Home რუბრიკები სამართალი რა აკავშირებს ალექსეევკის ლაბორატორიას ღორის გრიპთან?

რა აკავშირებს ალექსეევკის ლაბორატორიას ღორის გრიპთან?

1464

მკვლელი ვირუსების ხელოვნურად გავრცელებამ, შესაძლოა, ახლო მომავალში ბირთვული იარაღიც კი დაჩრდილოს, რადგანაც ღორის გრიპი გაცილებით ეფექტური საშუალება აღმოჩნდა გლობალური მიზნების მისაღწევად, ვიდრე რეგულარული არმიის გამოყენებით ჩატარებული ოპერაციები. მსოფლიო მასშტაბით ინფექციის ხელოვნურად გავრცელებას შეთქმულების თეორიასთან მივყავართ. საინტერესოა, რა კავშირი აქვს ღორის გრიპს ალექსეევკის ლაბორატორიასთან, რომლის შექმნაც 2004 წლის სექტემბერში გადაწყდა სენატორ რიჩარდ ლუგასის თბილისში ვიზიტის დროს. ამ თემაზე და ქართული ლაბორატორიის «წვლილზე» უცხოურ მედიაში არაერთხელ მიანიშნეს. შორს ვართ აზრისაგან, რომ ყოველივე სიმართლეს შეეფერება, მაგრამ განსჯისათვის აქვე გაგაცნობთ, თუ რა იბეჭდება ამ საკითხის თაობაზე უცხოურ პრესაში და ქართველი მეცნიერების მოსაზრებებსაც შემოგთავაზებთ.
ღორის გრიპის მზარდი პანდემიის მიზეზების ძიებას ორ ძირითად მიზეზთან მივყავართ – ან შეთქმულება, ან ბუნებრივი მუტაცია.

რა მეტყველებს მეორე ვერსიის სასარგებლოდ? – როგორც მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2004 წელს იწინასწარმეტყველეს, პანდემია, ანუ მსოფლიო მასშტაბის ეპიდემია, ე. წ. ფრინველის გრიპის ვირუსის მუტაციას (H3N2) უნდა გამოეწვია. ამ სახეობით დაავადებისას სიკვდილიანობის მაჩვენებელი 70%-ს აღწევს.

თვითონ ფრინველის გრიპის ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის, მაგრამ მას შეუძლია მუტირება ჩვეულებრივი გრიპის ვირუსთან «შერევის» გზით. ასეთი რეაქცია შეიძლება მოხდეს ღორის ორგანიზმში. ღორები ფრინველის გრიპითა და ადამიანის გრიპით ერთნაირად ადვილად ავადდებიან. ორივე ვირუსით დაავადებული ღორის უჯრედებში ხდება ე. წ. რეასორტაცია – ვირუსების შერწყმა. ახალ ვირუსს კი შეიძლება, გააჩნდეს ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის უნარი. ასე წარმოიშობა პანდემიური გრიპი.

რა მეტყველებს პირველი, კონსპიროლოგიური ვერსიის სასარგებლოდ? ამ შემთხვევაში, უნდა ითქვას, რომ ბევრად მეტი ფაქტებია.

პირველ რიგში, მორიგი მსოფლიო ეპიდემიის თემამ დიდი ხანია, ჰოლივუდურ საშინელებათა ფილმებიდან რეალობაში გადმოინაცვლა. საკმარისია, გავიხსენოთ «ბრძოლაში გამოცდა», რაც მსოფლიომ რამდენიმე წლის წინათ ფრინველის გრიპის დასამარცხებლად გაიარა.

მეორეც – ბოლო დროს მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებში ამოტივტივდა რამდენიმე საგულისხმო ფაქტი, რომელიც სწორედ რომ მსოფლიო ინფექციის შეგნებულ გავრცელებას უკავშირდება. აქ სამ მათგანს გავიხსენებთ.

პირველ შემთხვევაში, საუბარია აფრიკულ ჭირზე. დივერსიები კუბის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით დადასტურებული ფაქტია. რამდენიმე წლის წინათ კუბაზე მოულოდნელად დაიწყო აფრიკული ჭირის ეპიზოოტია, რომელმაც ძირითადად ღორები დააზარალა. ამასთან ერთად, ამერიკამ და მის მიერ კონტროლირებადმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ კუბის ჯანდაცვის ორგანოებს მსოფლიო ბაზარზე ვერ შეეძინათ ამ ჭირთან საბრძოლველად აუცილებელი ქიმიკატები. ფაქტების შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, მექსიკის გარემო რესურსების კვლევისა და დაცვის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა პირდაპირ დაადანაშაულა შეერთებული შტატები მისთვის მიუღებელი ლათინური ამერიკის ქვეყნების წინააღმდეგ ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებაში. ცსს-მ ჰემორაგიული კონიუნქტივიტის ვირუსები ჩაყარა კუბაში, საიდანაც შემდეგ პანამაში, სურინამში, ჰონდურასში, კოლუმბიასა და ვენესუელაში გავრცელდა…

აღსანიშნავია ისიც, რომ 2002 წელს აშშ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას «ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და პათოგენების სფეროში თანამშრომლობისა და ამ სფეროს ინფორმაციების გაუვრცელებლობის შესახებ». 2004 წლის სექტემბერში, სენატორ რიჩარდ ლუგარის ვიზიტის დროს თბილისში მოილაპარაკეს თბილისის ახლოს, ალექსეევკის დასახლებაში «ცენტრალური რეფერენტ-ლაბორატორიის» შექმნის თაობაზე, რაც განხორციელდა კიდეც. გასულ წელს საქართველოს ტერიტორიაზე და რუსეთის სამხრეთ ნაწილში აფრიკული ჭირის ეპიდემიამ იფეთქა.

მეორე შემთხვევაში საუბარია უშუალოდ ფრინველის გრიპის ვირუსზე, რომელიც ადრე ცნობილი იყო «ისპანკას» სახელწოდებით. როგორც აღმოჩნდა, ამერიკელმა მეცნიერებმა გაურკვეველი მიზნებისთვის ჯერ კიდევ 1997 წელს ალასკაზე გასული საუკუნის 20-იან წლებში «ისპანკით» გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი ამოთხარეს და ვირუსის კოდი აღადგინეს.

მესამე შემთხვევა უკავშირდება 2 თვის წინანდელ სკანდალს, როცა ჩეხური ფარმაცევტული კომპანიის «ბიოტესტის» თანამშრომელმა ამერიკული კომპანიის «ბაქსტერის» მიერ გადმოცემულ ვაქცინაზე ცდების ჩატარებისას აღმოაჩინა, რომ ის შეიცავდა ცოცხალ, აქტიურ ფრინველის გრიპის ვირუსს H5N1 და ადამიანის გრიპის ვირუსს H3N2. მაშინ სკანდალის მიჩუმათება მოხერხდა, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში, უფრო ზუსტად 28 აპრილს, შვეიცარიაში ღორის გრიპის ვირუსის ნიმუშებიანი კონტეინერი აფეთქდა.

მოცემული ფაქტები მეტყველებენ, რომ ვირუსული პრობლემატიკა ძალიან ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის საგანი გახდა. შესაძლოა, სწორედ ამაზე მიანიშნებდა გასული წლის ოქტომბრის ბოლოს აშშ ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, რომელმაც განაცხადა: დაიხსომეთ ჩემი სიტყვები – 6 თვეც არ იქნება გასული, რომ მსოფლიო ბარაკ ობამას გამოცდის, ისევე, როგორც ჯონ კენედი გამოსცადა. მსოფლიო ჯერ აკვირდება.

ნახევარი წელიც არ გასულა და მსოფლიო შეეჯახა ღორის გრიპის პანდემიაში გადაზრდის თეორიულ შესაძლებლობას, თუმცა, იქნებ, ჯოზეფ ბაიდენს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში და 6 თვით ადრე იცოდა, რომ მსოფლიო ფინანსურ კრიზისს და ღორის გრიპის პანდემიას ხელოვნური ხასიათი აქვს?! იქნებ იცოდა, რომ ეს ყველაფერი ხალხში სტრესის გამოწვევის მიზნით კეთდება, რათა ისინი უფრო იოლად სამართავნი და გლობალური მმართველობის პროპაგანდის მიმართ უფრო შემწყნარებელნი გახდნენ?

აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პანდემია, ფინანსური კრიზისის შემდეგ, მეორე ტალღაა, რომლითაც «გლობალური ელიტა» ცდილობს, უფრო მეტად გაამყაროს თავისი მმართველობის საფუძვლები, დაანაწევროს მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცე მთელ რიგ ერთმანეთთან ცუდად დაკავშირებულ ფრაგმენტებად და დატოვოს ერთადერთი, შედარებით მაძღარი არსებობის ოაზისი – ამერიკის შეერთებული შტატები.

მსოფლიოს ჩათრევა ომში «ყველა ყველას წინააღმდეგ» სრულიად რეალური ამოცანაა, თუ გავითვალისწინებთ ნაციონალური ბაზრების მიმდინარე მასობრივ დახურვებს. დარჩა მხოლოდ მსოფლიოს «ბალკანიზაცია» და საზღვრების რეალური დახურვა ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლის საბაბით. მერე აღარავინ იფიქრებს ახალი მსოფლიო ვალუტის შემოღების პროექტებზე, რომელიც დოლარის ალტერნატივა იქნება, აღარავინ იფიქრებს მეორე ზესახელმწიფოს შექმნაზე, რომელსაც «გლობალური ელიტა» ვეღარ გააკონტროლებს. მსოფლიო ბაზარი გადავა ბარტერზე, ნაციონალური საზღვრები ჩაიკეტება, მსოფლიო ქაოსში ჩაიძირება. ამ პირობებში შეერთებული შტატები, რომელიც საშუალო სიმძიმის დაზიანებას მიიღებს, გამოიყენებს თავისი «მსოფლიო კუნძულის» გეოპოლიტიკურ პოზიციას, რომელიც საზღვაო საზღვრებითაა გამოყოფილი დანარჩენი მსოფლიოსგან და შეინარჩუნებს თავის სტატუსს, როგორც მსოფლიო ზესახელმწიფო ექსტერიტორიალური (პლანეტარული) ინტერესებით.

უნდა ვაღიაროთ, რომ ძალები, რომელთაც ობამა სათავეში მოიყვანეს, გლობალური მმართველობის საკითხზე კომპლექსურად და სისტემურად მუშაობენ. მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე ისინი რამდენიმე სვლით უსწრებენ დანარჩენ ძალებს. ისინი მსოფლიო ბატონობის მიღწევის საქმეში სამხედრო-პოლიტიკურ მეთოდებს ძალიან ჭკვიანურად უთავსებენ ჰუმანიტარულ-ტექნოლოგიურ საშუალებებს. დარჩა მხოლოდ კომპიუტერული ტექნოლოგიების სრულყოფა 3D-გრაფიკის სფეროში (რასაც, სავარაუდოდ, 3-4 წელი სჭირდება) და, შეიძლება ითქვას, რომ გლობალური კონტროლის ინსტრუმენტები მზადაა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით ჩნდება კითხვა: ამერიკელების მიერ ბირთვული შეიარაღების შემცირების საკითხის განხილვა თვალის ასახვევად ხომ არაა? დარჩება თუ არა ბირთვული იარაღი გლობალური სტაბილურობის ძირითად შემაკავებელ ფაქტორად და შეინარჩუნებს თუ არა თავის მნიშვნელობას, როცა მსოფლიო საბრძოლო მოქმედებათა ფრონტზე სასიკვდილო ვირუსების შექმნისა და გავრცელების ხელოვნება გამოვა?

ცნობისათვის

2009 წლის მარტსა და აპრილში მსოფლიოს ახალი საშიშროება დაემუქრა ახალი გრიპის ვირუსის სახით, რომელსაც «მექსიკური ღორის გრიპი» A/HINI უწოდეს. ეპიდემიამ მექსიკაში იფეთქა და სწრაფად გავრცელდა ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ შტატებში. დაავადება სწრაფად გადამდები აღმოჩნდა. მან იმთავითვე მარტო მექსიკაში (ძირითადად კი მეხიკოში) 81 სიცოცხლე იმსხვერპლა, ასევე დაფიქსირდა სიკვდილიანობის ფაქტები აშშ ათ შტატში. დაავადების მსხვერპლნი ძირითადად იყვნენ 25-დან 45 წლამდე ადამიანები. მექსიკის ჯანმრთელობის მინისტრმა ხოსე ანხელ კორდოვამ 24 აპრილს განაცხადა: «ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ გრიპის ახალ ვირუსთან დაკავშირებით და იგი უკვე კონტროლირებადია». 3 მაისს მანვე უფრო დამაიმედებელი განცხადებები გააკეთა, თუმცა ღორის გრიპის გავრცელება მთელ პლანეტაზე კვლავაც გრძელდება. ეპიდემიამ იაპონიასა და ავსტრალიამდე ჩააღწია. უკვე 9 მაისისათვის გლობალური გავრცელების საშიშროება შეიქმნა, რადგან მოცემული ვირუსი წარმოადგენს ვირუსის ახალ მოდიფიკაციას, რომელზეც ადამიანის ორგანიზმს იმუნიტეტი არ აქვს, როგორც ბუნებრივი ისე ვაქცინაციის საშუალებით შეძენილი. ცხოველებში საქმე სხვაგვარადაა. მათ დიდი ხანია, გამომუშავებული აქვთ იმუნიტეტი და ამ ტიპის ვირუსისგან სიკვდილიანობის პროცენტიც მათში ძალიან დაბალია (არ აღემატება 4 პროცენტს).

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვატყობინებს, რომ ვირუსს შეუძლია, მთელ პლანეტაზე 18-24 თვეში გავრცელდეს, ამასთან, დააავადოს 1,5 მილიარდი და მოკლას 7 მილიონი ადამიანი.

ვირუსი გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ინფიცირებულ პაციენტთა დაკითხვამ ცხადყო, რომ მათ უშუალო კონტაქტი არ ჰქონიათ ღორებთან. მუტირებული «მექსიკური» შტამი A/HINI გამძლეა ყველა ცნობილი ანტივირუსული საშუალებების მიმართ. მოცემულ მომენტში მის განსაკურნებლად სრულფასოვანი წამალი არ არსებობს. არსებულ მედიკამენტებს ავადმყოფობის მსვლელობისას ადამიანისთვის მხოლოდ მდგომარეობის შემსუბუქება შეუძლია, ისიც ადრეულ სტადიაში (პირველი სიმპტომების გამომჟღავნებიდან 7 კვირაში).

ღორის გრიპის სიმპტომები ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის ვირუსისა – თავისა და სახსრების ტკივილი, ტემპერატურის მატება, ხველა, ანგინა, რინიტი, ზოგჯერ ადგილი აქვს ღებინებას და დიარეას.

როგორც ამბობენ, ვირუსმა მთელ მსოფლიოში დაახლოებით 1600 კაცი დააავადა.

პაატა იმნაძე: ამერიკელები ლაბორატორიას გვიშენებენ, რათა სწრაფად და უახლესი მეთოდებით შევძლოთ მუშაობა

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი:

– ალექსეევკის დასახლებაში შენდება ჩვენი ახალი ლაბორატორია, რომელიც ჯერ მწყობრში არ ჩამდგარა. იგი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაშია.

– სად შენდება ლაბორატორია?

– როგორც უკვე გითხარით, ალექსეევკის დასახლებაში, აეროპორტის გადასახვევთან. დღესდღეობით იქ მშენებლობა მიმდინარეობს, ლაბორატორია დამთავრებული არ არის, ამიტომ, თუ რამე კეთდება, აქ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კეთდება.

– რა ინტერესები ამოძრავებთ ამერიკელებს?

– ლაბორატორიას ამერიკელები იმიტომ აშენებენ, რომ ჩემი თანამშრომლები დაცულები იყვნენ. ის დონე, რაც უკვე გვაქვს, საკმარისი არ არის, რომ აქ გავრცელებულზე უფრო ძლიერი ვირუსები შევამოწმოთ. გახსოვთ, ალბათ, გარეულ გედებში აღმოჩენილ ვირუსებზე რომ ვმუშაობდით, ანალიზები ლონდონში გადავაგზავნეთ, რადგანაც საშუალება არ გვქონდა, ადგილზე გამოგვეკვლია. ამერიკელები ლაბორატორიას გვიშენებენ, რათა სწრაფად და უახლესი მეთოდებით შევძლოთ მუშაობა.

ლელა კალანდარიშვილი: ჩვენგან სამი მეცნიერი საგანგებოდ მოამზადეს ლაბორატორიაში სამუშაოდ

ლელა კალანდარიშვილი, პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ექსპერტი ბიოტექნოლოგიაში, პროფესორი.

– ვიცი, რომ ლაბორატორია ჩვენთან, ბაქტერიოფაგის ტერიტორიაზე უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ამერიკელებთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა ქალაქგარეთ, ალექსეევკის დასახლებაში აეშენებინათ. ისიც მახსოვს, რომ ჩვენგან სამი მეცნიერი საგანგებოდ მოამზადეს ლაბორატორიაში სამუშაოდ.

– რატომ გადაწყვიტეს ამერიკელებმა აქ გაეხსნათ ლაბორატორია?

– ქართველებს მსოფლიო დონის სპციალისტები გვყავს. ამერიკელებს ჰქონდათ მცდელობა ბაქტერიოფაგის შესყიდვის. ჩვენთან ინახებოდა დაავადებათა გამომწვევი ბაქტერიები და შესაბამისი ფაგები. 1989-1995 წლებში კვლევითი ინსტიტუტი არ მუშაობდა, დენი არ იყო, შენობაში წყალი ჩამოდიოდა, უძვირფასესი შტამები დაიკარგა, სადღაც გაქრა დოკუმენტები; აპარატურა დაიჟანგა, ნაწილი გაიყიდა… კომუნისტების დროს შტამების მუზეუმი გვქონდა… მოლეკულური ბიოლოგიისა და გენური ინჟინერიის ლაბორატორიას, სადაც მე ვმუშაობდი, ხელმძღვანელობდა უნიჭიერესი პიროვნება, პროფესორი ირაკლი ანდრონიკაშვილი, რომელიც ამ დარგის მეცნიერთა მსოფლიო ათეულში შედიოდა. იგი ამერიკელებმა საგანგებოდ მიიწვიეს და საშუალება მისცეს, დაეწერა წიგნი, რაც საქართველოში ვერ მოახერხა.

– ბიოლოგიური იარაღის განვითარების პერსპექტივა რეალურია?

– ჯერ კიდევ 1972 წელს ამერიკასა და სსრ კავშირს შორის დაიდო ხელშეკრულება მიკრობიოლოგიურ იარაღზე მუშაობის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ საბჭოეთმა პირობა არ შეასრულა და მიწისქვეშა ლაბორატორიები გააკეთა ყაზახეთის ერთ-ერთ ქალაქში, რომელიც რუკაზე არც არის აღნიშნული.

– ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ?

– ამერიკაში ყოფნის დროს პირადად ვესწრებოდი პრესკონფერენციას, რომელზეც ყაზახეთის მიწისქვეშა ლაბორატორიის დირექტორი სიტყვით გამოვიდა და ოფიციალური განცხადება გააკეთა. ის ამერიკაში წავიდა და დარჩა. პირადად მე ამერიკაში შევხვდი ყაზახეთის მიწისქვეშა მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის 12 თანამშრომელს, რომლებმაც პრესკონფერენციაზე დაადასტურეს ამერიკაში გაქცეული დირექტორის ნათქვამი. ისინი, როგორც გაირკვა, მიკრობიოლოგიურ ბომბებს ამზადებდნენ ყაზახეთის ერთ-ერთ საიდუმლო ქარხანა-ლაბორატორიაში, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში თვითმფრინავიდან ჩამოყრიდნენ და მოსახლეობაში ინფექციას გაავრცელებდნენ.

– რით დასრულდა ეს სკანდალი?

– ამერიკელებმა 5 მილიონი დოლარი გადაუხადეს ყაზახებს მიწისქვეშა ლაბორატორიების ლიკვიდაციაში.

– კომუნისტების დროს თქვენთანაც ხომ არ ფუნქციონირებდა ასეთი ლაბორატორია?

– ბაქტერიოფაგი მოსკოვს ექვემდებარებოდა. ჩვენთან მუშაობა მიმდინარეობდა მხოლოდ დაავადების გამომწვევ ბაქტერიებზე და მის გამანადგურებელ ვირუსებზე, ანუ ბაქტერიოფაგებზე. აქ მზადდებოდა ბაქტერიოფაგები – დიზენტერიის, სალმონელოზის და სხვა ინფექციათა სამკურნალოდ. როგორც ვიცი, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ამერიკამ გადაწყვიტა, ყველა ქვეყანას ჰქონდეს დაავადების გამომწვევი ბაქტერიული შტამების მუზეუმი.

– რისთვის?

– თუ გახსოვთ, ტერაქტის მერე მათ მიიღეს კონვერტში ჩადებული ფხვნილი, რომელშიც «ციმბირის წყლულის» ბაქტერიები აღმოაჩინეს, მაგრამ ვერ გაარკვიეს, რომელი ქვეყნიდან იყო გამოგზავნილი. როცა დაავადებების გამომწვევი ბაქტერიული შტამების საკუთარი მუზეუმი გაქვს ბაქტერიალური დნმ-ის საშუალებით ადრესატის დადგენა ადვილია. სწორედ ეს იყო მიზეზი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ასეთი ლაბორატორიების შექმნისა. მაგრამ, უკვე გააკეთეს თუ არა, ნამდვილად არ ვიცი.

 

მოამზადა

ნინო გოძიაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here