Home რუბრიკები პოლიტიკა როცა პრეზიდენტი ჯამბაზია…

როცა პრეზიდენტი ჯამბაზია…

758

როცა ყველაზე მძიმე ჟამს ქართველთა ყოფნას არყოფნა გადაშენებით დაემუქრებოდა, როგორც ჩასაძირად განწირულს მაშველი რგოლივით მოგვაშველებდა ხოლმე უფალი მისგანვე სასიკეთოდ ნაკურთხ მამულიშვილებს. აგერ დავით აღმაშენებელი, პატარა კახი, ილია, ქართველთა ბედის ბორბალი აღმა რომ ააბრუნეს და მათი საქმენი შთამომავლობას საამაყოდ რომ შემორჩა. რომელი ერი არ იამაყებდა დიმიტრი თავდადებულის, ცოტნე დადიანის, მღვდელი თევდორეს მსგავსი შვილებით. ღალატს და გადაგვარებულ უძღებთა სამსალასაც ბევრჯერ შეუფერხებია ქართული გენის მძლავრი მაჯისცემა, მაგრამ ყველამ უსმინოს, როგორ დუდუნებს ქართველთა უკვდავებას მისი მრავალჭირგამოვლილი ისტორია.

ახლა რა მოხდა? ნუთუ უფალი გაგვიწყრა და შეგვატოვა ფაშისტური დორბლიდან შხამიანი სოკოებივით მომრავლებულ, ღალატის ნოტზე აწყობილ ადამიანის მსგავს არსებათ?! ალბათ, უფალს სძულს ყველა, ვინც ხელებს ჩამოუშვებს და მარტო ღმერთის დახმარების იმედზეა, ავიწყდება, რომ უფალმა თქვა, ხელი გაატოკე და გეშველებაო. დიახ, სწორედ ის იმარჯვებს, ვინც იბრძვის. ნახირად ქცეული ხალხი კი უსათუოდ გაიზიარებს იმ ცხოველის ბედს, ნახირში შევარდნილ მხეცს რომ გაურბის თავისი მოძმის დაგლეჯასა და გამოფატვრას კი არად დაგიდევს, ოღონდაც თვითონ გადარჩეს; არადა, ყველას ერთად რომ შეეტია მტაცებლისთვის, დასრულდებოდა მისი პარპაში.

ნახირად ქცევაა, აბა რა, როცა ავღანეთში ქართველი ახალგაზრდების გაწირვაზე ნადირადქცეულ ხელისუფლებას პასუხს არ აგებინებ და მოთმინებით ელოდები, კიდევ ვის გადასანსლავს.

ნახირად ქცევაა, აბა რა, როცა საქართველოს ყველაზე საზარელ დამაქცევარს კრწანისის რეზიდენციაში სასათბურე პირობებით ინახავ. ეს იგივეა, მებაღე რომ აიძულო, გაუფრთხილდეს ნარის ეკალს და თანაც აყბედო იმაზე, თუ რა სიკეთე მოუტანა მისმა არსებობამ ბაღ-ბოსტანს.

ნახირად ქცევაა, აბა რა, უნივერსიტეტში მთელი ერის საამაყო მეცნიერები აუდიტორიაში რომ შეყარეს. ერთი დაბღავლებაც საკმარისი იყო, რომ ნადირი დამფრთხალიყო. მან კი გააგრძელა ქვეყნის აოხრება და სახეზე გვაქვს მომსპარი მეცნიერება, სამეცნიერო დაწესებულებები, მთელი სახალხო მეურნეობა; რაც მთავარია, ქართველი ერის საამაყო მომავალს შეუქმნეს საფრთხე.

ნაციონალთა პრეზიდენტი თავისი ყოველდღიური სატელევიზიო ყეინობით გვაბითურებს და მასხრად გვიგდებს. ხალხი კი გასუსულია და შიშით ელოდება, კიდევ რა ხაფანგს დაუგებს ერის გადაგვარება-მოსპობის ბოდვას აყოლილი. ასე გრძელდება, რადგან ნამდვილი მონადირე არ ჩანს და ფსევდო მონადირეებით გაივსო ქვეყანა, ნადირის მიერ მიგდებულ ნარჩენებს რომ დახარბებია. ხალხის ერთიანი მძლავრი დაბღავლებაა საჭირო, რომ მტაცებელი მის კვალზე შემდგარ ტურებთან ერთად დაფრთხეს. მან კი თავის სატელევიზიო ბოდვისას გაზეთები «ასავალ-დასავალი» და «ლიტერატურული საქართველო», რომლებსაც ესოდენ დიდი ინტერესით კითხულობს ქართველი ხალხი, რამეთუ მათი პირუთვნელი, მართალი და მებრძოლი სიტყვა იმედის სხივს აფრქვევს და ქართველთა მოლოდინს ოპტიმიზმით კვებავს, ფაშისტურად მოიხსენია. ასე იქცევა მეძავი, პატიოსანს თავის ცოდვებს რომ აბრალებს და მსმენელთა სახეზე დამცინავ ღიმილს აბარტყებს.

ფაშიზმისგან მთელი ევროპის განმათავისუფლებელ საბჭოთა მეომრის ძეგლთან ბერლინში თვითონ გერმანელებმა მიიტანეს ყვავილები გამარჯვების დღის ზეიმზე. ამათ კი სამამულო ომში დაღუპულთა ობელისკი დაანგრიეს სიღნაღში, ქუთაისში აფეთქებას ზედ უცოდველი დედა-შვილის სიცოცხლეც დააყოლეს. ახლა იქნებ ბრძანოს მოყიყინე პრეზიდენტმა, ვინ არის ფაშისტი?!

წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეადარა კომპიუტერის სწავლების ინგლისური ვოიაჟი არსებამ, რომელმაც სიღნაღში რაიონული ბიბლიოთეკა დაარბევინა და მის ადგილას აშენებული რესტორნით ცდილობს, გაანათლოს ახალგაზრდობა. ილიას და იაკობ გოგებაშვილის გამონათქვამებიც მოიშველია იმავე გოგებაშვილის სასწავლო პროგრამიდან ამომგდებმა. ყვება ამბავს, კმაყოფილი იღიმება და თითით იფხანს ცხვირს. დაპროგრამებული ჩინოვნიკები ყბაჩამოვარდნილნი შეჰყურებენ და მათ პირმოთნე ღიმილზე, თუ ამ დროს ტელევიზორს ვინმე უყურებს, სიბრალულს იწვევენ. იქნებ კიდეც ესმით, რა სავალალო მდგომარეობაში არიან, მაგრამ გაძღომა ურჩევნიათ საამაყო ერისკაცის გაჭირვებულ და დევნილ ყოფას. დანაშაულს კი დანაშაული ემატება. საბჭოთა კავშირში ქართული ენის დამცველი, მებრძოლი ერი ისეთი გიპნოზის ტყვეობაში ჰყავთ ამ დამოუკიდებლად წოდებულ, გაძარცულ და დარბეულ საქართველოში, რომ პრეზიდენტის ღალატთან წილნაყარ ინგლისურ როკვას ლუკმაპურის ძიებაში დაღლილი კაცის მწარე ღიმილით ხვდება.

თურმე მთელი მსოფლიო გაკვირვებულია ამათი რეფორმებით და აქ ჩამოდიან გამოცდილების გასაზიარებლად. სასწაულებრივი რეფორმების ავტორები კი ნამდვილად არიან. სოფლის მეურნეობის მინისტრად ჯერ მამალი ძროხების მწველავი ჰყავდათ, ჰიბრიდული სიმინდის მოყვანით მსოფლიო ხომ გააკვირვეს და სიმინდი გააქრეს. ახლა ექიმი დანიშნეს მის ადგილას, რათა სოფლის მეურნეობის დაქცევა-დაკნინება აღმავლობად მოეჩვენოს, რომ წარმატებაზე ტრაბახით უხერხულობა არ იგრძნოს. სამაგიეროდ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრად ქართლის დედის მაგინებელი ფილოსოფოსი თუ რაღაც მისი მსგავსი დანიშნეს, ხმალი რომ ფალოსი ჰგონია და ფიალა _ საშო. მაინც დიდი შეღავათია, თავდაცვის მინისტრად რომ არ დანიშნეს და ხმალამოღებული ოფიცრები სხვა რამ უბედურებაში არ აერია. განათლების მინისტრებად კი ისეთი კარუსელი მოაწყო, რომ განათლების დარბევით თავბრუდახვეულებს უცხოეთში აგზავნიან დასამშვიდებლად. მდგრადი განვითარების მინისტრად ხაბაზია, როცა პრეზიდენტი ჯამბაზია და მათგან გართობა არ გვაკლია,  მათ მიერ დადგმულმა ტელეყეინობამ ხალხს ტელევიზორი შეაძულა. სამაგიეროდ პრეზიდენტის მოსასმენად მორეკილი ადამიანები ხომ ენერგიულად აგალობებენ «მიშა, მიშას» და აფრიალებენ ხუთჯვრიან დროშებს ჰიტლერის შოუების მსგავსად, ბოლოს თავიანთი სვასტიკიანი დროშების ფრიალით რომ ჩაბარდნენ მოუსავლეთს.

დღევანდელმა დემოკრატიის შუქურად წოდებულმა დასავლეთის სახელმწიფოებმა გერმანიის ფაშიზმი საბჭოთა კავშირის შესაჭმელად გაანებივრეს, პირველად მათვე რომ დაეტაკა და ისევ საბჭოთა კავშირს ეხვეწებოდნენ, გვიშველეო. მერე ნატოთი უპირისპირდებოდნენ ვარშავის პაქტს. დაიშალა საბჭოთა კავშირი და გაქრა ვარშავის პაქტი, რაღა ეშმაკად სჭირდებათ ეს კბილებდაღრჭენილი ნატო? _ რუსეთის ღვარძლი, შური და შიში არ ასვენებთ. ერთ კაცს თავი ხორბალი ეგონა და მამლის ეშინოდა, ამკენკავსო. კარგა ხანს უმკურნალეს და, გამოჯანმრთელებული რომ ეგონათ, ჰკითხეს, ახლა ხომ გჯერა, რომ ხორბალი არა ხარ და მამლისა ნუღა გეშინიაო. მე მჯერა, რომ ხორბალი არ ვარ, მაგრამ ეს მამალმა თუ იცისო. ამ ნატოშიც ვერ დაუჯერებიათ, რომ მამალი აკენკვას არ უპირებთ და აბეზარი მღრღნელებივით აღიზიანებენ, სანამ აზვერინამდე არ მიიყვანენ. რუსეთი კი დინჯად იმეორებს: პექჭით, ლთვთღიე დმიტ ლპუდნრ.

საქართველოს სახელს ამოფარებული «ნაციონალები» კი ათას სისულელეს ბლანდავენ რუსეთზე, თან ნატოს ელაქუცებიან, ნახეთ, რა ერთგული ფინია გყევართო. ბიჭო, შენ რომელ სიბინძურეშიც გინდა იჭყუმპალავე! დაანებე საქართველოს თავი, რამეთუ რუსეთში ძალიან კარგად იციან, ვისი დუდუკის ჭყვიტინზე როკავ. ქართველი და რუსი ხალხების მეგობრობას ფაშისტური დორბლის პარაზიტების ყიყინი უფრო განამტკიცებს და სხივნათელს ხდის მათი ძმობის ჩირაღდანს.

ნატო რაც არის, კარგად გამოჩნდა იუგოსლავიის, ერაყის, ლიბიის ავანტიურისას. თუ ასე ეწვებათ ჯიგარი მსოფლიოს კეთილდღეობისათვის, აგერ სომალელმა მეკობრეებმა გადააჭამეს თავი ოცდამეერთე საუკუნის საერთაშორისო სამართალს. ერაყში ის დაინახეს, რაც არ იყო, სომალელ მეკობრეებს კი ვერ ამჩნევენ, რადგან იქ ნავთობის სუნი არ დგას.

ახლა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აიმედებს «ნაციონალებს», საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრიო. იმას რაში ენაღვლება, საქართველოს საბოლოო დაშლა, დაკნინება, დაქუცმაცება?! აი, რას მივიღებთ ამით: ნაციონალებს _ ფოჩიანი კამფეტები, ქართველ ხალხს _ ბუს კვერცხები, გაერთიანებისა და აყვავების სანაცვლოდ. აქეთ მადლობას იხდის ავღანეთში თქვენი ბიჭები რომ იხოცებიანო. შე კაი დედ-მამის შვილო, რაღას მიძვრებოდი ავღანეთში, ახლა მუხთალთა საჯიჯგნადქცეულ საქართველოს დასახმარებლად რომ გაგიხდა საქმე?!

ღალატი დაშლიგინებს საქართველოში უცხოელთა ძაღლისშვილის უტიფრობით და ყოველდღე ახალ-ახალი სისულელით კვებავს ტელემაყურებელს. ქუთაისიდან დაიწყეს უკანალის ქნევით ბოთლში ფანქრის მოთავსება და საქართველს გადაგვარებისკენ მიდიან, სანამ ხალხი ნახირის გიპნოზიდან არ გამოფხიზლდება და ქართველი კაცის შეუპოვრობით არ მოთხრის ამათ სახსენებელს.

ნატოს ლიდერები დემოკრატობას უქებენ თავიანთ ლაქია საქართველოს ხელისუფლებად წოდებულ ხროვას, სადაც სიცრუის ნიღაბაფარებული საშინელი ტერორი მძვინვარებს. ამ უმუშევრობის სამთავროში საპროტესტო ამოკნავლება ყოველგვარი საარსებო საშუალების მოსპობად ფასობს. უსამართლობა დაძრწის სამართლიანობის ნიღბით და სიცრუის ლაქლაქით. თუ ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ გაიბრძოლე, ისეთ სისულელეს დაგაბრალებენ, ამათ მაგიერ შეგრცხვება. ქართველი ხალხის მადლიერების გრძნობითაა აღვსილი ბიძინა ვანიშვილის საარაკო, უანგარო და უპიარო ქველმოქმედება. მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ რაც ხალხის საშველად უზარმაზარი დახმარების შესახებ გავიგე, როგორ შეიძლება, მის მიმართ სიმპათიები არ გამიჩნდეს. «ნაციონალებისთვისაც» მოუხმარებია უზარმაზარი თანხა, სანამ ეგონა, რომ ქვეყნის სასიკეთოდ ირჯებოდნენ. დარწმუნდა, რანიც არიან და დადგა იქ, სადაც ერის ღირსეული მამულიშვილის ადგილია. ჰოდა, დაიწყეს მისი ისეთი შევიწროება, როგორიც შეუძლია დემოკრატიადაბრალებულ ძალადობას. უამრავი ცილისწამება «ნაციონალების» ყბიდან სიმართლედ იფქვება. თურმე ვიღაცას ნაკვეთი თუ რაღაც მისი მსგავსი წაართვა და ფული არ გადაუხადა. ადამიანმა უამრავი მილიონი გაიღო ხალხის დასახმარებლად და თურმე ვიღაცას ფული არ გადაუხადა.

თუ ბიძინა ივანიშვილმა ვინმე შეაქო ან ნდობა გამოუცხადა, მაშინვე იწყებენ მის ლანძღვას და თავიანთი მეთოდით კომპრომატების ჩხრეკას. ამას წინათ მოვისმინე, როგორი ღვარძლით მოიხსენიებდნენ თამაზ თამაზაშვილს. ეს რაინდული სულის ქართველი ვაჟკაცი დედოფლის წყაროს პოლიციის უფროსად მუშაობდა და მის საქმიანობას ქვეყნისა და ერის სიყვარული ამშვენებდა. იგი ისეთი ღირსეული ქართველია, რომელიც არასდროს არ აღმართავს ჯოხს თავისი ხალხის თავზე, რეზინის ტყვიებს არ დაუშენს მომიტინგეებს, გაზით არ მოწამლავს და უმოწყალო ცემით მოკლულებს შენობის სახურავზე არ აიტანს დანაშაულის კვალის დასაფარად. ტელევიზიით რომ მოვისმინე, რა ბრალდებებს უყენებდნენ, გამეღიმა, ის ისეთი ღირსეული ქართველი მამულიშვილია, სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავიდოდა, ამიტომაც უღრენენ ასე ენერგიულად.

რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ალექსანდრე ებრალიძემ დააწესა დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია მწერლებისა და ყველა საზოგადო მოღვაწისათვის; რისთვისაც მაშინვე დაიმსახურა ნაციონალთა რისხვა. მე ამ კონკურსში შევიტანე ჩემი ნაწარმოებები და კვლავ შევეჭიდე ჩვეულებრივ გაუსაძლის გაჭირვებას. უსაზღვროდ გამიხარდა, რომ მაცნობეს, პრემია დაიმსახურე და ბანკში შეგიძლია თანხა მიიღოო. აღარც კი მახსოვდა კონკურსში ჩემი მონაწილეობის შესახებ, ამ თანხამ კი ჟანგბადის ბალიშივით მომისწრო. თუმცა არც გაოცების გარეშე დავრჩენილვარ, რომ მითხრეს, ოცი პროცენტი სახელმწიფომ წაიღოო.

ახლა უკვე ღრმად მწამს, რომ უფალს არ დავვიწყებივართ _ იგი ისეთ მამულიშვილებს კვლავაც არ მოგვაკლებს, რომლებიც ქართველთა ბედის ბორბალს ერის ისტორიის კრიტიკულ მომენტში წაღმა დაატრიალებენ.

 გივი სომხიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here