Home რუბრიკები საზოგადოება გახსნილია სააკაშვილის საიდუმლო სკრიპტოგრამა!

გახსნილია სააკაშვილის საიდუმლო სკრიპტოგრამა!

675


ერთი თვეც არ გასულა მას შემდეგ, როცა „საქართველო და მსოფლიო“ პრეზიდენტ სააკაშვილის ოფიციალურ ვებგვერზე მისი გვარის დამახინჯების შესახებ წერდა. მისივე ადმინისტრაციის თანამშრომლებმა იგი „სააკაკაშვილად“ მონათლეს. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ხუთ საათზე მეტი დასჭირდათ მაღალანაზღაურებად მოხელეებს, რომ ეს შეცდომა გაესწორებინათ. დღეს რუბრიკით „სიახლეები“ ქვეყნდება ინფორმაცია „მიხეილ სააკაშვილისა და კშიშტოფ ლისეკის ერთობლივი განცხადებები, კშიშტოფ ლისეკის დაჯილდოების ცერემონიალზე“. ქართული ენა რომ არ იციან, ამაზე ნუღარ შევჩერდებით, მაგრამ რა ვუყოთ ტექსტს, რომელიც ლათინურენოვანი სკრიპტებითაა სავსე?<p><strong>მიხეილ სააკაშვილი</strong></p> <p>მინდა მივესალმო ჩემ მეგობარს, საქართველოს მეგობარს და ევროპარლამენტის ძალიან მნიშვნელოვან წევრს პოლონეთიდან კშიშტოფ ლისეკს.</p> <p>უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, &nbsp;ნამდვილად ისტორიულია თავისი შინაარსით.

გაიგეთ რამე, მკითხველო? ვერც ჩვენ!

ბატონო პრეზიდენტო! თუ საიდუმლოდ გინდოდათ შეგენახათ, რაზე ისაუბრეთ ლისეკთან, სულ ნუ გამოაქვეყნებდით ამ ინფორმაციას, თუ არადა, წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით ნახევარი მსოფლიოს დაჯილდოებას ის გერჩივნათ, თქვენი ოფიციალური ვებგვერდისთვის მცოდნე კადრები დაგეჯილდოებინათ „პრეზიდენტის ჟოლოს ორდენით“. თუმცა, ეს პრობლემა მარტო ვებგვერდზე რომ გქონდეთ, რა გვიჭირს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here