Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოში დემოკრატია მოკვდა!

საქართველოში დემოკრატია მოკვდა!

994

გლდანის «აბუ გრეიბში» ზედამხედველები პატიმრებს აუპატიურებენ!  

სულთმობრძავმა ქართულმა დემოკრატიამ ერთი ამოიხრიალა და სულიც ამოაყოლა იმ პატიმრის შემზარავ კვნესას, რომელსაც გლდანის ციხეში საშინლად აწამებდნენ და აუპატიურებდნენ.

ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით. ვიცოდით, რომ პატიმრებს სცემდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ… უფლებადამცველები (ხშირად!) და პატიმრები (იშვიათად!) საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ საქართველოს საპატიმრო დაწესებულებებში არაადამიანური მოქცევა ნორმად იყო ქცეული!

ვიცოდით, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა მიზანმიმართულად დაიწყეს ჯალათების გამოზრდა, რათა საზოგადოებაზე ზეწოლის ახალ-ახალი მეთოდებით კიდევ უფრო დაეთრგუნათ ისედაც გაწამებული ადამიანები!

ვიცოდით, მაგრამ ციხის ადმინისტრაციის მიერ ცოცხითა და სხვა საგნებით პატიმრების გაუპატიურების გუშინ გავრცელებული ვიდეოკადრების ნახვამ, საზოგადოებაში სრული შოკი გამოიწვია და მსოფლიოსაც შეძრავს!

პატიმრებს აუპატიურებენ, ამცირებენ, სცემენ, დასცინიან და ამ ყველაფერს ვიდეოისტორიად «უნახავენ შთამომავლობას»! რაც კიდევ უფრო შემზარავია, ვიდეოკადრებში კარგად ჩანს და ისმის, რომ ჯალათები ენითაუწერელ სიამოვნებას ნახულობენ ამ შემზარავი პროცესით!

«ნულოვანი ტოლერანტობა» და «ყველანი ციხეში» _ ამ დევიზით მოქმედებს ხელისუფლება და, მიუხედავად სადიზმის უტიფარი დემონსტაციულობისა, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები საქართველოში სტუმრობისას ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვენ «დიდ წარმატებას მივაღწიეთ დემოკრატიის მშენებლობის საქმეში»; რომ საქართველო «დემოკრატიის შუქურაა».

საინტერესოა, რა ნამუსით გაუსწორებენ ეს პერსონები თვალს ქართულ საზოგადოებას, თორემ ჩვენ აქამდეც კარგად ვიცოდით სინამდვილე; ვიცოდით, რომ არავითარი «შუქურა» არ არსებობდა და მთელი 9 წელი სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა ახალი აბუ გრეიბის მშენებლობას მოანდომეს!

ახლა უკვე ყველამ იცის, რომ სააკაშვილისგან დემოკრატი არ გამოიზარდა _ აბუ გრეიბის ციხის ჯალათი მართავს ქვეყანას 9 წლის განმავლობაში; ჯალათი, რომელსაც, ნიღბების დიდი კოლექციის მიუხედავად, არასოდეს დაუმალავს თავისი ნამდვილი სახე!

ბონდო მძინარაშვილი

1 COMMENT

  1. რაც გავრცელდა ეს ალბათ არის ზღვაში წვეთი. ზუსტად ახლა გვჭირდება ყბადაღებული ”ნულოვანი ტოლერანტობა” ყველა ჯურის კრიმინალის მიმართ, რა მნიშვნელობა აქვს ფორმიანია თუ უფორმო. აი ახლა გამოიყენონ ამ ნაძირლების მიმართ სასჯელის შეკრებითობის პრინციპი, რომ დარჩენილი სიცოცხლე იზოლირებულები იყვნენ საზოგადოებისგან. აუცილებლად უნდა დასახელდნენ მათი ოჯახის წევრები: ცოლები, შვილები, დედები, მამები. მათ უნდა სცხვენოდეთ საზოგადოებაში გამოჩენის და პირველ რიგში მათმა მშობლებმა უნდა მოუხადონ ბოდიში ქართველ ხალხს ამისთანა ზნედაცემულების გაჩენისთვის და გაზრდისთვის. უნდა მოვითხოვოთ თითოოროლა, მაგრამ ჯერ კიდევ არსებული ღირსეული ჟურნალისტისგან მოამზადონ გადაცემები და გამოიკვლიონ რა მშობლებმა გაზარდეს ამისთანა ზნედაცემულები, საიდან არიან, სად სწავლობდნენ, ვინ იყო მასწავლებელი, რას ასწავლიდნენ: დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, ცოტნეს, მღვდელ თე3ვდორეს, გიორგი სააკაძეს, პატარა კახს, ილიას, ვაჟას, აკაკის, ქაქუცა ჩოლოყაშვილს და კიდევ რამდენ სასიქადულო მამულიშვილს თუ შადიმანს, ყორღანაშვილს, ფალავანდიშვილს, ბერბიჭაშვილს, ორჯონიკიძეს, ბერიას, მახარაძეს… მათ ფეხქვეშ ქართული მიწა უნდა იწვოდეს. უნდა მოვიპოვოთ და ყველგან გაიკრას მათი სურათები სახელების და გვარების მითითებით. ეს უნდა იყოს დასჯის მაგალითი ყველასთვის, რომ აღარასოდეს განმეორდეს მსგავსი უბედურებები. მათ ჩაიდინეს დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ეს იყო ქართული გენოფონდის მოსპობა!!!

  2. ეს ყველაფერი არ ახალია,ძველია და დიდი ხანია ვიცით…ეხლა აღშფოთდით?..დიდი ხანია აღშფოთებული და გადაშფოთებულია ეს ქვეყანა დაეს თქვენც ძალიან კარგად იცით…მაგრან ასე ჭირდება არჩევნებს…

  3. ver carmoidgent rogor mezizgebit yvela vinc am camebis monacile iko. 9 celia saqartveloshi ar vyopilvar magram yoveltvis vamyobdi cheminqveynit ai am cutas ki mrcxvenia rom qartveli var. gmerti azgvevinebs am yvela araa adamians !!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here