Home რუბრიკები ისტორია გროვერ ფერი 37 წლის გამოცანა

გროვერ ფერი 37 წლის გამოცანა

1206


ანტისტალინური უნამუსობა თავი 2.

55 წლის წინათ,1956 წლის 25 თებერვალს საბჭოთაკავშირის კომპარტიის XX ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვიწარსდგა ე.წ. დახურული მოხსენებით, რომელიცლონდონის «ტელეგრაფმა» შეაფასა როგორც «XXსაუკუნის ყველაზე გავლენიანი სიტყვა», ხოლო იმავედღეს «ნიუ იორკ ტაიმსში» უილიამ ტაუბმანმა(პულიტცერის პრემია მიენიჭა ხრუშჩოვისბიოგრაფიისათვის) გამოაქვეყნა წერილი, რომელშიცკომპარტიის ცეკას პირველი მდივნის გამოსვლამოვლენათა კალენდარში შესატან გმირობად მიიჩნია.

მოსალოდნელი იყო ასეთი რეაქცია.

მაგრამ გროვერ ფერმა, ამერიკელმა მეცნიერმა, ვისი წიგნის ადაპტირებული თარგმანისბეჭდვას დღეს იწყებს «საქართველო და მსოფლიო», აღმოაჩინა, რომ «დახურულიმოხსენების» არც ერთი «მხილება» სინამდვილეს არ შეეფერება.

გაირკვა, რომ XX საუკუნის «ყველაზე გავლენიანი სიტყვა» ყალთაბანდობის ნაყოფია.

გროვერ ფერი კატეგორიულად აცხადებს, რომ ხსენებული მოხსენების «მხილებანი» «ყველა, როგორც ერთი, ცრუა… ხრუშჩოვს სიმართლის ნატამალიც არ უთქვამს…» ე.წ. დახურული მოხსენების მთავარ თემად სტალინის დანაშაულობათა «მხილებას» მიიჩნევენ. სინამდვილეში კი, _ აღნიშნავს ავტორი ხრუშჩოვი ლაპარაკობს სტალინის პიროვნების კულტზე, რაც სულაც არ არის მისი «გაბედულების» და «გმირობის» შედეგი. ეს საკითხი განიხილეს უფრო ადრე _ ცეკას პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელიცსტალინის გარდაცვალებისთანავე, 1953 წლის მარტში გაიმართა.ხრუშჩოვის მოხსენების კონცეფცია ყალბია: «პიროვნების კულტი», რომელსაც თითქოს ამკვიდრებდა სტალინი, ქმნიდა «დანაშაულის ჩადენის პირობებს», რაც «სრულიდაუსჯელობის ატმოსფეროში» რეალიზდებოდა კიდეც. «სინამდვილეში, _ წერს ავტორი, სტალინს არათუ არ ჩაუდენია დანაშაულობანი, რომელთაც მას მიაწერენ, არამედსაერთო არაფერი ჰქონია მისი პიროვნების კულტის დანერგვასთან. პირიქით, დღესარსებული უამრავი ფაქტით აშკარავდება, რომ სტალინი მძაფრად გამოდიოდა საკუთარიპიროვნების საზიზღარი განდიდების წინააღმდეგ».

«ფეხქვეშ გათელილი» კოლეგიალობის შედეგები

თავისი მოხსენების რამდენიმე ფრაგმენტში ხრუშჩოვი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სტალინი უარყოფდა კოლექტიურ ხელმძღვანელობას. იგი «უხეშად ზემოქმედებდა ყველაფერზე, რაც არა მარტო ეწინააღმდეგებოდა მას, არამედ, მისი ჭირვეული ხასიათიდან და დესპოტურობიდან გამომდინარე, ეჩვენებოდა, რომ ეწინააღმდეგებოდა მის დებულებებს».

ნიკიტას ბრალდებები ფრიად ზოგადი ხასიათისაა, მათი გაბათილება სტალინთან მომუშავეთა ასეთივე ზოგადი ხასიათის მოსაზრებებით შეიძლება, შეხედულებებით იმ ადამიანებისა, რომლებიც სტალინთან გაცილებით უფრო ახლო თანამშრომლობდნენ, ვიდრე ოდესმე მოუხერხებია ხრუშჩოვს.

მარშალმა გიორგი ჟუკოვმა, რომელიც მთელი ომის განმავლობაში სტალინის გვერდით იყო, კარგად შეისწავლა ხელმძღვანელობის მისეული მეთოდები და ზუსტად გადმოგვცა თავის მოგონებებში. «დახურული მოხსენების» შეფასებისას იგი არაორაზროვნად მიუთითებს, რომ ხრუშჩოვის განცხადებები სხვების მოსაზრებათა და კოლეგიალობის მეთოდის მიუღებლობის შესახებ სრული სიცრუეა. თითქმის იმავეს ამოვიკითხავთ გენერალ სერგეი შტემენკოს მემუარებში.

სსრ კავშირის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, ივან ბენედიქტოვის თქმით, რომელსაც (მცირე წყვეტილობით) ეს თანამდებობა ორი ათეული წლის განმავლობაში ეკავა, პოლიტბიუროს ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ კოლეგიურად იღებდნენ. იმავეს ადასტურებს თავის მონათხრობში დიმიტრი შეპილოვი. ხრუშჩოვიც კი, საკუთარი განცხადებების საპირისპიროდ, თავის მოგონებებში წერდა სტალინის ერთ დამახასიათებელ თვისებაზე, კერძოდ, მას შეეძლო შეეცვალა აზრი იმ შემთხვევაში, თუ მავანი არ დაეთანხმებოდა, მაგრამ თავის პოზიციას არგუმენტირებულად დაასაბუთებდა.

ანასტას მიქოიანი გულწრფელად მხარს უჭერდა ხრუშჩოვს და სტალინისადმი მტრულად იყო განწყობილი. ამასთან, ანასტას ივანოვიჩი უკმაყოფილო იყო იმით, რომ დემოკრატიზმისა და კოლექტიურობის პრინციპები ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის დროს მიუღწეველ იდეალად რჩებოდა: ამ პრინციპებს ნიკიტა ხრუშჩოვმა ძალიან მალე უღალტა, რაც 1964 წლის ოქტომბრის პლენუმზე თანამდებობიდან მისი გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

სტალინი «მორალურად და ფიზიკურად ანადგურებდა» მათ, ვინც არ ეთანხმებოდა

ხრუშჩოვი: «იგი (სტალინი) არ მოქმედებდა დარწმუნების, განმარტების, ადამიანებთან რუდუნებითი მუშაობის გზით, არამედ თავს ახვევდა თავის დებულებებს… ის, ვინც ეწინააღმდეგებოდა ან ცდილობდა, დაემტკიცებინა თავისი სიმართლე, განწირული იყო ხელმძღვანელი კოლექტივიდან გასარიცხად, შემდგომ _ მორალური და ფიზიკური განადგურებისთვის».

მთელი სიცოცხლის მანძილზე სტალინს არ ჰქონდა თუნდაც ერთი შემთხვევა, რომ ვინმე «გაერიცხათ ხელმძღვანელი კოლექტივიდან» მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეთანხმებოდა სტალინის აზრს. ნიშანდობლივია, რომ ხრუშჩოვის მოხსენებაში არ არის დასახელებული არც ერთი ასეთი კონკრეტული მაგალითი.

ღირს იმის გახსენება, რომ სტალინი იყო საკ კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, ცენტრალურ კომიტეტსა და პოლიტბიუროში ჰქონდა მხოლოდ ერთი ხმა. ცენტრალურ კომიტეტს შეეძლო მისი გათავისუფლება. სტალინი თვითონაც ოთხჯერ შეეცადა წასულიყო გენერალური მდივნობიდან, მაგრამ მისი თხოვნა ოთხჯერვე არ დააკმაყოფილეს. ამ ხასიათის უკანასკნელი თხოვნით სტალინმა პარტიის XIX ყრილობას 1952 წლის ოქტომბერში მიმართა. ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.

ხრუშჩოვსა და სხვებს არა მხოლოდ შეეძლოთ შეწინააღმდეგებოდნენ სტალინს, არამედ არცთუ იშვიათად წასულან მისი მოსაზრების წინააღმდეგ. მაგალითად, ასე იყო, ხრუშჩოვმა და მიქოიანმა 1953 წლის თებერვალში მხარი რომ არ დაუჭირეს სტალინის მცდელობას, შემოეღოთ ახალი გადასახადი გლეხებისთვის. ამის გამო არავინ დაუსჯიათ არც მორალურად, არც ფიზიკურად და ხელმძღვანელობიდან არავინ დაუთხოვიათ.

სტალინს არ გაუკეთებია, სამაგიეროდ ნიკიტამ 1953 წლის 26 ივნისს ცრუ ბრალდებების მოშველიებით მოულოდნელად დააპატიმრებინა ლავრენტი ბერია და ექვსი მისი თანამებრძოლი: ვსევოლოდ მერკულოვი, ვლადიმირ დეკანოზოვი, ბაღჩო (ბოგდან) ქობულოვი, სერგო გოგლიძე, პაველ მეშიკი, ლევ ვლოძიმარსკი. ყველანი დახვრიტეს. სტალინს არასოდეს ჩაუდენია მსგავსი რამ.

ბერია არ იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც ხრუშჩოვმა პარტიული ხელმძღვანელობიდან მოიცილა აზრთა სხვადასხვაობის გამო. 1957 წლის ივლისში მან მოიწვია ცეკას პლენუმი და მიაღწია, რომ მალენკოვი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი და შეპილოვი გააძევებინათ იმიტომ, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ მის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას. ხრუშჩოვს და მის ყველა მხარდამჭერს სჭირდებოდა გამართლება ან ახსნა, თუ რატომ წინ არ აღუდგნენ სტალინს და ყველა მის «დანაშაულობას» და რატომ დარჩნენ მასთან ერთად პარტიის ხელმძღვანელობაში. რჩება შთაბეჭდილება, რომ «განადგურების» შიში მათ ალიბად გადაიქცა. ხრუშჩოვს არაერთგზის გაუმეორებია, რომ, თუ «ისინი» შეეცდებოდნენ «პარტიაში ლენინის ნორმების აღდგენას» ან შეთავაზებდნენ სტალინს გადამდგარიყო, «ჩვენგან სველი ადგილიც არ დარჩებოდა».

კომუნისტური მოძრაობის ზოგიერთმა ლიდერმა ზუსტად შენიშნა, რამდენად უღირსია ამგვარი თავისმართლება: «როცა საბჭოთა ლიდერი ანასტას მიქოიანი საბჭოთა დელეგაციის მეთაურად ესწრებოდა ჩინეთის კომპარტიის VIII ყრილობას 1956 წელს, პენ (დეჰუეი) პირისპირ შეეკითხა მას, რატომ მხოლოდ ახლა დაგმო საბჭოთა პარტიამ სტალინი, მიქოიანმა, ვარაუდობენ, ასე უპასუხა: «იმ დროს ჩვენ ვერ ვბედავდით ჩვენი აზრის გამოთქმას. ასეთნაირად მოქცევა ნიშნავდა სიკვდილს». პენ (დეჰუეი) არ დაეთანხმა და უთხრა: «ის რანაირი კომუნისტია, ვისაც სიკვდილის ეშინია?!»

მასობრივი რეპრესიების პრაქტიკა მთლიანობაში

ხრუშჩოვი აღნიშნავდა, რომ მძაფრი იდეური ბრძოლის დროსაც კი ტროცკისტები ზინოვიელების, ბუხარინელების და სხვათა წინააღმდეგ არ გამოიყენებდნენ უკიდურეს რეპრესიულ ზომებს. ბრძოლა იდეურ საფუძველზე მიმდინარეობდა. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ქვეყანაში სოციალიზმი უკვე აშენებული იყო, როცა პარტიის იდეური მოწინააღმდეგენი დიდი ხნის განადგურებულები იყვნენ, მათ წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. ამასთან, «იმ პატიოსანი კომუნისტების წინააღმდეგ რომლებიც აქტიურად ებრძოდნენ ტროცკისტებს და მემარჯვენეებს, პარტიის ლენინური კურსის დასაცავად».

(ამ ციკლის მომდევნო პუბლიკაციებში მკითხველებს მივაწვდით დოკუმენტურ, მათ შორის, სტატისტიკურ მასალებს 30-იანი წლების რეპრესიების შესახებ, რომლებიც გამოქვეყნებულია წიგნში «რისთვის აპატიმრებენ სტალინის დროს» და სხვა ნაშრომებში).

ხრუშჩოვის მოხსენებაში არაფერი ისე საზიზღრად არ ჩანს, როგორც სტალინისთვის მასობრივი და უსაფუძვლო რეპრესიებისადმი წაქეზების დაბრალება.

ამ დროს სწორედ ხრუშჩოვს ეკისრება პირადი პასუხისმგებლობა მასობრივი რეპრესიების გამო. შესაძლოა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე სხვა ვინმეს ნიკოლაი ეჟოვის გამოკლებით, რომელიც შინსახკომს ხელმძღვანელობდა შუა 1936 წლიდან 1938 წლის ბოლომდე და რომელიც ამ წრის ადამიანებს შორის ყველაზე უფრო პირსისხლიანი იყო. სტალინისა და ცენტრალური პარტიული ხელმძღვანელობისგან განსხვავებით (ვის წინაშეც ყველა პირველი მდივანი ანგარიშვალდებული იყო), ხრუშჩოვმა, ისევე, სხვათა შორის, როგორც ეჟოვმა, პირადად იცოდა, რომ მისი მონაწილეობით რეპრესირებულთა უდიდესი რაოდენობა, შეიძლება, უმრავლესობაც კი, უდანაშაულო იყო, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მათი ბედი გულმოდგინე შესწავლის გარეშე წყდებოდა.

კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის 1956 წლის 1 თებერვლის სდომაზე, ანუ «დახურულ მოხსენებამდე» 24 დღით ადრე ხრუშჩოვი ეჟოვის, ასევე, მისი წინამორბედის, გენრიხ გრიგოლის ძე (ენოხ გერშენის ძე) იაგოდას დასაცავად გამოვიდა. ასეთი თავგამოდება ძნელად ასახსნელი რჩება მხოლოდ მანამდე, სანამ არ გავითვალისწინებთ ხრუშჩოვის პირად აზრს, რომ არავითარი შეთქმულება საერთოდ არ არსებობდა და, მაშასადამე, ყველა, ვინც რეპრესირებული იყო, უდანაშაულო მსხვერპლად უნდა ჩაითვალოს. ამ პოზიციაზე ხრუშჩოვი XX ყრილობის შემდეგ კარგახანს რჩებოდა. «დახურულ მოხსენებაში» იგი აცხადებდა, რომ ეჟოვის რეპრესიების გამო პასუხისმგებლობა სტალინს უნდა დაეკისროს. მაგრამ, ჯერ ერთი, ხრუშჩოვს თავად აქვს ხელები სისხლით გასვრილი, მეორე, ყველა წყაროთი, რომლებიც დღეს ხელმისაწვდომია, აშკარად მტკიცდება, რომ ფართომასშტაბიანი უკანონო რეპრესიების გამო პასუხისმგებლობა სტალინის კი არა, მთლიანად ეჟოვის სინდისზეა.

დღეებისა და თვეების განმავლობაში, როცა მიმდინარეობდა გამოძიება, რომელმაც დაადასტურა ეჟოვის უეჭველი ბრალეულობა, ხრუშჩოვი ჯერ საკ კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი და შემდეგ პოლიტბიუროს წევრი იყო. პოლიტბიუროს შემადგენლობაში მაშინ შედიოდნენ ანასტას მიქოიანიც, ვიაჩესლავ მოლოტოვიც, ლაზარ კაგანოვიჩიც და კლიმენტ ვოროშილოვიც, მაგრამ მხოლოდ ამით ვერ აიხსნება «დახურული მოხსენების» ძირითადი დებულებების მათ მიერ თუნდაც დროებითი მხარდაჭერა.

ამა თუ იმ რეპრესირებული პარტიული ხელმძღვანელების საქმეების ოფიციალური პროცედურების შესწავლის დასრულებამდე (არცთუ იშვიათად დაწყებამდეც კი), ხრუშჩოვმა ისინი აპრიორი უსაფუძვლო რეპრესიების მსხვერპლად გამოაცხადა. ეს რადიკალურად ეწინააღმდეგება დღეს არსებულ მტკიცებულებებს, თუმცა იმ დოკუმენტების მხოლოდ უმცირესი ნაწილია საჯაროდ გამოტანილი, რომლებიც ამ პირთა საქმიანობას ეხება. ცენტრალური კომიტეტის მდივნის, პეტრე პოსპელოვის ხელმძღვანელობით მომზადებული მოხსენება, რომელსაც ხელს აწერდნენ, აგრეთვე, ავერკი არისტოვი, ცკ-ის მდივანი და ცკ-ის პრეზიდიუმის წევრი ნიკოლაი შვერნიკი, ცკ-ის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატი და სხვები, გათვალისწინებული იყო საგანგებოდ საიმისოდ, რომ შეეიარაღებინათ ხრუშჩოვი მისთვის აუცილებელი მასალებით და წინასწარ დადგენილი დასკვნის გასამართლებლად, რომ ხელმძღვანელი პარტიული მუშაკები უკანონოდ იყვნენ რეპრესირებულები. მაგრამ მოხსენების ყურადღების მიღმა დარჩა ჩვენებათა დიდი მოცულობის მნიშვნელოვანი მასივი, რომელიც არქივში ინახება და არავითარ დაეჭვებას არ იწვევს. ამასთან ერთად, მოხსენება იმგვარადაა შედგენილი, რომ მასში არ არის წარმოდგენილი იმ პირთა უდანაშაულობის მტკიცებულებანი, ვის წინააღმდეგაც განხორციელებული რეპრესიები თითქოს ყოველმხრივაა გაანალიზებული.

ყველა არსებული მტკიცებულება მიგვანიშნებს, რომ ნამდვილად არსებობდა მემარჯვენე-ტროცკისტული ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულებათა განტოტვილი ქსელი, რომელშიც ჩათრეული იყო მრავალი წამყვანი პარტიული ლიდერი, შინსახკომის ხელმძღვანელები იაგოდა და ეჟოვი, უმაღლესი სამხედრო ოფიცრობა და მრავალი სხვა. შექმნილი სიტუაციის შესახებ ინფორმაციას სტალინური მთავრობა არასოდეს მალავდა.

არაპირდაპირი სამხილების დიდი რაოდენობა მიგვანიშნებს მემარჯვენე ტროცკისტულ შეთქმულებაში თავად ხრუშჩოვის თანამონაწილეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ჰიპოთეზა ეფუძნება უამრავ მტკიცებულებას, იგი უფრო ფაქტის გააზრებისკენ გვიბიძგებს, ვიდრე საბოლოო დასკვნად შეიძლება გამოგვადგეს. მაგრამ ასეა თუ ისე, მისი გათვალისწინებით შეგვიძლია გავარკვიოთ ხრუშჩოვის სტალინის წინააღმდეგ გალაშქრების მიზეზები და ავხსნათ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ისტორიის ზოგიერთი თავისებურებანი.

ტერმინი «ხალხის მტერი»

ხრუშჩოვმა «დახურულ მოხსენებაში» სტალინს დააბრალა, რომ მან შემოიღო მცნება «ხალხის მტერი», რაც თავისთავად საჭიროს არ ხდიდა რაიმეს დამტკიცებას, გამორიცხავდა პოლემიკას, იდეურ ბრძოლას და ა. შ.

ხრუშჩოვი, რა თქმა უნდა, აქაც ტყუის: 1930-იანი წლების ლექსიკაში ეს მცნება სტალინს არ შემოუღია.

ტერმინი _ L’enemi du peuple _ ხალხის მტერი _ ფართოდ იყო გამოყენებული ჯერ კიდევ საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში. ეს ტერმინი, ეტყობა, პირველად პუბლიცისტმა ჟან-პოლ მარატმა გამოიყენა რევოლუციური ბიულეტენის L’Ami du Peuple («ხალხის მეგობარი») 1793 წლის პირველსავე ნომერში. «ხალხის მტერი» _ ასე ჰქვია იბსენის ფართოდ ცნობილ პიესას (1908 წელი). მაქსიმ გორკიმ ეს შესიტყვება გამოიყენა ხერსონელების ფიცში ნარკვევში «ხერსონეს ტავრიჩელი», რომელიც 1897 წელს გამოიცა.

1917 წლის ყველა რევოლუციონერი რუსეთის მოვლენებს საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციის პრიზმით უყურებდა, ამიტომაც ტერმინი «ხალხის მტერი» მათ შორის გავრცელებული და დამკვიდრებული იყო. ლენინი ამ ტერმინს აქტიურად იყენებდა 1905 წლის რევოლუციის წინ. სახკომსაბჭოს 1917 წლის 28 ნოემბრის დეკრეტით აიკრძალა კადეტების პარტია, როგორც «ხალხის მტრების» პარტია.

საბჭოთა კავშირის სახელისუფლო დოკუმენტში ეს ტერმინი დაფიქსირებულია ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1932 წლის 7 აგვისტოს დადგენილებაში, რომელიც «სამი თავთავის კანონის» სახელით გავრცელდა ხალხში. მაგრამ აქ ეს ტერმინი ეხება არა პარტიულ ოპოზიციონერებს, არამედ ქურდებს, რომლებსაც კანონი დევნის, მძარცველებს და ყველა ჯურის ყალთაბანდებს. კანონს ხელს აწერენ სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ კალინინი, სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე ვიაჩესლავ მოლოტოვი და ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი აბელ ენუქიძე. სტალინის ხელრთვა ამ დოკუმენტზე არ არის, რადგან იმ პერიოდში მას არ ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობა საბჭოთა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შტოებში.

1917 წლის დასაწყისიდან მცნება «ხალხის მტერი» სტალინის ნაშრომებში გამოყენებულია ათამდე შემთხვევაში. ეს ტერმინი ბევრჯერ და ხშირად იხმარა ხრუშჩოვმა «დახურულ მოხსენებამდე» 11 დღით ადრე სკკპ XX ყრილობისთვის წარდგენილ საანგარიშო მოხსენებაში.

ზინოვიევი, კამენევი, ტროცკისტები და სხვანი

ხრუშჩოვი: «თავის «ანდერძში» ლენინი გვაფრთხილებდა, რომ «ზინოვიევისა და კამენევის ოქტომბრის ეპიზოდი, რასაკვირველია, შემთხვევითი არ არის», მაგრამ ლენინი არ მოითხოვდა მათ დაპატიმრებას, მით უფრო _ დახვრეტას».

ხრუშჩოვი გულისხმობდა, რომ სწორედ სტალინმა უნდა აგოს პასუხი გრიგორი ზინოვიევისა (ოვსეი-გერშ არონის ძე როდომილსკი) და ლევ ბორისის ძე კამენევის (ნამდვილი გვარი _ როზენფელდი) დაუსაბუთებელი დახვრეტის გამო.

რაგინდ პარადოქსულად შეიძლება გეჩვენოთ, მაგრამ დღემდე არსად და არავის არ წარუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომ ზინოვიევისა და კამენევის აღიარებითი ჩვენებები არ იყო გულწრფელი. რუსეთის ხელისუფალნი ჯერჯერობით თავს იკავებენ გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან, მაგრამ არსებობს რიგი დოკუმენტებისა _ ზინოვიევის, კამენევისა და ბუხარინის დაკითხვების ოქმების სახით, სადაც ისინი, ჯერ კიდევ წინასწარი გამოძიების მსვლელობისას, ერთმანეთს მოღალატეობრივ საქმიანობაში ამხელენ, მათი ყველა აღიარება ერთმანეთს ადასტურებს და სრულად ეთანხმება პროცესებზე გაჟღერებულ ჩვენებებს.

ძნელი მისახვედრი არ არის: ხრუშჩოვს არ ჰქონდა მათი უცოდველობის არანაირი დადასტურება, თორემ აუცილებლად გამოაქვეყნებდა. მაშასადამე, ხრუშჩოვი მხოლოდ პირფერობდა, როცა ზინოვიევისა და კამენევის ხვედრის გამო ჭმუნავდა.

ცრუობდა ხრუშჩოვი, როცა ყალბი მწუხარებით აცხადებდა, რომ არავითარი საჭიროება არ იყო ტროცკისტების ფიზიკური განადგურების, რადგან ბევრმა მათგანმა გაწყვიტა კავშირი ტროცკიზმთან და ლენინურ პოზიციებზე გადმოვიდაო.

1937 წლის 3 მარტს პარტიის ცკ-ის თებერვალ-მარტის პლენუმზე სტალინმა მკაცრად გააკრიტიკა ტროცკისტები. მაგრამ არ მოუთხოვია მათ წინააღმდეგ დევნის გაძლიერება, თუმცა სიფხიზლის გაძლიერებისკენ კი მოუწოდა პარტიის ცკ-ის წევრებს. მან წამოაყენა წინადადება, დაეფუძნებინათ სპეციალური იდეოლოგიური კურსები ხელმძღვანელი პარტმუშაკებისთვის. ამრიგად, სტალინი მოუწოდებდა, რათა ტროცკიზმის პრობლემა განეხილათ, როგორც ბოლშევიკების პოლიტიკური შეგნების დაბალი დონის ერთ-ერთი შედეგი.

იმავე პლენუმზე თავის დასკვნით სიტყვაში 5 მარტს სტალინმა მკაცრად გაილაშქრა იმათი ხელაღებით დასჯის წინააღმდეგ, ვინც ოდესმე იხრებოდა ტროცკიზმისკენ და ამასთან ერთად დაბეჯითებით მოითხოვდა მკაცრად «ინდივიდუალურ, დიფერენცირებულ მიდგომას» აღნიშნულ საკითხში, ანუ სწორედ იმას, რასაც, «დახურულ მოხსენებას» თუ დავუჯერებთ, სტალინი არ აკეთებდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, XX ყრილობაზე ხრუშჩოვმა იგივე თვალსაზრისი გამოთქვა, რომელსაც თებერვალ-მარტის პლენუმზე (1937 წ.) მტკიცედ იცავდა სტალინი, მაგრამ ნიკიტამ მას სრულიად საწინააღმდეგო სიტყვები და განზრახვა მიაწერა. ხრუშჩოვისა და სტალინის სიტყვების მსგავსება იმდენად დიდია, რომ, ეტყობა, ხრუშჩოვმა, უბრალოდ, გადაწერა სტალინის სიტყვის შესაბამისი ნაწყვეტი.

კაცმა რომ თქვას, საუბარი განიარაღებულ ტროცკისტებზე, რომლებიც ალტერნატიული «სტალინური» თეორიის უწყინარი მომხრენი გახდნენ, სინამდვილეს არ შეეფერება.

ამჟამად გამოვლენილია მრავალი ფაქტი, რომლებითაც 1930-იანი წლების საბჭოთა პროპაგანდის მტკიცების სიმართლე დასტურდება, კერძოდ ის, რომ ტროცკი დაკავშირებული იყო ოპოზიციონერებთან საბჭოთა კავშირის შიგნით, მონაწილეობდა შეთქმულებაში, დაკავშირებული იყო გერმანიისა და იაპონიის სამხედრო წრეებთან, რომლებსაც სტალინური მთავრობის დამხობა ჰქონდათ განზრახული. დოკუმენტურად მტკიცდება ისიც, რომ ტროცკისტების საიდუმლო ჯგუფები პარტიის გარეთაც და მის რიგებშიც დაკავებულები იყვნენ საბოტაჟით და ჯაშუშობით საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ავრცელებდნენ ცრუ ბრალდებებს მათთვის არასასურველი პირების შესახებ.

ამ საკითხების გამოწვლილვითი ანალიზი, რომელიც დაეფუძნება ახლახან განსაიდუმლოებულ წყაროთა ბაზას, ელოდება მიუკერძოებელ მკვლევარებს.

სტალინის მიერ პარტიული ცხოვრების ნორმების ფეხქვეშ გათელვა

ხრუშჩოვი ცდილობდა, საქმე ისე წარმოედგინა, რომ პარტიის XVIII და XIX ყრილობებს შორის დიდი შესვენება დაკავშირებული იყო სტალინის მიერ პარტიული ცხოვრების ნორმების საგანგებოდ იგნორირებასთან და, რა თქმა უნდა, მთელი პასუხისმგებლობა მას დააკისრა.

უკვე ხელმისაწვდომი საბჭოთა საარქივო მასალებიდან აშკარავდება, რომ სტალინური ხელმძღვანელობა ყრილობის მოწვევას 1947 ან 1948 წელს გეგმავდა, მაგრამ პოლიტბიურომ უარყო ეს წინადადება დღემდე გასაიდუმლოებულ მოსაზრებათა საფუძველზე, მაგრამ პოლიტბიუროს წევრ ნიკიტა ხრუშჩოვს უეჭველად უნდა სცოდნოდა, რატომ «ვერ შეძლო» ან რატომ თქვა უარი ყრილობის დადგენილ ვადებში მოწვევაზე. აშკარაა ისიც, რომ ხრუშჩოვის მოხსენების ბევრმა მსმენელმა იცოდა ეს მიზეზი.

არანორმალურად გაგრძელებულ წყვეტილობაზე საუბრისას, ხრუშჩოვმა საგანგებოდ არ გაითვალისწინა დიდი სამამულო ომის წლები (1941-1945 წ.წ.) და ომი ფინეთთან (1939-1940 წ.წ.). მხოლოდ მშვიდობიან წლებს თუ ვიგულისხმებთ, პარტიის ყრილობის მოწვევა დროული იქნებოდა 1947, 1948 ან 1949 წელსაც კი, ანუ XVIII ყრილობიდან, რომელიც 1939 წელს გაიმართა, მესამე მშვიდობიანი წლის თავზე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხრუშჩოვმა კვლავ დაადასტურა თავისი უსინდისობა: ყრილობის ჩატარება დაგეგმილი იყო 1947 ან 1948 წელს, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ ჩატარებულა. ხრუშჩოვმა, სავარაუდოდ, იცოდა ამ გადაწყვეტილების გამო პოლიტბიუროს სხდომაზე გამართული განხილვის დეტალები, ასევე _ გადადების მიზეზები, მაგრამ არ გაამხილა. ამ და ყველა მომდევნო პლენუმების სტენოგრამები არ გამოქვეყნებულა არც ხრუშჩოვის, არც მის შემდეგ პერიოდში.

ნათქვამთან პირდაპირი კავშირი აქვს ხრუშჩოვის სხვა განცხადებას: «თითქმის არ ტარდებოდა ცენტრალური კომიტეტის პლენუმები. საკმარისია ითქვას, რომ დიდი სამამულო ომის წლებში არც ერთხელ არ მოწვეულა ცკ-ის პლენუმი. იყო მცდელობა, რომ 1941 წლის ოქტომბერში მოწვეულიყო პლენუმი, როცა მთელი ქვეყნიდან სპეციალურად გამოიძახეს ცეკას წევრები. ორ დღეს ისინი ელოდნენ პლენუმის გახსნას, მაგრამ არ ეღირსათ. სტალინმა არც კი მოისურვა შეხვედროდა ცენტრალური კომიტეტის წევრებს და ესაუბრა მათთან. ეს ფაქტი მეტყველებს, რამდენად იყო დემორალიზებული სტალინი ომის პირველი თვეების განმავლობაში და რამდენად ქედმაღლური და უპატივცემულო დამოკიდებულება ჰქონდა ცეკას წევრებისადმი».

შესაბამის მეცნიერულ გამოცემაში მოხსენების პუბლიკაციაზე დართულ შენიშვნებში ლაპარაკია, რომ ომის წლებში განზრახული იყო ორი პლენუმის მოწვევა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გაიმართა მხოლოდ ერთი. აშკარა და პრიმიტიული სიცრუის მიუხედავად, კრებულის მეცნიერმა რედაქტორებმა თავი აარიდეს სიმართლის დაფიქსირებას: ხრუშჩოვმა ტყუილი თქვა.

1941 წლის ოქტომბერში _ ომის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, როცა მტერი მოსკოვს იყო მომდგარი, ბევრი პარტიული ხელმძღვანელი ფრონტზე იმყოფებოდა, პლენუმი ვერ შედგებოდა. პლენუმი მოიწვიეს შედარებით მშვიდ ვითარებაში _ 1944 წლის 27 იანვარს. დაამტკიცეს ახალი საბჭოთა სახელმწიფო ჰიმნი, განიხილეს რიგი მეორეხარისხოვანი საკითხებისა. ამ პლენუმის გადაწყვეტილებები ცნობილი იყო პარტიის XX ყრილობის თითქმის ყველა დელეგატისათვის, მაგრამ ხრუშჩოვმა თავი ვერ შეიკავა, კიდევ ერთი ტყუილით რომ არ გაემდიდრებინა თავისი «მოხსენება»: ომის წლებში ცკ-ის არც ერთი პლენუმი არ გამართულაო (?!). ყრილობის ტრიბუნიდან გაჟღერებული ამ განცხადების სიცრუე აშკარა იყო ყველა დელეგატისათვის, ვინც დახურულ სხდომას ესწრებოდა.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here