Home რუბრიკები პოლიტიკა «სუვერენული დემოკრატია», ანუ Пут(ин)ь победы

«სუვერენული დემოკრატია», ანუ Пут(ин)ь победы

972


ერთი შეხედვით უცნაური ტერმინი «სუვერენული დემოკრატია» პირველად ვლადიმერ პუტინმა წარმოთქვა. რომ დავუკვირდი, თუ რა კონტექსტში, რისთვის და რატომ იხმარა ასეთი არაორდინალური სიტყვათა წყობა, მივხვდი, რომ თურმე უცნაური კი არა, ღრმა შინაარსია ჩადებული ამ ტერმინში.

საქმე ისაა, რომ ლიბერასტული დასავლეთის სამთავრობო წრეებმა თუ იმავე დასავლეთში მოქმედმა ე. წ. არასამთავრობო, ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა, აღშფოთებულებმა, ერთი ვაი-უშველებელი ატეხეს იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, არა და არ აუნთო მწვანე შუქი მოსკოვსა თუ სანკტპეტერბურგში, ჩვენებურად და მარტივად თუ ვიტყვით, მამათმავლებს და დასავლურად, ანუ «ცივილურად» ე. წ. სექსუალურ უმცირესობებს აღლუმების ჩატარებაზე. ან რას აუნთებდა მწვანე შუქს, როდესაც აღშფოთებულმა რიგითმა მოსკოველებმა წითელი მოედნის მისადგომებთან სულ თავ-პირი დაალეწეს გათავხედებულ «პიდორებს» და რომ არა მილიციის სპეცნაზის დროული ჩარევა, ეშმაკმა უწყის, რა დღეში ჩააგდებდნენ სოდომისტებს.

დასავლეთმაც ჩვეულებას არ უღალატა და, როგორც წესი, «გეგმიური» წიკვინი მორთო: არიქა, რუსეთი მამათმავლებს არადემოკრატიულად ექცევა და რამე ვიღონოთო. მაგრამ რუსეთის ლიდერმა აწიკვინებულებს მოკლედ მოუჭრა _ «у нас суверенная демократия»-ო! რაც მერე და მერე ასე «მოვთარგმნე» _ ყველა ერსა თუ სახელმწიფოს სრული უფლება აქვს, იმ დოზით მიიღოს ლიბერალობა, რის მონელებასაც შეძლებს, ანუ რაც არ დააზარალებს მის კულტურულ-ეროვნულ ტრადიციულ ღირებულებებს.და მართლაც, წარმოვიდგინოთ, რა «ბარდაკს» მივიღებთ, თუკი უარი ვთქვით ჩვენს ისტორიულ, მართლმადიდებლურ კულტურასა და მემკვიდრეობაზე და ბრმად «დავეწაფებით» სხვა ქვეყნებისთვის ჩვეული, აღვირახსნილი ლიბერალური დემოკრატიის სტანდარტებს, მაშინ, როდესაც «აჩრდილი დადის მსოფლიოში», აჩრდილი ლიბერასტული დემოკრატიისა, გნებავთ, აგრესიული გლობალიზაციისა! აჩრდილი «ფერადი რევოლუციებისა», რაც ჩაყლაპვას უქადის ყოველივე ეროვნულსა და ტრადიციულს.

გაიხსენეთ, ჯერ იყო და გასული საუკუნის 90-იანებში ნატომ, როდესაც ბელგრადის უმოწყალო დაბომბვა დაიწყო, უხერხემლო ელცინის რუსეთმა იმით «დაიცვა» მისი მრავალსაუკუნოვანი და ერთმორწმუნე მოკავშირე სერბები, რომ მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პროტესტის ნიშნად უკან, მოსკოვისკენ მოაბრუნა აშშ-ში მიმავალი საკუთარი თვითმფრინავი. სულ ეგ იყო, ჰოდა, შედეგმაც არ დააყოვნა _ პირველი «ფერადი რევოლუციაც» მარტივ მამრავლებად დაშლილი იუგოსლავიის გულში, ჩვენს ერთმორწმუნე, მართლმადიდებელ სერბეთში მოხდა (ცნობისათვის: მართლმადიდებელი საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელი ედუარდ შევარდნაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბელგრადის დაბომბვას მიესალმა). თუ რა სიკეთე მოუტანა სერბებს ამ ფერადმა რევოლუციამ, ყველამ ვნახეთ: დანაწევრებული ტერიტორიები, რომელთა მარიონეტულ ხელისუფლებასაც ჯერ საკუთარი ხელით დააჭერინეს ე. წ. სამხედრო დამნაშავენი (ე. წ. რადგანაც სერბების უმრავლესობისათვის მილოშევიჩიდან დაწყებული, ყველანი ეროვნული გმირები არიან), ხოლო შარშან ნატო-ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ბოლო ტესტი ჩააბარებინეს, როდესაც ბელგრადის ცენტრში ეუთოს დამკვირვებლებმა გეიაღლუმი ჩაიბარეს.

მიუხედავად ამისა, ეუთოს დამკვირვებლებმა ფრიადით მაინც არ შეაფასეს ეს აღლუმი, რადგანაც მოსახლეობის იდეურ-პოლიტიკური დონე დაიწუნეს. რომლებიც ხელში ჯვრებით აპროტესტებდნენ და უძლური მრისხანებით ადევნებდნენ თვალს ადგილობრივი პედერასტების «გაგულავებას» და რომ არა პოლიციის მძლავრი კორდონი, სერბ პედერასტებსაც ის მოუვიდოდათ, რაც მათ «კოლეგებს» მოუვიდათ მოსკოვსა თუ სანკტპეტერბურგში.

შემდეგი რევოლუცია უკვე მართლმადიდებელ საქართველოს დაგვატყდა თავს _ აქაც გაგლეჯილი, ტერიტორიებდაკარგული, სულში ჩაფურთხებული ქვეყანა, ღირსებააყრილი ქართველი კაცი. აქაც არა ერთი მცდელობა რუსთაველზე გეიპარადის ჩატარებისა. მაგრამ რა, რუსთაველზე თუ არა, მიშნაცების ტელევიზიებში ყოველდღე არ ვუყურებთ ცნობილი გეების, ლეზბიანკების ურცხვ მანჭვა-გრეხას და აგერ ახლა უკვე ოზონის ჭავლით უკანატანიდან გადაჭიმულებს?

ჩვენ შემდეგ ისევ მართლმადიდებლური (!!!) უკრაინის «ნარინჯისფერი რევოლუცია» მსგავსი ტენდენციებით და იმავეს არაერთი უშედეგო მცდელობა მართლმადიდებელ ბელარუსში!

ვითომ შემთხვევითია ამდენი დამთხვევა?

ახლა მავანი ნიშნს მომიგებს, ყირგიზეთიც მართლმადიდებელი ქვეყანააო?!

ჯერ ერთი ყირგიზეთში, ისევე როგორც საბჭოთა შუააზიის ქვეყნებში, რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა ფრიად მნიშვნელოვანია და არც რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციებია სუსტი. ეგეც არ იყოს, თუ მხოლოდ ისლამის კუთხით განვიხილავთ ბიშკეკის სისხლიან გადატრიალებას, მართლმადიდებლობასთან ერთად ისლამიც ის რელიგიაა, რომელიც უკომპრომისოდ ეწინააღმდეგება ეროვნულ-ტრადიციულობის დამანგრეველ ლიბერასტულ გლობალიზაციას! 

ეს რომ ასეა, ამას თუნდაც ირან-ამერიკის დაპირისპირებაც მოწმობს. თუ ამ კონფლიქტის ატომურ და ნავთობ-გაზის მნიშვნელოვან დეტალებს დროებით გვერდზე გადავდებთ, ხელში შეგვრჩება ერთადერთი თავი და თავი მიზეზი ამ და არა მხოლოდ ამ კონფლიქტისა.

ანუ ჭიჭიკო გოგოლის პერიფრაზით თუ ვიტყვით, ვიღაც გუშინ თუ გუშინწინ მოთრეული, ათასი ჯურის სექტანტების, კატორღელების, მეკობრეების შთამომავალი იანკები ასწავლიან რამდენიმე ათასწლოვანი კულტურის მემკვიდრე ერაყს, იმავე ბიბლიურ ბაბილონს, ამ შემთხვევაში კი სპარსეთის ირანს, თუ როგორ უნდა იცხოვროს!

მაგრამ, მგონი, კალამი გამექცა და წერილის მთავარ თემას დავუბრუნდეთ…

რა ხდება დღეს თანამედროვე რუსეთში? რა და ვიეტნამელების ტყვეობაში ყოფნისას «ჭიკჭიკით» სახელმოხვეჭილი ჯონ მაკკეინი და სხვა ოკეანისგაღმელი ხლისტების, მსოფლიო სიონისტების აზრით, დღეს მართლმადიდებელი რუსეთის ჯერი დადგა!

ისიც მოქმედებაზე გადავიდა, რასაც მოწმობს მოსკოვში გამართული უკანასკნელი საპროტესტო აქციები. სადაც, როგორც უკვე ღიად ითქვა, აშშ-დან დაფინანსებული და მართული ე. წ. ლიბერალური ოპოზიცია იმავე ლოზუნგებით გამოდის, როგორითაც თავის დროზე ჩვენთან გამოდიოდნენ «თავისუფლების ინსტიტუტში» გამოჩეკილი გველის წიწილები, რომლებიც დღეს გიგა ბოკერიას თამადობით ხელისუფლებაში წარმართავენ საქართველოს ნგრევა-გადაჯიშების კარდინალურ ხაზს!

მაგრამ, როგორც რუსები იტყვიან, «не на того напали», და «პაკლონნაია გორაზე» პირველად შედგა პუტინის რუსეთის მხარდამჭერი მიტინგი, რომელზეც 20 გრადუს ყინვაში 130 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. მართალია, მიშავიზიებმა ამ ხალხს ძალით მიყვანილი უწოდა, მაგრამ მაინც.

მიტინგის მთავარი ლოზუნგი იყო: «არა _ ნარინჯისფერ ჭირს და არა _ ოფშორულ ელიტებს!», რაც აშკარა მინიშნებაა უკრაინის რევოლუციაზე, რომელმაც ლამის საბოლოოდ გათიშა ორი მოძმე ერთმორწმუნე ერი.

აღარაფერს ვიტყვი ისტორიულ კიევის რუსეთზე…

ზემოთ არაერთხელ ვახსენე მართლმადიდებლობა და ახლაც, რომ არა რუსული ეკლესიის ფაქტორი, რომლის უშუალო სამწყსოც არის უკრაინა, ამ ქვეყანაში ნარინჯისფერთა ბატონობის პერიოდში იქნებ მოეხერხებინათ ორი მართლმადიდებელი ერის საშვილიშვილოდ გადამტერება ისე, როგორც ეს ჩვენმა ვარდოსნებმა მოახერხეს რუს-ქართველთ შორის.

რუსეთში მიმდინარე მოვლენები სხვა არაფერია, თუ არა გადამწყვეტი შეტევა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, როგორც მსოფლიო მართლმადიდებლობის უპირველეს და უძლიერეს ციტადელზე, რაც, თავის მხრივ, ერთი ერთში ჯდება ჯერ კიდევ ალენ დალესისა და ახლა მისი მოწაფის, ზბიგნევ ბჟეზინსკის მიერ მოდერნიზებულ დოქტრინაში, რაც მართლმადიდებლობის განადგურებას თუ ვერა, მის უკიდურესად დასუსტებას გულისხმობს.

თუმცა ის, რომ ამ ბრძოლაში რუსეთის ეკლესია და ახლანდელიც და მომავალი ხელისუფლებაც ერთსისხლ და ერთხორც იქნებიან, დიდ იმედებს იძლევა, რომ მსოფლიო მასონთა მცდელობა კრახით დამთავრდება!

ხოლო ამ ბრძოლაში საქართველომ ვისი მხარე უნდა დაიჭიროს, ამის გარკვევა მკითხველისთვის მიმინდვია. ერთი რამ კი ცხადზე უცხადესია _ რუსეთთან ჯერ კეთილმეზობლური და შემდეგ სტრატეგიული (თუ, რა თქმა უნდა, აფხაზეთ-სამაჩაბლოზე კიდევ ვფიქრობთ) პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, პირველ რიგში, სწორედაც რომ ჩვენი ეკლესიების ევქარისტულ ძმობაზე გადის და მხოლოდ შემდეგ _ პოლიტიკოსების კეთილ ნებაზე.

აქედან გამომდინარე, რუს-ქართველთა ერთმორწმუნეობა დღეს იქნებ უფრო აქტუალურიც არის, ვიდრე ეს მეფე ერეკლეს დროს იყო, რადგანაც, თუ მაშინ პირველი რიგის ამოცანა ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენა იყო, დღეს ჩვენი სულიერების გადარჩენაა!

ეს უკანასკნელი კი მართლმადიდებლობის პრიორიტეტის გარეშე ქართველ ერს ვერასოდეს წარმოედგინა, ანუ, როგორც დიდი ილია ბრძანებდა, ქართველები «ყველასაგან შორს, მარტოდ-მარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნოების სადიდებლად და თავისის ვინაობის გადასარჩენად»…

ეს ყველაფერი კარგად ესმის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს (იქნებ უფრო უპრიანი მეორე ილია იყოს?) და ამიტომაც არ ეშვება რუსეთისკენ სავალ გზებს!

ასე რომ, როგორც შერეკილი ხუტა ოდილავაძე იტყოდა, «თვალი დაუდგა ევროპას» და მის გაკვირვებასაც ლიბერალური ქართული დემოკრატიით, რადგანაც მე უფრო ილიასეული «თავისის ვინაობის» გადარჩენა მხიბლავს და ამისთვის არც ქართულ სუვერენულ დემოკრატიაზე ვიტყვი უარს… ნებისმიერ შემთხვევაში არჩევანი მარტივი და გასაგებია, რუსეთმა თავისი არჩევანი გააკეთა, რუსეთმა გამარჯვების გზა (Пут(ин)ь победы ) აირჩია. ახლა ჩვენი ჯერია, ჩვენ უნდა ავირჩიოთ: სუვერენული დემოკრატია თუ დესუვერენიზირებული, ფსიქოპატი მარიონეტებითა და აღვირახსნილი ლიბერასტებით მართული ქვეყანა…

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here