრიარქმა უძღები შვილის კვირის ქადაგებაში ბრძანა, რომ ეს იგავი არის წინასწარმეტყველება კაცობრიობის შესახებ. «დარწმუნებული ვართ, დადგება დრო, როცა რჩეულნი კვლავ დაბრუნდებიან უფალთან».

ცოტა ხნით დავშორდეთ უძღები შვილის იგავს და კიდევ ერთ თეა თუთბერიძეს მივუგდოთ ყური. თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სააკაშვილის გამონათქვამზე _ «არ დავუშვებ იმას, რომ რასაც პირადად მე 9 წელი რუდუნებით ვაშენებდი, დაინგრეს», წერს: _ პირადად «შენ» არ აშენებდი, გუნდი აშენებდა!

შემდეგ კი, როცა კომენტარებს გაეცნო, განმარტა: _ პაპზე უფრო კათოლიკეების არმია შემომესია. გასაგებია, რომ გუნდის წარმატებაშიც და წარუმატებლობაშიც სააკაშვილის წვლილი უზარმაზარია, მაგრამ, მგონი, ისიც გასაგები უნდა იყოს, რომ, როდესაც თავად პრეზიდენტი დამსახურებებზე საუბრობს, «ჩვენ» ნაცვალსახელს უნდა იყენებდეს და არა «პირადად მეს».

ვინმე პაპაი ოქრო იქვე პასუხობს ჩერგოლეიშვილს: _ მიშა თუ რამეს აკეთებდა, 10 იმდენი მიიღო დახმარების სახით. მე მისი გუნდი მეცოდება. ისევე გახვედით მოღალატეებში, როგორც ეგ. კიდევ ერთი კომენტარი ასეთია: _ ჰოო, მართალია, შენებით ყოველთვის გუნდი აშენებს. მთავარია, ამ გუნდს მერე ფეხი არსად დაუცდეს, თორემ, აი, მაშინ ხდება პასუხისმგებლობის ერთზე აკიდება… პასუხისმგებლობას რა უჭირს, დამნაშავედაც აქცევენ ხშირად…

გუნდის და ლიდერის პრობლემა მარადიულია და ეს დილემა ისეთ ღრმად განსწავლულ ქალბატონს, როგორიც თამარ ჩერგოლეიშვილია, არ უნდა ეუცხოებოდეს; აკი სააკაშვილიც ოდესღაც შევარდნაძის გუნდში იყო, მაგრამ ყველა შეცდომა მას გადააბრალა, ხოლო დამსახურება თავად მიიწერა!

თუ ვინმეა თანამედროვე საქართველოში უძღები შვილი, ეს სწორედ სააკაშვილია და ისიც კი უნდა ხვდებოდეს, რომ მამასთან აღარ მიესვლება, რადგან იგი კაენის ცოდვაში ადანაშაულებს. ზურაბ ჟვანია რომ არ «გაგუდულიყო გაზით», უძღები შვილის დაბრუნება, შესაძლოა, მართლაც მომხდარიყო, მაგრამ მას ვერ გააცოცხლებ, მის გარეშე კი სააკაშვილს კაენის ბეჭედი არ აცდება. ცილისწამებაზე საუბრის მოსურნეებს აქვე შევახსენებ, რომ კიდევ ერთი, ნატურალური თეა თუთბერიძე არც ისე დიდი ხნის წინ აცხადებდა: «ილია მეორე ვერასოდეს იქნება ჩემი სულიერი მამა, კაგებეს აგენტი მე არ მჭირდება, მან ილოცოს საკუთარ თავზე, მე პატივს არ ვცემ და ვერც ვცემ ილია მეორეს, მე პატივს ვცემდი და ვცემ მამა ამბროსი ხელაიას, რომელიც ნამდვილად იყო ერის სულიერი მოძღვარი და სულიერი მამა და ის ბაიკებს კი არ უმღეროდა რუსეთს, როდესაც ხედავდა, რომ მისი ქვეყნის დაპყრობის საშიშროება იდგა და ოკუპაციის, არამედ გენუის საერთაშორისო კონფერენციას მიმართა და წერდა, რომ მის ქვეყანას ართმევენ სარწმუნოებას, კულტურას და .

წმინდა ამბროსი აღმსარებელის მემორანდუმში გენუის კონფერენციისადმი ამის გარდა კიდევ ერთი საყურადღებო მომენტია, რომელიც საოცრად წააგავს სააკაშვილის და თუთბერიძეების 9-წლიან «დემოკრატიულ» დიქტატურას:

«ოკუპანტები, მართალია, ლამობენ, შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ. თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გაველურების და გახრწნის კარამდე!

ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ, კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას.

ამიტომ ვითხოვ:

1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნას მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან.

2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა».

განა ზუსტად ასე არ არწმუნებდნენ 80 წლის შემდგომ მთელ მსოფლიოს ნაციონალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები? განა ზუსტად ასე არ გმინავდა ერი, მაგრამ საშუალება არ ჰქონდა ხმის ამოღებისა? განა ზუსტად ასე არ ატარებდნენ 9 წლის განმავლობაში ყოვლადშეუფერებელ ექსპერიმენტებს ქართველი ერის ზურგზე? ან ვისი დამსახურებაა, რომ ამბროსი ხელაიას მოთხოვნიდან 80 წლის შემდეგ, დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ტერიტორიიდან სრულად გაყვანილი რუსული ჯარი 2008 წელს უკან დაბრუნდა?

გენუის კონფერენცია ისევე შეშფოთდა საქართველოს საკითხით, როგორც 2008 წელს მთელი ევროპა, თუმცა ამას ჩვენთვის დიდი შვება არ მოუტანია. მაშინაც და ახლაც ევროპას რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას მორცხვი დუმილი ურჩევნია.

თუმცა მივუბრუნდეთ მეუფე იაკობის ქადაგებას და წვრილად მივყვეთ, რაზე მიუთითა მან «ინკოგნიტო» ხელისუფალს.

«როგორი მეფეები და როგორი ხელისუფლები გვიყვარდა? _ რომლებიც ქვეყანაში მშვიდობას ამყარებდნენ, ურთიერთსიყვარული და ურთიერთგატანა იყო და ქვეყანას თავის დაცვა შეეძლო…

რა ევალება ხელისუფალს? მას ევალება დაიცვას ის ტრადიციები, რომლებიც იმ ხალხს გააჩნია, თავის სამშობლო და თავის ქვეყანა დაიცვას.

უფლება არა აქვს თუნდაც, დადგინებული რომ არის ხელმძღვანელად, თავის ჭკუაზე აკეთოს ყველაფერი.

მან გულისხმა უნდა ჰყოს, თუ რა სჭირდება ერს, თითოეულ ადამიანს თუ სამსახურებს და აკეთოს ის.

თუ ადამიანი, რომელიც დაადგინეს ხელისუფლად, ცუდი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მარტო თავის თავზე და გარემოცვაზე ფიქრობს _ როგორ გაერთონ,

თუ ხელისუფალი კარგავს ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს, თუ ებრძვის ტრადიციებს და ადამიანებს უწესობისკენ მოუწოდებს,

თუ ის ხელისუფალი თავის ერს შეებრძოლება, ზოგს დახოცავს, ზოგს საპატიმროებში ჩაყრის,

თუ თავის გარემოცვას ოჯახებიდან პატიოსან ცოლ-შვილს გაარეკინებს და საეჭვო ყოფაქცევის ადამიანებს შერთავს,

განა ასეთი ხელისუფლების მაგალითზე ვერ მივხვდებით, როგორ განაბნია ის, რაც ღმერთმა მისცა?

ამიტომ დაუდგება ის დრო, რომ, ვინც ირგვლივ ჰყავდა, ისინიც აღარ მიიღებენ და ღორების საჭმელიც კი მოენატრება, რაც უნდა ქონება ჰქონდეს დაგროვილი თავისი ხალხის ხარჯზე.

მაგრამ უფალი მოწყალეა და, თუ მას უდიდესი სინანული ექნება, თუ ის მოიქცევა და მიხვდება, რომ განაბნია ყოველივე და მობრუნდება, მას ღმერთი ხელს არ ჰკრავს.

მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ ის აქვს მოსათხოვი, უფალმა მიიღოს იგი, როგორც ერთერთი მუშაკთაგანი, რათა, როგორც ერთმა მცირეთაგანმა, ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს, იმიტომ, რომ ძალიან დიდზე იყო დადგინებული და ვერ შეძლო.

მეორე და მესამე ექსპერიმენტი, როცა საქმე ერს ეხება, გამორიცხულია».

ყურადღება მიაქციეთ, რომ ათწლეულების შემდეგ მეუფე იაკობი იმავე «ექსპერიმენტებს» ახსენებს, რომელზეც წმინდა ამბროსი აღმსარებელი წერდა. ეს ექსპერიმენტები ტრადიციების, რწმენის, ცხოვრების წესის, კულტურის წინააღმდეგ იყო მიმართული. პირველ შემთხვევაში მათ ბოლშევიკები ატარებდნენ, მეორეში კი _ მედასავლეთე ნეობოლშევიკები.

კიდევ როგორ შეიძლება მოგმართოს მოძღვარმა, რომ გააცნობიერო, თუ ვინ, უფრო სწორად კი, რა მართავდა ქვეყანას ბოლო წლებში. პოლიტიკური (და არა მხოლოდ) ცოდვისა და გარყვნილების მორევში ჩაძირული ხელისუფლება არაფერს ინანიებს. სინანულის გარეშე კი უძღები შვილის დაბრუნება, მამის მიერ მისი მიღება შეუძლებელია.

მათ კი დაბრუნება უნდათ. ისინი 19 აპრილს, მძიმე მარხვაში პატრიოტებს ეპატიჟებიან მიტინგზე. ვინც მივა, ის «პატრიოტი» იქნება, რომელსაც

სძულს ტრადიციები;

ცუდი ცხოვრების წესით ცხოვრობს;

მარტო თავის თავზე და გარემოცვაზე ფიქრობს;

მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გაერთოს;

ამართლებს ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილის დაკარგვას;

ადამიანებს უწესობისკენ მოუწოდებს;

ებრძვის საკუთარ ერს;

ამართლებს ადამიანების დახოცვას;

პატიმრების წამებას;

პატიოსან ცოლშვილს ერეკება და ოჯახში საეჭვო ყოფაქცევის ადამიანები შეჰყავს

მოინანიეთ, დიდმარხვა იწყება!

ნანა დევდარიანი

 

40 COMMENTS

  1. მე პატივს ვცემ ტრადიციებს;
    მე სწორი და მართალი ცხოვრების წესით ვცხოვრობ;
    ყოველთვის შევდივარ სხვა ადამიანების მდგომარეობაში, ვცდილობ ჩემი თავი წარმოვიდგინო მათ ადგილას;
    ჩემი გართობა წიგნის კითხვაა;
    რა თქმა უნდა არ ვამართლებ ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილის დაკარგვას;
    ადამიანებს წესიერებისკენ მოვუწოდებ;
    მიყვარს საკუთარი ერი და ვცდილობ რამეში გამოვადგე;
    არასოდეს ვამართლებ ადამიანების დახოცვას, პატიმრების წამებას;
    ოჯახის სიახლოვეს მხოლოდ კარგი ყოფაქცევის ადამიანებს ვუშვებ…

    მე რომ შემეძლოს, წავიდოდი 19 აპრილის მიტინგზე, რადგან "სუფთა" პოლიტიკოსი არ არსებობს, ამ მხრივ ადამიანები ახალ მთავრობაში არაფრით არიან ძველებზე უკეთესები და 19 აპრილს მიტინგზე ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ესა თუ ის ადამიანი ნაციონალების გვერდში დგას მათი საგარეო კურსის გამო, რადგან ახალი მთავრობის ქცევა სერიოზულ ეჭვს იწვევს, რომ ჩვენ უკან – მოუსავლეთში ვბრუნდებით! ნაციონალური მოძრაობა ჩემი იდეა ფიქსი არ არის. მე მაქვს კრიტიკული აზროვნების უნარი, მე მინდა ვიყო თავისუფალი მოქალაქე, მე ახალი მთავრობის გვერდში დავდგები სხვა გადაწყვეტილებების დროს, როცა მთლიანად დავეთანხმები მათ.

  2. სააკაშვილს პატრიარქი ჯილდოებს რომ რომ გადასცემდა მაშინ სად იყავით?

  3. დროზე აღიარეთ მეორედ მოსული სიტყვა,კიდევ შეიძლება ერის გადარჩენა.მეორედ მოსვლაა!!! ,ამის უარყოფის გამო ვართ ასეთ დღეში ქართველებო და სხვა ერებო.

  4. ლელა აბა კარგად ჩაიხედე გულში, მართლა მაგიტო აპირებ წასვლას? მოუსავლეთში აქამდე მიყავდათ ხალხი… 9 წელი ქალი ქალს აღარ გავდა კაცი კაცს და ბავშვი ბავშვს… მე მთლიანად მხარს დაუჭერ ახალ ხელისუფლებას… და გავყვები მაგ მოუსავლეთში რასაც შენ უწოდებ და ჩემთვის ტრადიციები და ქართველი ერის სახეა… და კიდევ ყველაფერს დაეთანხმე ზევით და მხოლოდ ნატოს გზაზე გაგაჟრჟოლა… უძინართა მზიდან ერთი სიტყვები გამახსენდა "ბევრი არ გაიგოს მაგან ევროპის გზაზეა თუ აზიის"

  5. პოლ-პოტისეულ ნაცბანდის 19 აპრილის პროვოკაციულ აქციაზე მისვლა, თუნდაც ცნობისმოყვარეობის მიზნით(ნეტავ, საინტერესოა რა მოხდება?)იქნება იმ ხალხის სულში ჩაფურთხება 7 ნოემბერს და 26 მაისს ამ ჯალათების მიერ რუსთაველზე დაყენებულ სისხლის გუბეებში რომ იწვა, იმ ვაჟკაცების ხსოვნის ღალატი ,რომლებიც ვიგინდარა სააკაშვილის რეჟიმის მოღალატური მოქმედებების გამო იქნენ ჩახოცილები 2008 წლის ავბედით ომში.სხვათა შორის, ზოგიერთი თეა თუთბერიძეების საყურადღებოდ:შეგახსენებთ, რომ პატრიარქი იყო ერთადერთი პიროვნება, რომელმაც გამოიტანა უაზროდ დაღუპულთა გვამები სამაჩაბლოდან, მაშინ როცა ნაცხროვის უფროს-უმცროსი წითელ ხიდთან იყვნენ ატუზულნი და ერთმანეთს ასწრებდნენ საზღვარზე გადასვლას. ასე რომ თქვენი მყრალი პირით მის უწმინდესობას ნუ შეეხებით.

  6. ეხ ლელა ლელა შენ საერთოდ აზრზე არ ხარ რას ბოდავ,შენისთანა სამარცხვინო დედამ რა შვილი უნდა გაზარდოს

  7. ლევან, მთელი სტატია უძღებ შვილზეა დაწერილი და შენ კიდევ რა რეებს კითხულობ? კარგად წაიკითხე სტატია!

  8. მე უარს ვიტყვი ისეთ მართლმადიდებლობაზე, რომელიც რუსის მონობის შეგუებას მიქადაგებს!

  9. ბატონო თენგო, უბედურება ისაა, რომ სააკაშვილი დიდი ხანია უძღები შვილი არაა, ის დაუძინებელი მტერია ამ ქვეყნის,ის მსახურია სიონისტურ თალმუდისტური მასონური კლანის,ხოლო სასულიერო პირები ვალდებულნი იყვნენ ემხილებინათ მანამდე, ვიდრე ქვეყანას დაგვიქცევდა და არ უნდა ეძახათ დავით აღმაშენებელი ხარო და მძიმე ჯვარს ატარებო, ამან გადარია, სიმართლე ეგონა.

  10. არც დედა ვარ სამარცხვინო, არც ქალი და შვილებიც სასახელოები გამეზარდნენ ღმერთის წყალობით. ღრმად ჩავიხედე გულში და . მე არავისზე ვარ დამოკიდებული არც ფულით, არც მდგომარეობით!!! პირადად მე გაცილებით ახლოს ვარ ცივილიზაციასთან (ევროპასთან), რადგან 16 წელია საქართველოს გარეთ ვცხოვრობ. ტრადიციები არ ნიშნავს, რომ განვითარებაზე უარი უნდა ვთქვათ. ვიცი ყველა იტყვის – საქართველოში არ ცხოვრობს და მაგას რა ალაპარაკებსო, მაგრამ აქედან ბევრ რამეს უკეთესად ვხედავ (რა თქმა უნდა, რაღაცას – უარესად). ჩემი მდგომარეობის გამო გლობალურ ჭრილში შემიძლია უკეთესად დავინახო საქართველოს ადგილი და ამ პოზიციიდან ვლაპარაკობ.

  11. ქალბატონო ლელა, მეტი წინდახედულება გმართებთ მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად…როდესაც აცხადებთ ნაციონალების მიტინგზე მისვლის სურვილის და პოლიტიკური ენაზე საუბრობთ…მერწმუნედ ეს არ შედის თქვენს კომპეტენციაში და აკნინებს თქვენს პიროვნებას, თანაც აცხადებთ რომ ევროპაშ ცხოვრობთ..??? აქ არავინ საუბრობს იმას,რომ ახალი მთავრობა ზეციდან ჩამოფრინდა არამედ იმ ფაშისზმზე რამაც მოიტანა სააკაშვილის ძალაუფლებამ…და ვის უერთებით და ვისი მეშვეობით გსურთ გამოხატოთ თქვენი პრეტენზია..??? ის რომ ევროპაში ცხოვრობთ ეს სულაც არ ნიშნავს თვალის ახელას, თუმცა მეტი დაფიქრება მოგეთხოვებათ მაინც და, პირადად მეც უფრო მკაცრად განვსჯიდი თქვენს პრეტენზიულ და სულიერ სიბრმავეს იქიდან გამომდინარე რომ მეც ევროპაში ვცხოვრობ მრვალი წელია…!!!

  12. ქ-ნო ნანა,

    დიდი შეგონებაა პატრიარქის ქადაგებაში, მაგრამ ვის ესმის? უმრავლესობა სათავისოდ, ეჩოსავით თავისაკენ ითლის მათთვის საინტერესოს, მისაღებს, სასურველს და ძირითად აზრს ამ შეგონებისას ვერც წვდებიან. ალბათ მომავალში დაინახავენ და ჩაწვდებიან, მაგრამ ამასობაში სიცოცხლეც გაილევა. უშველით კი ბოლო წუთებში სინანული?

    არ ვიცი რა უნდა ეწოდოს მათ ამგვარ ყოფას. სულიერება არ არის მათთვის სიმდიდრე, მათთვის მატერიალურია ღირებული!

    მარტო პრეზიდენტყოფილის ბრალი არუნდა იყოს ეს, თავად საკუთარი ცხოვრების წესსაც უნდა შევხედოთ სიმართლის თვალით, და საქმენმან ჩვენმან გამოგვაჩინოს…

    ზოგიერთისათვის ყოფა-ცხოვრება იმგვარია, როგორც ქათამმა წყალი დალიაო და…

  13. ლელა გაიხარე და ამრავლოს ღმერთმა შენნაირი სუფთა და პატრიოტი ადამიანები, ამრავლოს ღმერთმა ისეთი ხალხი, ვისაც შეეძლება ქვეყნისთვის უკეთესი გზის დანახვა, ნუთუ ასეთი სიბნელეა 21-ე საუკუნეში, რომ ევროპის გზისკენ წასვლაზე უნდა უარი თქვას ქართველთა უმრავლესობამ, არადა რა ახლოს ვართ უკვე ცივილიზებულ დასავლეთთან, ნუთუ არ მოსწყინდა ხალხს რუსული ყველაფერი, მძულს ჩემი ქვეყნის მტერი და ჯერჯერობით ვერ ვივიწყებ 2008-ს, გამოფხიზლდით ბნელი მამაოების გავლენებისგან ხალხო და ჭეშმარიტად იწამეთ და იყავით მოშიშები ღვთისა და არა ჯიპიანი მამაოებისა, მჯერავს რომ გონიერება გაიმარჯვებს და ჩვენ გავალთ იმ გზაზე რომელსაც ევროპა ჰქვია, მაშასადამე 19-ში ჩვენ ვიცავთ საქართველოს ევროპულ მომავალს

  14. ეს ეგრეთწოდებული მღვდეთმსახური ცილისმწამებელი და მატყუარაა, ამის სიტყვას ვინმე რომ სერიოზულად მიიღებს, ვაი იმის პატრონს!

  15. ეკლესია მაინც დაუტოვეთ ხალხს სალოცავად და ნუ გააპოლიტიზირებთ

  16. საპატრიარქო და პატრიარქი ყოველთვის გადმოსცემდა თავის სათქმელს ამგვარ იგავებში ) ნათლად ვერ დაუპირისპირდებოდა ხელისუფლებას ) და იმ კანონზეც იმიტომ დაიხია უკან და დაუთმო რომ საკმარისი იყო ერთი მათი გადაკრული სიტყვა და გადაუვლიდა ხალხი ხელისუფლებას ნუ არც იცინი დაინდობდნენ რა თქმა უნდა და დაიღვრებოდა სისხლი. აი ამას მოერიდა ჩვენი პატრიარქი ) ერთადერთი რამ არის რელიგია რაც ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს. მე პირადად არ წავალ და არც ვაპირებდი წასვლას ისეთების დაძახილზე რომლებმაც ევრობა მხოლოდ ფურცლებზე და რეზოლუციებზე იციან ) არცერთი ევროპული ფაესეულობა მათ არ დაუცვიათ პირიქით გადაგვიარეს როგორც შეეძლოთ. ყველა იქ მისული იქნება ფულტლიერი რომელთაც საღი აზრი არ გააჩნიათ 🙂

  17. კომენტარებში ნაცები აქტიურობენ, ყოჩაღთ ნაცებო, ყოჩაღთ… ბოლომდე გაჯიჯგნეთ ეს საცოდავი საქართველო… სინანული რა თქვენი საქმეა, ბოლომდე ებრძოლეთ მართლმადიდებლობას და მიიღეთ სხვადასხვა ანტიქართული ბრძანებები მასონთა ლოჟებიდან, თქვენ გგონიათ შეძლებთ საქართველო ანტიქრისტეს მოუმზადოთ?! სამგზის საწყალობლებო…

    იდღეგრძელე და მრავალჟამიერი სიცოცხლე გქონოდეს მეუფე იაკობ მართალი სიტყვის გაცხადებისთვის…

  18. მორჩა ამ იგავებით ქადაგება! სულხანსაბა იმიტომ წერდა იგავებით, რომ სხვა გამოსავალი არ იყო და ახლა საბენდიეროდ სიტყვის თავისუფლება აქვს მწერალს, მღვდელსა და თვითოეულ ადამიან., ასე რომ გეყოთ ეს იგავები და ტყვინის ბურღი და პირდაპირ თქვით რა არის პრობლემა რეალურად! პირდაპირ გააკრიტიკეთ ამა თუ იმ პოლიტიკოსის თუ ქვეყნის მმართველის ქცევები! ნუ ჩარჩით მეთვრამეტე საუკუნეში!

  19. ვაი საცოდავო იობოო ვერ ჩანხარ დალაგებული შენ რა გესმის ადამიანობის რწმენის ქრისტიანობის და ეკლესიის გმერთმა გვაშოროს შენნაირი ადამიანები ჩვენს ერში სამარცხვინო ხარ იმის ნახევარი ცხოვრებით რომ რაინც გაცხოვრა როგორც მეუპე იაკობი ცხოვრობს ბედნიერი იუქნებოდი.მეუპე წლები ყაზბეგში მსახურობდა დადა ის იმდენად კარგი ადამიანია რომ მისი აზრი ყველასთვის გასათვალისწინებელი უნდა იყოს

  20. ჰაა ისევ გამოჩნდით ანაფორიანი მგლებიი. ეტყობა პრადოებში ბენზინი შემოგაკლდათ და

  21. კაცობა შეგირცხვა ზურა გამოხვალ დადგები და ქართულ სადგეგრჯელოს დალევ სირცხვილი დედაშენს ასეთი რომ გაგზარდა

  22. ესე იგი, იობი და ლიკა ნამდვილად ფსიქიატრიულში, ლელა აუცილებლად ნაცების მიტინგზე(ჩამოვიყვანოთ იქედან და ისე). ლევანს რწმენა აკლია,თუმცა ნაკითხია და იცის ვინ ვინაა. ქაიხოსრო არც იქეთაა და არც აქეთ ანუ არც მორწმუნეა და არც ურწმუნ. ლელა სუფთა ამქვეყნიური, ამა სოფლის საზრუნავების მიხედვით აფასებს ყველაფერს-სულიერსაც და არასულიერსაც…აქედან მეუფე იკობი დარჩა მართალი კაცისა და უფლის წინაშე…ასე რომ, მათ ნათქვამს როცა მოისმენთ ან წაიკითხავთ, ნუ იძიებთ ასეთ სისულეებს…უბრალოდ დაიმახსოვრეთ ყველაფერი და ცხოვრებაში განახორციელეთ…ისინი ცუდს არაფერს გვასწავლიან…მაპატიეთ, ეს ჩემი აზრია…

  23. ნაცები…ნაციონალები მაინც არ გერქვათ,თქვე ზნედაცემულებო წარმოდგენაც არ გაქვთ რა ხდება ქვეყანაში.ერთი ეს დაიმახსივრეთ პატრიარქის და ეკლესიის მტერი ქართველი ხალხის და საქართველოს მტერია.როდის უნდა გამოფხიზლდეთ ნეტა,მარა არამგონია თქვენ რამე გესმოდეთ ამ ქვეყნიური ცხოვრებისა.მეცოდებით..

  24. ნაცებს, ჩვენდა საბედნიეროდ, სიტყვების მეტი აღარაფერი დარჩენიათ,საქმის კეთება რომ ევალებოდათ, მაშინაც მხოლოდ ლაპარაკი იყო მათი საქმე. უნდათ შეეჯიბრონ ეკლესიასაც და თავიანთი "ქადაგებებით" შეინარჩუნონ მომხრეები, მაგრამ ისინი მხოლოდ ლელასნაირებს თუ მოატყუებენ, იმათაც მხოლოდ იმიტომ, რომ წლების მანძილზე აქ არ არიან და ვერ ხედავენ სინამდვილეში რაც ხდება. სახარებისეული უძღები შვილები ისინი ვერასოდეს გახდებიან, ამისთვის ნათელი გონება და ნათელი სულია საჭირო, თორემ შეცდომებს ყველა ადამიანი ვუშვებთ და ცოდვასაც ჩავდივართ, უცოდველი მარტო უფალია.

  25. საგარეო კურსის შეცვლას არც არავინ აპირებს, და ძალიან სასაცილოა, რომ მსგავსი სისულელეებით ცდილობენ ხალხის შეყრას მიტინგზე, და, მით უფრო საბრალოა ის, ვისაც ამის სჯერა!
    აქვე ზედმეტად მიმაჩნია საუბარი იმაზე, რომ მცირეოდენი კორექტულობა მაინც გმართებთ სასულიერო პირზე საუბრიასას.ისე, სანამ მღვდლების მანქანებს შეეხებოდეთ იქნებ ის განმარტოდ, რატომ იხარჯება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან საყვარლების სამაჯურებზე, გასახდომ პროცედურებზე, საახალწლო ზეიმებზე უცხოეთში ათასობით დოლარი,თუ ესეც ,,ევროპული" მიდგომაა?

  26. პატრიარქს როცა ახსენებთ პირი გამოირეცხეთ ზოგიერთებმა..ნაძირალა ნაცებო !!!

  27. ის სიბნელე რაც ამ სტატიაშია ,ნახევარ მსოფლიოს დააბნელებს არათუ საქართველოს!!
    ადამიანებო ცოტა იაზროვნეთ!

  28. ასე ერთმანეთის დაპირისპირებაში, ვინ უფრო ხატოვნად და ძლიერად იტყვის სათქმელს…..ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა ჯურის გადამთიელები ინაწილებენ…ასე თუ გაგრძელდა დასაპირისპირებელი სასაუბრო, მასალა ისე შემოგვადნება ენაზე, მარტო ,,ვ ა ი მ ე ს ,, ამოვიძახებთ და….დამთავრდება ყველაფერი….ახალი, სხვა ჯამრთელი ძალა უნდა შეიქმნას!!!არგვინდა არც ნაცები გა არც ოცები…მათ პოლიტიკას ნუ გადავაყოლებთ ერთმანეთის უფლისმიერ სიყვარულს…მე პირადად ყველა ქართველი მიყვარს…უფალმა დაგიფაროთ ყველა და გაგაძლიეროთ!!!

  29. ეჰჰ მგონი ძალიან გვიანია მამაო…
    ღმერთს ებარებოდეს სრულიად საქართველო და ქართველი ერი…

  30. ფუუუუ ასეტი ბნელები საიდან მოდიან!!!!! ჭუჭყიან მღვდლებს რომ დაუჯერებ!!!!

  31. ვისაც გინდათ -სადაც გინდათ იქ წადით. დროა გადაირჩენ თხები-ცხოვართაგან. ყველა თავის არჩევანს აკეთებს და პასუხისმგებლობას იღებს ერისა და ისტორიის წინშე.

  32. მაგრები ხართ რა, ვინც მართლა ვერ ხვდება საით მიდის დღეს საქართველო, ასე როგორ დაგაბრმავათ სიძულვილმა რო ვერ არჩევთ პატრიოტს და ფულზე გაყიდულებს. მე პირადად პატივს ნამდვილად ვერ ვცემ ვერც სასულიერო და ვერც საერო პირს ვისაც პატიება და შენდობა არ შეუძლია, განა ამას არ ქადაგებს ეკლესია თუ მეშლება რამე? დგეს ხო გვყავს საამაყო და პატრიოტი მთავრობა, რომელიც მზადაა ლამის რუსებს მუხლებზე დაჩოქილმა ბოდიში მოუხადოს, თურმე ჩვენ ვყოფილვართ დამნაშავეები და კაცთმოძულეები, თურმე ჩვენ მოგვიწყვია ოსებისთვის და აფხაზებისთვის გენოციდი. აი ჩვენი მთვრობის ლოგიკა, იამაყეთ ქართველებო, მაგარი მთავრობა გვყავს.

  33. არმოგწყინდათ ეს ზედაპირული და დაზეპირებული პატრიოტობა და რწმენა? მარტო მოტინგებზე წარბის შეკვრა და გულზე მჯიღის ცემა არაა ვაჯკაცობა და ტრადიციულობა,ამხელა კულტურის და ისტორიის მქონე ერი 9 წელიწადში არგვარდება გადაგვარება ცოთა ადრე ეძიეთ რა,1937წლიდან მოყოლებული ორმანეთიან ხორცზე რუსის ბაბაზე რომ გიჟდებოდით საქართველო მარტო სუფრაზე გახსენდებოდათ აი ესეა სუფრის დონემდეა დაყვანილი საქართველოს სიყვარული,თორე საქმე სქმეზე რომმიდგება ვინსად დაიმალებით უფალმა უწყის მარტო!

  34. გიგორგი მოუსავლეთში ტუ მიდიდს შენგაყევი თუგინდა ქართველიხალხი არაპირებს,ვაზაგაშვილი და სხვა დახვრეტილები რომჩამოთვალე ჩამოგითვალო რამდენი ვაჯკაცი ბიჭები შეეწირნენ საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილიდან მოყოლებული მოუსავლეთში რომაწასულიყო საქართველო.

  35. რაც შეეხება სამღვდელოებას არუნდა განვიკითხოთ მართალია მაგრამ ადრე რატომ არიღებდნენ ხმას? ადრე მამაოები თავის ქვეყნის გულისათვის თავს წირავდნენ,მარტყოფის ომში მარტო 7 ეპისკოპოსი დაეცა.რუსის ურბნისის კრება უნდათ მაგრამ რასიზამ არგვყავს აღმაშენებელი,ეს იმ მამაოებს ვინც რუსეთის სიკეთეზე ქადაგებს ეხლა არდაიწყოთ ყაყანი არარიან ეგეთებიო.არსებობს თითქოსდა საფუძვლიანი რელიგიური არგუმენტი, რომლითაც საბუთდება მოსაზრება: ჩვენ, ქართველები, მოვალენი ვართ, განწირულნიც კი, ვიმყოფებოდეთ იდილიურად ძმურ კავშირში ერთმორწმუნე რუსეთთან. ამასთან დაკავშირებით ზოგადად ყურადსაღებია შემდეგი: არასასურველი მოვალეობის შესრულებას, თუ ის ნაკარნახევი არ არის სიყვარულით, მონობა ეწოდება, ხოლო განწირულობას, თუ ის შენთვის მიუღებელია, სასოწარკვეთა ჰქვია და მას მთელი ძალით უნდა შეებრძოლო.თუ გადავხედავთ რუსეთთან ორსაუკუნოვანი „ძმობის” მატიანეს და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება ქართველი სამღვდელოების ჩასვლა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, გრძელდება ჩვენი ერის სულიერების აკვანის ხელყოფა – აფხაზეთში ქართული ხუროთმოძღვრების შედევრების ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისა (XIს) და ბედიის მონასტრის (Xს) ,,ხახვებიანი” გუმბათებით შემკობა, უძველესი ისტორიული წარწერებისა თუ ფრესკების (ბაგრატ III გამოსახულება) მობათქაშება, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი: გვაძლევს კი რაიმე ოპტიმიზმის საფუძველს იმპერიასთან თუნდაც მხოლოდ სარწმუნოებრივი თანაცხოვრების ამგვარი გამოცდილება?

  36. მეც გარედან ვუყურებ ჩემი ქვეყნის უბედურებას,საქართველოში უკვე 6ჯერ ვიყავი და ყოველ ჩასვლაზე ვხედავ სულ უკან და უკან მიდის ქვეყანა,მეც მინდა ჩემს ქვეყანაში ცხოვრება და შენ ლელა არ გინდა იქ ცხოვრება? რატომ ვერ შევძელით იქ საცხოვრებლად ჩასვლა ?რატომ არ გინდა იქყოფნა?სულ უფრი და უფრო მეტი ხალხი გააუბედურეს და აქციეს უსახლკაროებად.ეგ 9 წელი რომ ყოფილიყო კარგი რატომ არ უნდა ყოფილიყო საშუალება უკან წავსულიყავით?ეს ხომ ფაქტია. რატომ ხარ სადაც ხარ ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here