Home რუბრიკები პოლიტიკა საბურთალო ირჩევს ნანა დევდარიანს

საბურთალო ირჩევს ნანა დევდარიანს

1036

ორ კვირაში საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, ვის მიანდობს ქვეყნისა და, შესაბამისად, საკუთარ ბედს. საბურთალოს მოსახლეობის ინტერესებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ცნობილი ჟურნალისტი და პუბლიცისტი _ ნანა დევდარიანი დაიცავს. თუმცა ეს მომავლის საქმეა, მანამდე კი საბურთალოელებმა უნდა აირჩიონ ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ნათლად გვიჩვენა, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს სამშობლოს და რაოდენ ძვირფასია ადამიანური ურთიერთობები. ნანა დევდარიანს, მის სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ბევრი იცნობს. «საქართველო და მსოფლიომ» რამდენიმე ცნობილ ადამიანს სთხოვა ჩვენი გაზეთის მუდმივი ავტორის შესახებ მოსაზრების გამოთქმა.

მარიამ ცაცანაშვილი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი:

_ ნანა დევდარიანი არის პროფესიონალი და დიდი გამოცდილებოს მქონე. მას შესწევს უნარი, ადამიანებს უსმინოს და იბრძოლოს მათთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მებრძოლი და კომუნიკაბელური, საქმიანი და საჭირო ქალბატონია ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის.

გულბაათ რცხილაძე, პოლიტოლოგი, «ევრაზიის ინსტიტუტის» ხელმძღვანელი:

_ ნანა დევდარიანს დიდ პატივს ვცემ. ჩემი კოლეგაა და ბოლომდე იბრძოდა ყოველთვის _ ეს იყო 2003 წელს, სხვა დროსაც, როცა საჭირო იყო. მისი პოზიცია და სიტყვები ყოველთვის მართლდება, თუნდაც «ვარდების ხელისუფლების» მიმართ. პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან კარგი ჟურნალისტი და, როდესაც მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამა თუ იმ პიროვნებას პოლიტოლოგობას მიაწერენ ხოლმე, მინდა ვუთხრა, რომ მათზე ბევრად კომპეტენტური ადამიანია ქალბატონი ნანა. შეუძლიათ, თამამად მიაწერონ პოლიტოლოგიც. არაჩვეულებრივ პოლიტიკურ ანალიზს აკეთებს და კარგად ხედავს დღევანდელ სიტუაციას.

გიგა ლორთქიფანიძე, რეჟისორი:

_ ძალიან დადებითი პიროვნებაა. აქვს გამართული ლოგიკა, აზროვნება. ნანა დევდარიანი ჩემი მოწაფე იყო. სამწუხაროა, რეჟისურას რომ არ გაჰყვა. ჩემი აზრით, საინტერესო კარიერა ექნებოდა. ახლა რასაც აკეთებს, იქაც უდავოდ წარმატებული ადამიანია, თუმცა მაინც გული მწყდება. არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ძალიან მიყვარს. თანაც ძალიან საინტერესო ოჯახიდანაა, იცით, ალბათ, ბაბუამისი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იყო. ახლა ავად ვარ და ვერ ვნახულობ, მაგრამ ძალიან მინდა ვნახო და ვესაუბრო საქართველოში განვითარებულ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე.

ლალი აფციაური, ადვოკატი:

_ მე პირადად მშურს საბურთალოს ამომრჩევლის, რადგან მათ ძალიან დიდი შანსი მიეცათ, აირჩიონ ღირსეული კანდიდატი და ბოლომდე ჰქონდეთ მისი იმედი. უპირობოდ უნდა იყვნენ დარწუნებულნი, რომ ნანა დევდარიანი ყოველთვის მათ სასარგებლო საქმეს გააკეთებს და, რასაკვირველია, უნდა აირჩიონ ეს ადამიანი, რომელიც ყოველთვის დაიცავს მათ უფლებებს. საბურთალოს მოსახლეობამ ხმა პირველ ნომერს, ანუ ქალბატონ ნანა დევდარიანს უნდა მისცენ და მჯერა, რომ ეს ასეც იქნება.

არმაზ სანებლიძე, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი:

_ ნანა დევდარიანი უნიკალური პიროვნებაა. მას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ _ ჯერ კიდევ საქართველოს ტელევიზიაში ერთად მუშაობის პერიოდიდან. ეს ის პერიოდია, როდესაც დაიწყო ხიდების გადება ძველ საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. აი, სწორედ მაშინ საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, ჩამოვიდა მომღერალი ბილი ჯოელი. იმ დროს ძალიან პოლულარული მომღერალი ამერიკაშიც და მთელ მსოფლიოშიც. ჩვენ ნანას დავავალეთ რეპორტაჟის მომზადება მისი თბილისში ყოფნის შესახებ. შემიძლია გითხრათ, რომ ნანა არის საქართველოში და შეიძლება მთელ საბჭოთა კავშირშიც პირველი ჟურნალისტი, რომელმაც ამერიკელ მოქალაქეზე, მომღერალზე ბრწყინვალე რეპორტაჟი მოამზადა. იმდენად პროფესიონალურად იყო გაკეთებული, დღევანდელ სახელმძღვანელოდაც გამოდგება ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის. თუ ვინმემ დადო აგური ხიდზე ძველსა და ახალ ცხოვრებას შორის, ერთ-ერთი პირველი ქალბატონი ნანაა. აქედან გამომდინარე, ცხადია, როგორია მისი მსოფლმხედველობა.

ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყურებოდა. სწორედ ამიტომ, იგი დეპუტატიც იყო დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში და სახალხო დამცველიც. მისი იმედი ხალხს ყოველთვის ჰქონდა. გაჭირვებული ადამიანი როდესაც მიდის უმაღლეს ინსტანციაში სახელმწიფოსთვის რაიმე შემწეობის სათხოვნელად, ყოველთვის უნდა ჰქონდეს ასეთი ადამიანის იმედი. მას უამრავი კარგი საქმე გაუკეთებია და დღესაც, როდესაც ნანასთან ერთად მიწევს სადმე ყოფნა, უცნობი ადამიანები მოდიან და მადლობას უხდიან დახმარებისთვის.

თემურ ქორიძე, ზვიად გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე:

_ ნანა დევდარიანი არის უნიჭიერესი და უჭკვიანესი ადამიანი, უკეთილშობილესი, იშვიათი სიბრძნით სავსე. მას შეიძლება თვალდახუჭული ენდოს ადამიანი. მე პირადად თვალდახუჭული ვანდობდი ჩემი და ჩემი ახლობლების ბედს ქალბატონ ნანას. და, რაც მთავარია, ისეთი ნიუანსებისა და დეტალების მცოდნე, რაც მოაქვს განათლებას და სიბრძნეს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთ ადამიანს ვიცნობ. საბურთალოს მოსახლეობას ძალიან გაუმართლა, რადგან ნანა ისეთი ადამიანია, რომელიც ბოლომდე დაიხარჯება მათი პრობლემების მოგვარებისთვის _ იბრძოლებს და მაინც გაიტანს თავისას. საბურთალოს ამომრჩეველს ვეტყოდი, რომ ხმა მისცენ ნანა დევდარიანს, რადგან ეს ის ადამიანია, რომელიც ნამდვილად უნდა იყოს პოლიტიკაში და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეები აკეთოს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, იურისტი:

_ ნანა დევდარიანი არის გამოცდილი პოლიტიკოსი. წარსულში ძალიან მნიშვნელოვან, სერიოზულ თანამდებობებზე ნამუშევარი. იგი იყო სახალხო დამცველი იმ პერიოდში, როცა პრაქტიკულად გამოცდილება არ ჰქონდა სახალხო დამცველის აპარატს. ვფიქრობ, იგი ერთ-ერთი წარმატებული სახალხო დამცველი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მის ბიოგრაფიულ კარიერაში ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე მუშაობის პერიოდი «ვარდების რევოლუციას» ემთხვევა, მისი მოღვაწეობა ბევრად დამაჯერებლად გამოიყურება, ვიდრე მის შემდგომ ცესკოს თავმჯომარეთა მუშაობა, რომელთაც თავი ტოტალური გაყალბებით გამოიჩინეს. იგი არის მოაზროვნე, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, არაჩვეულებრივი ოჯახიდან, რომელიც სათავეს იღებს კათალიკოს-პატრიარქის, დავით დევდარიანის, სახელიდან და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო პოლიტიკური ფაქტისა და აქტის მემატიანეა ნანა დევდარიანი _ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი.

მოამზადა

ლილი მიროტაძემ

1. არანაირი კომპრომისი სააკაშვილის რეჟიმთან, გაყალბებულ არჩევნებს დავუპირისპირებთ მასობრივ აქციებს;

2. გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრები, გაუქმდება საპროცესო გარიგებების და პრობაციის სისტემა;

3. არა _ ნატოს, დაიწყება პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. ქართველი ჯარისკაცები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან;

4. სახელმწიფო დაიცავს ქართულ ენას ინგლისურის მოძალებისაგან, აიკრძალება სექტების პროზელიტიზმი და ჰომოსექსუალიზმის ზღვარგადასული პროპაგანდა;

5. მოხდება უცხოელების მიერ მიტაცებული ეროვნული სიმდიდრეების ნაციონალიზაცია, მიწის მესაკუთრე იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, საძოვრებისა და ტყეებისა _ სახელმწიფო;

6. ქართული პროდუქცია დაბრუნდება რუსეთის ბაზარზე;

7. მოხდება ბანკების წინაშე არსებული დავალიანებების გაყინვა, გადაიხედება საპროცენტო განაკვეთები და აღსრულების კაბალური წესები;

8. საპენსიო ზღვარი შემცირდება მამაკაცებისთვის 60 წლამდე, ქალებისთვის _ 55 წლამდე;

9. 10.000 ნიჭიერ სტუდენტზე გაიცემა 100%-იანი სახელმწიფო გრანტი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here