Home რუბრიკები საზოგადოება გაგვყიდეს ამ ძაღლიშვილებმა!

გაგვყიდეს ამ ძაღლიშვილებმა!

659

მსოფლიოს ხალხთა ისტორიას სიძულვილით, მუხთლობითა და ბოროტებით თავისი ხალხის მოსასპობად შემართულ ისეთ არსებათა ბანდა არ ახსოვს, როგორიც «ნაციონალთა» სახით მოევლინა მრავალტანჯულ ქართველ ერს, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა უბედურებად, დაქცევად და დაქუცმაცებად რომ უქცია.

რომელი მბრძანებელიც გაძლიერდა, მაშინვე მეზობელი ხალხების დაპყრობას, დამონებას, ძარცვას მიჰყო ხელი.

რა ბედნიერია, ვინც სიკეთითა და სიყვარულით ცხოვრობს ამ მოკლე წუთისოფელში, და რა უბედურია სიძულვილითა და ბოროტებით სიცოცხლის მწამლავი არსება.

ამქვეყნიურობა ისეთი მოკლეა, რომ უკან მოხედვას ვერ მოასწრებ, ისე წამოეგები მიქელგაბრიელის ცელს. მხოლოდ გავლილი გზის ავკარგიანობის კვალი რჩება. სასაცილოა მოხვეჭის ბაცილით პირუტყვის დონემდე დაცემული ადამიანის გავლილი გზა და ფინიში.

განგება კი ფრთხილობს და მუხთალთ ხელს უშლის, რათა მათი სულის სიმახინჯე პანდემიად არ იქცეს და სულით მახინჯი ადამიანების ხელისუფლებაში გაძრომით თვითონ ადამიანს, ბუნების ამ ულამაზეს ქმნილებას, გადაგვარების საფრთხე არ შეექმნას.

რომელი ქვეყნის მოამაგე ადამიანი გაყიდიდა მიწებს უცხოელებზე?! აბა, სცადე ინდოეთში მიწის ყიდვა, თუ გინდა, _ ჩინეთში ან რუსეთში.

ადამიანთა პირველყოფილი თემებიდან იქმნებოდა მათივე კანონებიც, მაგრამ დღემდე ვერსად მოძებნით ისეთ კანონს, რომელიც საკუთარი თემის, ერისა და ქვეყნის გადაშენებას, დაქცევა-მოსპობას ემსახურებოდეს. აი რა დაგვემართა ევროპელობამონატრებულ, ნატოს კვალს აყოლილ ვაიხელისუფლების ხელში.

ქართველ კაცს ყოველთვის ეროვნული სიამაყე ამშვენებდა, რამეთუ მსოფლიოს ხალხთა შორის იმ პატარა მარგალიტის წარმომადგენელია, რომელსაც, მიუხედავად საშინელ ქარტეხილებში გამოვლისა, აქვს უაღრესად ბრწყინვალე დამწერლობა, ენა, კულტურა; ბევრისთვის სასწავლებელი კაცთმოყვარეობით, სიკეთითა და ადამიანში ადამიანობის თაყვანისცემით გავლილი, მუხთლობის ეკლით მოფენილი, ცრემლითა და სისხლით მორწყული გზაა.

რა იქნებოდა კაცობრიობა ამგვარი მარგალიტების გარეშე, ერთფეროვანი, უზნეო, გარყვნილი, უხეში და თავხედი ძალის გნიასის პირობებში? დღეს საქართველოს დასეული ჰყავს მისი ფსევდოსტრატეგიული პარტნიორები, მშვიდობისა და დემოკრატიისათვის გაშიშვლებული მახვილით მოჯირითე ნატოელი მშვიდობისმაძიებელნი.

ამერიკა როგორ შეიძლება შენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს, როცა, სადაც კი ვინმე მის დაუკითხავად გაფაჩუნდება ან დამოუკიდებლად ამოსუნთქვას გაბედავს, კეტითა და მათრახით ისე უჟეჟავს გვერდებს, რომ საუკუნეების განმავლობაში წელგამართული გავლა ვეღარ შეძლოს.

«ნაციონალთა» ბანდამ ნატოში შესვლისათვის რასმუსენს აულოკავი ადგილი აღარ დაუტოვა. არადა, რასმუსენი, ეტყობა, ფორნის მეხუთე თვალიც არ არის, თორემ ძირითადად ნატოელ საფრანგეთს ავღანეთიდან ჯარი გამოჰყავს, იმისთვის ვერაფერი უთქვამს და «ნაციონალებს» ქებით იკლებს, ჯარი კიდევ გაგზავნეთ ავღანეთში და, თუ ნატოში ვერ შეგიყვანეთ, ნატოს მაინც მოვიყვან თქვენთანო.

ნატოში შესვლა კი არა, ნორმალურმა მშვიდობისმოყვარე ხელისუფლებამ ამ აგრესიული სამხედრო ბლოკის დაშლა უნდა მოითხოვოს, რომელსაც სხვა არავითარი ფუნქცია აღარ დარჩა, გარდა ურჩი ქვეყნების ცხვირპირის დაჟეჟვისა.

მაგრამ რა ვუთხრა ბედის ტრიალს! სამიოდე კი არა, მათი ლაქია «ნაციონალებიც» ხელიდან ეცლებათ. ამ დამნაშავეთა ხროვას ისე ექომაგებიან, რომ დემოკრატიისათვის თავდადებულთა ნიღაბი სახეზე აღარ უჩერდებათ. შეშფოთებულები ბუდემოშლილ კრაზანებივით აიშალნენ და ჩოქბჯენში ჩაყენებული «ნაციონალების» წამოყენების მცდელობით აბრმავებენ დემოკრატიას.

როგორი მოსათმენია, პატარა ქვეყანაში საკუთარი ძაღლიშვილი გყავდეს პრეზიდენტად და ყველაფერს ისე ანადგურებდეს, საზარელ დამპყრობელს რომ შეშურდება.

«ნაციონალების» ეზოსმოძღვარმა, თეთრ მელად მონათლულმა, ახლანდელმა ბებერმა კინტომ _ შევარდნაძემ კომუნისტობის დროს ქართველებს იმდენი უბედურება დაატეხა თავს, რომ ყველა ქართველთმოძულე ბღენძის კერპად იქცა. დაიშალა ის ქვეყანა, «ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდესო», გადავწყვიტეთ და ისევ ეს მელა წამოგვაჯდა თავზე. სხვა ბევრ ბოროტებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ქართველთა სისტემატიური აწიოკებით, სამეგრელოს მრავალგზის დარბევითა და აფხაზეთში ომით შეჭრით სცადა საქართველოს ხერხემალში გადატეხა. ახლა სინანულით აცხადებს, აფხაზეთიდან სამარცხვინოდ გამოქცევის შემდეგ თავი უნდა მომეკლა, მაგრამ ჯაბა იოსელიანმა არ გამიშვაო. თუ ასე ხვდებოდა თავის დანაშაულს, ჯაბა ხომ აღარ არის და ხელს აღარ შეუშლის, ახლა რატომ არ იკლავს თავს?! ისე კი, მაშინ რომ მოეკლა თავი, «ნაციონალების» გამოჩეკვა-დაბუმბვლას და საქართველოს უბედურებას ავცდებოდით.

ქართველთა ბედის ბორბალი კი «ნაციონალთა» ხელით უცხოეთის საამებლად ბრუნავდა. ამათ კიდევ სალაფავი, ჯილდო, წაქეზება და თავზე ხელის გადასმა არ მოჰკლებიათ, ერთგული ნაგაზივით სიამოვნებდათ ყოველივე ეს და ქართველი ხალხი საბოლოო ამოგდებისკენ მიჰყავდათ.

რა უნდა ეწოდოს სარკოზისთან სამარცხვინო პომპეზური შეხვედრის მოწყობის შემდეგ მიშას საპატიო ლეგიონერის ორდენით დაჯილდოებას? ისე გამოდის, თითქოს ნაპოლეონმა ეს ორდენი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სამარცხვინო ომის დაწყებისათვის და შემდეგ ლაჩრულად გამოქცევისთვის დააწესა. სხვაგვარად როგორ უნდა იფიქრო, როცა სარკოზიმ ძალიან კარგად იცოდა, რომ ამერიკული პამპერსდადებული, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ყველაფრის მკადრებელი გიჟის გონზე მოსაყვანად სტრასბურგის მწარე აბები იყო საჭირო და არა თავზე ხელის გადასმა.

ნამამაძაღლარ, ნაძარცვ და ნაოხრალ მომხვეჭელს, ერისა და ქვეყნის უბედურებაზე გაზულუქებულ, ადამიანის ფორმის ცხოველს ქვეყანა თავისი ჰგონია და ამგვარ ილუზიაში ისე იძირება, როგორც ღორი ტალახში, სანამ იქიდან არ ამოაძრობენ სამართლის სუსხიანი განაჩენით; გასუქებულს გისოსებიან გალიაში ჩასვამენ გასარეცხად და სხვების ჭკუის სასწავლებლად. თუ გინდა, ამერიკას და ნატოელ ევროპას ემსახურო, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. მაგრამ თუ მაგ სამსახურით საქართველოს დაკნინება, დაბეჩავება, დაქუცმაცება და ბოლოს ქართველთა გადაშენების ხარჯზე თავზე ხელის გადასმით გარყვნა გახარებს, მაშინ ნურც ის გეწყინება, თუ ქართველი ერი ყველა მუხთლობით დამძიმებულს ვირთხების გალიაში შეგაძვრენს, რათა სოფლის წარმავლობას ცხარე სინანულით შეუერთდე.

არადა, ძალაუფლებით განებივრებულებმა რბევის, ნგრევისა და ერის სათაყვანებელი სიწმინდეების განადგურებით ვანდალებს ვანდალიზმით გაასწრეს. იმათ სხვა ტომის სიწმინდეები დაარბიეს. «ნაციონალებმა» კი საკუთარი ერის სამამულო ომში დაღუპულ ვაჟკაცთა ხსოვნის წმინდათაწმინდა ობელისკები მოსპეს.

კაცობრიობა დიდი პატივით ეთაყვანება ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. ნეოფაშისტებიც ვერ ბედავენ მათი წმინდა ადგილების ხელყოფას. ბერლინში, სტრეპტოვ პარკში საბჭოთა მეომრის უზარმაზარი ძეგლის შეკეთებას მილიონობით მარკა მოახმარეს. იქ, სადაც ფაშიზმი ყვაოდა, საბჭოთა მეომრების ძეგლები დაცული და მოვლილია. ხალხი პატივითა და სიყვარულით მოსავს ფაშიზმისაგან მის მხსნელს. ნატოელი პარტნიორებისა და ამერიკელი ზეპარტნიორების ისეთ რა საიდუმლო დავალებას ასრულებენ ეს «ნაციონალები», რომ ამგვარ საზარელ დანაშაულს პატიობენ და აჯილდოებენ კიდეც. საქართველოს მთელი ანალიტიკური სამსახური ამერიკელებისთვის იწყალებს თვალებს, აქ რა ძალადობის უკანონობის, თავხედობისა და სიმართლის მოხრჩობის სისხლიანი ბორბალი ააბრუნეს «ნაციონალებმა», არ იციან? ეს ჩრდილდაკარგულებიც ისე ასრულებენ მათ დავალებებს, რომ ამგვარ ერთგულ ლაქიებს ჯერ არ მოსწრებიან, ამიტომ ნებაზე მიშვებულები ასე დაუზოგავად წეწავენ და გლეჯენ ქართველ ერს. აბა, საკუთარი ხალხის ხოცვა-ჟლეტის, ძარცვა-რბევა-წამების, ქვეყნის დაქუცმაცებისა და დემოკრატიის მოხრჩობის გამო ამგვარ ერთგულ მსახურს შეელევიან? ამერიკელთა დავალებები შეასრულე და, დემოკრატია კი არა, თუ გინდა, პირველყოფილი თემის საყასბოში შეგირეკია მთელი ერი. ამერიკელები ამასაც დემოკრატიისათვის მებრძოლის რომელიმე მუხლს მიუსადაგებენ. ჰოდა, ამგვარი აღვირახსნილობითა და ყვარყვარეს უტიფრობით დათარეშობდა და არბევდა საქართველოს «ნაციონალთა» პრეზიდენტი. ამ არჩევნებზეც, მთელი მათი მუხთლობის, ძალადობის, თვალთმაქცობის, მოსყიდვისა და დაშინების არსენალის გამოყენების მიუხედავად, ქართველმა ხალხმა მათ პირველი პანღური უთავაზა, რომელიც ისეთი მაგარი გამოდგა, რომ ამერიკელ და ნატოელ სტრატეგიულ პარტნიორებსაც მისწვდა. შეშფოთებულები აღავღავდნენ, მაღალჩინოსნებს პოლიტიკური ნიშნით იჭერენო. მაშ, რა ქნან, როცა ყველა მაღალჩინოსანი დამნაშავე «ნაციონალია»? ამათი მეთოდით ხომ არ იმოქმედებენ, როგორც ანეკდოტშია: დამნაშავე მჭედლის ნაცვლად უდანაშაულო დურგლებს რომ სჯიდნენ.

ხალხი ელოდება «ნაციონალთა» ღალატისა და მისი დამღუპველი შედეგების გამოძიებას, რათა ეს ხელისუფლებაში გამძვრალი კრიმინალური ბანდა მკაცრი სამსჯავროს წინაშე წარსდგეს და მათი არსებობა აიკრძალოს. ყველამ უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლების თუ პოლიტიკური პარტიების უპირველესი მოვალეობა ქვეყნისა და ერის კეთილდღეობაზე ზრუნვა და ხალხის ბედნიერი ცხოვრებისათვის თავდადებაა, რაც სიყვარულითა და პატივისცემით ამკობს მათ. უცხოელთა ლაქიად ყოფნას და მათ საამებლად საკუთარი ერის დაქცევით გაპაპაჯორების ხალხის მკაცრი სამსჯავროს წინაშე სამარცხვინო დასასრული ახლავს.

ვისი ბრალია, რომ ამ ნაძირლებმა გაბედეს, ხელი აღემართათ ქართველი ხალხის უსპეტაკესი ხსოვნის ობელისკების მოსასპობად? ამათ მიერ ჩადენილ უამრავ ღალატთან წილნაყარ დანაშაულთან ერთად განა შეიძლება ამ ვანდალიზმის მიტევება?! მაშ, რატომ ცდილობენ გადაგვარებულ «ნაციონალთა» სიბინძურეში ფართხალისათვის დემოკრატიის ნიღბის წამოცმას?! თაობებს სინანულად, სირცხვილად და გაფრთხილებად შემორჩებათ ერის მიერ დაწყევლილი, უმანკო სისხლით მორწყული, «ნაციონალთა» მუხთლობის ძეგლი _ პარლამენტის შენობა, რომლიდანაც ასე უტიფრად და უსირცხვილოდ ყაშყაშებენ თავიანთ გედის მოთქმას «ნაციონალი» ძალათპარლამენტარები.

არსებას, რომელიც საქართველოში ფაშიზმის წინააღმდეგ დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის ობელისკებს ანგრევს, პოლონეთში ფაშიზმის მსხვერპლის, გრიგოლ ფერაძის, საფლავზე ყვავილები მიაქვს. ესეც მიშას ქამელეონისტყავიანი შინა და გარეთა პოლიტიკა. რა ეშველება ახლა ამას? ამგვარი პაციენტისათვის ყველაზე კარგი წამალია პანღური, რომელიც უკვე მიიღო ამ პრეზიდენტად გასაღებულმა არარაობამ. უკეთეს შემთხვევაში მკურნალობის ეს დოზა ეყოფოდა და უმტკივნეულოდ გადადგებოდა, მაგრამ, რადგან ეს არ ჰყოფნის, საჭიროა ჭიტლაყი, თუ ამანაც შედეგი ვერ გამოიღო და ყვარყვარეს ბოდვები გააგრძელა, მაშინ მუსოლინის ან ნიურნბერგის ქართულად შენელებული აბები დაუმშვიდებს ამბიციებს.

«ნაციონალთა» დამარცხება მისი მფარველი ბუშმანებისთვის კატასტროფის ტოლფასია. მათი ლაქია სტრატეგიული პარტნიორი პრეზიდენტი ნაცემი გოშიასავით წკავწკავებს,ისინი კი, თითის ქნევის გარდა, ვერაფრით შველიან. არადა, როგორი ასატანია!

კახეთში შაჰის მიერ ჩამოსახლებული ოთხმოცი ათასი ელის ტომის თურქმანი აჯანყებულმა ქართველებმა ისე დაუბრუნეს იმავე შაჰს, რომ აქ მათი ავი ხსენებაღა დარჩა. ამგვარად გაყიდული მიწები ისევ დაუბრუნდება შრომით უძღებ ქართველ გლეხს, ისევ მძლავრად იგუგუნებს უკვდავი მრავალჟამიერი. «ნაციონალთა» მუხთლობა კი თავის «საპატიო» ადგილს დაიკავებს ისტორიის სანაგვეზე გახსენების მწარე სინანულთან ერთად.

გივი სომხიშვილი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here