Home რუბრიკები პოლიტიკა სად იწყება ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირი?!

სად იწყება ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირი?!

1010

პირადად ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია «ჩემი პრეზიდენტი» აღარ არის და მითუმეტეს იურიდიულადაც  ვადაგასულს პრეზიდენტად არ და ვერ მოვიხსენიებ. აქედან გამომდინარე, ის, რაც 8 თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკასთან მოხდა, პირველ რიგში, პარლამენტის ალოგიკური ქმედებების  ბრალია. ერთის მხრივ, პარლამენტში ვერ ბედავენ მიხეილ ვადაგასულის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, რისი ლეგიტიმური უფლებაც 21 იანვრიდან, ანუ დემოკრატიის ანაბანადან (აღარაფერს ვამბობ «მილიონშჩემტო» ხელმოწერებზე, რასაც, წესით, მეტი გამბედაობა უნდა შეემატებინა მათთვის) გამომდინარე ჰქონდათ, მაინც რას იტყვის ევროპა და ამერიკა, დასავლეთი კარგად ვერ გაგვიგებსომხდალი პოზიცია არჩიეს, მაგრამ, მეორე მხრივპრეზიდენტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე უარი რომ უთხრეს, ამას გაგებით მოეკიდებოდა დასავლეთი?

აკი ვერც მოეკიდა და საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების შემდეგ ბოლო დროს ამერიკაევროპიდან თითქმის შემწყდარმა კრიტიკამ ახალი ძალით იფეთქა  და «მეოცნებეთა» ხელისუფლების კრიტიკას ვინღა დაეძებს, ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელი ჭკუის სწავლების ნიაღვარი წამოვიდა

ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, _ ბიბლიოთეკასთან მომხდარი დემოკრატია არ იყოო და სახლებში წასვლისკენ მოუწოდა ავლაბრის რეზიდენციასთან შეკრებილ პროტესტანტებს.

იქნებ ვინმემ დამისახელოს სხვა ქვეყანა, სადაც ამერიკის ელჩები არა თუ მიტინგებზე დადიან,  არამედ გაძლიერებული დაცვის გარეშე ცხვირის გამოყოფას ბედავენ საელჩოების ტერიტორიებიდან. ბატონო ნორლანდ, მართალია, თქვენს წინამორბედ ჯონ ბასთან შედარებით ფრთიანი ანგელოზი ჩანხართ (ჯერჯერობით ასეა) და იქნებ არც ჩვენი დღევანდელი დემოკრატიაა სანიმუშო, მაგრამ მეცოცხე სააკაშვილის 9 წლიან ფაშისტურ რეჟიმს რა ნამუსით ეძახდით დემოკრატიის შუქურას?! ნუთუ არ გესმით, რომ ნაცების, მათი ვადაგასული პრეზიდენტის მიმართ გამოხატული აგრესია სწორედ იმ რეჟიმის გამოძახილია და რომ კაცისმკვლელ სადისტებთან კოაბიტაციის იძულება ქართველი საზოგადოების მორიგი შეურაცხყოფაა?!

არც ევროკავშირიდან დაგვამადლეს მსგავსი კომენტარები ქეთრინ ეშტონმა და შტეფან ფულემ «ხელისუფლების გადანაწილების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გამო». ამერიკელების არ იყოს, ეს ის ქალბატონ-ვაჟბატონები ბრძანდებიან, რომლებსაც პროტესტის გრძნობა ვერც 7 ნოემბერის აქციის სასტიკმა დარბევამ, ვერც 26 მაისის სასაკლაომ გაუჩინა და უფრო მეტიც, 9 წლის მანძილზე საქართველოში დემოკრატიის წინსვლაზე საუბრობდნენ ნიადაგ და შესაშური ოპერატიულობით, მხოლოდ მათი იმბეცილი ფავორიტის მიერ გამწარებული ხალხის მსუბუქი აგრესიის გამო შფოთავენ!

მეთიუ ბრაიზა? _ მიშნაცების დიდი ხნის «ძმა და პირის ზიარება», ჩვენ რომ საბოლოოდ მოშორებული გვეგონა, ამერიკიდან სპეციალური ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა მიხეილ ვადაგასულის «უსამართლოდ დაჩაგვრას». განცხადებით, საიდანაც «ვარდების რევოლუციის» ჭირის სასიკეთოდ წარმოჩენის პასაჟებს გამოვტოვებ და მხოლოდ ბოლო ციტატას მოვიყვან _ «ამერიკელებისთვის იმის გაფიქრება, რომ ჩვენი პრეზიდენტის მიმართვა, შესაძლოა, კონგრესის მიერ ყოფილიყო დაბლოკილი, წარმოუდგენელია»…

ვაა, «საღოლ გითხარი, იუზგარ» _ ამერიკელებისთვის როგორი წარმოსადგენია იმის გაფიქრება, რომ მათმა პრეზიდენტმა 10 თვით კი არა, თუნდაც ათი წუთით მეტი დაჰყოს თეთრ სახლში?

ეს, რაც შეეხება წერილის თემის, თუ შეიძლება ასე თქმა, საერთაშორისო ასპექტებს და ახლა საშინაოსაც მივხედოთ…

ნაცებისთვის და განსაკუთრებით მათი ევროპელ-ამერიკელი მფარველებისთვის, მოულოდნელად «გაოპოზიციონერებულ» ნაცებს, თავდაცვის ერთი მზაკვრული თეზა აქვთ მომარჯვებული _ როდესაც წარსულ დანაშაულებს შეახსენებ, კარგი, ჩვენ შეცდომები თუ გვქონდა, თქვენ, ახალი ხელისუფლება მოიქეცით უკეთესადო. გაუდით. დააკვირდით, არავითარ შემთხვევაში _ დანაშაულის აღიარება! მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ეფემერული საუბრის მოწყალების ღირსად გვთვლიან ქართველ საზოგადოებას თავად ნაცები და «მონაცმაცუნე» «ექსპერტ-პოლიტოლოგები». ეს ცინიზმია, რომ გვაგიჟებს!

არა და, როგორი მოსასმენია ამ მეცოცხე ნაძირლებისგან, როგორც წესი, აბსოლუტურად უსაფუძვლო წუწუნი შერჩევით სამართალზე, პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, განსხვავებული აზრის მიუღებლობაზე, ტელე თუ ბეჭდურ მედიაზე ზეწოლა-კონტროლზე, უკანონო სატელეფონო მოსმენებზე თუ ვიდეოგადაღებებზე და ა. შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო იქიდან, რასაც თავადვე აკეთებდნენ, თანაც დაუსჯელობის აბსოლუტური განცდით და რის გამოც წლების მანძილზე ქუჩებში ხვრეტდნენ ახალგაზრდებს, სასტიკად დაარბიეს 7 ნოემბრის და განსაკუთრებით 26 მაისის აქციები, როდესაც მათივე ნაწამებ-მოკლულები სახურავზე შეყარეს, ნულოვანი ტოლერანტობით გაავსეს ციხეები, სადაც უკანალში ცოცხებგაჩრილი პატიმრები ადამიანებზე უფრო ზოოპარკის ვოლიერებში დამწყვდეულ ეგზოტიკურ ფარშევანგებს ჰგავდნენ?

აღარაფერს ვამბობ 6 მაისის გიორგობას პლასტიკური ტყვიებით დახვრეტილ და თვალებდათხრილ ხალხზე…

ამიტომ იყო, რომ ამას წინათ ამავე გაზეთში გამოქვეყნებულ წერილში მოვუწოდე მათ, ვისაც ხშირად უწევთ ტელე თუ საპარლამენტო დებატებში მონაწილეობა, რომ მსგავს ცინიზმს, რასაც «გაღმა შეედავე» ან, გნებავთ, «კენჭების ჩვენს ბოსტანში სროლა ჰქვია», მხოლოდ ერთი სიტყვით _ «ცოცხი», უნდა უპასუხო, რადგანაც უტიფარ ნაცებთან სერიოზულ პოლემიკაში შესვლა შეურაცხმყოფელი მგონია, მაგრამ, როგორც იტყვიან, ვინ დაგიჯერა, რო?

ეს ისე, მცირე ლირიული გადახვევა…

ამ დავითობის შემდეგ, «რუსთავი 2»-ის ცნობილმა პროფესიონალმა პასკვილანტმა და ნატოს ოფისის «დვარნიაშკა» თენგიზ გოგოტიშვილმა კვირის P.შ.-ში 8 თებერვლის მსუბუქი ექსცესი, როგორც სისხლიანი მოვლენები, ასე დააანონსა!

რატომ მხოლოდ ჩიორა თაქთაქიშვილის გახეთქილი ცხვირის თუ ტუჩის გამო, ვინც დემონსტრატიულად, დიდი ხნის განმავლობაში არ მოიწმინდა ორიოდე წვეთი სისხლი?

კოკი იოთანაშვილს მინდა ვკითხო, რომელმაც ჩიორაზე ხელგადახვეულმა აგვიჩუყა გული _ ამას წინათ გმირთა მოედანზე ვეტერანების აქცია რომ დაარბიეს და ერთ ქალბატონს, დარბეული ვეტერანი ქმრის თვალწინ, კუდის თანამშრომელმა სახეში მუშტი რომ გლიჯა, მაშინ სად იყავი კოკი, რატომ არ გააპროტესტე?

რა თქმა უნდა, მანდილოსნის, თუნდაც უტიფარი დედაკაცის, ხელით შეხება დასაგმობი და მიუღებელი საქციელია მამაკაცისთვის…

მაგრამ, როდესაც ეს მანდილოსანი პირს გააღებს და უგონოდ წიკვინს იწყებს, იმ მანდილიდან თითქმის აღარაფერი რჩება და ჩიორას ცხვირიც ამ ოპერიდან არის _ ვიმეორებ, ამას ჩიორას სისხლის გასამართლებლად კი არა, ამ სამწუხარო ფაქტის ხაზგასასმელად ვამბობ…

ახლა ბევრს ლაპარაკობენ, საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო თუ სპონტანურად მოხდა. და თუ მაინც დაგეგმილი იყო, ვის მიერ? მე, როგორც უშუალო თვითმხილველი და მონაწილე იმ აქციისა, დარწმუნებული ვარ წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაში, რომლის ავტორი მიხეილ ვადაგასული მგონია, ხოლო შემსრულებელი აქტიორები _ გიგი უგულავას თამადობით მოსული ნაცბანდის წევრები!

ჯერ იყო და 8 თებერვალს, მაინცდამაინც დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, პარლამენტში გამოსვლის სურვილი უკვე პროვოკაცია იყო, რადგანაც ცნობილი ამბავია, რომ ვადაგასული მიხეილი არა მხოლოდ სიზმარში უტოლებს თავს უვადოდ აღიარებულ უდიდეს მეფეს საქართველოსას, არამედ ცხადშიც არაერთხელ უწოდებია მიშასთვის აღმაშენებელიმის ჯიბის მეუფე კალისტრატეს და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი აპლომბით შეაბიჯებდა პარლამენტის დარბაზში გელათმოვლილი, დავითის საფლავზე კიდევ ერთხელ «ფიცდადებული» მიშა, სადაც სტუმართა ლოჟაში პატრიარქი არა, მაგრამ კალისტრატე უეჭველად იქნებოდა?

პარლამენტის უარის შემდეგ, რომ მისთვის დაეთმოთ სატრაბახოდ ტრიბუნა, კიდევ ერთხელ დაინახა ვადაგასულმა საკუთარი უსუსურობა და ბიბლიოთეკის ვარიანტი მიხეილ მაღალის და მისი ნაცბანდის ზიზღის გამოხატვა იყო ქართველი საზოგადოების მიმართ, საზოგადოების, რომელსაც არანაკლებად ეზიზღება სადისტი მეცოცხეები!

ვინც მიხეილ ვადაგასულის გამოსვლას უყურა ავლაბრის რეზიდენციაში, დამეთანხმება, რომ აშკარად ნერვიულობის ფონზე, იქამდეც კი, რომ სიტყვებიც «ეყლაპებოდა», მიუხედავად ვითომდა შემრიგებლური რიტორიკისა, აშკარად უციმციმებდა თვალებში ზიზღის ეშმაკუნები _ რომ შეეძლოს, მთელ საქართველოს გადაბუგავდა ეს არაკაცი!

რაც შეეხება ქალაქის მერს, ისიც ყველამ ვნახეთ, თუ როგორ აშკარად იწვევდა საზოგადოებას, როგორ ილტვოდნენ ფიზიკური შეხლა-შემოხლისკენ, რასაც მიაღწიეს კიდეც და დასავლეთის თვალში წამებულ-დევნილთა მანტიაც მოირგეს!

ახლა კი ურცხვად აცხადებს ჩვენი ტანადი _ «როგორც ჩანს, თქვენ შოუ გინდათო», სიტყვა-სიტყვით ასე «დაპოსტა» «ფეისბუკში» ამ უნამუსომ _ არა, გიგი, შენ იქვე «გეთაყვაც» დაამატე და ნუ თავმდაბლობ, შეკაცო…

ასე იყო თუ ისე, იმავე დღეს დააკავეს ყოფილი პოლიტპატიმრები: მელორ ვაჩნაძე და მიშა მესხი, რომლებიც მეორე დღეს 100 ლარით დააჯარიმეს, ხოლო გელა მამალაძეს, რომელიც ჩიორას, სერგო რატიანის და გიგა ნას(რ)არიძის ცემაშია ეჭვმიტანილი (ბოლო ორის გამო, რომ იტყვიან, შეგრჩეს მარჯვენა) გუშინ გამოუტანეს ვერდიქტი _ 2000 ლარი გადაახდევინეს!

დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ დეპუტატები თუ ქალაქის მერი და საკუთარ კაბინეტებში ეპატიჟებიან გამომძიებლებს _ ასეა, ბატონო, როდესაც ამას წინათ გამონაკლისი დაუშვით და გიგი უგულავას კაბინეტში ეახელით, ეს «გამონაკლისი» წესად აქციეს და გაეცით ახლა პასუხი, ბატონო მინისტრებო!

მესხი-ვაჩნაძის სასამართლოს შემდეგ «ფეისბუქში» პარალელი გავავლე შარშან, 17 მაისს რუსთაველზე გეიპარადის ჩაშლასთან, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტები მე და სოსო მანჯავიძე გახლდით. მაშინ წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი და დღეს პოლიტიკური პარტია, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის (სპა) გენერალური მდივანი, პედერასტისთვის გაწნული «მამაშვილური» ალიყურისთვის, 100 ლარით დააჯარიმეს _ რა პედერასტი და რა მათი მფარველი ნაცები-მეთქი, რატიანის და ბლანჟეცანცარა ნასარიძის «დაზარალება» მქონდა მხედველობაში და იქვე დავამატე _ თუ არ მოისვენებენ ნაცები, მზად ვარ, ოჯახის ბიუჯეტი 100 ლარით მეც დავაზარალო-მეთქი…

 მაგრამ პლაგიატებს რა გამოლევს და ნაცების ახალმა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ, როგორც ჩანს, ჩემგან გადაიწერა იმ პოსტის პირველი ნაწილი და მცირედი პერიფრაზით განაცხადა:

«როგორც ჩანს, დეპუტატების ცემა 100 ლარი ღირს და სწორედ ეს სასჯელი დაავალა სასამართლოს ბიძინა ივანიშვილმაო»!..

აკი ზემოთ ვთქვი, რომ ამათ ნაგლობაცინიზმს საზღვარი არ აქვსმეთქი. იქნებ ისიც გვითხრას ბატონმა ჯაფარიძემ, ვინ დაავალა სასამართლოს ის, რომ მკვლელების, მკვლელობაში მონაწილეების მიმართაც კი არ იყენებენ წინასწარ პატიმრობას და გირაოთი ათავისუფლებენ ყველას?

აგერ ახლა, ბუტა რობაქიძის მკვლელობის მიჩქმალვაში, თეატრალიზებულ დადგმაში ეჭვმიტანილი  გურგენა დონაძე 25 ათასის, დანარჩენები 15 ათასის სანაცვლოდ არ გაათავისუფლეს?!

 დავით მხეიძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here