Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილი გადატრიალებას ამზადებს!

სააკაშვილი გადატრიალებას ამზადებს!

648

პარტიათეთრებისთავმჯდომარ თემურ შაშიაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: შაბათ-კვირას განვითარებული მოვლენები გვაიძულებს დავადასტუროთ ჩვენი ერთხელ უკვე გაკეთებული შეფასება:  „ნაცმოძრაობა“ გაცილებით საშიში გახდა“, რომ ერთი წელი პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი ეს არის ქვეყნის ნგრევის გაგრძელება, დესტაბილიზაციის ფაქტორი და სააკაშვილის მიერ, ერთის მხრივ, უკვე ჩადენილი დანაშაულებებისა, და, მეორეს მხრივ, ძალაუფლებისადმი მისი სიყვარულის გამო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების დიდი საფუძველი.

 

სამწუხაროდ, არ მიიღო სათანადო მხარდაჭერა ჩვენმა წინადადებამ, „ნაცმოძრაობის“ გასამართლებისა და პრეზიდენტის იმპჩმენტის პროცესის დაწყების თაობაზე, რომელიც 5 ოქტომბერს გავაკეთეთ. მის შემდგომ განვითარებული მოვლენების საფუძველზე არათუ ვადასტურებთ ჩვენს იმ საგანგებო განცხადებაში ჩამოყალიბებულ პოზიციას, არამედ კიდევ უფრო მეტი დარწმუნებით ვამბობთ:

 მიხეილ სააკაშვილი ამზადებს სახელმწიფო გადატრიალებას.

პარტია, რომელიც ასე  ერთსულოვნად იცავს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით არა ერთ-ერთ რეგიონში, არამედ მთელს საქართველოში ბანდიტიზმის მამამთავრის გაყალბებულ დეპუტატობას, ამზადებს ძალიან საშიშ მოვლენებს, რომელთა განვითარებისათვის სჭირდება სწორედ მამა-შვილ ახალაიების მსგავსი სამხრეებიანი და უსამხრეებო არამზადები. პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციებით დადასტურებულია, რომ რამდენიმე,  უპირველესად ძალოვანმა, მინისტრმა (ადეიშვილი, შაშკინი, ახალაია, ეზუგბაია), უამრავმა მინისტრის მოადგილემ, მთელმა რიგმა მაღალი რანგის ხელმძღვანელმა და ქვეყნის მართვის ე.წ. ფარული კომიტეტის წევრმა ქვეყანა დატოვა.

 დადასტურებულია, თქვენ წარმოიდგინეთ პრეზიდენტის ბრძანებულებით, რომ ახალ ხელისუფლებას არ ექნება უფლება აკონტროლოს პრეზიდენტისა და ქვეყნის სხვა უმაღლეს ჩინოსანთა მიერ სახელმწიფო ფულის ხარჯვა. მთლიანად ქვეყანაში ფულის ხარჯვის კონტროლისაგან ჩამოცილებული იქნება ეს მთავრობა თუნდაც იმ მექანიზმით, რომ კონტროლის პალატისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელების შეცვლაზე უარს ამბობს პრეზიდენტი და იტოვებს მათზე კონტროლის სრულ უფლებას.

 დადასტურებულია, რომ მინისტრობიდან წასული ყველა მაღალჩინოსანი ვანო მერაბიშვილით დაწყებული თანამდებობებს მიიღებს პრეზიდენტის აპარატში, ანუ იმ აპარატში, რომელიც იტოვებს კონტროლს არა მარტო ფულის ხარჯვაზე,არა მარტო სასამართლოზე, ეროვნულ ბანკსა და კონტროლის პალატაზე, არამედ გუბერნატორებსა და მერებზე, უფრო მეტიც, პრეზიდენტის ბრძანებულებით მოსმენებისა და დასმენების მთელი სისტემა ექვემდებარება სწორედ პრეზიდენტს და მის აპარატს. პირდაპირ ვთქვათ, პრეზიდენტი და მისი აპარატი ყალიბდება, როგორც ორხელისუფლებიანობის დაგადატრიალების ორგანიზატორი.

დღეს, პრეზიდენტის აპარატი ყალიბდება, როგორც ქვეყნის გარეთ გაქცეულ მაღალჩინოსანთა და ქვეყნის შიგნით დარჩენილნაცმოძრაობისნარჩენების ფარული კომიტეტი ორხელისუფლებიანობის რეალურად მისაღწევად;

 ხვალ, პრეზიდენტის აპარატი და უცხოეთში გაქცეული თანამდებობისპირები მოგვევლინებიან სახელმწიფო გადატრიალების გაერთიანებულ შტაბად, მაგრამ, იქნება გვიან, ძალიან გვიან, ვინაიდან:

 დადასტურებულია, ერთი შეხედვით დაუჯერებელი რამ, რომ თბილისის მერიასთან იქმნება ლამის გასამხედროებული სპეციალური დაცვის სამსახური.

 უამრავი რამის ჩამოთვლა შეიძლება, რაც ადასტურებს, რომ მოკლე პერიოდში 1 ოქტომბრის მონაპოვარი – თავისუფლება და მომავალი – საფრთხის წინაშე დადგება.

 მიმაჩნია, რომ თუ პარლამენტის პირველი სხდომის დღისათვის ქვეყანაში არ დაბრუნდება ყველა მინისტრი, მოადგილე და მაღალჩინოსანი, რომელმაც ქვეყანა დატოვა, თუ პრეზიდენტი არ გააუქმებს მის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ ბრძანებულებებსპარლამენტის პირველ სხდომაზე  არ მიეცეს დადასტურება დეპუტატობაზენაცმოძრაობისსიით არჩეულ დეპუტატებს და  საერთაშორისო ექსპერტთა მონაწილეობით დაიწყოსნაცმოძრაობისკანონგარეშედ გამოცხადებისა და მისი გასამართლების პროცესი.

დღესაც აშკარად ჩანს, მომავალიც დაადასტურებს, რომნაციონალური მოძრაობაარის არა პოლიტიკური პარტია, არამედ დამნაშავეთა ბანდა.

 

 

 

1 COMMENT

  1. ძალიან საკურადგებო შენიშვნებია. ვარ რიგიტი მოკალაკე , და ვიტკვი რომ განსაკუტრებული ზომებია მისაგები რომ ნაცები ამოიძირკვონ საკარტველოდან.!!!!!!!!!!!!!!!!!!

  2. ამ შანშიაშვილს რაღა უნდა ნეტა? ეხლა თავისი დასკვნებით საზოგადოებას უნდა თავი შეახსენოს 😀 იქნებ რამე მეც მიწილადონოო…. მიშა ხომ არ მინდოდა მაგრამ ესენი სულ აღარ მინდა!….

  3. მაინტერესებთ რატომ ხართ ასე ისტერიკაში და რატომ თხოვთ სასწრაფოდ გადადგომას? რაღაცის გეშინიაათ 🙂
    მაშინ იქნება დემოკრატია საქართველოში, როცა ძლიერი ოპოზიციაც იქნება და არა მარტო ერთპიროვნული მმართველობა, ეგეთმა ერთპიროვნულმა მმართველობებმა დაგვღუპა უკვე რამდენჯერ…….

  4. მგონი რომ ახალი ხელისუფლრბა ცდილობს დაპირებების გადაფრვას რაღაც გამოგონილი საშიშროებებით..ამათ
    თუ არ მოვთხოვეთ გააბრუებენ ხალხს ათსგვარიო სისულელით

  5. რა ვაჟკაცია, – მთელი ეს ხანი სააკაშვილის ასე შინებია და მაინც არ გაქცეულა საქართველოდან!

  6. ხალხო რა გინდათ ვერ გავიგე .. ოპოზიცია არ გვჭირდება.. ეხლა ესენი მოგვაჯდებიან თავზე.. ბიძინა სულ რომ ანგელოზი იყოს მის ქვევით ხომ მოდის იერარქია.. მინისტრები.. მოადგილეები , რიგითი ჩინოვნიკები.. ოპოზიცია რომ აღარ იარსებებებს არ მოგვაჯდებიან თავზე? ჩვენი უბედურების სათავე ზუსტად რომ ერთპიროვნული მართველობაა და ისევ ის გინდათ მიიღოთ? ძალით ითხრით საფლავს.?. საზღვარი არ ვიცითით რა.. ამ შაშიაშვილს სულ სირზე არ კიდია ..? ეგ ცდილობს ადგილი დაიმკვიდროს..მაგან შრეჭამა სარღველო თავის დროზე

  7. მიშა უძლიერესი პოლიტიკოსია!სისხლისღვრა რომ არ უნდოდა-დაამტკიცა!აი,მეორე მხარე არ აღმოჩნდა მზად,ამას ამტკიცებს მათი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.რატომ არ უნდა იყოს ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია?რის ეშინიათ?ეს ხომ ნორმალურია სხა ქვეყანაში? აქ კი უკვე იწყება ,,კუდიანებზე ნადირობა!"დანაპირების შესრულების ნაცვლად!ჩემს ირგვლივ უკვე იმდენი ადამინია იმედგაცრუებული!ამიტომაა,რომ ასე მოკლე დროში მათმა რეიტინგმა უკვე ასე დაიწია!

  8. შაშიაშვილმა თავის ქურდბაცაცა და ნემსიყლაპია სიძეს მიხედოს ჯობს თან დაიმახსოვროს რომ ახალაიების ცოცხის ჟიმჟიმი არამარტო მას გაუხეთქავს გუუულს კიდევ ზალიან დიიიდხანს ჰიჰ

  9. ყურადღების გადატანას ცდილობენ. ხალხო არ მოტყუვდეთ. შეასრულონ ყველა დანაპირები, რისთვისაც ხმები მიიღეს. ნუ ავრცელებენ ჭორებს. დაიწყონ პენსიების მომატება, უფასო ჯანდაცვა, უფასო განათლება, შექმნან სამუშაო ადგილები, ჩადონ ერთი მილიარდი სოფლის მეურნეობაში, დაუკლონ კომუნალურ გადასახადებს, დააკლონ ბენზინს და ა.შ. დაიწყონ, რამე მაინც გააკეთონ!

  10. სიმართლე გვირჩევნია ვიცოდეთ…ამიტომ მივეცით ხმა ქართულ ოცნებას…………ეს იყო მთავარი დაპირება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here