Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და პატრიარქზე თავდასხმის ჭეშმარიტი მიზეზები

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და პატრიარქზე თავდასხმის ჭეშმარიტი მიზეზები

796

ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი შეეცადა (და არცთუ უშედეგოდ), ფარდა აეხადა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ დროდადრო გააქტიურებულ მოხალისეთა ბინძური შეტევების ავტორთა ჭეშმარიტ განზრახულობათათვის, რასაც სიხარულით იმეორებენ აცუნდრუკებული ქართველი ვაიპატრიოტები, რომელთაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე რუსეთის აგენტები და რუსულ ფულზე გაყიდული ჯაშუშები ელანდებათ. სოლოვიოვი ებრაელია, იუდეველი, და უნდა ვირწმუნოთ მისი გულწრფელობა, როცა იგი ასეთი შეკითხვით მიმართავს საზოგადოებას: რატომ არავინ გვიტევს ჩვენ _ ებრაელებს? არავინ აქვეყნებს მამხილებელ წერილებს რაბინების _ ბერლ ლაზარისა და შაევიჩის ცხოვრების წესის შესახებ? რატომ არ ილაშქრებს საზოგადოებრიობა ისეთი მონოათეისტური რელიგიის წინააღმდეგ, როგორიც ისლამია? გაბედული კაცი ყოფილა ვლადიმერ სოლოვიოვი და მართალი. წაიკითხეთ მისი წერილი და დარწმუნდებით, რომ ასეა.

პატრიარქისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ამხედრდნენ პუტინის მხარდაჭერისა გამო. მაგრამ რაბინებმაც და მუფტიებმაც ხომ იგივე გააკეთეს იმ თათბირზე, რომელზეც პატრიარქმა კირილმა პუტინს მიანიჭა უპირატესობა. ყველა მათგანის კონსოლიდებული პოზიცია პატრიარქისას მიესადაგა სრულად.

რატომ ვდუმვართ ასე ინტელიგენტურად? _ კითხულობს ვლადიმერ სოლოვიოვი და ცდილობს, თავადვე უპასუხოს, არგუმენტების თავისი პლაცდარმიდან.

_ იმიტომ, რომ, _ ამბობს იგი, _ გაბედავდნენ ადაგამოვი და რინსკა, გაბედავდნენ გელმანი და გოზმანი ხმის ამოღებას იუდეველებსა და მუსლიმებზეგაბედავდნენ და მაშინვე გამოჩნდებოდა, რომ, როგორც იუდეველი, ასევე მუსლიმური საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენა იმდენად ძლიერია, რომ დაიწრიტებოდა საზღვარგარეთიდან მომდინარე ფულის ნაკადი და მშვიდად და ზრდილობიანად აორთქლდებოდა პოლიტიკური კონტაქტები.

საკმარისია იუდეველთა თანამეგობრობის შესანიშნავად აწყობილი ურთიერთდახმარების სისტემის წინააღმდეგ ხმის ამოღება და სწორედ ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა ამგვარ გაბედულ ნაბიჯს. სოლოვიოვმა იცის ეს საკუთარი გამოცდილებით და არა სხვათა მონათხრობით.

აბა, ეცადა ვინმეს, მაგალითად, შევარდნილიყო მეჩეთში და მოსკოვის მუსლიმთა მთავარ სამლოცველოში მოეწყო PUSSY RIOTის კონცერტი.

საშიშია!

თუმცა რა, განა რამეთი განსხვავდება რუსეთის სამოქალაქო ხელისუფლების დამოკიდებულება მაჰმადიანთა, მართლმადიდებელ ქრისტიანთა და იუდეველთა მიმართ? არა, ყველა მხარს უჭერს, ოპოზიციაში არავინ დგას, მაგრამ რატომ არავინ ლაპარაკობს ამის შესახებ?

ეგაა საქმე.

იმიტომ, რომ აღმოჩნდა: რუსეთის მართლმადიდებლობა ყველაზე დაუცველი სტრუქტურაა, რომელსაც საზღვარგარეთ ისეთივე მძლავრი ლობისტური ქსელი არ აქვს, როგორიც ჩვენ, იუდეველებს, გაგვაჩნია ან ჩვენს ძმებს _ მუსლიმებს. მუჰამედის კარიკატურებისა და სხვა ამბების შემდეგ, აბა, გაბედოს ვინმემ და რამე წამოაყრანტალოს!

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შეუტიეთ! შეიძლება! მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, ყველაფრის მიუხედავად, შეუტიეთ რუსეთის მართლმადიდებლობას. შეიძლება. ჰკა მაგას! თავში არავინ ჩაარტყამს, მათ შორის, დამკვეთებიც. ეცადათ მაინც «ბოლოტნელ» მამუტიდან დაწყებული კაპკოკამდე, ვისაც გნებავთ, იმას, ეცადა ათასნაირი ჟურნალების გამომცემელთაგან ვინმეს, რამე მაინც ეცადა…

ეცადა ვინმეს «ეხო მოსკვიდან» _ ალბაციდან სოროკინამდე რამე წამოეკნავლა იუდეველთა და იუდაიზმის წინააღმდეგ.

მე ებრაელი ვარ და კარგად ვიცი ბევრი რამ ბევრის საქმიანობის შესახებ, ძალიან კარგად ვიცი. მაგრამ არასოდეს მინახავს ჩვენს პროგრესულ საზოგადოებრიობას სადმე რამე რომ დაეწეროს. არც ერთხელ არ მინახავს, რამე დაეწეროს მუსლიმებზე, მუფთიებს ვგულისხმობ.

რა ხდება, ბიჭებო?

გაგვაცნეს სტატისტიკა (ცოტასღა ახსოვს), რომ რუსეთში ერთ სულ მოსახლეზე რელიგიურ დაწესებულებათა ყველაზე ნაკლები რაოდენობა ქრისტიანებზე მოდის, არა იუდეველებზე. ჩვენ, ჩემი აზრით, სინაგოგები უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ორთოდოქს ებრაელებს. მუსლიმებს კი არა _ მართლმადიდებლებს.

მოსკოვი ოდესღაც ორმოცთა ორმოცის ქალაქი იყო, რომელსაც ეფინებოდა ტაძრების ზარების რეკვა… ამჟამად მიღებულია პროგრამა, ორასი ეკლესიის აგების შესახებ, რომელსაც, რაც ძალა შესწევთ, ეწინააღმდეგებიან. სახელმწიფოს კაპიკის დაუხარჯავად. ვერ წარმოიდგენთ, რა ველურ წინააღმდეგობას უწევენ, როგორი ველური სიძულვილით. ანუ ებრძვიან, როგორც შეუძლიათ.

გოზმანი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებით, უკიდურესად მცირედნი არიან, ვინც ეკლესიაში დადის და მარხვას ინახავს. ასეა, რა თქმა უნდა. ესაა ტრაგედია. არც ერთი რელიგია ისე საშინლად არ დაზარალებულა, როგორც რუსული მართლმადიდებლობა.

რატომ?

თავიდან, 300 წელიწადს, მეფეები ანადგურებდნენ მართლმადიდებლობას. დავიწყებ იმ მომენტით, როცა პეტრე პირველმა პატრიარქის არჩევა და მართლმადიდებლობა დე ფაქტო ანგლიკანური ეკლესიის ისეთ ეშმაკურ ფორმად აქცია, როცა მმართველობა ებარა სინოდს და ობერპროკურორს, ეკლესიის სათავეში კი იმპერატორი იდგა. ეს, რა თქმა უნდა, რუსული მართლმადიდებლური ტრადიცია არ არის.

აღადგინეს. და კიდეც მოვიდნენ ბოლშევიკები, რომლებმაც გაანადგურეს ყველაფერი, შეეცადნენ, ამოეშანთათ რწმენა, დისკრედიტაცია მოეხდინათ მსახურთა, გაენადგურებინათ ისინი.

ბოლშევიკები ეშმაკურად მოქმედებდნენ: მაშინვე წარმოიქმნა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პარალელური სტრუქტურები, ბევრი რამ მოხდა. ანუ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის აქტიური მუშაობა _ მღვდელმსახურთა მოსპობა, აწყვეტილი ანტირელიგიური პროპაგანდა, ტაძრების ნგრევა, ყველაფერი იყო. კვაზირწმენის შექმნაც, როგორადაც კომუნიზმი წარმოედგინათ. იყო ყველაფერი, რუს ადამიანში მისი სულის წარმოდგენაც რომ გაექროთ.

სული რომ წაეწყმიდათ. იუდეველები, რომლებიც სასტიკად გააწამა საბჭოთა ხელისუფლებამ, თანაც იმ ებრაელების ხელით, რომლებმაც უარი თქვეს იუდაიზმზე და გაბოლშევიკდნენ. ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში მოწყობილი პირველი დარბევების _ «პოგრომების» ინიციატორები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩამოსული იყვნენ დაბასოფლებიდან და ეზიზღებოდათ თავიანთი მოხუცები, ეზიზღებოდათ თავიანთი ტრადიციები. მაგრამ ებრაელებს ბედმა უფრო იმიტომ გაუღიმა, რომ იუდაიზმი ტერიტორიულად რუსეთზე მიბმული არ იყო. ამიტომ წავიდა იგი საზღვარგარეთ, საზღვარგარეთ გადარჩა, აყვავდა და შემდეგ დაბრუნდა რუსეთში.

მაჰმადიანობაც _ აგრეთვე, ცალკე თემაა. მაჰმადიანობა არ იყო და არ არის მაინც და მაინც რუსეთზე მიბმული.

მართლმადიდებლობასთან საქმე სხვაგვარადაა. რუსული მართლმადიდებლობა იმით განსხვავდება იუდაიზმისგანაც და მაჰმადიანობისგანაც, რომ მას ფესვები სწორედ აქა აქვს გადგმული. ამიტომ იყო, რომ მთელი 90-იანი წლების განმავლობაში ცდილობდნენ სხვა გზით გაენადგურებინათ რუსული მართლმადიდებლობა, უცხო სექტებისა და ფსევდოქრისტიანული ან რეალურად ქრისტიანული რელიგიების აქ ჩანერგვით.

აქტიური ჩართვით.

ამჟამად ჩვენ დე ფაქტო მოწმენი ვართ «ჯვაროსნული ლაშქრობის» რუსული სულის, რუსული რწმენის წინააღმდეგშეგახსენებთ, რომ ამ ლაშქრობის ნაწილი ალექსანდრე ნეველის წინააღმდეგ დაპირისპირება იყო. თუ ვინმეს დაავიწყდა, შევახსენებ, როცა რაინდიძაღლები, როცა ტევტონელები უტევდნენ ჩვენი წინაპრების მიწებს (ჩემს ებრაელობას კი არ ვგულისხმობ, არამედ _ რუსეთს), მაშინ გამოიცა პაპის ბულა, რომელმაც ეს ლაშქრობა ჯვაროსნულად გამოაცხადა. მაშინ ალექსანდრე ნეველმა დაიცვა რუსეთი და დაიცვა რუსული რწმენა. დღეს იგივე ხდება: მიმდინარეობს უმძიმესი, მასირებული, უმძლავრესი ჯვაროსნული ლაშქრობა რუსი ადამიანის არსის, რუსული რწმენის წინააღმდეგ.

ამასთან, რაგინდ უცნაურად გვეჩვენებოდეს ღმერთის რუსული გაგება, რწმენის გრძნობა რუსეთში, თუმცა სარკისებურად არეკლილი, იგი არსებობდა განათლებაში. ინტელიგენტ ადამიანებს მოჰქონდათ ეს სინათლე: ნათელი მაგალითია მამა ალექსანდრე მენი, რომელიც ეროვნებით ებრაელი იყო და  რუსული ლიტერატურის წყალობით შეითვისა რელიგიურობის გრძნობა: დოსტოევსკისა და ღმერთთან მებრძოლ ტოლსტოის წყალობით, არაფერი რომ არა ვთქვათ ლესკოვზე.

მაგრამ აქ გამოჩნდებიან ფურსენკო და მასთან შეამხანაგებულნი და ანადგურებენ ამ ტრადიციას. ამიტომაც გაქრა განათლება, ჩამოინგრა რუსული მენტალობის ერთ-ერთი ბურჯი.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. რიგი ადამიანებისა სიხარულით ავრცელებენ ჭორს, ცილს სწამებენ და ცდილობენ თავიანთი, უკიდურესად გულუბრყვილო შეხედულებანი რწმენასა და ღმერთზე, მოძღვრების არსზე გაავრცელონ მსოფლიოში…

ამიტომ, როცა მარატ გელმანი ტვიტერში მეკითხება: «გამოდის, რომ მათ აკრძალული აქვთ პატრიარქთან კამათი, დისკუსია?» ვუპასუხებ: ვის «მათ»? მოცახცახე არსებებს?

დიახ, ცხოვრებაში ყველაფრამდე უნდა მიხვიდე, უნდა შეესაბამებოდე. აღსარების თქმა, რა თქმა უნდა, შეიძლება, რჩევის კითხვა შეიძლება, აი დისკუსიის გამართვა კი გულისხმობს, რომ შენ თანასწორი ხარ. სხვაგვარად დისკუსია არ არის. შეიძლება ხუთი წლის ბავშვმა დისკუსია გამართოს აკადემიკოსთან?! არ გამოვა დისკუსია, პასუხებს ვერ გაიგებს. საუბარი შეიძლება, დისკუსია _ არა.

პატრიარქს კი არ ურტყამენ, არც საღმრთო კრავები წარუდგენენ მას პრეტენზიებს. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რა ზუსტად მოქმედებდნენ «პაბლიკ რილეიშენის» პოზიციებიდან. ყველაფრის დაბრალებას ცდილობდნენ. ცდილობდნენ მისთვის თამბაქოს აქციზების მიკერებას, მაგრამ იგი ამით არ იყო დაკავებული, პირიქით, _ ებრძოდა ამას. ცდილობდნენ, სიძვა დაებრალებინათ მისთვის, მაგრამ არ მრუშობს იგი, დებო… სხვა გვარისააო _ გუნდიაევი! თქვენ ყველას ხომ კეთილხმოვანი მაღალი წრის შესაფერი გვარები გაქვთ, რისა გეშინიათ, მთავარი ისაა, რომ იპოვეთ დაბრალების საბაბი. მიდით, მიდით!

ტალახი, ტალახი, ტალახი.

მითითება, მითითება, მითითება.

ყოველთვის შეიძლება განაცხადო «მე რა, აი, მიუთითებენ»… და _ აქვე ფრაზა: «კვამლი ხომ უცეცხლოდ არ არის».

არის და თანაც როგორი!

SIMVOL-VERI.RU მიხედვით

 

1 COMMENT

  1. ნუთუ მუდამ ასე იყო რუსეთში?გამოდის,რომ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, არასდროს ჰქონია ისეთი გავლენა თავად რუსეთში,რომ ვერ დაიცვა მართლმადიდებლური საქართველო და ველური მეთოდებით მიიერთა,წაართვა ავტოკეფალია და ქართველ მართლმადიდებელთა სისხლის მდინარეებით მორწყო ჩვენი სამშობლო.დღეს კიდევ ოჩამჩირეში,ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თეთრად(რუსულ სტილში) შეღება და წითელი კანტებით „მორთო“ხოლო თამარაშენის ეკლესია ნანგრევებად აქცია და რუსეთის პატრიარქმა ორი წლის წინ შეპირებულს ~ გავარკვევთო,დღემდე არ გვაღირსა ეს „გარკვევა“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here