Home რუბრიკები სპორტი 2020 წელს “ოქროს ბუცს” იტალიელი ჩირო იმობილე დაეუფლა

2020 წელს “ოქროს ბუცს” იტალიელი ჩირო იმობილე დაეუფლა

1401
ჩირო იმობილე

პრესტიჟული ჯილდოს ისტორია და რეკორდები

2019-2020 წლების სეზონში, წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატების შედეგების მიხედვით, ევროპის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული და, შესაბამისად, “ოქროს ბუციმოიპოვა იტალიური კლუბის, რომისლაციოს”, თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ, რომელმაც 72 ქულა დააგროვა.

ოქროს ბუცი

აიოქროს ბუცი-2020”-ის ძირითადი პრეტენდენტები:

1.ჩირო იმობილე (“ლაციო”) _ 36 გოლი, 72 ქულა;

2.რობერტ ლევანდოვსკი (“ბავარია”) _ 34 გოლი, 68 ქულა;

3.კრიშტიანუ რონალდუ (“იუვენტუსი”) _ 31 გოლი, 62 ქულა;

4.ტიმო ვერნერი (“ლაიფციგი”) _ 28 გოლი, 56 ქულა;

5-6. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) _ 25 გოლი, 50 ქულა;

5-6. ერლინგ ჰოლანდი (“ბორუსია, დორტმუნდი, ზალცბურგი”) _ 29 გოლი, 50 ქულა;

7-8. რომერო ლუკაკუ (“ინტერი”) _ 23 გოლი, 46 ქულა;

7-8. ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”) _ 23 გოლი, 46 ქულა.

ეისებიო -„ოქროს ბურთის„ პირველი მფლობელი
ეისებიო -„ოქროს ბურთის„ პირველი მფლობელი
ლიონელ მესი
ლიონელ მესი
კრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ

როდის დააწესესოქროს ბუცი

ეს პრესტიჟული ჯილდო 1968 წელს დააწესა ფრანგულმა სპორტულმა გაზეთმა L’Equipe-მ კომპანია “ადიდასთან” ერთად. ჯილდო გადაეცემოდა საუკეთესო ბომბარდირს იმ ჩემპიონატებისა, რომლებიც უეფას სარეიტინგო სიაში მოხვდებოდნენ. ჯილდოს ორგანიზატორებს თავდაპირველად გათვალისწინებული არ ჰქონდათ განსხვავება ეროვნული ჩემპიონატების დონეებს შორის.

“ოქროს ბუცის” პირველი მფლობელი იყო ლისაბონის “ბენფიკას” ფორვარდი ეისებიო (ეუზებიუ და სილვა ფერეირა) _ მოზამბიკური წარმოშობის პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელმაც 42 ბურთი გაიტანა პორტუგალიის ჩემპიონატში. ეისებიომ ორჯერ მოიპოვა ევროპის საუკეთესო ბომბარდირის წოდება _ 1968 და 1973 წლებში.

რა მოხდა 1991 წელს

1991 წელს L’Equipe-მ უარი განაცხადა “ოქროს ბუცის” გადაცემაზე იმ კლუბების მაქინაციების გამო, რომელთა ფეხბურთელებიც პრეტენზიას აცხადებდნენ პრესტიჟულ ჯილდოზე. იმხანად კვიპროსის ფედერაციამ განაცხადა, რომ საუკეთესო ბომბარდირობის პრიზი უნდა გადაეცათ არა იუგოსლავიური “ცრვენა ზვეზდას” ფორვარდ დარკო პანჩევისთვის, არამედ კვიპროსის ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელისთვის, რომელმაც 40 ბურთი გაიტანა. თანაც, ოფიციალური მონაცემებით, პანჩევმა სეზონში 34 ბურთი გაიტანა, კვიპროსის ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანმა ფეხბურთელმა კი _ 19. პანჩეკს “ოქროს ბუცი” მაინც გადაეცა, ოღონდ 15 წლის შემდეგ _ 2006 წელს.

1992-1996 წლებში პრიზმა ოფიციალური სტატუსი დაკარგა და მას მხოლოდ კომპანია “ადიდასის” ეგიდით გადასცემდნენ. 1997 წლიდან “ოქროს ბუცის” მეორე ორგანიზატორი გახდა ევროპის სპორტული გამოცემების გაერთიანება ESM-ი (European Sports Magazines), რომელმაც შეცვალა გამარჯვებულის გამოვლენის სისტემა და ჯილდოს ოფიცილური სტატუსი დაუბრუნა.

ახალი წესებით, გატანილი ბურთების რაოდენობას ამრავლებენ რეიტინგზე ჩემპიონატისა, რომელშიც გამოდიოდა ფეხბურთელი, გამარჯვებული კი გამოვლინდება დაგროვილი ქულების რაოდენობით. უეფას ვერსიით, ევროპის 5 ყველაზე ძლიერ ჩემპიონატში გატანილი ბურთი 2 ქულად ფასდება, უეფას სარეიტინგო სიაში მე-6-დან 21- ადგილებზე მყოფი ქვეყნების ჩემპიონატში გატანილი ბურთი _ 1,5 ქულად, დანარჩენ ჩემპიონატებში გატანილი _ 1 ქულად. ESMის მიერ შემუშავებული საუკეთესო ბომბარდირის გამოვლენის სისტემა დღესაც მუშაობს.

ოქროს ბუცისრეკორდსმენები

პრესტიჟული ჯილდო ყველაზე მეტჯერ მოიპოვა “ბარსელონას” არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ. მის ანგარიშზე 6 “ოქროს ბუცია” (2010, 2012, 2013, 2017, 2018, 2019 წწ.). სხვათა შორის, მას ამდენივე “ოქროს ბურთი” _ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი _ აქვს თავის აქტივში.

მესი ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 3 სეზონში მოიპოვა ეს ჯილდო. ამას გარდა, მესი ერთადერთია, ვინც სეზონში 50 გოლი გაიტანა და 100 ქულა დააგროვა (2011-2012 წწ.).

ჯილდოების რაოდენობით მეორეა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ახლა ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას იცავს, ჯილდოები კი “მანჩესტერ იუნაიტედსა” (ერთხელ) და მადრიდის “რეალში” (სამჯერ) თამაშისას მოიპოვა.

მესი და რონალდუ _ მხოლოდ ამ ფებხბურთელებმა მოიპოვეს ორჯერ და მეტჯერ “ოქროს ბუცი”.

ევროპის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი 2-ჯერ მოიპოვა 8 ფეხბურთელმა: ეისებომ (1968, 1973), გერდ მიულერმა (1970, 1972 ), დუდუ ჯორჯესკუმ (1975, 1977), ტიერი ანრიმ (2004, 2005), დიეგო ფორლანმა (2005, 2009), ლუის სუარესმა (2014, 2016), ფერნანდეუ გომეშმა (1983, 1985), მარიო ჟარდელმა (1999, 2002).

საინტერესო ფაქტები

* ყველაზე ხშირად “ოქროს ბუცის” მფლობელები იყვნენ “ბარსელონას” ფეხბურთელები _ მესი _ 6-ჯერ, რონალდო და სუარესი. მეორე ადგილზეა “მადრიდის” რეალი: რონალდუ _ 3-ჯერ, უგო სანჩესი _ ერთხელ.

* “ოქროს ბუცის” მფლობელები ყველაზე მეტჯერ (15-ჯერ) იყვნენ ესპანეთის ჩემპიონატის ფეხბურთელები; მეორე ადგილზე არიან პორტუგალიელები (7-ჯერ), მესამეზე _ ინგლისის ჩემპიონატის მონაწილეები.

* 1990, 2005 და 2014 წლებში “ოქროს ბუცი” გადაეცა ორ ფეხბურთელს: 1990 წელს _ ხრისტო სტოიჩკოვსა და უგო სანჩესს, 2005 წელს _ ტიერი ანრისა და დიეგო ფორლანს, 2014 წელს _ კრიშტიანუ რონალდუსა და ლუის სუარესს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here