Home რუბრიკები პოლიტიკა ლეონიდ სავინი: დასავლეთ თანამეგობრობაში შესვლა ნიშნავს ქართული უნიკალური კულტურის მასიური სუროგატით ჩანაცვლებას…

ლეონიდ სავინი: დასავლეთ თანამეგობრობაში შესვლა ნიშნავს ქართული უნიკალური კულტურის მასიური სუროგატით ჩანაცვლებას…

707

საქართველოს ბოლო დროის პოლიტიკური ცხოვრება აქტიურად განიხილება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. საქართველოს ხომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილი უკავია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ სხვა პოლიტიკურ და გეოგრაფიულ სივრცეებშიც. გასული არჩევნებისა და მომავლის სავარუდო პერსპექტივების შეფასება ჩვენ ლეონიდ სავინს, ვთხოვეთ.

ლეონიდ ვლადიმერის ძე სავინი დაიბადა 1974 წელს ქალაქ სუმში (უკრაინა). 2007 წლიდან ცხოვრობს მოსკოვში. 1995 წლიდან ჩაება პროფესიულ ჟურნალისტიკაში. იყო სხვადასხვა გამოცემების რედაქტორი. ათასზე მეტი პუბლიკაციის ავტორი რუსულ თუ უკრაინულ პრესაში. 2001 წლიდან არის მთელი რიგი რეგიონული, ნაციონალური და საერთაშორისო საზოგადოებრივსაგანმანათლებლო პროექტებისა და ინიციატივების ხელმძღვანელი, მათ შორის 2003-2006 წლებში იყო საერთაშორისო სოციალური ქსელის _ People’s Global Actionის წარმომადგენელი უკრაინაში, ასევე განსხვავებული თემატიკის სემინარების ლექტორი და მოდერატორი (ჟურნალისტის ეთიკითა და საპროტესტო სტუდენტური მოძრაობებით დაწყებული, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების საქმიანობით დამთავრებული). ამჟამად არის Евразия ТВ–ის არხზე  ავტორი და წამყვანი პროგრამისასტრატეგები”, ახალგაზრდობის ევრაზიული კავშირის კომისარი.

როგორც ცნობილია, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალა _ კოალიციაქართული ოცნება” _ მოვიდა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. როგორ შეაფასებთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ასეთ შემობრუნებას და, თქვენის აზრით, როგორია მასში თავად ბიძინა ივანიშვილის, როგორც პიროვნების, როლი?

რა თქმა უნდა, ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლა და მის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ფორმირება დადებითი მოვლენაა როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე რუსეთის ფედერაციისთვის. აქ იყო გარკვეული ღელვა იმის თაობაზე, რომ არჩევნებში გამარჯვება შეიძლებოდა სააკაშვილის პარტიას მოეპოვებინა და მაშინ პროამერიკული და ანტირუსული კურსი უცვლელად გაგრძელდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ, ახალი კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური ძალების ბალანსი იქნება სხვაგვარი, მიხეილ სააკაშვილის (მისი გუნდის პოლიტიკოსების ჩათვლით) როლი და გავლენა საკმაოდ დაეცემა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პიროვნულ თვისებებს, ვფიქრობ, რომ მისი  სამუშაოს შეფასება ძალიან ნაადრევია. მან, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება და სწორად (კორექტულად) დაალაგოს ურთიერთობები როგორც  რუსეთთან, ასევე სხვა პარტნიორებთანაც – ესენი კი არიან ევროკავშირი და აშშ, და ამისთვის საჭიროა გარკვეული სიფრთხილე.

როგორ ფიქრობთ, ახალი ძალები გაატარებენ სხვა, უფრო მეგობრულ პოლიტიკას რუსეთთან დაკავშირებით? და თუ ასე მოხდება, რას მოუტანს ეს თავად საქართველოს?

მე ძალიან დიდ იმედი მაქვს ამის, რადგანაც ადეკვატური და გრძელვადიანი სტრატეგია რუსეთთან ურთიერთობაში იქნება გარანტი საქართველოს კეთილდღეობისა. რუსეთი წარმოადგენს უზარმაზარ ბაზარს ქართული პროდუქციის სარეალიზაციოდ. მეორეც, ეს არის რუსული ინვესტიციების საკითხი, რაც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში შეუძლებელი იყო. მესამე – ეს არის რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი და ორმხრივი გადაადგილება, რაც ბოლო წლების მანძილზე შეზღუდული იყო. ყველაზე მწვავე საკითხად რჩება ტერიტორიული დავა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ თანდათან შესაძლებელია ამ ურთიერთობების ნორმალიზებაც, ნაბიჯ-ნაბიჯ დაგროვილი პრობლემების მოგვარებით. ასევე, საქართველოს მონაწილეობის გარეშე კავკასიის უსაფრთხოების საკითხის მოგვარება შეუძლებელია. სალაფიტის ტიპის ექსტრემიზმისა და ტერორიზმის ზრდამ, შესაძლოა, მძიმე დარტყმა მიაყენოს თბილისს, ამიტომაც ამ სფეროში უნდა შეიქმნას სანდო კავშირები. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ივანიშვილმა გამარჯვების მოპოვებისთანავე განაცხადა საქართველოს ნატოში მისწრაფების თაობაზე, ეს კი ძალიან მგრძნობიარე და პრინციპული საკითხია რუსეთისთვის.

რა მნიშვნელობა აქვს, ერთის მხრივ, საქართველოს ევრაზიული სივრცისთვის და, მეორე მხრივამ სივრცეს თავად საქართველოსთვის?

როგორც უკვე ვთქვი, ეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხია. გარდა ამისა, წინააღმდეგობები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, სრულად მოიხსნას, თუ ეს ფორმირებები საქართველოსთან ერთად ევრაზიულ კავშირში შევლენ. მექანიზმები, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს – კონფედერაციის სახით ან შეთანხმების საფუძველზე, რომელიც საჭირო გარანტიებს მოიცავს. სამხრეთ კავკასიის ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს გააჩნია ტერიტორიული პრეტენზია ერთმანეთთან და ის, ვინც პირველი შეუერთდება ევრაზიულ კავშირს, შეძლებს გახდეს მისაბაძი მაგალითი თავისი მეზობლებისთვის.

თქვენი აზრით, როგორი პლიუსები და მინუსები შეიძლება შეიძინოს საქართველომ თავისი პროდასავლური  ან პრორუსული ორიენტაციით?

უნდა დავსვათ შეკითხვა, რეალურად რას მისცემს დასალეთი საქართველოს. ტექნიკურ დახმარებასა და პოლიტიკურ რეფორმებს? მაგრამ პასუხობენ კი ისინი ქართველი ხალხის მისწრაფებებსა და მოთხოვნებს? იმავე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტი არის კიდევ ერთი მცდელობა რამდენიმე ყოფილი სსრკ-ის რეპუბლიკის ხარჯზე ევროკავშირის გავლენის გაზრდისა, შემდგომში  კი ევროპული სამართლის ნორმების იმპლემენტაციისა და ეკონომიკური მექანიზმების მეშვეობით ამ ზონის კონტროლირებად ტერიტორიებად გადაქცევა. კაპიტალიზმის ლოგიკის თვალსაზრისით, „აღმოსავლური პარტნიორობა“ არის ახალი რეალიზაციისთვის საჭირო ბაზრების, რესურსებისა და იაფო სამუშაო ძალის ათვისება. უბრალოდ, ევროკავშირი ამ პოლიტიკას ძალიან ფრთხილად ეწევა და არა ისე, როგორც იმპერიალიზმის ეპოქაში. თუ განვიხილავთ სამხედრო ასპექტს, მაშინ საქართველოს შეთრევა ნატოში ნიშნავს შეიარაღების დასავლურ სისტემაზე გადასვლას, რომელიც  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს უშვებს. გარდა ამისა, საქართველოს ნატოში იძულებითი შეყვანა ნიშნავს სუვერენიტეტის ნაწილის დაკარგვას, რომელიც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გადავა (ასეთია ალიანსის წესები). ხოლო როგორ გამოიყენებენ ქართულ ჯარს –  ეს უკვე სხვა საკითხია (თანაც ბოლო წლებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ამოქმედდნენ ავღანეთში). ამასთან, იქ   ქართველი გენერლები აღარ გასცემენ ბრძანებებს, ხოლო დასახული მიზნების შესრულება, შესაძლოა, მკვეთრად განსხვავდებოდეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისგან. დასავლეთ თანამეგობრობაში შესვლა ნიშნავს, ასევე, ქართული უნიკალური კულტურის მასიური სუროგატით ჩანაცვლებას, რომელიც დაბერებული ევროპული თანამეგობრობის თარგზე იქნება მოჭრილი. ეს არის ასევე გეიაღლუმები და ლიბერალური დემოკრატიის სხვა მიმზიდველი საკითხები.  ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებას არ ენდომება მოვლენათა ასეთი განვითარება. მაგრამ ეს ცვლილებები აუცილებლად დადგება დასავლური კურსის არჩევისას, ადრე თუ გვიან. ეს, უბრალოდ, დროის საკითხია, ხოლო მართებული საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევის შემთხვევაში საქართველოს ექნება ყველა შესაძლებლობა თავისი პოტენციალის გამოსაყენებლად. საგარეო პოლიტიკაში მოსკოვი მიჰყვება მრავალპოლარულობას  და იქ საქართველოსთვის ყოველთვის გამოინახება საპატიო ადგილი თავისი კურსის გასატარებლად არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პერსპექტივაა და ამ საკითხზე მიზანმიმართული მუშაობაა საჭირო. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ დსთ-ს წევრობის საკითხი კვლავ თუ უნდა დადგეს, რამდენადაც არის  ურთიერთქმედების მთელი რიგი სხვა ხერხები. მაგრამ ის, რომ საქართველო რუსეთთან ერთად უნდა მიჰყვეს ევრაზიულ პოლიტიკას, მიმართულს მრავალპოლარული მსოფლიომოწყობისკენ, ამაში მე დარწმუნებული ვარ. დიახ, იქნება რთული, მაგრამ გრანდიოზული პროექტები  სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, განსაკუთრებით ჩვენს დროში.

ესაუბრა

ვანო ჩოკორაია

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here