Home რუბრიკები პოლიტიკა ზაზა გაბედავა: «ნაცმოძრაობა» გადატრიალებისთვის ემზადება

ზაზა გაბედავა: «ნაცმოძრაობა» გადატრიალებისთვის ემზადება

2119

«საქართველო და მსოფლიოს» ზაზა გაბედავა მოსკოვიდან დაუკავშირდა. უკვე 21 წელია, ბატონი ზაზა საქართველოში არ ყოფილა. მან დეტალურად გვიამბო, თუ რა ხდებოდა 90-იანი წლების დასაწყისის ზუგდიდში.

_ ეროვნული მოძრაობიდან ვარ. 89-ში ციხეშიც ვიჯექი. ცხონებულმა ზვიადმა გამომიშვა. 21 წელია, საქართველოში არ ვყოფილვარ. საქართველოდან რომ წამოვედი, რამდენიმე თვე ჩეჩნეთში ვიყავი, ჩეჩნეთიდან კი მოსკოვში წამოვედი. კიროკი ბულიას ზუგდიდში ყველა იცნობდა, ის ძალიან კარგი კაცი იყო. «მხედრიონის» მიერ მის ჩაცხრილვას კოტე გაბაშვილი პირადად ესწრებოდა. იქ ბევრი ადამიანი ჩაცხრილეს. კიროკი შემთხვევით შეეფეთა მხედრიონელებს. ვინ ხარო, რომ ჰკითხეს, არ დაუმალავს, _ კიროკი ვარ ბულიაო, და ზუსტად შენ გეძებდითო. რომ მიხვდა, ვისთანაც ჰქონდა საქმე, «გაუმარჯოს ზვიად გამსახურდიასო», _ თქვა კიროკმა და ეგრევე ჩაცხრილეს. ამას გარდა, მას გული ამოაჭრეს ჯერ კიდევ ცოცხალს. დიდი ხნის მანძილზე ოჯახს ცხედარსაც არ აძლევდნენ. ამ ყველაფერს გაბაშვილი და სააკაშვილის მეგობრები ესწრებოდნენ.

ყარყარაშვილის ხალხი ჩემს სახლს დაესხა თავს და მამაჩემიც გალახეს და ჩემი დაც, რომელიც მაშინ ფეხმძიმედ იყო. მე ტყეში ვიყავი და ღამით გავიგე, რომ ასეთი ამბავი მოხდა.

_ ანუ გაბაშვილს თავისი ხელით არ ჩაუცხრილავს ხალხი?

_ გაბაშვილის თანდასწრებით გაკეთდა ეს ყველაფერი და მას არც ერთხელ არ შეუშლია ხელი, არ უკითხავს, ამას რატომ აკეთებთო. პუტჩისტს რა უნდა პარლამენტში?!

_ გაბაშვილს იქ რაიმე სახის წონა ჰქონდა და შეეძლო გაეჩერებინა ეს ხალხი?

_ შეეძლო გაეპროტესტებინა, თუნდაც ფორმალურად ეთქვა: რას აკეთებთ, რატომ ხოცავთ ხალხსო! სამეგრელოში ისეთი რაღაცები აქვთ ამათ ჩადენილი, მე არსად მინახავს. ყარყარაშვილი დღეს რომ ამბობს, სამეგრელოში არავინ მომიკლავსო, ტყუილია! გადაწვეს ზუგდიდი მაგანაც და ხაჩიშვილმაც, რომელიც მინისტრი იყო ჯაბას დროს.

_ რამდენადაც ვიცი, დოდო გუგეშაშვილის მიმართაც ისმის გარკვეული ბრალდებები

_ დოდო გუგეშაშვილმა მამაკაცს ფეხი ნაჯახით მოკვეთა. ერთ ახალგაზრდა გოგონას ხელზე კუნთოვანი ქსოვილი აათალა.  მას ზუგდიდში «ვამპირას» ეძახდნენ.

_ კიდევ თუ შეგიძლიათ ვინმე გაიხსენოთ «ნაციონალური მოძრაობიდან» ან სხვა პარტიებიდან, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობდა?

_ გია ბარამიძე, გიგა ბოკერია. გიგა ბოკერია «მხედრიონში» რომ იყო და ავტომატით ხელში რომ დარბოდა, ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ეგ ჯაბა იოსელიანის მეზობელი იყო. ბარამიძეს რაც შეეხება, მე ის ჯერ კიდევ იქიდან მახსოვს, როცა ჟვანიასთან ერთად ჩამოვიდა ზუგდიდში დროშით ხელში.  დარწმუნებული ვარ, ჟვანია მოკლეს. მისი მკვლელი სააკაშვილია და მისი გარემოცვა მას ეხმარებოდა. ასევე მინდა გავიხსენო თემურ ყორშია. 2008 წლის ომის დროს ყორშია რუს გენერლებს გაესაუბრა და მათგან გარანტია მიიღო, რომ სამეგრელოში მშვიდობიან მოსახლეობას არაფერს დაუშავებდნენ. მან სუფთა ქართული საქმე გააკეთა. ყორშიაზე კბილებს როლანდ ახალაია ილესავდა და ავიწროებდა მას. მერე მკვლელიც მიუგზავნა და ყველაფერი ისე გამოაჩინა, თითქოს ყორშიამ თავი მოიკლა. რამდენადაც ვიცი, 1 ოქტომბრის არჩევნებზე ბევრმა შიშით მისცა როლანდ ახალაიას ხმა. სამეგრელოში დიდად არაფერი შეცვლილა. იქ ჯერჯერობით იგივე სიტუაციაა, ისევ ახალაიების კლანი მართავს ყველაფერს. ვაპირებ, ღია წერილით მივმართო საქართველოს მთავარ პროკურორს, რათა გასამართლდეს ყველა, ვინც ამ საშინელებებში მონაწილეობდა. ძალიან მიკვირს, აქამდე რატომ არ დააპატიმრეს ედუარდ შევარდნაძე. დღეს რაც საქართველოს პოლიტიკაში ხდება, მისი დანაშაულია. უკვე ყველა მიხვდა, რომ სააკაშვილის პარლამენტში შევარდნა და ვითომ «ვარდების რევოლუცია» დადგმული სპექტაკლი იყო.

მინდა გავაფრთხილო ახალი ხელისუფლება, რომ «ნაცმოძრაობა» გადატრიალებისთვის ემზადება. ასევე მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ იმოქმედოს სწრაფად, გადამჭრელად და არ წამოეგოს ზეწოლას, რასაც მასზე ახდენენ, _ ხალხს ნუ იჭერ, თორემ პოლიტიკურ დევნაში ჩაგეთვლებაო. ეს კრიმინალები ციხეში თუ არ ჩაჯდნენ, საქართველოს საბოლოოდ დაგვამხობენ თავზე.

ასევე მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ყველა ის ადამიანი, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ ზვიადის სჯეროდათ და ამავე დროს საქართველოს ნატოში შესვლაზე ოცნებობენ, ორპირები არიან. ზვიად გამსახურდიას არასოდეს უნდოდა ნატოში გაწევრიანება. ზვიადი თვლიდა, რომ ნატო ჩვენი მტერია. რა მნიშვნელობა აქვს, ნატოს ქვეშ ვიქნებით თუ თურქეთის, ეს ხომ, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა! მაინც მგონია, რომ ივანიშვილი სამართლიანობას დაამყარებს, მაგრამ, თუ მან ეს არ გააკეთა, მაშინ იძულებული ვიქნები, მოვუწოდო  ზვიად გამსახუდრიას ყველა მხარდამჭერს და გამოსვლები დავიწყო.

ესაუბრა

მაია ჩუბინიშვილი

 

3 COMMENTS

  1. საქართველოში პირადი ცხოვრება აღარ გვაინტერესებს ადამიანებს.ქვეყანა მძიმე განსაცდელშია.ერთი მიკვირს:კრიმინალებს,რომელთა მიმართაც საკმაო მტკიცებულება არსებობს,რატომ ელოლიავებიან?????????????????????? არა მგონია წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ღრმა ძილით სძინავთ .მერე გვიანი არ იყოს…

  2. რუსეთის "სიკეთეზე" რატომ არაფერს ამბობთ ბატონო ზაზა?
    ან იქნებ ბალტინი ნატოსი ან თურქეთის ადმირალი იყო ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here