Home რუბრიკები პოლიტიკა გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს

1077

“ვიზიარებთ ყველა ქართველის გაოგნებასა და შეძრწუნებას იმ საშინელი ქმედებებით, რომელიც გუშინ გავრცელებულ კადრებშია ასახული. აღსანიშნავია, რომ მთავრობამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო”, _ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში დაფიქსირებულ ფაქტებთან დაკავშირებით.

სამ წელიწადზე მეტია, გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” რეგულარულად, ყოველკვირეულად აშუქებდა სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე სავალალო პროცესებს, მათ შორის, პატიმრების წამების, არაადამიანური მოპყრობის, სიკვდილამდე მიყვანის, გაუპატიურების და სხვა დაუშვებელი, ცივილიზებული საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელი დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ.

არაერთი უფლებადამცველი, ადვოკატი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი თუ პატიმრობაში მყოფი პირების ოჯახის წევრები ჩვენთვის მოწოდებულ მასალებში დეტალურად აღწერდნენ სვალალო, არაადამიანურ ატმოსფეროს, წამების, დამცირების ღირსების შელახვის, სიკვდილამდე მიყვანის საგანგაშო ფაქტებს.

ჩვენ გაზეთის ვებგვერდის ინგლისურენოვანი ვერსიის მეშვეობით თითოეულ ასეთ ფაქტს, მასალას ხელმისაწვდომს ვხდიდით საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის, თუმცა მათი მხრიდან ამ ფაქტებზე რამენაირი რეაგირების შესახებ ჩვენთვის არაფერია ცნობილი.

ამასთანავე, როდესაც მსგავმა ფაქტებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო და მათი რაოდენობისა და ინტენსივობის ანალიზის შედეგად ცხადი გახდა, რომ საქმე გვქონდა არა სასჯელაღსრულების კონკრეტულ დაწესებულებებში ადამიანების წამების ცალკეულ ფაქტებთან, არამედ ეს ეხებოდა მთელ სისტემას, რომელიც თავისი სისასტიკით არ ჩამოუვარდებოდა საკონცენტრაციო ბანაკებს. ჯერ კიდევ 2009 წელს სახასიათო, რეზონანსულ მასალებს თავი მოვუყარეთ ვრცელ კრებულში “უუფლებობის ზონა”, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოვეცით.

წიგნში თავმოყრილი და სისტემატიზირებული იყო სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანების უფლების დარღვევის, ტუსაღების წამების, მათთან არაადამიანური მოპყრობის, სიკვდილამდე მიყვანის კონკრეტული ფაქტები. ჩვენ გამოცემის ინგლისურენოვანი ვარიანტი მივაწოდეთ ყველა მნიშვნელოვან უფლებადაცვით ორგანიზაციას და დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოში.

მათ არათუ არ ჰქონდათ რეაქცია კრებულში მოყვანილ ფაქტებზე, არამედ, როდესაცუუფლებობის ზონისგამოცემიდან მესამე დღესსაქართველო და მსოფლიოსოფისი დაარბიეს და კრებულის როგორც ქართული, ასევე ინგლისურენოვანი ტირაჟი გაიტაცეს, რედაქციის ასე უტიფრად დარბევისა და ხელისუფლებისთვის არასასურველი გამოცემის სრული ტირაჟის გატაცების ფაქტი არც დაუგმიათ.

“საქართველო და მსოფლიოს” გარდა არაერთი სხვა ღია საინფორმაციო წყარო, აგრეთვე, ასაჯაროებდა ადამიანის უფლებების დარვევის ამაზრზენ ფაქტებს, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემაში. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გვაქვს უფლება, ჩავთვალოთ, რომ თქვენ გქონდათ წინმსწრები ინფორმაცია ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ საქართველოში, იცოდით, რომ ამ სისტემაში ათეულობით პატიმრის გარდაცვალების მიზეზების ოფიციალური ვერსია არასაკმარისად დამაჯერებელი იყო. ასევე იცოდით იმ საგანგაშო სიგნალების შესახებაც, რომლებიც, პატიმრებზე, მათ ადვოკატებზე, ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიუხედავად, მაინც გამოდიოდა სასჯელაღსრულების სისტემიდან.

ის, რაც ქართულ საპყრობილეებში ხდება და რაც აღმაშფოთებელ ვიდეოფირებზე ვიხილეთ, საქართველოს საზოგადოებისთვის ახალი არ არის, ეს არის შედეგი ორმაგი სტანდარტების გამოვლენისა და წაყრუებისა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპკორპუსის მიერ, ვის პოზიციასაც საქართველოს ხელისუფლება ანგარიშს უწევდა და ვის დროულ ჩარევასაც შეეძლო რამდენიმე წლის წინ აღმოეფხვრა სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე ეს ბარბაროსული პროცესი.

ამწუხაროდ, რიგი ავტორიტეტული უფლებადაცვითი ორგანიზაციისა და დიპლომატიური მისიის მხრიდან წაყრუებამ, ზოგჯერ კიდემოკრატიის შუქურასთანშედარებამ და სხვა უტრირებულმა შეფასებებმა, რომლებიც ინდულგენციასავით ჟღერდნენ, შეუქმნა ხელისუფლებას და მის ზოგიერთ პასუხისმგებელ წარმომადგენელს დაუსჯელობის განცდამაინც აღიარებენ, რომ დემოკრატიული განვითარების გზაზე სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ; მაინც გვეპატიება; საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესების წარმატება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ტუსაღის ბედიასეთია იმ ადამიანების განწყობა, რომელთა უპასუხისმგებლობამ და დანაშაულებრივმა, მანიაკალურმა ქმედებამ ბარბაროსობის ამ გაუგონარ გამოვლინებამდე, ტუსაღების (მათ შორის არასრულწლოვანების) ცოცხით და რეზინის ხელკეტით გაუპატიურებამდე მიგვიყვანა.

სინანულით აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპკორპუსის მიერ საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული მიღწევების ნებისმიერი ნაჩქარევი, უტრირებული შეფასება, ნებისმიერი წაყრუება ერთი შეხედვით წვრილმან გადაცდენაზე, წამახალისებლად მოქმედებდა იმ ადამიანებზე, რომლებმაც ბარბაროსული ქცევა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სისტემის განუყოფელ ნაწილად აქცია. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 7 ნოემბრისა და 26 მაისის ცნობილი მოვლენებისას რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპკორპუსის შეფასებები იმდენად ოპერატიული და იმდენად ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს შეფასებები ხელისუფლების სასარგებლოდ გაკეთებულ, მიკერძოებულ პოლიტიკურ განცხადებად მიიჩნია.

გასაგებია, რომ წინმსწრები ინფორმაციის არსებობისა და სასჯელაღსრულების სიტემაში მიმდინარე ბარბაროსულ პროცესებზე ცალკეული სიგნალების მიუხედავად, უტყუარი მტკიცებულების გარეშე ვერ გექნებოდათ სათანადო რეაქცია.

იმედს ვიტოვებთ, რომ საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის რეაქცია ამჯერად ამაზრზენი, შოკისმომგვრელი, მაგრამ უტყუარი მტკიცებებულებების წინაშე მაინც იქნება არაორაზროვანი და მკაფიო. იმედს ვიტოვებთ, რომ გზავნილი, რომელსაც თქვენ გაუგზავნით საქართველოს ხელისუფლებას, არ დატოვებს ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და ერთმნიშვნელოვანი, გასაგები იქნება საქართველოს საზოგადოებისთვის, რომელმაც ჩინებულად იცის, რომ სწორედ დასავლეთის ქვეყნების, დონორი ორგანიზაციების მრავალმილიარდიანი დახმარების შედეგად განხორციელდა ამ ქვეყანაში ის პროცესები (მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმაც), რომელსაც სააკაშვილი საქართველოს დემოკრატიულ გარდაქმნად, რეფორმირებად აფასებს.

რაც შეეხება კრებულს “უუფლებობის ზონა”, ვინაიდან რედაქციის ოფისის დარბევისას მისი ტირაჟი მთლიანად გაიტაცეს, აქვე გთავაზობთ გამოცემის პდფ ვერსიას, რომლიდანაც ნათლად ჩანს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებული სავალაო მდგომარეობა ჯერ კიდევ 2009 წელს იყო გამოკვეთილი და გასაჯაროებული.

უუფლებობის ზონა 
გადაიწერეთ “უუფლებობის ზონა”

1 COMMENT

  1. თქვენ წარმოიდგინეთ, ორგანიზაცია რომელიც ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციის წევრია და განთავსებულია ვაზიანში, გააჩნია 2001 წლიდან მიწის სავარგული 30.00.ჰეტარი და უნდა განახორციელოს პროექტი ვეტერანთა ქალაქის და დასაქმების საწარმოს შექმნის შესახებ, მიმდინარეობს კონსულტაციები მსოფლიოს ქვეყნების ვეტერანთა თანამეგობრობასთან,ხელისშეწყობის ნაცვლად თავდაცვის სამინისტრო ე.წ.ყოფილი მინისტრის კეზერაშვილის 2007 წლის დანაშაულებრივ ბრძანებას იყენებს და "საკუთარი ხელით"დამუშავებულ და გამართულ ტერიტორიის "ახევას" აპირებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here