Home რუბრიკები საზოგადოება რვაწლიანი ჭირის სამი კატეგორია

რვაწლიანი ჭირის სამი კატეგორია

650


თუ გავითვალისწინებთ «ნაციონალთა» საკმაოდ მასშტაბურ, მაგრამ არც თუ მაღალინტელექტუალურ წიაღსვლებს მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ეს რვა წელიწადი სამ (საკმაოდ მარტივ) ძირითად კატეგორიად შეიძლება დავყოთ იმ პროგრამების ფონზე, რომლებითაც ისინი მოქმედებდნენ არა მხოლოდ ხელისუფლებაში «გაჯეჯილების» რვა წლის განმავლობაში, არამედ «ოპოზიციაში» ყოფნის პერიოდიდანაც. პირველი კატეგორია იყო მარტივი; მეორე კატეგორია _ რთული; მესამე კატეგორია არის ურთულესი;

პირველი და მარტივი. მაშ, ასე: «ნაციონალთა» (მანამდე კი, ეთნიკური სომხებით უხვად გაჯერებულ, «მოქკავშირის») მიზანდასახული ბრძოლა ყოველგვარი ქართული და მართლმადიდებლური ფენომენის წინააღმდეგ დაიწყო ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის ჟამს, როცა ამ მართლაც მანქურთებმა პირადობის მოწმობებიდან ამოგვიღეს მამის სახელისა და ეროვნების მიმანიშნებელი გრაფა, მართლმადიდებლურ ეკლესიას კი გამოუცხადეს დაუნდობელი ბრძოლა.

ეს იყო ქართული ფენომენის, რელიგიისა და სულიერების წინააღმდეგ სომეხი ჟვანიასა და სომეხი სააკაშვილის პირველი შემოტევა, რაც საკმაოდ მარტივი სქემა იყო და არც ის არის გასაკვირი, რომ ქართველთა დიდი ნაწილი მაშინ ვერ ჩასწვდა სომეხთა ამ მზაკვრული ჩანაფიქრის არსს. ამდენად, ეს გეგმა შეიძლება იმ მარტივ ამოცანად ჩავთვალოთ, რომელიც სომხებმა: ჟვანიამ და სააკაშვილმა ყოველგვარი გართულების გარეშე მოახვიეს თავს ედუარდ შევარდნაძის «მოქკავშირის» მიერ აღტკინებულ და გამოთაყვანებულ საქართველოს მოსახლეობის ნაწილს.მეორე და რთული. მამის სახელისა და ეროვნების გრაფის გაუქმებით, თავიანთ არაქართულ ბედს შერიგებული ქართველი ერი იმ «პლასტელინად» უნდა ქცეულიყო სააკაშვილისა და მისი სომხური ბანდის ხელში, რომელთაც ქართული ტრადიციის გათახსირება და ლიკვიდაცია დიდად აღარ შეაწუხებდა. საამისოდ საჭირო იყო ჰომოსექსუალიზმისა და ლესბოსელობის პროპაგანდა მათი საკუთარი ტელეარხების («რუსთავი 2», «იმედი», საზოგადოებრივი მაუწყებელი) მეშვეობით, რაც დღესაც წარმატებით ხორციელდება. მილიონები მოხმარდა საქართველოში ევროპასა და ამერიკაში დიდი ხნის წინათ «ჩამოწერილი» მომღერლების ჩამოყვანას და იაფფასიანი შოუების მოწყობას, რათა ქართველი ახალგაზრდები მოეწყვიტათ თავიანთი ისტორიული ფესვებიდან და მათ მსგავს «მანქურთებად» ექციათ ისინი, რასაც, სამწუხაროდ, ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც. ამავე დროს, «ნაციონალებმა» ფეხქვეშ მოიქციეს ის სახელმწიფო წარმომადგენლობითი სამართალდამცავი ორგანოები და მასმედიის საშუალებები, სადაც რიგით ქართველებს შეეძლოთ, დაემტკიცებინათ თავიანთი სიმართლე და კონსტიტუციური უფლებები. გადაიტანეს რა საზოგადოების ყურადღება სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე, სააკაშვილი და მისი თანამზრახველები ახდენდნენ საერთო-სახალხო დოვლათის აღვირახსნილ «პრიხვატიზაციას», ითვისებდნენ საბიუჯეტო სახსრებს უხარისხო საფარიანი გზების დაგებით, შადრევნებისა და უფუნქციო ძეგლების აღმართვით, სხვადასხვა უაზრო ხარჯების გაწევით და, რაც მთავარია, შექმნეს ქანცგამცლელი მონოპოლიური სისტემები (თუნდაც საწვავ-ენერგეტიკულ სფეროში, რომელსაც სრულად აკონტროლებენ სააკაშვილის ოჯახის წევრები), რომლითაც მდიდრდებიან თავად და კიდევ უფრო აღატაკებენ საქართველოს ისედაც გაღატაკებულ მოსახლეობას.

მესამე და ურთულესი. დასავლეთ საქართველოში დედაქალაქის გადატანა და აღმოსავლეთ საქართველოს «დიდი სომხეთის» ნაწილად ქცევა, რაც საკმარისად «მორიდებით» დაიწყო, მაგრამ უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის და სააკაშვილი საწადელს მიაღწევს კიდეც, თუ ამას ქართულმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა არ გაუწია! ამ სიმუხთლის «ქართულ ბედნიერებად» წარმოჩენის მიზნით, სააკაშვილმა უკვე დაიწყო ქუთაისში შადრევნის აშენება, რაც მოწამლულთაფლიანი «ბუტერბროდი» უფროა, ვიდრე საქართველოს სასიკეთოდ გატარებული ღონისძიება. როგორც მგელი ვერ მოიშლის მგლობას, ისე სააკაშვილი ვერ დააღწევს თავს სომხობას, მითუმეტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტად მისი შემოთესლების სომხურ-ამერიკული გეგმა სწორედ საქართველოს დაკნინებას და «დიდი სომხეთის» აღორძინებას გულისხმობს, რაშიც, როგორც ცნობილია, ამერიკელმა სომხებმა დიდძალი თანხა გადაუხადეს შევარდნაძეს. სხვა ვარიანტი გამორიცხულია, რადგან ქართველი ხალხი, დიდი ხანია, დარწმუნდა, რომ «ვარდების რევოლუცია» იყო არა ნამდვილი რევოლუცია, არამედ ბინძური გარიგება ედუარდ შევარდნაძეს, რევოლუციურ სამეულს (ჟვანია, ბურჯანაძე, სააკაშვილი) და მთელი ამ ფარსის დამფინანსებელ მილიონერ სომხებს შორის.

ამრიგად, «ნაციონალთა» და მათი თავკაცის _ მიხეილ სააკაშვილის 8-წლიანი მოღვაწეობა საქართველოში შემიძლია შევაფასო როგორც გლობალური შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც, ჩვენდა საბედნიეროდ, ილუზორულიც და აუსრულებელიც შეიქნა არა მხოლოდ სააკაშვილის ბანდის, არამედ შაუმიანის, ხანჯიანისა და საქართველოს დაშლა-განადგურების მსურველი სხვა არაკაცებისათვის.

მომიტევოს ყველამ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის «წარმატება-წარუმატებლობაზე» სხვა ყოველნაირი მაღალინტელექტუალური განსჯა წყლის ნაყვა და სისულელეა, რადგან, რაც უფრო ამაღლებული, რთული და საზოგადოებისათვის გაუგებარი ფრაზებით შევაფასებთ ამ სომეხ ჩარჩთა «მოღვაწეობას», მით უფრო დავშორდებით ჭეშმარიტებას!

უკვე მიღრძუებული, მაგრამ მაინც საქართველოს გულ-ღვიძლში ხელმოფათურე ედუარდ შევარდნაძის (რომელმაც 1965 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნისთანავე, ამ უმნიშვნელოვანესი უწყების აპარატიდან გააძევა ყველა ეთნიკური ქართველი ჩინოვნიკი და ეს მნიშვნელოვანი ორგანო გაავსო სომხებით, ასევე სომეხი მარლენ ულუხანოვის ხელმძღვანელობით) მიერ ამ სომხური ტრიუმვირატის საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოყვანა წინასწარ იყო დაფინანსებული ამერიკაში მცხოვრები სომეხი მილიარდერის _ კერკ კირკორიანის მიერ, რაც უკვე თავისთავად გულისხმობდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების შებღალვას, მათ გაძევებას ისტორიული საცხოვრისიდან და აღმოსავლეთ საქართველოს «დიდი სომხეთის» ეთნიკურ ნაწილად ქცევას.

სამწუხარო და თავშისაცემი მხოლოდ ის არის, რომ ამ პროცესებს ხელს უწყობდნენ და დღესაც ეხმარებიან ჭეშმარიტად ეთნიკური ქართველები: ხერხეულიძეები, წიკლაურები, ოჩიაურები, ცისკარიშვილები, თორთლაძეები, დავითაიები, ბალავაძეები და სომეხთა ხელში ტიკინებად ქცეული ის ორფეხა ინდაურები, რომლებიც დღესაც კი ქართველ პარლამენტარებად იწოდებიან!

რაც შეეხება სააკაშვილს, მას გასაქცევი არსად აქვს, რადგან ქართველი ხალხის რისხვა მის ჯანმრთელობას ბევრად ნაკლებ ზიანს მიაყენებს, ვიდრე იმ სომეხი შემკვეთებისა, ვინც მას და მის «სულიერ მოძღვარ» შევარდნაძეს დიდძალი თანხა გადაუხადეს საქართველოს დაშლა-დანაწევრებისათვის.

აი, აქ კი ნამდვილად ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში სააკაშვილსაც და მის შემკვეთებსაც!

როლანდ ჯალაღანია,

«ფაზისის» აკადემიის ნამდვილი წევრი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here