Home რუბრიკები საზოგადოება ერი და ბერი თუ მერი და ბერი?..

ერი და ბერი თუ მერი და ბერი?..

817

«ჩვენ დიდგორი, ბასიანი წინ გვაქვს, თუ მომავალი არჩევნების შემდეგ ისევ ეს ხელისუფლება დარჩება, საქართველო აღარ იარსებებს. უფრო მეტიც, მას შეიძლება სახელიც კი შეუცვალონ»! ასე ბრძანა მეუფე იობმა ა. წ. 8 ივლისს, ანუ წმინდა სინოდის მორიგი «გაუგებარი» განჩინებიდან მეორე დღესვე,  საკუთარი მრევლის წინაშე ქადაგებისას…

 ამ ისტორიული განცხადების გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია, რადგან ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ერთი უმაღლეს იერარქთაგანი, ყოველგვარი, უკაცრავად პასუხია და, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, აცხადებს იმას, რაც ბოლო ხანს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას «გულში აქვს ამოჭრილი»…

ამას დავუმატოთ ისიც, რომ იმავე დღეს, ოღონდ სამების კათედრალში, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ლოცვაკურთხევით იქადაგა კიდევ ერთმა

«ღირსმა მამამ» სპირიდონ აბულაძემ _ სხალთელმა ეპისკოპოსმა, რომელმაც «ქვა ქვაზე არ დატოვა», ევროპაამერიკის «სტრატეგიული მოკავშირეების» საქართველოს მიმართ «კეთილი განძრახვებისგან»; ქადაგება სოციალურ ქსელში გავრცელდა სლოგანით «დასავლეთი რუსეთზე უარესი მტერია»; ისიც გავიხსენოთ, რომ მისმა უწმინდესობა ილია მეორემ მისთვის აქამდე უჩვეულო სიმკაცრით დაგმო ქვასროლია ზონდერები. ამდენად, არც იმის წარმოდგენა გაჭირდება, თუ რა «მუცლის გვრემას» და, დიდ კონსტანტინე გამსახურდიას თუ დავესესხებით, რა «გველის კაჭრობას» გამოიწვევდა ეს ყველაფერი ხელისუფლების ე. წ. ლიბერტარიანულ ფლანგზე!

თუმცა რა ფლანგი და ფრთა ავიტეხე _ ლიბერასტულის გარდა,  სხვა მიმართულება გააჩნიათ მიშნაცებს?!

მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი მეუფე იობის «განვლილ გზას», ანუ როგორ მივიდა მისი ყოვლად უსამღვდელოესობა ზემოთ ხსენებულ ისტორიულ განცხადებამდე. მეუფე იობისათმი განსაკუთრებული მოკრძალება და პატივისცემა  მაშინ გამიჩნდა როდესაც გავიგე რომ უშიშარ მიტროპოლიტს ღიად განუცხადებია _ «ნაციონალებმა» საქართველოს სულიერი ოკუპაცია მოახდინეს და, თუ საჭირო გახდა, ანაფორას გავიხდი და ჩემი ხალხის გვერდით დავდგები, როგორც ერთი რიგითი მებრძოლი!

ეს ამბავი მაშინ მედიით არ გახმაურებულა და ამის შესახებ მეუფესთან შეხვედრის  მონაწილემ, ბატონმა ლელიკო ჯაფარიძემ მიამბო…

შემდეგ იყო მეუფე იობის პრინციპული პოზიციის დაფიქსირება, როდესაც წმინდა სინოდმა თავისივე ატეხილი ქარიშხალი, საქართველოს დედაეკლესიის იურიდიული სტატუსის ირგვლივ თავადვე ჩააცხრო საზოგადოებისთვის გაუგებარ-მიუღებელი ფორმულირებით _ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ერთსულოვნების შენარჩუნების პრიორიტეტული «კომპრომისული განჩინებით».

 როგორც ამბობენ, მაშინ სახელმწიფოსთან გაერთსულოვნებული მეუფეებისთვის პირდაპირ მიუხლია მეუფე იობს _ თქვენ კაცები არა ხართო!..

მოკლე ხანში, სოციალურ ქსელ «ფეისბუკში» დაიდო მეუფე იობის ქადაგების ის ნაწილი, რომელშიც იგი პირდაპირ აცხადებდა, რომ საქართველოს ხსნა, ნატო-ევროკავშირში კი არა, მართლმადიდებელ ერთა კავშირშია!

 ვისი ეგიდით მოიაზრება ასეთი კავშირის შექმნა ოდესმე, თუ არა ერთმორწმუნე რუსეთის?..

და ბოლოს, სულ ახლახან კიდევ ერთი «ერესი», როდესაც მეუფე იობი თავგანწირვის აუცილებლობაზე ალაპარაკდა, რომ თავგანწირვის, თავშეწირვის მაგალითები სამღვდელოებამ უნდა მისცეს საკუთარ ერსა თუ მრევლს!..

აი, ალბათ, არასრული ლოგიკური ჯაჭვი იმისა, თუ როგორ «მწიფდებოდა» ზემოთ ხსენებული განცხადება, რომელმაც, თამამად შეიძლება ითქვას, შოკში ჩააგდო ხელისუფლება. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილის ჩატარებულ მიტინგებზე, მეტი თუ არა, არანაკლები ზიანი, დიდი ალბათობით, მეუფე იობის განცხადებამ მიაყენა რეჟიმს, რისი დასტურია თუნდაც ის ფაქტი, თუ როგორი ოპერატიულობით მიაყენა დარტყმა მეუფე იობს «რუსთავი 2»-ის P.S.-ში «ნატოს ოფისის დვარნიაშკა»  თენგიზ გოგოტიშვილმა იმავე საღამოს, როდესაც მეუფე იობი მცხეთაში, ბიძინა ივანიშვილის აქციაზე გამოჩნდა.

გოგოტიშვილის ვრცელ ტელე-პასკვილზე არაფერს ვიტყვი იმის გარდა, რომ თენგიზას მოწონებითი პათოსი სინოდის იმ განჩინების მიმართ, რომელიც «რომელიმე პარტიის» აქციებში მღვდელთმსახურთა მონაწილეობას კატეგორიულად კრძალავს, სრულად გაიზიარეს ფსევდო-ოპოზიციის ვარსკვლავებმა: «გალსტუკიანმა ხვლიკმა»  გიორგი თარგამაძემ და ახალი მემარჯვენეების ძველმა პოლიტიკურმა თითლიბაზმა _ დავით გამყრელიძემ!

ამ 10 წუთიან ტელე-პასკვილში «ნატოს ოფისის დვარნიაშკას» «შემთხვევით გამორჩა» მეუფე იობის ქადაგებიდან იმ «უმნიშვნელო» პასაჟის კრიტიკა სადაც მეუფესათვის შემოდგომაზე ისევ მიშნაცების მთავრობის დარჩენა, საქართველოს უცილო დაღუპვას ნიშნავს!  «ჩვენი დიდგორი, ბასიანი წინა გვაქვს, თუ მომავალი არჩევნების შემდეგ ისევ ეს ხელისუფლება დარჩება, საქართველო აღარ იარსებებს. უფრო მეტიც, მას შეიძლება სახელიც კი შეუცვალონ»! _ ამ სიტყვების მთელი საქართველოსთვის გაგონება, თუნდაც კრიტიკის ქარცეცხლში გატარების ფონზე, ხომ დიდი საფრთხის შემცველი იქნებოდა ხელისუფლებისთვის?

სხვა, როგორც «ნატოს ოფისის დვარნიაშკას» შესრულებით არაერთხელ გვინახავს, ამჯერადაც ყველაფერი ჩვეულ სტილში იყო _ უნიჭო სარკაზმი და კიდევ ერთხელ ცინიზმი, ცინიზმი ყოველივე ქართულის, მართლმადიდებლურის, ტრადიციულისა და პირადად მეუფე იობის მიმართ, როგორც ამ ყველაფრის უკომპრომისო დამცველისა ქართულ სამღვდელოებაში…

მიუხედავად სინოდის მკაცრი განჩინებისა, მეუფე იობი მაინც მიბრძანდა «რომელიმე პოლიტიკური პარტიის» აქციაზე გორში, თუმცა ტელეკამერების წინ არ გამოჩენილა. სამაგიეროდ, კომენტარები გააკეთეს მისი ეპარქიის სასულიერო პირებმა, რომელთა ლაიტმოტივი ის იყო, რომ პატივს სცემენ სინოდის განჩინებასაც და პატრიარქსაც, მაგრამ

ამ «მაგრამში» ის იგულისხმება, რაც წინამდებარე წერილის სათაურში, ანუ ერი და ბერი, როდესაც მამულს უჭირდა, ყოველთვის ერთად იდგა და ჩვენს სამშობლოს დღეს სწორედ ასეთი, პირველ რიგში, სულიერი შეჭირვების ჟამი უდგას, გნებავთ, «სულიერი ოკუპაციის», რაც საკუთარი ბალღამისა და შხამის ნთხევის სამიზნედ აირჩია «ნატოს ოფისის დვარნიაშკამ».

თენგიზ გოგოტიშვილის აზრით, რაც შეეხება სამღვდელოებაში არსებულ მცირერიცხოვან, მაგრამ გავლენიან დაჯგუფებას მეუფე იობის მეთაურობით, მოცემული დროისა და ვითარების გათვალისწინებით, შეიძლება სხვა, დღეს ჩრდილში მყოფი სხვადასხვა რანგის სასულიერო პირებიც შეუერთდნენ, რასაც მხოლოდ მიესალმება ქართველი საზოგადოება. ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო…

ეგეც არ იყოს, სულის საუკუნო ცხონება მხოლოდ ინდივიდუალურად მარხვა-ლოცვით ვერ მიიღწევა. ამისათვის კიდევ სულ «მცირე რამ» არის საჭირო, რასაც ქვეყნის ტკივილით ცხოვრება ჰქვია. იმის მრავალი მაგალითიც იცის ჩვენმა ისტორიამ, როცა, მიუხედავად ამქვეყნიურ ცხოვრებაში მრავალი უმძიმესი ცოდვებისა, სულის ცხონება კი არა, წმინდანებადაც (დემეტრე თავდადებული, ლუარსაბ მეორე) კი შეურაცხავს ქართულ ეკლესიას…

თუმცა კიდევ ერთი გზა არსებობს, გზა, რომელიც არა ღვთისმოშიშობაზე, არამედ ქალაქის «მერმოშიშობაზე» გადის, რომელიც სულის საუკუნო ცხონებამდე ვერა, მაგრამ ამქვეყნიურ «ხორცის ცხონებამდე» ნაღდად მივა!

 და ბოლოს, ისევ მეუფე იობის შესახებ, მეუფის, რომლის  დანახვაზედაც კი მერმოშიშ სინოდის წევრებს მუხლებში შიშის ქარი უდგებათ. მეუფე იობის ზემოთ ნახსენებმა ისტორიულმა განცხადებამ არა მხოლოდ შოკში ჩააგდო ხელისუფლება, არამედ გადაუჭრელი დილემის წინაშეც დააყენა _ ერთის მხრივ, რაიმე სახის ზეწოლა უნდა მოახდინონ მასზე, რადგანაც, დიდი ალბათობით, რაც დრო გავა, მეუფე იობის განცხადებები მეტ სიმწვავეს შეიძენს და მეორე მხრივ, რა უნდა ქნან? მიუხედავად ტელე თუ სხვა სახის პასკვილებისა, ქვასროლია ზონდერებს ნაღდად ვერ მიუგზავნიან უშიშარმოუსყიდველ მეუფეს.

თუმცა ვინ იცის, ჩვენ ხომ ის ხალხიც ვართ, რომელმაც დიდ ილიას, ქვას ვინღა დაეძებს, ჯერ ტყვია ვესროლეთ და შემდეგ წმინდანად შევრაცხეთ!

ღმერთო, შენ დაიფარე მეუფე იობიც და ჩვენი სამშობლოც…

დავით მხეიძე

P.S. მეუფე იობის მხარამჭერი საპროტესტო აქცია «რუსთავი 2»-ის ოფისთან არ გააშუქა არც ერთმა ტელევიზიამ! მათ შორის არც  «მაესტრო»-»კავკასიამაც»!!!

არადა, მეუფის მოწოდებავერდიქტი _ «ეს ხელისუფლება თუ დარჩება, საქართველო აღარ იარსებებს», წესით, პერმანენტულად უნდა ტრიალებდეს ოპოზიციური ტელევიზიების ეთერში, რადგან მეუფე იობის ისტორიულმა განცხადებამ, მეტი თუ არა, არანაკლები დარტყმა მიაყენა ხელისუფლებას, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის აქამდე ჩატარებულმა ყველა აქციამ, ერთად აღებულმა!!!

მაგრამ რას იზამ, ეტყობა, რიგი ოპოზიცური ტელეარხების ოპოზიციურობა იქ მთავრდება, სადაც ლიბერტარიანული დასავლეთის ინტერესები იწყება

 

1 COMMENT

  1. პირადად მე არ ვარ არც ერთი ეკლესიის მრევლი, ემიგრანტი ვარ. სრულიად ვეთანხმები მეუფე იობს და მოხარული ვარ, რომ გამოჩნდნენ სასულიერო პირები, რომლებიც რეალურად აფასებენ ნაცების მმართველობის დამანგრეველ შედეგებს. არ მესმის რას ნიშნავს ეკლესია არ უნდა ერეოდეს ერის საქმეებშიო… როცა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება ,ერი და ბერი ერთად უნდა დადგეს ფეხზე სამშობლოს გადასარჩენად.

  2. რად მინდა ხმალი, თუნდ იყოს მჭრელი,
    თუ სიმართლისთვის დამიჩლუნგდება!?

    ქართველი ერი დღეს დგას მატერიალური გაჭირვების წინაშე, ცხადია, მაგრამ ეს ნაკლებ საზიანოა. ამას საქრთველოში გაუძლებს ხალხი.თუ ერი სულიერი გადაგვადრების საფრთხის წინაშეა, მაშ ვინ უნდა ამოიღოს ხმა, თუ არა ეკლსიამ? ღმერთმა გაუმარჯვოს მეუფე იობს. ვისაც ძინავს მანაც უნდა გაიღვიძოს!

  3. მეუფე იობი ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სულიერად და დაიფაროს ხილული და უხილავი ძალებისაგან!

  4. თავისთავად ბიძინა ივანიშვილში განუსაზგვრელად მეტი ქართველი კაცის ბუნება ვლინდება ვიდრე სააკაშვილში მიუხედავდ იმისა რომ ივანიშვილიც და სააკაშვილიც ორივე ათეისტია,ხოლო ეკლესიიის ჩარევა პოლიტიკაში კიდევ ერთხელ ხაზს უსვმას არა მხოლოდ პოლიტიკურ კრიზის საქართველოში არამედ ქართული ეკლესიის კრიზისაც თავისთავად რომელმაც ვერ დააფუძნა ჭეშმარიტი სიტყვის უზენაესობა ერში და ეხლა პოლიტიქურ პლაცდარმაზე ცდილობს მართალ მტყუანის გარჩევას და თანც საინტერესო ის არის რომ მეუფე იობმა იწინასწარმეტყველა ამ წლის დეკემბერში მეორე მოსვლის დასაწყისი და მაშინ ჩნდება კითხვა თუ რატომ ერევა მეუფე იობი პოლიტიკაში და საქართველოს გადარჩენაზე საუბრობს თუ დეკემბერში მეორედ მოსვლას მოვესწრებით როცა ყველა თავის საზღაურს მიიღებს? მისი პოზიცია გზა აბნეული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს რომელსაც თავისი ვერაფერი გაუგია…და როცა წმინდა სინოდი დადგენილბას იღებს პოლიტიკაში ჩაურევლობის შესახებ და სულიერი წარმომადგენლების ნაწილი საპირისპიროს აკეთებს ჩვენი ეკლესია უკვე ყველას დასანახად ემსგავსება ჩვენს მთავრობას რომელიც ერთს იძახის და მეორეს აკეთებს…ასეთი თვალთმაქცობა ყოველთვის აბრკოლებდა ერის სულიერ ზრდას და წინ სვლას…ქართული ეკლესია რომელიც დღეს არაფრით განსხვადება ჩვეულებრივი მიწიერი ადამიანის მადით და მოთხოვნილებებით ოღონდ დაიკმაყოფილოს თავისი კეთილდღეობის და ვითომ ‘ჭეშმარიტი’ ამბიციების სურვილი რომელიც მის წარმომადგენლებს საკუთარი ამპარტავნების დონეზე აქვთ შემეცნებული – ფარული მიზეზია საქართველოს უბედურების …რასაკვირველია ხელისუფლება საჭიროებს წმენდას და განათლებას მაგარამ აუცილებლად ქართულ ეკლესიასთან ერთად რის გარეშეც აზროვნების მოქმედი წყარო ისვე დაიტბორება…!!!

  5. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა დაბნეულია,არ იცის რომელ კედელს ახალოს თავი?!მარცხნივ წახვალ-დაიხრჩობი!…მარჯვნივ წახვალ -დაიწვები!…ნეტავ სულ არ დავბადებულიყავი და ჩემი ქვეყანა ამ დღეში არ მეხილა…………..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here