Home რუბრიკები პოლიტიკა პათოლოგიური სიცრუე, როგორც ფსიქიატრიული ფენომენი

პათოლოგიური სიცრუე, როგორც ფსიქიატრიული ფენომენი

1065

დაუოკებელი სურვილი მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნისა უკავშირდება, როგორც გადაჭარბებულად აღგზნებად, მდიდარ და მოუმწიფებელ ფანტაზიებს, ასევე ზნეობრივ დეფექტებს. მრავალი მკვლევარი პათოლოგიურ სიცრუეს განიხილავს მძიმე ფსიქიკურ და «სოციალურ» დაავადებად. ფსიქიატრების მტკიცებით, პათოლოგიურ მატყუარებს განეკუთვნებიან ნარკომანები, ალკოჰოლიკები, მუქთახორები და ის ადამიანები, რომლებიც ნარცისიზმით, ფსიქოპათიზმითა და სოციოპათიით «იტანჯებიან». მიხეილ სააკაშვილის თითქმის ცხრაწლიანმა პრეზიდენტობამ დაგვარწმუნა, რომ ამ სუბიექტმა პათოლოგიური სიცრუე და პათოლოგიური თავხედობა მმართველობის ერთადერთ, შეუცვლელ ხერხად აქცია.

«დასაქმება», «იაფი სესხი», «გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია

ჯერ კიდევ 2005-2006 წლებში ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა წინაშე გაჩნდა იდეა, საქართველოში აშენებულიყო ბუნებრივ აირზე მომუშავე საავტომობილო ბალონების დამამზადებელი ქარხანა.

ეს იდეა დროული იყო, რადგან გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს დღის წესრიგში დადგა შიდა წვის ძრავებში ალტერნატიული საწვავის გამოყენება. გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით გაერომ შეიმუშავა კონცეფციარეკომენდაცია. მიზანიც დაისახა: 2020 წლამდე მარტო ევრაზიაში დაახლოებით 25 მილიონი ავტომობილის თხევად და ბუნებრივ აირზე გადაყვანა.

ჩვენს ქვეყანაში ამ მეტად საჭირო საქმის განხორციელებას სათავეში ჩაუდგა უკრაინის საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი ევგენი უშვერიძე. მას მხარში ამოუდგნენ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ალექსანდრე გორდეზიანი, ვლადიმერ კლდიაშვილი, მერაბ მიქაუტაძე, დავით თავხელიძე, ვახტანგ წიკლაური და სხვები. საფუძველი ეყრებოდა დიდ ეროვნულ საქმეს _ თბილისიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში, ვაზიანში, იწყებოდა უნიკალური ქარხნის მშენებლობა, რომელიც ეროვნულ პროდუქციას გამოუშვებდა. აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, გარდა რუსეთისა, და ახლო აღმოსავლეთში მსგავსი პროფილის ქარხნები არ არსებობდა.

ქართველმა სპეციალისტებმა სასწაული მოახდინეს _ უმოკლეს დროში, ერთ წელიწადში, ააშენეს და აღჭურვეს თანამედროვე ევროპული ტიპის საწარმო. მისი მშენებლობა დააფინანსა საქართველოს «ნავთობკორპორაციამ»  (ხელმძღვანელი ნიკა ვაშაკიძე).

17 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე გადაიჭიმა ქარხანა, დაირგო 1000 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე, შეიქმნა მთელი ინფრასტრუქტურა. გაკეთდა მისასვლელი გზები, სასადილო მუშა-მოსამსახურე პერსონალისთვის;  მშენებლობის პარალელურად, ქართველმა ინჟინრებმა დაამზადეს და გამოსცადეს 1000 ცალი 12 კუბ.მ მოცულობის საავტომობილო ბალონი, რომლის ნაწილი სარფიანად გაიყიდა ირანში. ქარხანას მიენიჭა საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი _ ISO9001-2000. ვაზიანის პროდუქციისადმი, ირანის გარდა, დიდი ინტერესი გამოიჩინეს თურქეთის, ისრაელის, სამხრეთ კორეის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების ბიზნესმენებმა.

ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ არა მარტო ავტომობილებისთვის იგეგმებოდა ბალონების გამოშვება, არამედ ქარხანას ჰქონდა შესაძლებლობა, ჟანგბადის ბალონებით საავადმყოფოებიც მოემარაგებია (დღეისათვის საქართველოში მოთხოვნა ჟანგბადის ბალონებზე შეადგენს 10 ათას ერთეულს).

და აი, 2006 წლის 19 სექტემბერს, ქარხნის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალზე, საკუთარი პერსონით გამოცხადდა პრეზიდენტი სააკაშვილი. მას გვერდს უმშვენებდნენ დეპუტატი მარიკა ვერულაშვილი და ქვემო ქართლის იმდროინდელი გუბერნატორი ზურაბ მელიქიშვილი.

სააკაშვილი რა სააკაშვილი იქნებოდა, ქარხნის თანამშრომლებისთვის სიურპრიზი რომ არ მოემზადებია _ ეზოში შემოიყვანა ახლომახლო მდებარე სოფლებიდან საგულდაგულოდ შერჩეული ახალგაზრდებით გადატენილი ორი ავტობუსი. ამასთან, ნიკა ვაშაკიძესა და ევგენი უშვერიძეს პირობა ჩამოართვა, რომ მათ დაასაქმებდა.

რა თქმა უნდა, სააკაშვილს ვერ «დავადანაშაულებ» კეთილ განზრახვებში; უბრალოდ, იმ დროს «ნაცპარტია» ქულებს იწერდა 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის…

პრეზიდენტისგან განსხვავებით, ბატონები ვაშაკიძე და უშვერიძე სიტყვის ხალხი აღმოჩნდნენ. მართლაც, 70 ახალგაზრდა გადამზადდა ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა კვალიფიკაციით.

ვაზიანის ქარხნის დათვალიერებისას, სააკაშვილი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. შეკრებილთა ამაღლებულმა განწყობილებამ მასპინძლებს სიფხიზლე მოადუნებინა და საბედისწერო შეცდომა დააშვებინა: პრეზიდენტს სთხოვეს დახმარება კრედიტის მისაღებად.

არჩევნების რეჟიმში მყოფმა სააკაშვილმა მუშამოსამსახურეებს სიტყვიერად დახმარება აღუთქვა, მაგრამუნდა გვახსოვდეს, რომ ეს პათოლოგიური მატყუარა 2004 წლის 4 იანვრიდან სახელმწიფო ხაზინას თავის კერძო საკუთრებად მიიჩნევს და, როგორც ყველა პათოლოგიურად ხარბი ადამიანი, ფულის, თუნდაც სესხის სახით, თხოვნას, პირად შეურაცხყოფად მიიჩნევს! მისი დაუვიწყარი ვიზიტის ზუსტად ერთი თვის თავზე ყველასთვის (გარდა სააკაშვილისა) მოულოდნელად ეკონომიკის სამინისტრომ მიზანშეწონილად ჩათვალა ქარხნის პრივატიზება.

დაიკეტა ქარხანა, გაუცემელი დარჩა თანამშრომლების სამი თვის ხელფასი. მოულოდნელად ქუჩაში აღმოჩნდა 80 სპეციალისტი, დაუსაქმებელი დარჩა ის 70 ახალგაზრდაც, რომელთა დასაქმებაზეც სააკაშვილმა ქარხნის ხელმძღვანელობისგან თანხმობა მიიღო. უარყოფითი გავლენა იქონია ქარხნის მომავალზე გაზისა და ნავთობის კორპორაციების გაერთიანებამაც.

პირველი აუქციონი 2007 წლის 24 მაისს ჩატარდა. ქარხანა შეაფასეს 2,5 მილიონ დოლარად. ამასთანავე, ქარხნის მყიდველს, სააუქციონო პირობებით, უნდა გაესტუმრებია 450 ათასი ლარი საკრედიტო დავალიანება, რომელშიც მუშა-მოსამსახურეების სახელფასო დავალიანებაც შედიოდა, მაგრამ საწარმოს მყიდველი არ გამოუჩნდა. მაშინ ქარხნის პერსონალმა წერილობით მიმართა იმჟამინდელ ეკონომიკური განვითარების მინისტრს _ გიორგი არველაძეს, რომ ნება დაერთო სს «ნავთობსადენის» ხელმძღვანელობისთვის, რომლის ბალანსზეც იმყოფებოდა საწარმო, მოეხდინა საწყობში არსებული ბალონების რეალიზაცია და მიღებული თანხით დაეფარა სახელფასო დავალიანება.

გადაუდებელი სახელმწიფო საქმეებით დახუნძლულ არველაძეს მათთვის არ ეცალა.  მისმა მოადგილემ კახა დამენიამ კი, მოიმიზეზა რა «ქარხნის ერთწლიანი საპრივატიზაციო რეჟიმში ყოფნა», მიზანშეუწონლად მიიჩნია «საწყობში არსებული ბალონების რეალიზაცია სახელფასო დავალიანების დაფარვის მიზნით»…

დღემდე ექვსი აუქციონი ჩატარდა, მყიდველი კი არ ჩანს!

მიუხედავად ქარხნის მესვეურების არაერთი თხოვნისა, ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მაშინდელი და ახლანდელი ხელმძღვანელობისადმი (ამ პერიოდში ოთხი(!) მინისტრი შეიცვალა), შეეჩერებიათ რენტაბელური ქარხნის პრივატიზება, სახელმწიფო საკუთრებაში შექმნილიყო შპს, რომელშიც შევიდოდა ეს ობიექტი, მიეცათ «იაფი კრედიტი», პასუხისმგებლობა ქარხნის ამუშავებაზე მის კოლექტივის სასარგებლოდ გადაეწყვიტათ, რომელმაც ცოდნა, ძალა და ენერგია არ დაიშურა საწარმოს უმოკლეს ვადაში აშენებისათვის, ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე არავინ აიღო. შედეგად, დაუფინანსებლობის გამო, ქარხანას მოეხსნა დაცვა და ამხელა ტერიტორია ორი დარაჯის ანაბარაზე დარჩა. ქარხანა გაიქურდა!

დეფექტური აქტი

ვაზიანი

15 ივლისი, 2008 .

სააქციო საზოგადოება «საქართველოს ნავთობსადენების კომპანიის» დირექციის თხოვნით, ჩვენ _ ქარხნის ყოფილმა თანამშრომლებმა: თერმული საამქროს უფროსმა ალექსანდრე გორდეზიანმა, მოგლინვის საამქროს უფროსმა მიხეილ ასიტაშვილმა, მთავარმა ენერგეტიკოსმა არჩილ ქვირიამ, თერმული საამქროს უფროსმა ოსტატმა თამაზ შუბლაძემ და მოგლინვის საამქროს ინჟინერგამმართველმა მალხაზ სურმავამ, ნავთობსადენების კომპანიის თანამშრომლებთან  ერთად, შევადგინეთ ეს აქტი მასზედ, რომ ქარხნის გაჩერებიდან, 2007 წლის 1 იანვრიდან, დღემდე ქარხნის შენობებსა და მანქანადანადგარებზე მიყენებულია შემდეგი სახის დაზიანებები:

მოსამზადებელი უბანი

_ მოპარულია მთავარი ავტომატი 630 ამპერზე;

_ მოპარულია პლაზმის აპარატი;

_ მოპარულია ამწე კრანზე მიმავალი მრავალწვერა შლანგული კაბელი;

_ მოპარულია სხვა კაბელები;

_ ჯოჯგინა ამწეზე მოჭრილია და წაღებულია კაბელები.

მოგლინვის საამქრო

_ საგლინავ დგანებზე მოხსნილია და წაღებულია ძრავის პულტებზე მიმავალი კაბელები;

_ წაღებულია მთავარ ავტომატებსა და ТПЧ-ებს შორის შემაერთებელი კაბელები;

_ წაღებულია ТПЧ-ების შიგნითა კაბელები;

_ ТПЧ-ებში დაშლილია რეაქტორები;

_ წაღებულია ТПЧ-ებიდან ინდუქტორებამდე კაბელები, სპილენძის შინები;

_ წაღებულია დროსელები;

_ წაღებულია ინდუქტორების ტრანსფორმატორების «პერემიჩკები»;

_ მოტეხილია ინდუქტორების წყლის გამტარი სპილენძის მილების თავები;

_ წაღებულია კონდენსატორებზე სპილენძის შინები;

_ წაღებულია მართვის პულტებიდან ელექტროკარადებამდე მრავალწვერა შლანგური კაბელები.

ღია ქვესადგური

35/10 კვ-ის ტრანსფორმატორიდან ჩამოქცეულია ზეთი.

დღეს, როცა «ნაციონალების» ტირანია ნომერ პირველ ამოცანად ადამიანის დასაქმებას ისახავს, ისმის კითხვა: როგორ უნდა განხორციელდეს ხალხის დასაქმება მაშინ, როცა ერთი სამუშაო ადგილის შექმნას, მინიმუმ, 20-25 ათასი დოლარი სჭირდება, რაზეც სახელმწიფოს თანხები არ გააჩნია?

 ამ დროს კი, ვაზიანის ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანებისთვის მაღალი წნევის მთლიანლითონური ბალონების მწარმოებელი ქარხანა პატრონის მოლოდინშია!

წარმოიდგინეთ, ამ ხუთი წლის განმავლობაში ქარხანას რომ ემუშავა, რა დიდი თანხა შევიდოდა ბიუჯეტში (ერთი ბალონის საექსპორტო რეალიზაციიდან სუფთა მოგება 40-50 დოლარი რჩებოდა). მაშინ ყურად არავინ იღო ქარხნის კოლექტივის თხოვნა, აემუშავებია წარმოება და, თუ მყიდველი გამოჩნდებოდა, მერე გაეტანათ ის აუქციონზე.

ინვესტორები

2007 წლის იანვარში ვაზიანს თურქი ინვესტორები ესტუმრნენ. ქარხნის პროდუქციით თურქები დაინტერესდნენ, რადგან მიხვდნენ, რომ ბალონების წარმოება ძალზე რენტაბელურია. მაგრამ ეკონომიკის განვითარების სამინისტროში უცხოელ ინვესტორებს განუმარტეს, რომ მათ უნდა დაელოდონ ქარხნის აუქციონზე გატანას. ვინაიდან ბიზნესში დრო ფულია, თურქებმა თავაზიანად მადლობა გადაიხადეს და საქართველოში ჩასადები თანხა ესპანეთში წაიღეს, სადაც ამავე პროფილის ქარხანა მზარდ შეკვეთებს ვერ აუდის…

2008 წელს, ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით,  სომხურმა დელეგაციამ ვაზიანის ქარხანა განსაკუთრებული ყურადღებით დაათვალიერა, სურათებიც გადაუღო და… ზუსტად ორი წლის შემდეგ, 2010-ში, სომხეთმა პირველი ბალონები გამოუშვა…

დღეისათვის ლითონურ ბალონებს 11 ქვეყანა ამზადებს, მათ შორის იყო საქართველოც. აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქციაზე მოთხოვნა არა თუ შემცირებულია, პირიქით, გაიზარდა!

აი, კიდევ ერთი თვალნათელი მაგალითი. 2010 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს _ ქალბატონ ვერა ქობალიას BONYAN DIESEL-ის გენერალურმა დირექტორმა მ. იუსეფმა მიმართა. იგი მზად იყო, ირანში ჩატარებული ტესტებით მიღებული შედეგების შესაბამისად, ვაზიანში არსებული მაღალი წნევის გაზის ცილინდრების მწარმოებელ ქარხანასთან დაედოთ ხელშეკრულება ყოველწლიურად 200 ათასი ცალი ქვემოთ ჩამოთვლილი ცილინდრების ირანში რეალიზაციაზე, რომლებიც დააკმაყოფილებს ISO11439 სტანდარტის მოთხოვნებს.

ბატონი იუსეფი ირწმუნებოდა, რომ ქარხნის პროდუქციის რეალიზაცია ირანში ყოველწლიურად ორჯერ და მეტჯერ გაიზრდება, თუ ქარხანა 356 მმ და 406 მმ დიამეტრის მქონე ცილინდრების გამოშვებასაც დაიწყებდა.

მაგრამ «გურჯისტანის» ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის დასაქმებას  პრიორიტეტულ საქმედ როდი მიიჩნევსქარხანა დაძველდა, მრავალგზის გაიძარცვა, მოიშალა ინფრასტრუტურა, მისი ღირებულება მკვეთრად დაეცა და ახლა მხოლოდ 750 ათასს შეადგენს.

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. ამ დეგენერატის დედა ყოველივე ამის შემდეგ "სიყვარულით’ რომ არ მოიხსენო გული არ გითქმენს!!!! დდდ……

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here