Home რუბრიკები სამართალი შოთა აფხაიძე: თუ დაგეგმილ საბოტაჟს ვერ ავიცილებთ, სამოქალაქო ომის საფრთხე გარდაუვალია

შოთა აფხაიძე: თუ დაგეგმილ საბოტაჟს ვერ ავიცილებთ, სამოქალაქო ომის საფრთხე გარდაუვალია

1520

პოლიტპატიმარი შოთა აფხაიძე «საქართველო და მსოფლიოს» მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აწვდის ინფორმაციას და აცხადებს, რომ, თუ ახალი ხელისუფლება დაგეგმილ საბოტაჟს ვერ აიცილებს, სამოქალაქო ომის საფრთხე გარდაუვალია. ამ მიზნით «ნაციონალური მოძრაობა» სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში «ჩანერგილ» ადამიანებს უკვე ამზადებს.

_ ვინ არიან ეს ადამიანები, ისინი დღესაც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ?

_ «ნაციონალურმა მოძრაობამ» თავისი მხარდამჭერების, პარტიის აქტივისტების, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისა და ზონდერ-დაჯგუფებების გადანაწილება დაიწყო მათ მიერ დღემდე კონტროლირებადი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სახელმწიფო შპს-ებში, რომლებიც დღემდე ხელისუფლებას ექვემდებარებიან. ამ ადამიანებს ინახავენ, რათა მოახდინონ ამ ორგანოების დისკრედიტაცია და საბოტაჟი, მოამზადონ არეულობა. ამ ადამიანების მთავარი თავშესაფარი თბილისია, ვინაიდან ქალაქის მერიას დღემდე გიგი უგულავა ხელმძღვანელობს და მას თავის უწყებაში წამოყვანილი ჰყავს შს სამინისტროში შოთა ხიზანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი 30-მდე თანამშრომელი, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ ადამიანების თვალთავლით, მიყურადებითა და დეზინფორმაციის გავრცელებით. მას ასევე ყავლაშვილის სამმართველოს დაქვემდებარებიდან ჰყავს ოციოდე ადამიანი, კრიმინალურ პოლიციაში ირაკლი ყიფშიძის, ქადაგიძის, ფირცხალავების დაქვემდებარებაში მყოფი 200-მდე პირი და ახალაიების, ოლეგ მელნიკოვისა და დგებუაძის ახლო გარემოცვა კუდიდან. ასევე აქ არიან სოდის თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ ირაკლი კოდუას დაქვემდებარებაში. გამოდის, რომ 400-მდე პირი მხოლოდ ქალაქის მერიაში ჰყავს გიგი უგულავას შეფარებული და ხელფასს, ფაქტობრივად, არაფერში უხდის. 1 000-1 200 ლარს ამ ადამიანებს უსაქმურობაში უხდიან, უბრალოდ, ინახავენ, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ფაქტობრივად, «ნაციონალური მოძრაობის», ბასიშვილის, უდესიანისა და დილარ ხაბულიანის ზონდერჯგუფების თავშესაფრად იქცა. მათ რიცხვში არიან ვარძელაშვილისა და კირკიტაძის ზონდერები, რომლებიც ყოფილი სპორტსმენები და ფიზიკურად საკმაოდ კარგად  მომზადებულები არიან. 160 კაცია გადანაწილებული თბილის მეტროპოლიტენში, რომელსაც მფარველობს თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი ლევან კოპლატაძე, მისი მოადგილე მიხეილ ჭელიძე და სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი ზაალ გუგუშვილი. ეს ადამიანები გენერალური ინსპექციის მეოთხე სართულზე სხედან, სადაც მათ სპეციალურად გამოუყვეს ოთახები. ამას გარდა, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ფოსტაში დღემდე რჩებიან «ნაციონალების» სიის წევრები, ასევე ვინმე დოლიძე, რომელიც არჩევნების დროს უბნებს არბევდა და ხელკეტებით უსწორდებოდა ოპოზიციონერებს.

გვაქვს ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ძალიან ცუდი პროცესები წარიმართება. მზადდება ე. წ. კპძყმნთჭ იპრათ (რომლითაც ფაშისტური გერმანიის დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლების ქვეყნიდან მალულად გაყვანა ხდებოდა) სასჯელაღსრულების თანამშრომლებისთვის, რათა მათ არ მისცენ შემდგომში ჩვენებები და არ გაამჟღავნონ ის დავალებები, რომელთაც ბაჩო ახალაიას, გაგა მკურნალიძისა და დავით ჭაკუასგან უშუალოდ იღებდნენ.

ეს ის პირები არიან, რომლებიც არამარტო ციხეში უსწორდებოდნენ ადამიანებს, არამედ მიტინგებზეც. 26 მაისის დარბევაში მონაწილეობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და კონკრეტული ციხეებისა და კოლონიების თანამშრომლები, სპეცდანიშნულების ბატალიონი: რეჟიმის სამსახურის უფროსი ალექსანდრე თოლორდავა, ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსი შოთა თოლორდავა, მისი მოადგილე ბაჩო გულორდავა, რიგითი თანამშრომელი ლევან ლეჟავა, უსაფრთხოების უფროსი ვინმე დურმიშხანი. უსაფრთხოების თანამშრომლები: დიმა ჩხეიძე, კობა ადეიშვილი, ასევე რეჟიმისა და უსაფრთხოების ოფიცრები, რომლებიც წამებაში მონაწილეობდნენ, თითქმის ყველა ოფიცერი. ამიტომ მინდა ყველა მათგანი ჩამოვთვალო, რათა საზოგადოებამ, ხელისუფლებამ იცოდეს ამ ადამიანების ვინაობა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზოგიერთი მათგანი გათავისუფლებულია სამსახურიდან, ზოგიერთი კვლავ თანამდებობაზე რჩება.

სწორედ გლდანის ციხის თანამშრომლები: ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია, იგორ მამაია, გია კვარაცხელია, სისაური და სხვები მონაწილეობდნენ 26 მაისის აქციის დარბევაში. ეკიპირებაც კი ჰქონდათ, შავ უნიფორმაში იყვნენ გამოწყობილები და ყველაზე სასტიკად ისინი უსწორდებოდნენ კინოთეატრში შეფარებულ ადამიანებს _ ქალებს წიხლებით თელავდნენ და ხელკეტებით სცემდნენ.

სასჯელაღსრულებს #12 დაწესებულება თბილისში თითქოსდა ყველაზე მშვიდი დაწესებულება იყო, სინამდვილეში კი ყველაზე მეტი ჭაკუასთან დაახლოებული ჯალათი აქ აფარებდა თავს. თავისი დაუნდობლობით გამოირჩეოდნენ რეჟიმის უფროსი დავით გულია, ციხის უფროსი გედეონ გაბელია, მისი მოადგილე ანზორ ბარძიმაშვილი, რეჟიმის ოფიცრები: ზაზა კირცხაია და დავით ტურავა, კოკა ქარჩავა და ირაკლი ანთია. ისინი სასტიკად უსწორდებოდნენ ახალ პატიმრებს, მათ სასტიკად სცემდნენ და თან ამ ყველაფერს  კამერით იღებდნენ, წამებას პირადად ესწრებოდა გაგა მკურნალიძე. შემდეგ მიჰქონდათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ეს ვიდეოკადრები და ამ ყველაფერს ციხის უფროსის კაბინეტში უყურებდნენ. სააკაშვილსაც აწვდიდნენ ინფორმაციას, თუ როგორ ერთგულად ემსახურებოდნენ რეჟიმს.

რუსთავის კოლონიას რაც შეეხება, იქ იყვნენ ვინმე «ნინძა» და ლაშა ბრეგაძე, რომლებიც სასტიკად ექცოდნენ ხალხს, ისინი დღესაც საქართველოში არიან, ხოლო .. კრიტის თანამშრომლები და დირექტორი მარგებაძე, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ჰყავს მოკლული, დღემდე იმალება.

მე პირადად მივეცი ჩვენება დავით გულიას და ზაზა კირცხალიას წინააღმდეგ. ისინი უნდა დაიჭირონ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ. თუ ეს პირები ციხეში მოხვდებიან, სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ისინი დავით ჭაკუას, გაგა მკურნალიძის და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებებს მისცემენ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მათ პასუხისმგებლობას და რაც მთავარია, კვალი აუცილებლად მივა ადეიშვილამდე, მერაბიშვილამდე და სააკაშვილამდე. ამიტომ ეშინიათ და ცდილობენ, ცნობილი ჯალათები როგორმე ქვეყნიდან გაიყვანონ. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს გიგა ბოკერია და აკაკი მინაშვილი. მინაშვილი  პირადად ადგენს ამ პირთა სიას და მათი ლობისტი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით აკეთებს მათთვის მიწვევებს უცხოეთის ქვეყნებში. ძირითადად, მათი გადინება ხდება ბალტიისპირეთის ქვეყნების, ლატვიის, პოლონეთის საელჩოების მეშვეობით. მაგალითად, გულიას და კირცხალიას გაყვანას აპირებენ ქვეყნიდან გერმანიის საელჩოს მეშვეობით.

პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა სპეცდანიშნულების ბატალიონს და იყო შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, მოადგილე შალვა ჯანაშვილი, დღემდე რჩება სამსახურში და ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველია. ასევე დღემდე თანამდებობაზე რჩება ყველაზე დაუნდობელი სპეცდანიშნულების ბატალიონის ხელმძღვანელი შაინიძე. ის პირები, რომლებიც ხელკეტებით გვისწორდებოდნენ, დღემდე სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ.

«ყვითელი ავტობუსები» და მიკროავტობუსები დღემდე რჩებიან თბილისის მერიის, უშუალოდ კი ხვიჩა მაქაცარიას დაქვემდებარებაში, რომელიც სააკაშვილის კარის ბიზნესმენი და ახალაიებთან და შარანგიებთან დაახლოებული პირი გახლავთ. ის არეკეტებდა სამარშრუტო ხაზების მფლობელებს და მოახდინა ამ სამსახურის სრული მონოპოლიზაცია. საყურადღებოა, რომ ის დღემდე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მოქმედებას, სანამ მიკროავტობუსების მძღოლები არ აუჯანყდნენ. ხვიჩა მაქაცარიამ უზარმაზარი ქონება ჩაიგდო ხელში. მის საცხოვრებელ სახლში, საირმის გორაზე, ახალაიას მიჰყავდა ბიზნესმენები, რომლებსაც ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამ ცოტა ხნის წინ მე და ლევან ჩიტაძე ვიმყოფებოდით მის სახლთან და ვიღებდით ყველა პირს. დიდი გადაადგილება მიმდინარეობს მათ დაქვემდებარებაში მყოფი, ჩემ მიერ ზემოჩამოთვლილი ზონდერ-ჯგუფების. მაქაცარიას 20 კაცი თავის დაცვაში ჰყავს გაფორმრებული, დაახლოებით 80-მდე კაცი _ სამარშრუტო ხაზებში. Mმის ეზოში გარკვეული მზადება უკვე მიმდინარეობს. ხვიჩა მაქაცარია გაღიზიანდა, როცა დაინახა, მის სახლს ვიღებდით, გამოგვივარდა გარეთ და ლევან ჩიტაძის ცემას აპირებდა. ჩვენ პოლიცია გამოვიძახეთ და მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე დღის წინ ხვიჩა მაქაცარია გაიქცა საქართველოდან, თუმცა ეს პირები კვლავ რჩებიან მის ოფისში.

_ ეს მზადება მხოლოდ თბილისში მიმდინარეობს თუ საქართველოს რეგიონებშიც?

_ არამხოლოდ თბილისში, 600-მდე შეიარაღებული პირია სამეგრელოში მობილიზებული. დასავლეთ საქართველოში ზაზა გოროზიას, დავით ჭაკუას, მისი ძმისა და ძმებ ქარდავების მიერ მოწყობილ მეურნეობებში. შეირაღებული პირების მობილიზება მიმდინარეობს ჩხოროწყუსა და ხობის რაიონის სოფლებში, სოფელ ლიაში, სოფელ ჯვარშიშენახული აქვთ იარაღიც, რომელიც ოჯახებშია გადანაწილებული. აუცილებელია, შს სამინისტრომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები და ეს იარაღი სასწრაფოდ ამოიღოს.

_ რისთვის ემზადებიან და რას ელოდებიან «ნაციონალები»?

_ «ნაციონალები» ელოდებიან ექვსთვიანი ვადის გასვლას, როდესაც პრეზიდენტს უფლება ექნება, დაითხოვოს მთავრობა. დაიწყება საბოტაჟი, გაითიშება მეტრო, ფოსტა, ამავე დროს მოხდება დღემდე სააკაშვილის კარის ბანკების _ «საქართველოს ბანკის», «ლიბერთი ბანკის» და სხვა დანარჩენების საფინანსო მიმოქცევის შეწყვეტა, რათა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის პარალიზება. ერთიანად უნდა მოხდეს სახელმწიფო კრიზისი. მირკოავტობუსებითა და ავტობუსებით მოხდება ვითომ მშვიდობიანი მანიფესტანტების, სააკაშვილის მხარდამჭერების წამოყვანა დასავლეთიდან, სინამდვილეში ესენი იქნებიან შეირაღებილ პირები _ 600-მდე კაცი. მოხდება კონფრონტაცია ივანიშვილსა და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის და საჭიროების შემთხვევაში, სწორედ მაშინ ეცდებიან რეგიონებშიც და ცენტრშიც მოხდეს შეიარაღებული დაპირისპირება. სწორედ ამისთვის ემზადებიან.

  _ ახალი ხელისუფლება რატომ ვერ აკონტოლებს ამ .. ჩანერგილ ადამიანებს?

_ ხელისუფლებას არ შეუძლია ამ ადამიანების დათხოვნა, მაგალითად, მეტროპოლიტენიდან, რადგან ის დღესაც გიგი უგულავას ექვემდებარება. რაც შეეხება სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს, დიდი მუშაობაა საჭირო ამ ადამიანების გამოსავლენად. ხელისუფლება ვერ შეიჭრება სპეცრაზმით  მერიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა კერძო სტრუქურებში «ჩანერგილი» ადამიანების დასაპატიმრებლად, თუმცა საჭიროა საბოტაჟის პრევენცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო ომი დაიწყება.

_ გაქვთ თუ არა შესაბამისი მტკიცებულებები და თუ აპირებთ ოფიციალურ ორგანოებს მიმართოთ?

_ ჩვენი ინტერვიუს მიზანიც სწორედ ეს არის, დავეხმაროთ ხელისუფლებას. მინდა მივმართო შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს: მზად ვარ, ვითანამშრომლო მათთან, დავჯდე სამინისტროში და თავაუღებლად ვიმუშაო და გამოვავლინო ეს პირები და შევადგინო სია. ჩვენ შეგვიძლია წარვუდგინოთ ხელისუფლებას ფოტომასალა, დოკუმენტები. მივიდეთ ჩემ მიერ ჩამოთვლილ ორგანიზაციებში და გადავამოწმოთ აღნიშნული ინფორმაცია. მაგალითად, ძალიან საინტერესოა, მერიის, ფოსტის, მეტროპოლიტენის შტატების საკითხი. საინტერესოა, რატომ აღმოჩნდა ასშტატიან ორგანიაციაში უცებ 500 კაცი? ან კვალიფიკაციის მიხედვით, რატომ არ ასაქმებენ ადამანებს? რატომ მუშაობს კუდის თანამშრომელი მერიის საინფორმაციო სამსახურში ან რა უნდათ პარკის დაცვაში, ყოფილი თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების სამსახურის თანამშრომლებს? რატომ ხდება მეტროპოლიტენის ან სამაშველო სამსახურისა და დასუფთავების სამსახურების ბიუჯეტის გაზრდა? ეს არის ძალიან საეჭვო ფაქტი, რომელიც კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ.

ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ჩვენ მივცემთ ჩვენებებს. მათ პასუხი უნდა აგონ. პასუხი უნდა აგოს ზაზა გოგავამაც, ვინაიდან მან პირველად მოახდინა ქართველი სამხედროს მარგინალიზაცია, როცა 2007 წელს, აქციის დასარბევად თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბატალიონი გამოიყვანა. ეს უდიდესი სირცხვილი იყო.

მინდა მივმართო შს სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს: სასწრაფოდ დაინტერესდნენ ჩემ მიერ ჩამოთვლილი გვარებით, ისინი ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები არიან და ქვეყნიდან გაქცევა ვერ უნდა მოახერხონ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. შოთა!

    მოღალატე ხარ შენ და შენი სისხლი დაიღვრება იმედია მალე!
    ამ სტატიის გამო არა, ჩრდ ოსეთში პრესკონფერენციაზე რაც ილაპარაკე იმის გამო

  2. ქართველო, გეთანხმები ძმაო! ასეთი უნამუსო ხალხის ადგილი არ არის საქართველოში. მესმის, შეიძლება ნაციონალები არ გიყვარდეს მაგრამ შენს ქვეყანას რატომ წირავ ასე? თუ ჰგონია ბატონ შოთას, რომ თავზე ნაცრის დაყრას დაუფასებენ ძმები ოსები და იტყვიან, ჩვენც შეგვეშალაო?… პირიქით, იტყვიან, ხო ვამბობდით ძმაო და ეხლა დროზე აღიარეთ ცხინვალის დამოუკიდებლობაო. ამას ვერ ხვდებიან ბატონ შოთასნაირები, ან კიდევ უარესი, შეგნებულად უთხრიან საქართველოს ძირს, რომ ჩრდილოელ მეზობელს ასიამოვნონ. რაც შეეხება სისხლის დაღვრას, ეს არ არის სწორი – ძალადობა შოთა აფხაიძისნაირ ადამიანებს პირიქით, გმირებად აქცევს საზოგადოების თვალში. მე უბრალოდ ხელი არავინ უნდა ჩამოართვას და არავინ მიესალმოს, თუ ოდნავ შეგვრჩენია ეროვნული თამოყვარეობა. ვინმემ ამოიღო ხმა ამ ყოვლად უმსგავსო განცხადებაზე, რაც აფხაიძემ გააკეთა ვლადიკავკასში? გეკითხებით, ხალხო? თავმოყვარეობა სულ დაკარგეთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here