Home რუბრიკები საზოგადოება კომპიუტერზე მიუკერძოებელი მოსამართლე ბუნებაში არ არსებობს

კომპიუტერზე მიუკერძოებელი მოსამართლე ბუნებაში არ არსებობს

589

არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ოპოზიციონერობა პროფესიად იქცა, არსებობენ პერმანენტული ოპოზიციონერები, რომელთათვისაც ოპოზიციონერობა საარსებო საშუალებაა. «მე არაფრის არ მეშინია, ჰო, ჰო, არაფრის არ მეშინია, მე მიშისტი ვიყავი, ომამდე», მაგრამ ომის შემდეგ, რაც სასამართლო სისტემასთან მომიხდა დარჩენილი ცხოვრების დაკავშირება, ჩამოვყალიბდი ოპოზიონერად. ცხოვრებისეულმა პრაქტიკამ დამარწმუნა, რომ კომპიუტერი უკეთ შეასრულებდა ნებისმიერი მოსამართლის მოვალეობას: როგორც მოჭადრაკეს დღეს არ შეუძლია დაამარცხოს კომპიუტერი, ასევე, ვერც ერთი მოსამართლე ვერ მიიღებს კომპიუტერზე უფრო ზუსტ გადაწყვეტილებას. სააკაშვილის ზეობის პერიოდში 281-მა მოსამართლემ გაასამართლა აურაცხელი რაოდენობის საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან 26 000 დღესაც ციხეში ზის, ხოლო 30 000-ზე მეტი პრობაციონერია. პროფესიონალების განცხადებებით, დღეს 100 000-მდე საქმეა გადასახედი. ამ უზარმაზარი სამუშაოს შემსრულებელთა საქმიანობისთვის შესახიდებლადაა მიმართული წინადადება, რომელიც განსასჯელად გამომაქვს.

«კომპიუტერიზებული მოსამართლე»

კომპიუტერიზებული მოსამართლის შექმნის იდეა XX საუკუნის 50-იან წლებში ჩაისახა. 1949 წელს ჯერომ ფრანკმა, ხოლო 1959 წელს ლუსიენ მელმა გააჟღერეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობა სასამართლო სისტემაში. 1977 წელს ანტონი დ,ამატომ კიდევ უფრო თამამი იდეა წამოაყენა: შესაძლებელია მოსამართლის შეცვლა ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერიზებული მოსამართლით. პოპისა და შლინკის მიერ შექმნილი სისტემა JUDITH დაფუძნებულია გერმანიის სამოქალაქო კოდექსზე. მიკალსენისა და მიჩის მიერ შექმნილი სისტემა TAXADVISOR წარამტებული აღმოჩნდა საგადასახადო კანონებთან მუშაობისას ისევე, როგორც მაკარტის მიერ შექმნილი სისტემა TAXMAN და კიდევ უფრო დახვეწილი ვერსია TAXMAN II. RAND კორპორეიშენის სპეციალისტების _ ვატერმანისა და პიტერსონის მიერ შექმნილი სისტემა LDS გამოიყენება სასაქონლო დავების განხილვისას და ამ სისტემის მიერ გამოტანილი დასკვნები ხარისხობრივად უმეტეს შემთხვევებში ექსპერტთა დასკვნებსაც კი სჯობნის.

დასმული ამოცანის სირთულიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ შერჩეულია შესაბამისი პარადიგმა და კომპილატორები, ამიტომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სისტემა კოდური სახელწოდებით ALEXSYS (A Legal Expert SYStem) დაფუძნებული იქნება საკანონმდებლო ტექსტების ცოდნის ბაზაზე და გამოიყენებს წესებზე დაფუძნებულ აზროვნების სისტემას. გადაწყვეტილების მიღებისას გამოყენებული იქნება ბინარული ლოგიკა ხოლო იმ შემთხვევებში, როცა კანონი იძლევა არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას, გამოყენებული იქნება მრავალმნიშვნელობიანი ლოგიკა (ფუზზყ ლოგიც). ხელოვნური ნეირონული ქსელი საშუალებას მისცემს სისტემას, გაზარდოს გამოცდილება არსებული სასამართლო დავების ბაზაზე, რათა მაქსიმალურად მიუახლოვდეს ყველაზე გამოცდილი მოსამართლის დონეს და, ამასთანავე, შეინარჩუნოს ობიექტურობა და მიუკერძოებლობა. სისტემას შეეძლება არა მხოლოდ განსასჯელის ბრალეულობის დადგენა, არამედ ვერდიქტის გამოტანა და მიღებული გადაწყვეტილების ლოგიკური დასაბუთება.

გავაკეთებ თამამ განცხადებას, რომ სავსებით შესაძლებელია კომპიუტერიზებული სასამართლო პროცესის წარმოების ილუსტრაციის პრეზენტაცია 10-12 თვეში, მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე დაყრდნობით. პროექტი ამბიციური და მაშტაბურია. შესაბამისად, საჭიროა მთლიანი პროექტის რამდენიმე ფაზად და ეტაპად განხორციელება. (იხ. ცხრილი: პროექტის განხორციელების ეტაპები).

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გამოყენებას, თუ ენათმეცნიერების ინსტიტუტის მაღალპროფესიონალ  სპეციალისტების დახმარებით საკანონმდებლო ორგანო განახორციელებს ზოგიერთი მუხლიდან ორაზროვანი მნიშვნელობის სიტყვების ამოღებას, ცდომილების ალბათობა არ გასცდება ნაფიც მსაჯულთა მიერ ვერდიქტის გამოტანისას დასაშვებს.

 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2009 წელს არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის ანგარიშში, რაც გამოქვეყნებულია პროკურატურის საიტზე www.justice.gov.ge/doc. statistika), საქართველოში 2008 წელს რეგისტრირებული იყო წინასწარი გამოძიების დაწყება 54320 დანაშაულის ფაქტზე, ხოლო 2009 წელს 52630 დანაშაულის ფაქტზე. 2009 წელს გამოძიება შეწყდა 25144 დანაშაულზე. აღნიშნული სტატისტიკა მიუთითებს, რომ ან გამოძიების დაწყება იყო უსაფუძვლო, ან გამოძიება შეწყვეტილია უკანონოდ. სახელმწიფო ორგანოთა პრაქტიკიდან ჩანს, რომ ისინი ადვილად უგულებელყოფენ სამართლებრივ ნორმებს.               

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებული კვლევების მონაცემებით, საქართველოში ამ პერიოდში დასაქმებული იყო 281 მოსამართლე (ყოველ 15393 მოსახლეზე 1 მოსამართლე) და მხოლოდ მოსამართლეთა კორპუსის 400 პროფესიონალამდე გაზრდით არის შესაძლებელი საერთაშორისო სტანდარტის მიღწევა. პირველი ინსტანციის სასამართლოში მუშაობს 209 მოსამართლე; მეორე ინსტანციის სასამართლოში მუშაობს 54 მოსამართლე; მესამე ინსტანციის სასამართლოში მუშაობს 18 მოსამართლე. ამ კვლევების შედეგად გაირკვა, რომ საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის საშუალო ვადა შეადგენს: სამოქალაქო საქმეებზე _ 18,3 თვეს, ადმინისტრაციულ საქმეებზე _ 15,9 თვეს ხოლო სისხლის სამართლის საქმეებზე _ 12,6 თვეს.

შემოთავაზებული სისტემა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყანაში სამართლებრივი რეფორმის დემოკრატიზაციის, კანონის უზენაესობის, მიუკერძოებელი, სწრაფი და სამართლიანი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების საკითხებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ სისტემის დანიშნულება იქნება არა მხოლოდ სასამართლო სისტემისა და სასამართლო  პრაქტიკის ოპტიმიზაცია, არამედ, ერთის მხრივ, ამ პრაქტიკის შედეგად დაგროვილი გამოცდილების კვალობაზე მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების (თუნდაც კანონის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის) გამოვლინება და აღმოფხვრა, რაც მეტად მტკივნეულად იჩენს თავს სამართლის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეში და საგადასახადო-სამეწარმეო დავებში.

ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება მოქმედი საკანონმდებლო ბაზის (სამართლის უკლებლივ ყველა დარგში: სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, საგადასახადო და საარჩევნო სფეროში) შემდგომ დახვეწასა და რეფორმირებაზე ზრუნვა, საკანონმდებლო ბაზის ყოვლისმომცველი მონიტორინგის განხორციელება და ყველა იმ ნორმის დახვეწა თუ ტრანსფორმირება, რომლებიც, თავის მხრივ, სერიოზულ დამაბრკოლებელ ფაქტორად არის ქცეული სამართალშეფარდების პრაქტიკაში, ანუ კანონის პრაქტიკული რეალიზების სტადიაზე პირდაპირ და უშუალოდ აისახება მისი შემფარდებელი ორგანოების (სასამართლოს, სამართალდამცავი სტრუქტურების) საქმიანობასა და მათი დემოკრატიზაციის ხარისხზე, რაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოების, სამართლებრივი ურთიერთობების თითოეული სუბიექტის, თითოეული მოქალაქის უფლებებსა და ინტერესებზე ახდენს უშუალო გავლენას.

კომპიუტერიზებული სისტემის თანდათანობითი დანერგვა უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო რეფორმის პროცესში, რომელშიც ჩაბმული იქნება სამართლის დარგების მაღალკვალიფიციური სწავლული და პრაქტიკოსი იურისტები და ენათმეცნიერები.

სისტემის დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში და სერიოზულ ეტაპობრივ მნიშვნელობას იქონიებს ქვეყნის სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი განვითარების გზაზე ყველაზე მოწინავე და პროგრესულ საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების საქმეში.

ამის შესახებ წერილობით მივმართე ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის 21 თებერვალს.

იაფი არჩევნები

ნუთუ იმის ღირსნი ვართ XXI საუკუნის საქართველოს მოსახლეობა, რომ პიარშიკებისა და ლობისტების ხელში ყარაბას-ბარაბასის დროინდელი თოჯინების თეატრის პერსონაჟებად გვაქციეს? ნუთუ ინკვიზიციამ უნდა განსაზღვროს ამომრჩევლის საფრთხის შემცველი ცხოვრება რათა «მიშისტებისა» და «გრიშისტების» იარლიყით დაგვახარისხონ «კომფორტულ» საპატიმროებში? თუ ეს არ გვინდა, უარი უნდა ვთქვათ ძვირადღირებულ არჩევნების ჩატარებაზე. ამიტომ პრემიერ-მინისტრის, როგორც  ბიზნესში გარკვეული ადამიანის, ყურადღება მინდა გადავიტანო ბიუჯეტში წარმოდგენილ ხარჯვით ნაწილში შეტანილ თანხის განკარგვზე. 42 მილიონი ლარია გათვალისწინებული საარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად. ჩვენ მიერ შემუშავებული კომპიუტერიზებული პროგრამის მეშვეობით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს განვახორციელებთ 2 მილიონ ლარად. დანარჩენი 40 მილიონი გადარიცხეთ საპარტნიორო ფონდში, ამ ფონდიდან ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტის განსახორციელებლად გამოგვიყავით 7 მილიონი ლარი, ამ თანხით კახეთის რეგიონში მოვხნავთ, დავთესავთ და მოვიყვანთ იმ პროდუქციას, რომელიც გამოკვებავს მსხვილფეხა რქოსან საქონლისა და ღორების იმ რაოდენობას, რომლისგანაც მიღებული ხორცით დამზადებული კონსერვები და შედედებული რძის კონსერვი ნამდვილად გამოადგება მილიონნახევარ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ საქართველოს მოსახლეობას.

 

1 COMMENT

  1. კომპიუტერული არჩევნების იდეაზე მეც მიფიქრია და სრულიად გეთანხმებით. მაგრამ მიუკერძოებელი სასამართლოსი რა გითხრათ. ერთადერთი მიუკერძოებელი მოსამართლე ღმერთია და დღევანდელი სასამართლო პრინციპულად განსხვავდება უფლის სამსჯავროსგან. საქმე მარტო კანონების მათემატიკური სიზუსტით აღსრულებაში არაა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here