Home რუბრიკები პოლიტიკა კაპიტალიზმი კლავს!

კაპიტალიზმი კლავს!

1027

ძალიან ზარმაცი უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ მიხვდესმსოფლიო ეკონომიკურფინანსური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება და ამას პოლიტიკური მიზეზები აქვს. სოციალისტური ბანაკის რღვევის შემდეგ ერთიანად «გაევროპელებულგაამერიკელებული» ქვეყნების მოსახლეობა სულ უფრო  გაევროპელებულგაამერიკელებულიქვეყნების მოსახლეობა სულ უფრო ღატაკდება. მას რეალური სოციალური სიკეთეების ნაცვლად ვირტუალურ ბედნიერებას, ოდესმე მყისიერად გამდიდრების ილუზიას და დემოკრატიის სატყუარას სთავაზობენ. ზედმეტი ტვირთით შეწუხებული განვითარებული ქვეყნების მოსახლეობას კი სულაც არ სურს საკუთარი კეთილდღეობის მათთვის განაწილება. კაპიტალიზმის სანატრელი სავანე სინამდვილეში გადარჩენისთვის უმოწყალო ბრძოლის არენა აღმოჩნდა, რისთვისაც არც სოციალისტური ბანაკის მოსახლეობა და არც «შემოღობილი» კაპიტალიზმის <s

კომუნისტური საფრთხის გამო მუშათა კლასისთვის მინიჭებულ უფლებებს, ამ საფრთხის არარსებობის გამო, კაპიტალი ნელ-ნელა ზღუდავს, რასაც საპასუხო რეაქცია მოჰყვება. 

2007 წლიდან სწავლის საფასურის მომატების გამო კანადელმა სტუდენტებმა გაფიცვების მთელი სერია მოაწყვეს.

 2012 წელს მთავრობა კიდევ 75%-ით აპირებს სწავლის გადასახადის გაზრდას. სტუდენტები, უკვე 110 დღეა, გაფიცულნი არიან. ისინი ხელმისაწვდომ განათლებას ითხოვენ და ფულის გამო მდიდრებისა და ღარიბებისთვის განათლების განსხვებულ ხარისხს აპროტესტებენ.

2005 წლის გაფიცვამ კანადის მთავრობას სტუდენტების ძალა დაანახა. ახლა, 7 წლის შემდეგ, მთავრობამ დრაკონული 78-ე კანონი მიიღო, რომელიც «სწავლისთვის ხელის შეშლის გამო» ათასდოლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. პროფკავშირებისთვის და ოფიციალური წარმომადგენლებისთვის ჯარიმა ასეულ ათასობით იზრდება. უკვე 40 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს გაფიცულები ქვაბებს აბრახუნებენ და დემონსტრაციებს მართავენ. თუ ადრე მუშები საკუთარ თავს ამ გაფიცვაში ვერ ხედავდნენ, 78-ე კანონის ამოქმედების შემდეგ ისინი სტუდენტების აქციებს შეუერთდნენ.

5 ივლისს, ტიპოგრაფიების თანამშრომელთა გაფიცვის გამო, საფრანგეთი გაზეთების გარეშე დარჩა. გაფიცვა თანამშრომელთა მასობრივმა დათხოვნამ გამოიწვია. გამომცემლობა Hersant-მა 670 თანამშრომელი დაითხოვა, ხოლო  Presstails-მა _ ათასი. ყოველდღიური პრესის ეროვნულმა კავშირმა გაფიცვა დაგმო. მათი აზრით, ბეჭდური პრესა ტიპოგრაფიების მძევლად იქცა.

ნორვეგიაში ნავთობმომპოვებელი სექტორის მუშების გაფიცვამ მყისიერად იმოქმედა ნავთობის მსოფლიო ფასზე _იგი ერთბაშად ბარელზე 2 დოლარით გაძვირდა. ნორვეგიამ განაცხადა, რომ შეიძლება ნავთობის მოპოვება შეწყვიტოს. გაფიცვის ორი კვირის განმავლობაში ნავთობის მოპოვება დღეში 15%-ით, ხოლო გაზის მოპოვება 7%-ით შემცირდა. ზარალმა 2 მილიარდი კრონა შეადგინა.

250 დღეზე მეტია, საბერძნეთის მეტალურგები გაფიცული არიან. პროფკავშირის მოხსენებაში ნათქვამია: «ვიდრე ჩვენ გაფიცულები ვართსაწარმოები ნაწილობრივ დასაქმებასა და ხელფასების შემცირებას მიმართავენ. მუშების წინააღმდეგ გამოყენებული მეთოდების არსენალი იზრდება. წამლები სამყოფად აღარ არის, სამედიცინო დაწესებულებებში მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. სიღატაკე მატულობს. მთელი ფრონტის ხაზზე ნამდვილი ომია გაჩაღებული მუშათაკლასის წინააღმდეგ. ქარხნები და სიმდიდრე ჩვენს ხელში უნდა გადმოვიდეს. გაფიცულმა მეტალურგებმა დაამტკიცეს, ვინ არის სიმდიდრის შემქმნელი, «რომლის გარეშეც წარმოება ვერ იარსებებს» და ვინ არის პარაზიტი».

ივნისის ბოლოს პორტუგალიელი ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო 150 რეისი გადაიდო. გაფიცვა ხარჯების შემცირების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია. საბოლოო ჯამში, «ხარჯების შემცირება» კომპანიას რამდენიმე მილიონი ევრო დაუჯდა.

ივლისის დასაწყისში პაკისტანში ექიმები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას მოითხოვდნენ. ხელისუფლებამ, მოლაპარაკების ნაცვლად, მუქარას მიმართა და რამდენიმე გაფიცული დააკავა კიდეც. დღე-ღამეში, სამედიცინო დახმარების გაუწევლობის გამო, 7 პაციენტი დაიღუპა.

სამხრეთკორეელი ჟურნალისტები 3 თვის განმავლობაში იყვნენ გაფიცული მათ საქმიანობაში ჩაურევლობის მოთხოვნით. ახალი ამბების სააგენტო Yonhap-ის რეპორტიორებმა განაცხადეს, რომ კომპანიის ხელმძღვანელები მათგან მოითხოვდნენ, არ გაეშუქებიათ მოვლენები, რომლებიც 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრეზიდენტ ლი მენ ბაკის პოლიტიკას ნეგატიურად წარმოაჩენდა. Yonhap -ის ჟურნალისტებს სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. გაფიცვა მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც კომპანიის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ ჟურნალისტების საქმიანობაში აღარ ჩაერეოდა.

2 ივლისს ბრიუსელის საპასპორტო კონტროლის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი საერთაშორისო აეროპორტში შრომის მძიმე პირობებსა და პერსონალის სიმცირეს აპროტესტებდნენ. ბელგიაში იანვარში ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე მსხვილმასშტაბიანი გაფიცვა ჩატარდა, რამაც ავიაფრენებისა და რკინიგზის მიმოსვლის სრული შეჩერება გამოიწვია.

ივნისის ბოლოს ბრიტანეთი 24 საათით სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩა. მიზეზი საპენსიო ასაკის 68 წლამდე გაზრდა იყო.

ევროკავშირის წევრ ლიტვაში ივნისის ბოლოს გაფიცულ პოლიციელებსა და მეხანძრეებს მესაზღვრეებიც შეუერთდნენ. ისინი «იტალიური გაფიცვის» რეჟიმში გადავიდნენ, ანუ ყველა წესს ზედმიწევნით ზუსტად იცავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარზე მრავალკილომეტრიანი რიგი შეიქმნა. მათ შარსაც ვერავინ მოსდებდა, რადგან მუშაობაზე კი არ თქვეს უარი, არამედ მონდომებით და დეტალურად ამოწმებდნენ მანქანებს, რამაც საცობი გამოიწვია.

«იტალიური გაფიცვა» ერთობ ეფექტური ფორმაა, რადგან კანონმდებლობა არ ირღვევა, მაგრამ ყველა ინსტრუქციის შესრულების გამო საქმე ფუჭდება. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები საქართველოში სწორედ «იტალიური გაფიცვის» პრაქტიკას მისდევენ: ისინი დროულად გამოხატავენ შეშფოთებას, ზომიერად აკრიტიკებენ მმართველ რეჟიმს, ისმენენ ოპოზიციის პრეტენზიებს, ყველაფერი კი ისევ ისე რჩება, როგორც მანამდე იყო.

თუმცა დასავლეთისკენ მომზირალი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ოდენ უცხოელების წარმომადგენელთა გაფიცვას განიცდიან, იმას კი არ იმჩნევენ, რომ კაპიტალიზმი, რომლისკენაც ასე ისწრაფვიან, ღრმა კრიზისშია. ისტორიის დასასრულად აღიარებულმა ფორმაციამ და მისმა ლიბერალურ-დემოკრატიულმა იდეოლოგიამ, საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ თვითდინებაზე რომ აღმოჩნდა მიშვებული, ერთი შეხედვით წარსულს ჩაბარებული კლასობრივი ბრძოლა გამოაცოცხლა.

გლობალიზაცია, რომელმაც «მფრინავი კაპიტალის» სახე მიიღო, განვითარებულ დასავლეთს სასათბურე პირობებში აღარ ამყოფებს. მითი იმის შესახებ, რომ დასავლეთის ქვეყნები განსაკუთრებული შრომის ეთიკის წყალობით გამდიდრდნენ, დაიმსხვრა. იგი მოქმედებდა, ვიდრე არსებობდა საზღვრები და რკინის ფარდა. დღეს, იაფი მუშახელის გამო, წამყვანი ფირმები განვითარებულ ქვეყნებს ტოვებენ და საწარმოები განვითარებად სახელმწიფოებში გადააქვთ.

 უმუშევრობას უკიდურესი უთანასწორობა ემატება და ჩვენი ლიბერალებისთვის სანატრელ ამერიკაში სწორედ სოციალური სამართლიანობის მოთხოვნით პერმანენტული აქციები იმართება.

ბანკების მიერ სახლკარიდან გამოყრილ ამერიკელთა მრავალმილიონიან არმიას ისევე კვებავენ არაკებით, როგორც ისეთივე, ოღონდ კიდევ უფრო გაუმაძღარი ბანკების მიერ დაკაბალებულ ქართველებს. წამყვანი ქვეყნები იძულებული ხდებიან, ისეთ პროტექციონისტულ ზომებს მიმართონ, რომლებიც ცხონებულ საბჭოთა კავშირს მოგაგონებთ; სხვაგვარად სახელმწიფო «ჩამოიშლება» (როგორც სააკაშვილს უყვარს ხოლმე თქმა).

საკითხავია, თუ საბჭოთა კავშირი ცუდი იმით იყო, რომ სახელმწიფო განაწილების პრინციპს ეყრდნობოდა, გეგმიური ეკონომიკა ჰქონდა და სოციალურ თანასწორობას ეყრდნობოდა, რატომ არის ყოველივე ეს კარგი დღეს, როცა «ისტორია დასრულდა»? ეს არ არის პარადოქსი, ეს უფრო ცინიზმია. რაც ნებადართულია იუპიტერისათვის, აკრძალულია ხარისთვის. დასავლური ცივილიზაცია მხოლოდ საკუთარ საზღვრებში და საკუთარი მოქალაქის მიმართ აღიარებს ადამიანის უფლებებს. სხვა დანარჩენზე ეს არ ვრცელდება.

იმისათვის, რომ საკუთარ სახელმწიფოებში სტაბილურობა შეინარჩუნონ, ისინი სულ უფრო ხშირად მიმართავენ გარე რესურსებს და იყენებენ გარე საფრთხეებს. მთავარი ის კი არ არის, რომ ბანკმა ვალებში ყველაფერი წაგართვა, არამედ ის, რომ ლიბიაში (ეგვიპტეში, სირიაში და ა. შ.) დიქტატურაა! დღეს უნდა გავიჭირვოთ, რადგან დემოკრატიაა გადასარჩენი! ეს ზუსტად ის სქემაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს: საქსტატი გვარწმუნებს, რომ ცხოვრება გაიაფდა, ხოლო მთავარი პრობლემა რუსეთია და არა საკუთარი მთავრობა!

თუმცა ამ ზღაპრების აღარც საბერძნეთში სჯერათ, აღარც ინგლისში და აღარც ბელგიაში. უსასრულო ექსპერიმენტის მსხვერპლი საქართველოს მოსახლეობისგან განსხვავებით, იქაური მუშები არ აპირებენ იმ პრივილეგიების დათმობას, რომლებიც საბჭოთა კავშირის «საფრთხის» წყალობით მიიღეს. სამყარო გლობალური გახდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დასავლური ცივილიზაციის პროლეტარიატი ჩინეთს მიაშურებს დასაქმებისთვის; იქაური მას არც ხელფასი ხიბლავს და არც ცხოვრების დონე. მუშები ისევ იქ დარჩებიან, გასვლით კი სამუშაო ადგილები გავა.

საპროტესტო მოძრაობა არც სიცხის ბრალია და არც უგუნებობის. გიგანტური პირამიდა, რომელიც დღემდე როგორღაც აგრძელებდა არსებობას ამერიკული დოლარის მიმართ ბრმა ნდობის წყალობით, იშლება. ამ პროცესს ვერაფერი შეაკავებს, ახალი ომებისა და სხვა ქვეყნების ბუნებრივი რესურსების მიტაცების გარდა. თუმცა ესეც დროებითი ზომაა; სამომხმარებლო საზოგადოება ვერ თმობს შეჩვეულ ცხოვრების წესს, ამ ბომონს კი სულ უფრო და უფრო მეტი მსხვერპლი ესაჭიროება.

კაპიტალიზმი კლავს, ოღონდ ნელა და ლამაზად, ხანდახან _ სწრაფად, თუმცა სიკვდილი სიკვდილია. მავანი იტყვის, მაინც ყველანი სიკვდილის შვილები ვართო, მაგრამ ღმერთმა ადამიანს სიცოცხლის, თანაც ადამიანური სიცოცხლის უფლება მისცა. ჩვენი ადგილობრივი ახლადგამომცხვარი კაპიტალისტები, ეს კი ძირითადად საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა, იმ გემზე აპირებენ ახტომას, რომელიც იძირება. კაპიტალიზმის გემზე კი პროლეტარიატის ადგილი არ არის.

ჰილარი კლინტონს ახლად «გადემოკრატებულმა» ეგვიპტელებმა პომიდვრები და ფეხსაცმელები დაუშინეს, საქართველოში კი პოზიცია-ოპოზიცია  ერთნაირი აღფრთოვანებით დახვდა. ხალხი კი დუმს. ეს დუმილი შიშისმომგვრელია.

ნანა დევდარიანი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here