Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს მოსახლეობაზე „ციმბირის წყლულის“ ვაქცინას გამოცდიან

საქართველოს მოსახლეობაზე „ციმბირის წყლულის“ ვაქცინას გამოცდიან

1658

„საქართველო და მსოფლიო“ ჯერ კიდევ სამი წლის წინ წერდა „ღორისა“ და „ქათმის გრიპის“ ხელოვნური გავრცელების შესახებ, რომელთანაც საქართველოში, ალექსეევკის ლაბორატორიის – „სენატორ ლუგარის სახელობის სიკვდილის ფაბრიკის“ კავშირი თვალნათლივ იკითხებოდა. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მოსახლეობაზე   „ციმბირის წყლულის“ ვაქცინების გამოცდას აპირებენ!

2009 წელს ვწერდით, რომ მკვლელი ვირუსების ხელოვნურად გავრცელებამ, შესაძლოა, ახლო მომავალში ბირთვული იარაღიც კი დაჩრდილოს, რადგანაც ღორის გრიპი გაცილებით ეფექტური საშუალება აღმოჩნდა გლობალური მიზნების მისაღწევად, ვიდრე რეგულარული არმიის გამოყენებით ჩატარებული ოპერაციები. მსოფლიო მასშტაბით ინფექციის ხელოვნურად გავრცელებას შეთქმულების თეორიასთან მივყავართ. ამ თემაზე და ქართული ლაბორატორიის «წვლილზე» უცხოურ მედიაში არაერთხელ მიანიშნეს. ვწერდით იმის შესახებაც, თუ რა იბეჭდებოდა ამ საკითხის თაობაზე უცხოურ პრესაში. ისიც კარგად გვახსოვს, „ჩიტის გრიპით“ სასიკვდილო განაჩენი როგორ გამოგვიტანა შემდგომში კორუფციაში მხილებულმა ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა. დაგვპირდა, რომ მსხვერპლი 70 პროცენტს მიაღწევდა.

2002 წელს აშშ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას «ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და პათოგენების სფეროში თანამშრომლობისა და ამ სფეროს ინფორმაციების გაუვრცელებლობის შესახებ». 2004 წლის სექტემბერში, სენატორ რიჩარდ ლუგარის ვიზიტის დროს თბილისში მოილაპარაკეს თბილისის ახლოს, ალექსეევკის დასახლებაში «ცენტრალური რეფერენტ-ლაბორატორიის» შექმნის თაობაზე, რაც განხორციელდა კიდეც. 2008 წელს კი საქართველოს ტერიტორიაზე და რუსეთის სამხრეთ ნაწილში აფრიკული ჭირის ეპიდემიამ იფეთქა.

ფრინველის გრიპის ვირუსი ადრე ცნობილი იყო «ისპანკას» სახელწოდებით. როგორც აღმოჩნდა, ამერიკელმა მეცნიერებმა გაურკვეველი მიზნებისთვის ჯერ კიდევ 1997 წელს ალასკაზე გასული საუკუნის 20-იან წლებში «ისპანკით» გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი ამოთხარეს და ვირუსის კოდი აღადგინეს.

2009 წლის დასაწყისში იფეთქა სკანდალმა, როცა ჩეხური ფარმაცევტული კომპანიის «ბიოტესტის» თანამშრომელმა ამერიკული კომპანიის «ბაქსტერის» მიერ გადმოცემულ ვაქცინაზე ცდების ჩატარებისას აღმოაჩინა, რომ ის შეიცავდა ცოცხალ, აქტიურ ფრინველის გრიპის ვირუსს H5N1 და ადამიანის გრიპის ვირუსს H3N2. მაშინ სკანდალის მიჩუმათება მოხერხდა, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში, უფრო ზუსტად 28 აპრილს, შვეიცარიაში ღორის გრიპის ვირუსის ნიმუშებიანი კონტეინერი აფეთქდა.

2009 წლის მარტსა და აპრილში მსოფლიოს ახალი საშიშროება დაემუქრა ახალი გრიპის ვირუსის სახით, რომელსაც «მექსიკური ღორის გრიპი» A/HINI უწოდეს. ეპიდემიამ მექსიკაში იფეთქა და სწრაფად გავრცელდა ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ შტატებში. დაავადება სწრაფად გადამდები აღმოჩნდა. მან იმთავითვე მარტო მექსიკაში (ძირითადად კი მეხიკოში) 81 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასევე დაფიქსირდა სიკვდილიანობის ფაქტები აშშ–ის ათ შტატში. დაავადების მსხვერპლნი ძირითადად იყვნენ 25-დან 45 წლამდე ადამიანები. მექსიკის ჯანმრთელობის მინისტრმა ხოსე ანხელ კორდოვამ 24 აპრილს განაცხადა: «ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ გრიპის ახალ ვირუსთან დაკავშირებით და იგი უკვე კონტროლირებადია». 3 მაისს მანვე უფრო დამაიმედებელი განცხადებები გააკეთა, თუმცა ღორის გრიპის გავრცელება მთელ პლანეტაზე კვლავაც გაგრძელდა. ეპიდემიამ იაპონიასა და ავსტრალიამდე ჩააღწია. უკვე 9 მაისისათვის გლობალური გავრცელების საშიშროება შეიქმნა, რადგან მოცემული ვირუსი წარმოადგენს ვირუსის ახალ მოდიფიკაციას, რომელზეც ადამიანის ორგანიზმს იმუნიტეტი არ აქვს, როგორც ბუნებრივი ისე ვაქცინაციის საშუალებით შეძენილი. ცხოველებში საქმე სხვაგვარადაა. მათ დიდი ხანია, გამომუშავებული აქვთ იმუნიტეტი და ამ ტიპის ვირუსისგან სიკვდილიანობის პროცენტიც მათში ძალიან დაბალია (არ აღემატება 4 პროცენტს).

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შეერთებულ შტატებში გახშირდა უმაღლეს სახელმწიფო დაწესებულებებში ისეთი კონვერტების მიღება, რომელშიც «ციმბირის წყლულის» ბაქტერიების შემცველი ფხვნილი იყო მოთავსებული.  ჩვენი პუბლიკაციის გამოქვეყნებიდან გავიდა სულ რაღაც სამი წელი გავიდა, «ციმბირის წყლულანის» კონვერტების მიღებიდან – 11 წელი და ჩვენმა „სტრატეგიულმა პარტნიორმა“ „ცხოველების და ფრინველების გრიპიდან“ „ციმბირის წყლულამდე“ დაგვაწინაურა. როგორც ირკვევა, დიდი ბრიტანეთის კარდიფის უნივერსიტეტში ნატოს ეგიდით ამერიკელი, ქართველი და თურქი მეცნიერები „ციმბირის წყლულის“ უნივერსალური ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ.

ცხადდება, რომ დღემდე არსებული ვაქცინები არასრულყოფილია, თუმცა მთავარი პრობლემა ის უნდა იყოს, რომ ახალი ვაქცინის დანერგვა ათასობით ადამიანზე ექსპერიმენტების ჩატარებას საჭიროებს; ცნობილია, რომ ცხოველები და ადამიანები ვირუსზე განსხვავებულად რეაგირებენ. ამიტომ კლინიკური გამოცდა ადამიანებზე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ვაქცინის ეფექტურობის დასამტკიცებლად. ადამანები ვირუსით უნდა დაასნებოვანონ, რათა შემდეგ ვაქცინის ეფექტურობის შედეგი გამოიკვლიონ. ცხადია, ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება ამერიკაში და დასავლეთ ევროპაში გამორიცხულია. როგორც ჩანს, საცდელი ვირთხების როლზე სწორედ საქართველოს მოსახლეობაა შერჩეული.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here