Home რუბრიკები პოლიტიკა ვახტანგ კომახიძე: 2005 წელსაც იმავეს აკეთებდნენ, რაც ახლახან ყველასთვის ნათელი გახდა, უშიშროების...

ვახტანგ კომახიძე: 2005 წელსაც იმავეს აკეთებდნენ, რაც ახლახან ყველასთვის ნათელი გახდა, უშიშროების სამინისტროდან ამიტომაც წამოვედი

912

სტუდიარეპორტიორისჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ შვეიცარიაში ერთერთ ფრანგულ კანტონში ითხოვა თავშესაფარი და დღეს იგი დევნილობაშია. მანამდე კი იგინაციონალურმა მოძრაობამსამშობლოს მტრად და რუსეთის აგენტად გამოაცხადა მხოლოდ იმიტომ, რომ აგვისტოს ომზე მიუკერძოებელი და ობიექტური ფილმი გადაიღო. თავის დროზე კომახიძეს უშიშროების სამინისტროში საკმაოდ მაღალი თანამდებობაც ეკავა და, როგორც თავად აცხადებს, თანამდებობა სწორედ იმიტომ დატოვა, რომ სისტემაში ძალადობა და უსამართლობა იყო გაბატონებული. “საქართველო და მსოფლიოვახტანგ კომახიძეს შვეიცარიაში დაუკავშირდა

_ დღეს ძალიან მარტივი და, შეიძლება ითქვას, მოდურიც კია, გაემიჯნონაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ თქვენ თანამდებობა პროტესტის ნიშნად მაშინ დატოვეთ, როდესაც საზოგადოება ჯერ კიდევ ლამის აღმერთებდა მიხეილ სააკაშვილსა და მის მთავრობას

_ მაშინ რაღაც დოზით ეს ჩემთვის სახიფათოც კი იყო. ინფორმაცია, რომელიც მე მაშინ მქონდა, ალბათ, ვერ გადაწყვეტდა ქართული საზოგადოების მაშინდელი განვითარების პროცესის ბედს. მე გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის მტკიცება, საზოგადოების დარწმუნება და ამ გზით ამიტომაც არ წავედი, დავანებე მუშაობას თავი და წამოვედი. იქ იყო აშკარა ფაქტები იმისა, რომ ეს ადამიანები აუცილებლად მივიდოდნენ მკვლელობებამდე. ეს ძალიან კარგად ჩანდა იმ ჯგუფში, რომელსაც დათა ახალაია ხელმძღვანელობდა. ისინი ჩემ თვალწინ ჩადიოდნენ ძალადობრივ ქმედებებს და ამის შესახებ მე ვუთხარი  არა მხოლოდ უშიშროების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს, არამედ პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც. ჩემი პირობა იყო, _ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაგრძელებდი მუშაობას, თუ ამ ადამიანებს მოაშორებდნენ სისტემას, მაგრამ…

_ მაგრამ?

_ 2005 წელსაც იმავეს აკეთებდნენ, რაც ახლახან ყველასთვის ნათელი გახდა, და უშიშროების სამინისტროდან ამიტომაც წამოვედი. ყოველდღიურად ხდებოდა ადამიანების წამება და ცემატყეპა, მაშინაც ასე სადისტურად აწამებდნენ ადამიანებს და რაღა აზრი აქვს, დღეს კონკრეტულ ფაქტებზე საუბარს? ყველასთვის ნათელია, რომ მათი მხრიდან ამ ქმედებებს ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. სწორედ ეს გავაპროტესტე მაშინ და მიმაჩნდა, რომ ამის შეცვლა შეიძლებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ შეიძლებოდა, რადგან ეს იყო დაშვებული. ჯერ კიდევ 2005 წლიდან სააკაშვილმა და მასთან  დაახლოებულმა პირებმა ამის შესახებ ყველაფერი იცოდნენ.

_ შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ ჩააყენე მაშინ საქმის კურსში, რომ სისტემაში ასეთი ტიპის დანაშაულს ჰქონდა ადგილი?

_ იმ უმსგავსობისა და სისასტიკის შესახებ, რაც სისტემაში ხდებოდა, ჯერ კიდევ 2005 წელს ბევრ ადამიანს ველაპარაკე. შემიძლია დაგისახელოთ გივი თარგამაძე, გიგი უგულავა.

_ ხომ არ გიპასუხეს, ასეთი რამ გამორიცხულიაო?

_ არ შეიძლებოდა ამის უარყოფა…

_ საერთოდ არაფერი გითხრეს? ან გამოვასწორებთ, ან ასეთი რამ აღარ განმეორდებაო?..

_ საერთოდ არაფერი უთქვამთ, ვნახოთ, ვნახოთ, რა მოხდებაო… როდესაც ადამიანების წამების, ცემა-ტყეპისა და იმ სისასტიკის შესახებ ვუთხარი, რომელიც სისტემაში ხდებოდა, გივი თარგამაძემ საერთოდ აარიდა თავი ამ ყველაფერს და მითხრა, იქნებ მერაბიშვილს უთხრაო, მაგრამ მერაბიშვილთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, რადგან ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ ტიპის მიდგომის.

_ არსებობს მოსაზრება, რომნაციონალური მოძრაობარევანშისთვის ემზადება. შეძლებენ ისინი კვლავ ძალაუფლების სადავეების ხელში ჩაგდებას?

_ ყველაფერს უნდა შნო და შესაძლებლობა. ჯერჯერობით მათი განვლილი ცხრაწლიანი მმართველობა გვაჩვენებს იმას, რომ, როდესაც ჰქონდათ მცირედი შესაძლებლობა მაინც, ამას იყენებდნენ და უკან არასდროს იხევდნენ. როდესაც უკან დაიხიეს, აშკარა იყო, რომ მათ ძალიან მწირი რესურსები ჰქონდათ, ძალიან შეზღუდულები იყვნენ და ამიტომ ვეღარ წავიდნენ ვითარების ესკალაციაზე. ასე რომ, ასეთი რამ ნაკლებად სავარაუდოა. ჩემის აზრით, ერთი რამაა ფუნდამენტური მნიშვნელობის: ახალმა ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას, რასაც ყველა წინა ხელისუფლება აკეთებდა. კერძოდ, გამოვაცხადოთ კონსდოლიდაცია, თორემ შეიძლება დაბრუნდეს “ნაციონალური მოძრაობა” თავისი სისასტიკითა და უსამართლობით და ვიფიქროთ თავის გადარჩენაზე ამ საფრთხის გამო. საფრთხობელის ინსტიტუტი აუცილებლად უნდა მოიშალოს და ეს მოიშლება, თუ სამართლიანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. თუ საფრთხობელა აღარ იქნება, არ წარმოიშვება ხელოვნური ოპოზიცია საქართველოში. ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის მმართველობის მეორე პერიოდში როგორ არაფრისგან, ცარიელ ადგილზე წარმოიშვა ოპოზიცია, რადგან პოლიტიკური სივრცე სიცარიელეს ვერ იტანს. თუ ასეთი სიცარიელე გაჩნდება მომავალში, აუცილებლად გაჩნდება ოპოზიცია.

_ ამბობთ, რომ ბევრ საქმეში სამართლიანობამ უნდა იზეიმოს. ჩამოგვითვალეთ რამდენიმე კონკრეტული საქმე, რომელთაც, თქვენი აზრით, აუცილებლად სჭირდება ხელახალი გამოძიება.

_ ძალიან ბევრი ეკონომიკური ხასიათის დანაშაული იქნა ჩადენილი და ბევრ შემთხვევაში სისხლის სამართლის ნორმების ამოქმედების გარეშე სამოქალაქო დავები იყო უსამართლოდ წარმართული. ძალიან ბევრი სისხლის სამართლებრივი დანაშაული იქნა შეთხზული და ბევრი ადამიანი ემსხვერპლა დანაშაულთან ბრძოლის ამ მითოლოგიზაციას, რაც ძირითადად გამოიყენებოდა ტელეშოუებისთვის. თუნდაც შევარდნაძის მთავრობის ყოფილი ჩინოვნიკებიდან თუ ვინმე არის ისეთი, ვისაც გასაჩივრების შესაძლებლობა აქვს, მათ უნდა მიეცეთ გასაჩივრებისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობა. მაგალითად, ძალიან კარგად ვიცი გია გვიჩიანის საქმე, მასში არანაირი მტკიცებულება არ არის და ამ ადამიანს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. არის ძალიან ბევრი ტრაგიკული შემთხვევა და გარდაცვლილ ადამიანებს ვერავინ გააცოცხლებს, მაგრამ აქ სამართლიანობის დადგენაზეა საუბარი. არიან ადამიანები, რომელთაც ძალიან დიდი სასჯელი აქვთ მისჯილი, მაგალითად, ასეთია შმაგი აფრასიძე, რომელიც სრულიად უდანაშაულოა და 20 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ასეთი საქმეების გადახედვა მთელი საზოგადოების მორალური პასუხისმგებლობის საკითხია. ბევრ ადამიანს მიაკერეს სამშობლოს მოღალატის იარლიყი, აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ადამიანების რეაბილიტაცია. ხელისუფლებამ ან ხელისუფლების მონაცვლე პირებმა ბოდიში უნდა მოიხადონ ამ ადამიანების წინაშე! მაგალითად, გამოსაძიებელია როინ შავაძის, ვაზაგაშვილის საქმეები… შემიძლია კიდევ 20 საქმე ჩამოგითვალოთ, მაგრამ კიდევ 50 ან 60 რომ ვერ ჩამოვთვალო, რა ვუყოთ დანარჩენებს?!

_ უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არათუ წინააღმდეგი, მომხრეა იმისა, რომ აღდგეს რაღაც დოზით ურთიერთობები რუსეთთან

_ რაღაც დოზით რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა კეკლუცობაა.  მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი, მაქსიმალურად უნდა აღდგეს ურთიერთობა და ვცადოთ, დავიკმაყოფილოთ ჩვენი ინტერესები, მაგრამ, თუ ამ რეჟიმში ვიქნებით, არავითარ ინტერესებზე საუბარი არ იქნება. ბუტიობანას თამაში პოლიტიკაში არც ერთ დროში არ ყოფილა რაციონალური და მითუმეტეს 21-ე საუკუნეში.

ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა ვიყოთ რუსეთთან გაბუტულ მდგომარეობაში?! შეფასება უნდა მოხდეს ყველაფრის, ჩვენც მიგვიძღვოდა სერიოზული წვლილი იმ პროცესში, რომელმაც დააზიანა მთელი კავკასიის ეროვნებათაშორის ურთიერთობები; ჩვენც მიგვიძღოდა ჩვენი წვლილი  უსაფრთხოების სისტემების რყევაში. ამიტომ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი წვლილი და ვალდებულება, რათა დროულად შევუდგეთ ამ ურთიერთობების გამოსწორებას. სასურველია, მეორე მხარეც წამოვიდეს თანამშრომლობაზე. პრობლემა ის კი არაა, რომ ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობების დალაგების სურვილი, პრობლემას ისიც ქმნის, რომ, შესაძლოა, მეორე მხრიდანაც არ იყოს შემხვედრი სურვილი თანამშრომლობის. ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში განხორციელდეს ის პოლიტიკური შეთანხმებები, რომლებიც გააუმჯობესებს ურთიერთობებს.

_ ჟვანიას საქმეზე რას იტყვით? ითქვა, რომ პრემიერმინისტრის მკვლელობაშიც ახალაიების კლანია გარეული

_ აქედან ჩავწერე ინტერვიუ ნინო ქადაგიძესთან და საუბარი იყო მელნიკოვზე. მოკლედ, არსებობს ადამიანი, რომელიც ყვება, რომ პიროვნებებმა, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ გირგვლიანის მკვლელობის გამო, თავად თქვეს (რაღაც კონტექსტში თავადვე აღიარებდნენ), რომ მათ მიიღეს მონაწილეობა ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში. ეს გამოძიების საქმეა, რატომ ამბობდნენ ამას, რამდენადაა ეს რეალობა, ამას გამოძიება დაადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ამ საქმის ბევრი დეტალი, ახლა ვარაუდებზე საუბარი ძალიან რთულია. აქამდე შეგვეძლო გვესაუბრა იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც  არასრულფასოვნად იყო გამოძიებული, რაც ტოვებდა საეჭვო საკითხებს ამ საქმეში, მაგრამ ახლა უნდა დაიწყოს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რა მოხდა რეალურად. უბედური შემთხვევა პრაქტიკულად გამორიცხულია.

იქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნაში ცალსახად წერია, რომ ღუმელი გამართულად მუშაობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამორიცხულია იქიდან გამოყოფილიყო ნახშირბადის მონოქსიდი, რაც სიკვდილის მიზეზადაა გამოცხადებული. დავუშვათ, რომ ღუმელი ტესტირების დროს მუშაობდა გამართულად და არა იმ კონკრეტულ საღამოს, ამის კონტრარგუმენტად ისევ დასკვნიდან გეტყვით ძალიან საინტერესო დეტალს: არანაირი ჭვარტლის კვალი ღუმელის კედლებზე არ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ არასრული წვა არ მომხდარა. აუცილებლად იქნებოდა ჭვარტლი, თუ გამოიყოფოდა ნახშირბადის მონოქსიდი, რადგან ეს არის არასრული წვის პროდუქტი და, როდესაც ის გამოიყოფა, გამოიყოფა ჭვარტლთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. დასკვნის ავტორები, მერწმუნეთ, ნამდვილად კარგად ხვდებოდნენ, როდესაც დასკვნაში ამ ფრაზას წერდნენ. არ შეიძლება ეს საქმეები გამოუძიებელი დარჩეს.

ესაუბრა გიორგი მეძმარიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here