Home სხვადასხვა დაიჯესტი 300 ათასამდე უკრაინელი უნგრეთის მოქალაქე გახდა

300 ათასამდე უკრაინელი უნგრეთის მოქალაქე გახდა

617
300 ათასამდე უკრაინელი უნგრეთის მოქალაქე გახდა

უკრაინის მთავარმა პროკურორმა ანატოლი მატიოსმა განაცხადა, რომ იმიერკარპატების 300 ათას მცხოვრებს უნგრეთის მოქალაქეობა აქვს.

“რაც შეეხება უნგრელებს იმერკარპატებში (უკრაინის ოლქი, რომელიც ესაზღვრება რუმინეთს, უნგრეთს, სლოვაკეთსა და პოლონეთს), ისინი იქ მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ, სულ ოლქში 1,2 მლნ ადამიანი ცხოვრობს, გამოდის, უნგრელი 120 ათასია”, _ განაცხადა სამხედრო პროკურატურის ხელმძღვანელმა.

მატიოსმა დააზუსტა, რომ, იმ მონაცემების მიხედვით, რომლებიც დაამუშავა მისმა უწყებამ, დაახლოებით 300 ათასმა უკრაინელმა მიიღო უნგრული პასპორტი.

სამხედრო პროკურორმა უარი თქვა ზუსტი რაოდენობის დასახელებაზე, რადგან ეს გამოააშკარავებდა მეთოდებს, რომლებითაც მონაცემები მოიპოვეს.

როგორც მატიოსმა განმარტა, მონაცემები შეგროვდა იმ უკრაინელების იდენტიფიკაციისთვის, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ სახელმწიფო საიდუმლოებაზე ან იკავებენ ოფიციალურ პოსტებს და, მათ მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს საპროცესო მოქმედებები ამ მონაცემის გათვალისწინებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here