Home რუბრიკები პოლიტიკა უტ…კო ყარაჩოღელი ველოსიპედზე

უტ…კო ყარაჩოღელი ველოსიპედზე

897

პრემიერ–მინსტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრ გოგა ხაჩიძეს თხოვნა დაუკმაყოფილა და მესამე ანეკდოტი მოკლედ მიახალა: „თქვენ ის მინისტრი არ ხართ, სამინისტროს დერეფნებში რომ ველოსიპედით დადიოდითო“? ახლა უკვე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გოგა ხაჩიძე გუშინდელ ქილიკს მისი მისამართით ერთობ გონებამახვილურად უპასუხა და პარლამენტში ველოსიპედით მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქუთაისი იძლევა იმის საშუალებას, რომ ველოსიპედით იაროს. გავრცელდა ვიდეოც, რომელიც ხაჩიძის ხანგრძლივ ველორბოლას ასახავს ქუთაისის ქუჩებში (იხ. ქვემოთ).


ვიდეომასალა ყოფილმა გარემოს დაცვის მინისტრმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა და კომენტარიც მიაყოლა: „სადაც კი ამის საშუალებაა, ველოსიპედით სიარულზე უარს არასოდეს ვამბობ. გუშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ ველოსიპედით სამინისტროში დავდივარ, ეს ასე არ არის. ის ფოტოები, რაც მას აჩვენეს, დაჯილდოების ცერემონიალს ასახავს, რომლის დროსაც ველოსიპედი იყო ერთ-ერთი პრიზი და სამინისტროში გადავეცით“, – აღნიშნა ხაჩიძემ და რწმენა გამოთქვა, რომ ცოტა ხანში პარლამენტში არა მხოლოდ თვითონ, არამედ პარლამენტის უამრავი წევრი მივა ველოსიპედით.

დიდი დაკვირვება არ უნდა იმას, რომ გოგა ხაჩიძის მთელ ველომოგზაურობას ვიდეოკამერით იმ მანქანიდან იღებენ, რომელიც მას მიჰყვება. ერთი სიტყვით, მინისტრმა პარლამენტში მისასვლელად მანქანაც გამოიყენა და ველოსიპედიც, ოღონდ იმის მაგივრად, რომ მანქანაში ჩამჯდარიყო, იქ კამერიანი ოპერატორი ჩასვა, თვითონ კი ველოსიპედით იმგზავრა. ამით მას არც საწვავი დაუზოგია და არც გარემოზე უზრუნია, რაშიც არც მანამდე იყო შემჩნეული. მისი საქციელი ძველი თბილისის მოქეიფის ქცევას ჰგავს, რომელიც სამი ფაეტონით მოდიოდა: ერთში თვითონ იჯდა, მეორეში მეარღნე ჰყავდა, მესამეში კი მისი შლაპა „მგზავრობდა“.  ამის დამნახავი თბილისელები ხუმრობდნენ: „უტ…კო ყარაჩოღელი მოდისო“!

                                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here