Home რუბრიკები პოლიტიკა კახა კუკავა: ოპოზიციური ძალები, რომლებიც აშშ-ის საელჩოდან არ იმართებიან, ერთიან საარჩევნო ბლოკში...

კახა კუკავა: ოპოზიციური ძალები, რომლებიც აშშ-ის საელჩოდან არ იმართებიან, ერთიან საარჩევნო ბლოკში უნდა გაერთიანდნენ

611

«საქართველო და მსოფლიო» «სახალხო კრების» თავმჯდომარის _ ნონა გაფრინდაშვილის ინიციატივის თაობაზე, გაერთიანებულიყო «კრებაში» შემავალი ყველა პოლიტიკური სუბიექტი, «თავისუფალი საქართველოს» ლიდერს კახა კუკავას ესაუბრა.

_ ნონა გაფრინდაშვილმა «სახალხო კრებაში» შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნოდ გაერთიანებისკენ მოუწოდა. «დემოკრატიული მოძრაობის» ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, კონსულტაციები უკვე დაიწყო.

_ ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნებში ეროვნული ძალების მონაწილეობა უნდა მოხდეს. ეროვნული ძალების ერთ-ერთი წარმომადგენელია სწორედ «თავისუფალი საქართველო» და ჩვენს იდეოლოგიასთან ყველაზე ახლოს სწორედ ისაა, რასაც «სახალხო კრება» და «დემოკრატიული მოძრაობა» უჭერს მხარს. ჩვენ ვფიქრობთ და არ გამოვრიცხავთ იმ შესაძლებლობას, რომ შეიქმნას საარჩევნო ბლოკი. მასში შესაძლებელი იქნება სხვა სუბიექტების მონაწილეობა, როგორიც არიან: «ტრადიციონალისტთა კავშირი», «თეთრები», შესაძლოა, სხვა პოლიტიკურ ძალებსაც ვთხოვოთ ამ გაერთიანებაში მონაწილეობა. ოპოზიციური ძალები, რომლებიც ამერიკის საელჩოდან არ იმართებიან, არჩევნებზე ერთიანი საარჩევნო ბლოკის სახით უნდა ვიყოთ წარმოდგენილნი. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ქართველ ხალხსაც ჰქონდეს არჩევანის უფლება და არა მხოლოდ ამერიკის საელჩოს.

_ თქვენსა და ნინო ბურჯანაძის შესაძლო ალიანსთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა.

_ ასეთი იდეები ლოგიკურია. ამაზე ბევრი საუბრობს მარტო იმ მიზეზის გამო, რომ დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე, თუ არ ჩავთვლით პარტია «თავისუფალ საქართველოს» და ამ ფლანგს, რეალურად მხოლოდ პროამერიკული ძალები მოღვაწეობენ, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 80% არის აბოლუტურად ანტაგონისტურად განწყობილი ამერიკელი კოლონიზატორების მიმართ და ლოგიკურია, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც გამოხატავს ქართველი ერის და არა ამერიკის საელჩოს ინტერესებს. ჩვენ, პარტია «თავისუფალ საქართველოს», არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვეტილი გვაქვს. რაც შეეხება ქალბატონ ნინოს, «სახალხო კრებას,» ისინი ძალიან ახლოს არიან ამ გადაწყვეტილებასთან და დარწმუნებული ვარ, ზაფხულის ბოლომდე ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

_ ერთიან ოპოზიციურ ფრონტზე ალაპარაკდნენ «ქართული დასის» ლიდერი ჯონდი ბაღათურია  და «ქართული ოცნების» წევრი ეკა ბესელია. ბაღათურია ერთობაში არც ივანიშვილის კოალიციას და არც «სახალხო კრებას» არ გამორიცხავს. ბესელიას კი საქართველო ქართული ერთობის გარეშე ვერ წარმოუდგენია. რამდენად რეალურია დღეს ოპოზიციის ერთიან ფრონტზე საუბარი, როდესაც არც «ქართულ ოცნებას» და არც «სახალხო კრებას» შესაძლო გაერთიანებაზე განცხადებები არ გაუკეთებია?

_ ერთიანი ეროვნული ფრონტის შექმნა იქნებოდა ყველაზე უფრო სწორი ნაბიჯი, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, კატეგორიული მოწინააღმდეგეები გამოვიდნენ რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელები და სამწუხარო კიდევ ისაა, რომ მოახერხეს ამაში დაერწმუნებიათ ბიძინა ივანიშვილიც. ამიტომაც დღესდღეობით რესპუბლიკელებისა და ივანიშვილის პოზიციის გამო ეს ერთიანობა ვერ იქმნება. თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებამდე ბატონმა ბიძინამ შეიცვალოს პოზიცია, მოიშოროს რესპუბლიკური გარემოცვა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვიქნებით მასთან თანამშრომლობისთვის.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here