Home რუბრიკები საზოგადოება დასავლეთს მამათმავლობამ, აღმოსავლეთ ევროპას კი შიმშილმა და სიღარიბემ შეუტია

დასავლეთს მამათმავლობამ, აღმოსავლეთ ევროპას კი შიმშილმა და სიღარიბემ შეუტია

650

დღეს, როდესაც . . სამართლიანობის აღდგენის პროცესი, სავარაუდოდ, შევიდა ცხელ ფაზაში და 9-წლიანი «ნაციონალური კოშმარის» ერთერთ მთავარ ფიგურანტსა თუ არქიტექტორ შემოქმედს, გიგი უგულავას, მიადგა, თითქოს შინ თუ გარეთ მიმდინარე ყველა სხვა პროცესი უნდა გადაეფარა და აქედან გამომდინარე წინამდებარე წერილში განსახილველი თემაც ერთი შეხედვით იქნებ ამოვარდნილადაც გამოჩნდეს მოცემული პოლიტიკური კონტექსტიდან, მითუმეტეს .. სექსუალური უმცირესობების, უფრო მარტივად კი, როგორც ქართულ მედიაშია მიღებული, ამ «დაჩაგრული» ხალხის  საერთო სახელით _ პედერასტებად, მოხსენიება (ამ თემას გაზეთის წინა ნომერშიც შევეხეთ), მაგრამ ეს, მართლაც ერთი შეხედვით, რადგანაც

«აჩრდილი დადის დასავლეთში, აჩრდილი მამათმავლობისა და, თუ ამ რეალობასაც არ მივიღებთ სერიოზულად, მოკლე ხანში მსოფლიოს პოლიტიკური რუკის უდიდესი ნაწილი ცისფერი გახდება და ვინძლო წითელი ფერი სანატრელ ტკბილ მოგონებად დაგვრჩეს, რადგანაც ნახევარი მსოფლიოს გაწითლება თუ შეგვინდო უფალმა _ «…ღვთის დიდად განმარისხებლისა და მიუტევებლისა ფინთისა და მყრალისა და ცეცხლით საუკუნოდ მწველისა მამათმავლობის მქმნელნი, მამალნი, ანუ დედალნი»… როგორც საქართველოს დიდი ხელმწიფე, მეფე ერეკლე II, საუბრობდა თავისი დროის პედერასტებზე, თუ  თანამედროვე «მამალნი, ანუ დედალნი», მათი  უმრავლესობა გაპედერასტდება, მამა ღმერთს შერცხვება საკუთარი ქმნილებების, ესენი არიან «ხატად და სახედ ჩემდა ქმნილნიო»? და მთელ დედამიწას მოუვლენს სოდომ-გომორის ცეცხლოვან წარღვნას!

თუმცა რაღა «აჩრდილი დადის»? აჩრდილი კი არა, აი, იხილეთ პატარა კახისგან განსხვავებით რით «ერთობა» აშშ-ის ეს მერამდენე «დიდი ხელმწიფე» _ პრეზიდენტი ბარაკ ჰუსეინ ობამა: «აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, ადმინისტრაციამ, თხოვნით მიმართა ქვეყნის უმაღლეს სასამართლოს გააფართოოს «ქორწინების», როგორც მხოლოდ მამაკაცისა და ქალის კავშირის განმსაზღვრელი ტერმინი. სასამართლოს ასვე ეთხოვა, გადახედოს 1996 წლის კანონს ქორწინების დაცვის შესახებ, რომელიც კრძალავს ერთსქესიან ქორწინებას.

გასულ წელს ობამა გახდა აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელმაც მხარი დაუჭირა ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის გაუქმებას.

ამჟამად ერთსქესიანი ქორწინება ნებადართულია აშშის რიგ შტატებში, თუმცა ფედერალურ დონეზე უკანონოდ ითვლება».

ჰაა, როგორია, აშშის «სტრატეგიული პარტნიორობით» მოხიბლულო ნაცებო თუ მეოცნებეთა ნაწილო, ვერც ახლა მიხვდით, საით «უბერავს» აშშის სტრატეგიაც და ტაქტიკაც?

ახლა თუ «სულ რაღაც» 13 იგულისხმება «რიგ შტატებში», სადაც ერთსქესიანი ქორწინებები კანონით არის ნებადართული, სავარაუდოდ, უმაღლესი სასამართლო დააკმაყოფილებს პრეზიდენტ ობამას თხოვნას, «გააფართოოს «ქორწინების», როგორც მხოლოდ მამაკაცისა და ქალის კავშირის განმსაზღვრელი ტერმინი» და სრულიად ამერიკის ფედერალურ დონეზე ოფიციალურად გაპედერასტდება აშშ. ამას დაუმატეთ იმავე საფრთხის რეალობა ევროკავშირის ქვეყნების მიმართ და, როგორც იტყვიან, მოგვეცა ლხენა _ ვივა, ამერიკა-ევროპა! ვივა, პედერასტე! და ვავა, საქართველო!

ახლა მავანი იფიქრებს, რა გააჭირა საქმე ამ კაცმა, თავშიც ქვა უხლიათ ამერიკა-ევროპას, მერე ჩვენ რატომ «ვავა», ჩვენ, ჩვენსას მივხედოთო, მაგრამ, რომ არ არის ასე?

«სტრატეგიული პარტნიორობა თუ მოკავშირეობა», საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოვების, გნებავთ, ნეოკოლონიალიზმის, ანუ იმავე დაპყრობის შეფარული ფორმაა! ყოველ შემთხვევაში ჩვენთან დაკავშირებით ასეა! მპყრობელთან პყრობილის კოაბიტაციის მდიდარი გამოცდილება, ვის, ვის და საქართველოს ნამდვილად აქვს. ეს გამოცდილება კი იმას გვასწავლის, რომ ყოველი დამპყრობელი, საკუთარი იდეოლოგიის, მენტალობის თავსმოხვევას ცდილობდა. შუა საუკუნეებში ცეცხლითა და მახვილით გვაიძულებდნენ გამაჰმადიანებას, XIX საუკუნეში კი ერთმორწმუნე  რუსებმა ქართულ ენას შეუტიეს. ორივე შემთხვევაში ვერაფერს, ან თითქმის ვერაფერს მიაღწიეს. განსაკუთრებით მეორე შემთხვევაში _ რუსეთის მფარველობის ქვეშ ფიზიკურად გამრავლებულმა და ეკონომიკურად მომძლავრებულმა ქართველობამ, პეტერბურგის, ოდესის, კიევის თუ რუსეთის გავლით, ევროპის უნივერსტეტებში განათლებულმა 60-იანელმა თერგდალეულებმა, მართალია, ცარისტული რუსეთის იმპერიაში, ანუ პოლიტიკური სახელმწიფოებრიობის გარეშე, მაგრამ მაინც, საკუთარი ქვეყნის შენება დაიწყეს. ამ ყველაფერმა კი, ანუ ქართულმა მეცნიერებამ, ხელოვნებამ კულტურამ, გნებავთ, ქართულმა სულიერებამ ისეთ სიმაღლეებს მიაღწია უკვე სსრკ-ში, რომ ქართველთა რუსიფიკაციაზე სერიოზულად აღარავინ ფიქრობდა!

ახლა? სურათი დიამეტრალურად საპირისპიროა _ ჩვენი «სტრატეგიული პარტნიორები» არამც და არამც არ დაუშვებენ საქართველოს იმდენად მოძლიერებას, რომ, ეკონომიკურად მაინც, «ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს», რადგან მშიერი და «სტრატეგიულ პარტნიორზე» დამოკიდებილი ქვეყანა ადვილი სამართავია. ეს რომ ასეა, ჩვენისთანა «ნატოს ასპირანტი» იქით იყოს და, ევროკავშირ-ნატოს წევრი ქვეყნების მაგალითებზეც ჩანს: ბალტიის ქვეყნები, ბულგარეთი, უნგრეთი, საბერძნეთი თუ კიდევ რომელი ქვეყნები დავასახელო, რომლებიც პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისით არიან მოცულნი?!

შორს აღარ არის ის დრო, როდესაც ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ტოტალურად დაკანონდება ერთსქესიანი ქორწინებები, როგორც ლიბერალური დემოკრატიის უმაღლესი მიღწევა, ანუ ე. წ. დასავლური ღირებულებების უპირველესი ნიშანი, ეს საუკუნოდ სულის წარმწყმედი გარყვნილება იქნება!

მანამდე კი, პერმანენტულად შეგვახსენებენ პედერასტების უფლებების დაცვას _ ნუ დაგვავიწყდება, რომ ნაცბანდას, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ ყბადაღებული პოლიტიკური დევნით აპელირებს, ერთი «საიდუმლო იარაღი» რეზერვში აქვს _ მალე მოვა გაზაფხული და, როგორც მზის გულზე ნაზამთრალი გველის წიწილები, ისე გამოეფინებიან  ჰაინრიხ ბიოლის თუ სხვა «ფონდებში»  მოკალათებული, დასავლეთიდან გულუხვად დაფინანსებული ადგილობრივი პედერასტები თუ მათი მხარდამჭერები და გეიპარადებით შეგვახსენებენ თავს, რაც მეტნაკლები შეხლაშემოხლის, ცემატყეპის გარეშე, იმედია, ვერ ჩაივლის რუსთაველზე. ამას კი, გეიპარადების «ხელშეშლაზე» თვალის დახუჭვას, განსხვავებით «პოლიტიკური დევნისგან», რომელსაც დიდად აღარ აქცევენ ყურადღებასაღარ აპატიებენ  «ქართულ ოცნებას», რომლის მიმართაც მკაცრი შეფასებები თუ სანქციები არ დააყოვნებს დასავლეთიდან!

მითუმეტეს, რომ არც შინაური ენჯეოებისგან გვექნება დანდობა, უპირველესად, ახალგაზრდა იურისტების სახით, გნებავთ, ახალი სახალხო დამცველის, რომელმაც 8 თებერვალს მომხდარი ექსცესისას თავი დაგვამახსოვრა უგვანო, ლიბერასტული პოზიციით. აღარაფერს ვიტყვი ლია მუხაშავრიაზე, რომელმაც სახალხო დამცველის პოსტის ძიებისას უნივერსტეტში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტების წინაშე განაცხადა: «აბა, როგორ, თუ პროგრესი  გვინდა, ერთსქესიანი ქორწინებები უნდა დავაკანონოთ საქართველოშიო…»

დასავლეთი რომ მტკიცედ ადგას პედერასტიზაციის გზას, ამაზე რომის პაპის მოულოდნელი გადადგომაც მოწმობს, მსგავსი რამ სულ რამდენიმეჯერ მოხდა პაპიზმის ათასწლოვან ისტორიაში და უკანასკნელად _ 400 წლის წინ. თუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ბენედიქტე XIV ავადმყოფობის გამო გადადგა, ეს მისი პრობლემაა!

ვატიკანთან დაახლოებული კომენტატორები იმაზე საუბრობენ, რომ კონსერვატორმა (იგი წინააღმდეგი იყო აბორტების, ჰომოსექსუალიზმის, ერთსქესიანი ქორწინებების და ა. შ.) პაპმა ვერ გაუძლო ვატიკანში თუ მის გარეთ არსებულ გავლენიან ნეოლიბერალთა ზეწოლას, რაც იმაში გამოიხატება, რომ ახლა სხვა, ლიბერალური მსოფლიოა და დროა, ვატიკანმაც გადახედოს კონსერვატორულ პოზიციებს და ლიბერალურად მიუდგეს ზემოთ ჩამოთვლილ სულისწამწყმედ ცოდვებს!

ეს რომ ასეა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ბენედიქტეს შემცვლელთა სავარაუდო კანდიდატებს შორის, უპირველესად, ფერადკანიანი სამხრეთ აფრიკელი კარდინალი სახელდება, რომლის სამშობლოშიც ერთსქესიანი ქორწინებები დიდი ხნის დაკანონებულია. აქედან კი ერთი ნაბიჯია პედერასტების სანუკვარ ოცნებამდე _ ერთსქესიანი წყვილების ჯვრისწერის დაშვებაზე კათოლიკურ ტაძრებში, რასაც ამ ბოლო დროს დაბეჯითებით ითხოვენ სოდომ-გომორის ცოდვის შვილები!

დიდი ილიასი არ იყოს, მართლაც «რა გითხრათ, რით გაგახაროთ»?! ჩემი აზრით, საფრთხეები მართლაც რეალურია და თითქოს ხსნაც არსაიდან ჩანს, იმდენად მძლავრი და მიზანმიმართულია დასავლეთის ნეოლიბერალთა შემოტევა, რომელთა მთავარი მებაირახტრე ჩვენი «სტრატეგიული პარტნიორი», ერთადერთი და განუმეორებელი აშშ-ია!

ალბათ, ჩვენმა ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში!

და კიდევ, უცილობლად გასათვალისწინებელია ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტიის, «საქართველოს პატრიოტთა ალიანსის», ინიციატივა, არჩევითობა ყველა დონეზე და რეფერენდუმის პროცედურების გამარტივება, რადგანაც დღეს არსებული კანონმდებლობით, რეფერენდუმების ჩატარება პრაქტიკულად გამორიცხულია!

არადა, სარეფერენდუმო ბევრი გვექნება უახლოეს მომავალში. თუნდაც მეჩეთების აშენება-არ აშენების საკითხები თუ რეფერენდუმის ძალით იქნება გამაგრებული, რაც ხალხის რეალური მმართველობის გამოხატულება, ანუ დემოკრატიის უმაღლესი ხარისხია, ეს შინ თუ გარეთ არსებულ ლიბერასტებს ხმას გააწყვეტინებს! მხოლოდ რეფერენდუმი თუ შეაგნებინებს ზოგიერთ «ურწმუნო თომას” რომ ნატო და ევროკავშირი არ არის პანაცეა. აგერ ბულგარეთი ავიღოთ – ნატოს წევრიც არის და ევროკავშირისაც, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ამ ქვეყნის 40 ქალაქში  ჩატარდა ხალხმრავალი მიტინგები, სადაც მოსახლეობა აპროტესტებდა ხელისუფლების ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას. ქვეყნის დედაქალაქში 30 ათასმა ადამიანმა გადაკეტა სოფიის ცენტრალური ქუჩები. მომიტინგეებს შეუერთდნენ სტუდენტები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სწავლის საფასურის გაზრდაზე. აქციის მონაწილეებს მოჰქონდათ ტრანსპარანტები, რომელთა შინაარსი ჩვენთვის ძალზე ნაცნობია და გასაგები: «ხელისუფლება _ ყაჩაღების გარეშე!», «არა _ მონოპოლიებს!», «საერთაშორისო მაფია, გაეთრიე ბულგარეთიდან!».

სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც არ კადრულობდა 100-ათასიან საპროტესტო მიტინგებზე ხალხისთვის მოესმინა, ბულგარეთის პრეზიდენტი, როსენ პლევნელიევი, გამოვიდა მომიტინგეებთან და  მათ სიტყვით მიმართა: «ახლა მთავარია, პრობლემებს არ გავექცეთ. მე მოვედი აქ, რადგან პატივს ვცემ ხალხს და მინდა გავიგო მათი მოთხოვნები. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, პრეზიდენტის ინსტიტუტი ღიაა». თუმცა მისი ბოლო სიტყვები გამაყრუებელ სტვენაში ჩაიკარგა!

მსოფლიოში განთქმულ საკურორტო და საპორტო ქალაქ ვარნაში, რომელიც 1949 წლიდან 1956 წლამდე სტალინის სახელს ატარებდა, 35 ათასი ადამიანი მიადგა მერიის შენობას მოთხოვნით: «ყველა კორუმპირებულმა პირმა დატოვოს ქალაქის ადმინისტრაცია, რომელიც ჩვენ, 20 წელია, გვაყაჩაღებს!» _ ეს სურვილიც ქართველებისთვის ნაცნობია!

მოკლედ, ბულგარეთში უმწვავესი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია. არადა, ეს სახელმწიფო 2004 წლის აპრილიდან ნატოს სრულფასოვანი წევრია, ხოლო 2007 წლიდან _ ევროკავშირის! მიუხედავად ამ «პანაცეისა», ბულგარეთი ბედნიერი ვერ გახდა! კარგი იქნება, ზოგიერთმა ქართველმა პროვინციელმა ეს უტყუარი ფაქტი გაითვალისწინოს და დაფიქრდეს რადგან ფაქტი ჯიუტია – ნატოსა და ევროკავშირის ვეტერანებს მამათმავლობა უტევს, მის ახალბედა წევრებს კი შიმშილი და სიღარიბე. 

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. თვენ თავი ხომ არ მიგირტყიათ სადმე? სულ გააფრინეთ? თალიბანის რეჟიმს აშენებთ საქართველოში?

  2. ნეიტრალიტეტი ! ნეიტრალიტეტი ! ნეიტრალიტეტი !

    ბოლოს მაინც აქ მივალთ და ახლა დროს რატომ ვკარგავთ ?

    ნეიტრალიტეტი ! ნეიტრალიტეტი ! ნეიტრალიტეტი !

  3. იმდენი სისულეა ამ წერილში, რომ პასუხის გაცემას აზრი არა აქვს. პედარასტების თემას ამოფარებულს, უნდა, რომ რუსეთი გააღმერთოს და დასავლეთი მოუსავლეთში გაისტუმროს… ვიღაც ნეიტრალიტეტს გვიქადაგებდა და მინდა მას ვუთხრა – დედამიწის მელი ცივილური სამყარო გვიჭერდა მხარს და დათვი მაინც შემოგვაჯდა და რა იქნებოდა სხვა ვარიანტისას?
    ან, საერთოდ ვინ გვტენის იმ ნატოში, რატომ არ დაფიქრდებით?
    ხსენებაც არ გვქონდა ნატოსი და ხომ დაგვიპყრო რუსეთმა 1992-93 წლებში. სასაცილოდაც არ გვყოფნიდა ირაკლი წერეთლის დეკლარაციები ნატოში შესვლის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ეს მან გაგვხადა იძულებული, რომ თავშესაფარი გვეძებნა და თავის დაცვისთვის გვეფიქრა…აბა, ისე რა ავში ვიხლიდით ნატოს და მისნაირ ორგანიზაციებს?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here