Home რუბრიკები პოლიტიკა ფაშიზმის პოლიტიკური დევნა აუცილებელია, ანუ ცოცხი _ მაგ წუნკლებს, ცოცხი!!!

ფაშიზმის პოლიტიკური დევნა აუცილებელია, ანუ ცოცხი _ მაგ წუნკლებს, ცოცხი!!!

999

რა იყო ის, რისგანაც 1 ოქტომბერს გავთავისუფლდით, ანუ რას უთხრა არა «ნაციონალური მოძრაობის» სახით ქართველი საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ? თუ კი ისეთ რბილ განსაზღვრებებს აღარ ვიხმართ, როგორებიც არის: ავტოკრატია, ჰიბრიდული დემოკრატია, ავტორიტარიზმი და .. რა ვიცი კიდევ, ვინ მოთვლის ამ მეცოცხეების მიმართ დასავლეთიდან წამოსულ «ლაით» შეფასებებს, რითაც 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ «ყურს გვიხედნიდნენ», ყველაფერს ნამდვილ სახელს დავარქმევთ _ «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» არის ფაშისტური პარტია!!!

დიახ, არის და არა იყო, რადგან, სანამ ნაცების სახელით თუნდაც ერთი დეპუტატი იჯდება პარლამენტში, ამ პარტიაზე წარსულში საუბარი არ შეიძლება!

ერთადერთი, რაც წარსულში შეიძლება მათთან დაკავშირებით ვახსენოთ, ის არის, რომ მიშნაცების 9-წლიანი მმართველობა ფაშისტური რეჟიმი იყო, ანუ მათი ხელისუფლება მორჩა! სანამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუნდაც ერთი «მეცოცხე» მოიაზრება, ეს «იყო და არა იყო რა» და რეჟიმის წარსულში მოხსენიება მანამდე არა თუ არამართებულია, არამედ სახიფათოც, რადგან დღეს პრაქტიკულად ორხელისუფლებიანობაა სახეზე, უფრო მეტიც, ფაშისტების რევანშისტული ზრახვებიც გაცხადებულია!

თუ კი ყოველივე უკვე თქმულში მკითხველთან მეტნაკლებ თანხმობაში ვართ, იმასაც ვიტყვით, რომ პოლიტიკური დევნა, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს სოფლის მეურნეობის თუ სხვა «უწყინარ» სამინისტროებში საშუალო და დაბალი ჩინოვნიკების მასიურ დათხოვნებს, მაგრამ რაც შეეხება . . ძალოვან უწყებებს (სოდი, კუდი, კრიმინალური პოლიცია, სასჯელაღსრულების სამინისტრო, სასამართლოები, გნებავთ, პატრული), აქ, მიუხედავად უფროს უმცროსობისაშეიძლება ვინმეს უდანაშაულობაზე საუბარი?

აქედან გამომდინარე კი, ამ ხალხის პოლიტიკური და სამართლებრივი დევნა არა თუ უპრიანი, არამედ აუცილებელია ისევე, როგორც ეს ფაშისტური გერმანიის გესტაპოს მიმართ ხდებოდა ომის შემდგომ გერმანიაში!

დიახ, შედარება სულაც არ მგონია გადაჭარბებული _  იმ დროის კონტექსტის გათვალისწინებით, რასაც ნაცები საკუთარი ხალხის მიმართ სჩადიოდნენ, უფრო პირიქითაა _ ქართველი «ნაციონალები» არაფრით ნაკლებნი არ არიან გერმანელ ნაციონალ-სოციალისტებზე და, დღეს რომ გასული საუკუნის 30-ანი წლები იყოს და არა XXI საუკუნის გარიჟრაჟი, დარწმუნებული იყავით, რომ კრემატორიუმებშიც დაგვწვავდნენ სადისტი ახალაიები , თუმცა ცოცხებამდე გესტაპოს ჯალათებსაც კი ვერ ეყოთ ფანტაზია…

არა, რაღაც გამონაკლისები, ალბათ, ქართულ გესტაპოშიც იქნებიან, მაგრამ მათი რაოდენობა იმდენად მიზერულია, რომ «იქაც არიან პატიოსანი პროფესიონალები», მეოცნებეთა ასეთი რიტორიკა პრაქტიკულად უაზრობაა და უფრო მეტიც, მომაბეზრებელი!

ზემოთ ჩამოთვლილი უწყებები ხომ  ძალადობის, სადიზმის, უსამართლობის, წამების დიდი სახელმწიფო მანქანის, ქართული გესტაპოს ცალკეული შემადგენელი სეგმენტებია, რომელზეც იდგა წლების მანძილზე მიშნაცების ქართველთმოძულე ფაშისტური რეჟიმი?!

ამ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა დღესაც არხეინად განაგრძობს «მოღვაწეობას» ძველ თანამდებობებზე: პროკურორებად თუ პოლიციის უფროსებად, ციხეებსა თუ სასამართლოებში და უფრო მეტიც, ზოგიერთები დაწინაურდნენ ან მომავალში იგეგმება მათი დაწინაურება ახალი ხელისუფლების პირობებში. განსაკუთრებით რეგიონებში შეიმჩნევა მსგავსი ტენდენციები!

რა თქმა უნდა, ძალოვანების, უჩინოთა თუ ჩინიანთა, კონკრეტული დანაშაულობები ცალ-ცალკე უნდა იქნას გამოძიებული, მაგრამ ეს იმხელა დროს მოითხოვს, რომ, როგორც რუსები იტყოდნენ, ამ დროის მანძილზე «ონი მნოგო დროვ ნალომაიუტ». ამიტომ მანამდე, სანამ გამოძიება იტყვის თავის სიტყვას, ძალოვანების მაღალჩინოსნები ერთი ხელის მოსმით, ანუ პოლიტიკური ნიშნით უნდა განთავისუფლდნენ თანამდებობებიდან!

თუ მაინც და მაინც ვინმეს ამ უწყებებში პატიოსანი პროფესიონალების ზუსტი რაოდენობა აინტერესებს, ამის დადგენაც «იოლია» მიშნაცების მიერვე უნებურად შექმნილი «ფორმულის» მეშვეობით: 100 %-ს მინუს ამ წლების მანძილზე კუბლაშვილის სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები, ანუ 99,9%. რაც სხვაობაში 0,1%-ს შეადგენს _ აი, პატიოსანი პროფესიონალების  «ზუსტი» რაოდენობა ძალოვან უწყებებში!..

ასე რომ, «ჩიტი ბრდღვნად არ ღირს», ანუ მეოცნებეების დემოკრატობა _ ჰუმანურობის თამაშად, იმის შიშით, რომ რას იტყვის ევროპა. დოდო აბაშიძის პოლიცმეისტერის არ იყოს, «თვალი დაუდგეს ევროპას», ემანდ ამ თამაშ-თამაშში მართლაც 1 ოქტომბრის მონაპოვარი არ დავაყენოთ საფრთხის ქვეშ!..

ძალოვანები იქით იყოს და ოპოზიციადქცეული ნაცბანდის სხვა ოდიოზები და მათი ბელადი, ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული, რა დღეში არიან _ კინაღამ წამომცდა, ნამუსი სულ დაკარგეს-მეთქი, მაგრამ რას დაკარგავდნენ, რაც არასდროს ჰქონიათ?!

ბაჩანა ახალაია, მართალია, სადისტი მანიაკია, მაგრამ მისი ეს «ღირსება» მაინც ხალხის შეზღუდულმა რაოდენობამ იწვნია ფიზიკურად. ესენი კი: ბოცო წიკლაური, აკუკი მინაშვილი, თეა თუთბერიძე, დავით დარჩიაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, მარიკა ვერულაშვილი და რა ვიცი კიდევ, რამდენნი ხართ თქვე …, ყველას რა ჩამოთვლის, საკუთარი ამაზრზენი კომენტარებით, მთელ საქართველოს დაგვცინიან და ცოცხების გარეშე გვაუპატიურებენ!

სიტყვამ მოიტანა და, ეტყობა, დაავიწყდათ, რომ მეცოცხეთა პარტიის წევრები არიან და რომ დაავიწყდათ, ეს ჩვენი ბრალიცაა!

როგორ შეიძლება მათ სისულელეებზე სერიოზული პასუხების გაცემა?

ბაჩო ახალაია გმირი, საზოგადო მოღვაწე, გულანთებული ქართველი, დამნაშავე რომ ყოფილიყო, თავის ფეხით არ მივიდოდა და ა. შ. საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი პასაჟები!

ეს იცოდეთ და კარგად დაიმახსოვრეთ _ ვინც ბაჩო ახალაიას ქომაგობთ, არანაკლები დამნაშავენი (იქნებ მეტიც) ხართ, ვიდრე თავად მანიაკი, სადისტი ახალაია!

ვიმეორებ, ამ ყველაფერზე სერიოზულად კამათი არ შეიძლება! ამ ყველაფერს ცალ-ცალკე და ერთად მხოლოდ ერთი სიტყვით უნდა უპასუხო _ ცოცხი!!!

ე. წ. საპარლამენტო უმცირესობამ, ბაჩანას გამო პარლამენტის ბოიკოტიც გამოაცხადა. მათმა ბელადმა მიშამ კი პატიმარყოფილი შტაბის უფროსი გენერალი კალანდაძე მთავარსარდლის უფლებით თანამდებობაზე აღადგინა. მართალია, სასამართლომ მეორე დღესვე გააუქმა მიხეილ მაღალის(?), არა, არა, მიხეილ გრძელის ბრძანება, მაგრამ ხომ ბრძანა, ანუ ხომ შეურაცხგვყო მთელი საქართველო?

იქით კიდევ ერთმა ციხის მომავალმა მდგმურმა _ «ვანო ვეღარ გისმენთ მერაბიშვილმა» სულ «კაგებეშნიკები» გვეძახა, აქეთ კი გიგი უგულავამ დაიწყო ბიძინა ივანიშვილთან მერის «პრავების კაჩავი». მართალია, მიხეილ გრძელის მსგავსად, გიგი ტანადმაც მიიღო საკადრისი, მაგრამ ხომ «იკაჩავა» და…

ნეტავი რისი ან ვისი მერია, იმ თბილისის, სადაც ათივე რაიონი პირწმინდად წააგო ნაცბანდამ?

ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი აბსურდის თეატრიც აღარ არის. ეს უფრო გიჟების «დურდომს» ჰგავს და ამის ყურება უკვე აუტანელია!

როგორც ჩანს, ამერიკელების სურვილის საწინააღმდეგოდ, «ნაცმოძრაობის» (ცოცხების) პარტიას არ ასცდება გასამართლება, როგორც მავნებლების კრიმინალურ ბანდას. ამისთვის კი საჭიროა, რომ პარტიადწოდებული ნაცბანდის ლიდერები: დიმა შაშკინი, ზურაბ ადეიშვილი, მურთაზ ზოდელავა, გიორგი ბარამიძე, კოტე კუბლაშვილი, დათა ახალაია, როლანდ ახალაია (და ა. შ., თუ ვინმე გამომრჩა, მომიტევეთ), ბოლოს თვით უმაღლესი მთავარსარდალი ადრე თუ გვიან ბაჩო ახალაიას მეზობელ კამერებში მოვათავსოთ!

ეს, რა თქმა უნდა, ძალოვანების ალაგმვისგან განსხვავებით, ადრე და მალე ვერ მოხერხდება, მაგრამ ბაჩო ახალაია ის ერთი მერცხალია, რომელიც გაზაფხულს ნამდვილად მოიყვანს. ასე რომ, მალე გაზაფხული მოვა!

მანამდე კი, როგორც მეფე ერეკლეს უყვარდა, _ «ხმალი _ მაგ წუნკლებსო», მისი პერიფრაზით: ცოცხი _ მაგ წუნკლებს, ცოცხი!!!

დავით მხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here