Home რუბრიკები საზოგადოება სამი ვიცეპრემიერი, ხვადი ზებრა და მოდელირებული სხდომა ივანიშვილის სასახლეში

სამი ვიცეპრემიერი, ხვადი ზებრა და მოდელირებული სხდომა ივანიშვილის სასახლეში

1311

2010 წლის 13 მარტს ტელეკომპანიაიმედისეთერში .. მოდელირებული ქრონიკა გავიდა. იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ამ სიუჟეტით ვითომნოუ ჰაუშემოგვთავაზა, რომელსაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა (გულის შეტევით), თუმცა მაშინ არავინ დასჯილა. დასჯის რა გითხრათ და, იმ სიუჟეტის ყველა ავტორშემსრულებელი დღეს დაწინაურებულია და უკეთეს თანამდებობაზე მუშაობს. სწორედ იმიტომ, რომ არსად ჩანს ასე ნანატრი სამართლიანობა. გთავაზობთ მოდელირებულ სხდომას, რომელიც სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის სახლში, გუშინ (თუნდაც, გუშინწინ) გაიმართა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

_ გიორგი, შენი მინისტრები ხვალვე სოლოლაკში ამოიყვანე, სულ წავიდნენ ხელიდან. შენც ამოდი, მოუსმინე, როგორ უნდა მათთან საუბარი. ხო, პარტიის ლიდერები არ დაგავიწყდეს, ეგენიც ამომითრიე.

ივანიშვილი აშკარად ვერ იყო გუნებაზე.

დათქმულ დროს მინისტრები და პარტიის ლიდერები სოლოლაკში იყვნენ.

_ ძლივს პარლამენტიდან მოვიშორე, მეც კი მაღიზიანებდა ამის დანახვა და აქ მოიყვანე? აღარ არის ეს ლიდერი, ათი წლის განმავლობაში ექნება ის ხელფასი, რაც მთხოვა და მერე თავში ქვა უხლია, წავიდეს აქედან. _ გაბრაზდა ბიძინა მანანა კობახიძის დანახვაზე, მერე კი ერთ-ერთ ჰალსტუხიანს დააკვირდა და კვირიკაშვილს ჰკითხა:

_ ეს ვინ არის?

_ ეს, ბატონო ბიძინა, მამუკა მდინარაძეა, ფრაქციის თავმჯდომარე, _ ამოილუღლუღა კვირიკაშვილმა.

_ ჰოო, ვეღარ ვიცანი, გვარამიამ რომ “მიაჩმორა” ტელევიზორში, ისე დაპატარავდა, აღარ მეგონა, ამხელა თუ იქნებოდა. კარგი, შემოდით და წერია იქ, ვინ სად უნდა დაჯდეს, _ თქვა ივანიშვილმა და სახლში შევიდა.

_ ბატონო ბიძინა, ბოდიში, მაგრამ ჩემი გვარი არსად წერია და სად დავჯდე? _ მორიდებით იკითხა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

_ ეს წაიყვანეთ და ხვადი ზებრას გალიაში შეაგდეთ. იქ მიხვდება, სად უნდა დაჯდეს და ერთ საათში უკან ამოიყვანეთ, _ იყვირა ივანიშვილმა და გავაზე აფროდიზიაკწასმული ქუმსიშვილი ისე, რომ გაპროტესტებაც ვერ მოასწრო, ხვადი ზებრას გალიაში აღმოჩნდა.

_ ეგ პირველი ვიცეპრემიერია ხო? _ ჰკითხა ივანიშვილმა კვირიკაშვილს და ყველამ დაინახა, როგორ მოიწმინდა ოფლი მეორე ვიცეპრემიერმა კალაძემ და როგორ უცნაურად გაეღიმა მესამე ვიცეს _ ალექსანდრე ჯეჯელავას.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/jejelava.jpg

_ კაცო, შენ სულ გადამრიე, რას ერჩი ამ ზღაპრის გმირებს? კომბლეო, ფიფქიაო, დედინაცვალიო… ხომ არ გინდა, მართლა ზღაპრის გმირებთან შეგაგდო და გაჩვენებენ, ვინ არის ზარმაცი და ვინ კიდევ მოძალადე! _ მიუტრიალდა ჯეჯელავას ბატონი ბიძინა.

_ უფლება არ მაქვს, ჩემი აზრი მქონდეს? _ თვალები დაჭყიტა ჯეჯელავამ, მაგრამ სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, მოულოდნელად ჩამობნელდა და, რაღაცის გარჩევა რომ შეძლო, მიხვდა, ისიც ზებრას გალიაში იყო. იქვე ქუმსიშვილი კვნესოდა და ჯეჯელავამ სიცილით უთხრა:

_ თავს ნუ მაცოდებ, არაა ეს ზებრა ხვადი.

_ ეჰ, ჩემო სანდრო, მეც ასე მეგონა, მაგრამ ბღუჯა უმალავს იმ ადგილს, თმების ბღუჯა. თანაც, გაზაფხული მოდის და ისეთ ჯანზეა, ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი, _ კვნესით თქვა ქუმსიშვილმა, მაგრამ მისი კვნესა ჯეჯელავას ხვნეშამ აირია.

_ ეს ნაციონალი ალავიძე რომ შემომტენე მინისტრად, არ იცი, რომ მაგან ნაციონალებს წინასაარჩევნოდ 35 ათასი ლარი შესწირა? _ ისევ მიუბრუნდა კვირიკაშვილს ივანიშვილი. კვირიკაშვილმა ოფლი მოიწმინდა და სხვებს გახედა, ჯეჯელავასა და ქუმსიშვილის ღნავილი ოთახამდე აღწევდა და არავის სურდა, ახლოს გაეცნო ხვადი ზებრა.

_ ვიცოდი, ბატონო ბიძინა, მაგრამ ჩვენც შემოგვწირა და კიდევ შემოგვწირავს, ასე თქვა, თუ დაგჭირდებათ, საერთოდ შემოგეწირებითო, _ დაასრულა კვირიკაშვილმა.

_ კარგია, თუ ასეთი თავგანწირულია, მაგრამ უნდა შევამოწმო. ცოტნე დადიანივით მოიქცეს, _ ასწია წარბი ივანიშვილმა.

_ თაფლი წავისვა? _ თვალები ააფახულა ალავიძემ.

_ სად მაქვს შენი გასაფუჭებელი თაფლი? ზებრასთან შედი, ზებრასთან! _ იღრიალა ბიძინამ და მალე გალიიდან კვნესა სამ ხმაში გაისმა.

_ მგონი გადავრჩით, ადგილი აღარაა გალიაში, _ გადაულაპარაკა მდინარაძემ ბესელიას.

_ ვითომ? გაჭირვებით კი შევიდოდა კაცი, _ თვალები ააფახულა ბესელიამ და ხვადი ზებრას გალიისკენ გაიხედა.

_ გაზაფხული მოდის. გლეხებს მიწის მოხვნა უნდათ და ფული არ ექნებათ ისევ. შეეცადეთ, დაეხმაროთ და მოუხნათ. რა გაცინებს, შე უბედურო, თალაკვაძევ, პირდაპირი გაგებით გეუბნები, გლეხებს მოუხანით-მეთქი, გადატანით რომ იგებ ყველაფერს და შავ დღეში რომ გყავს. ის ფოტოგრაფი როგორ არის, შენთვის რომ დაიქირავე და სურათებს რომ გიღებს პარლამენტში? ხარ-ირემთან შეგიშვებდი, ყვირალობა აქვს ახლა, მაგრამ… არ მოსწონს ამ ჩემს ირემს შავგრემანები, ამას წინათ მყავდა ოთო კახიძე და ახლოს არ გაიკარა, _ თქვა ბიძინამ.

_ კახიძეს აქ რა უნდოდა? _ გაუკვირდა კვირიკაშვილს.

_ ჰო, სწორედ შენ დაშალე ნაციონალები. უნდოდა, უნდოდა მარტორქასთან… _ თავისთვის ჩაილაპარაკა ივანიშვლმა.

ამ მომენტში ოთახში ზებრას სტუმრები შემოიყვანეს.

_ გაამყარებ? _ მოულოდნელად იკითხა ივანიშვილმა და ქუმსიშვილს შეხედა.

_ ისევ მე? _ ცრემლი ჩამოუგორდა ქუმსიშვილს და ზებრას გახედა.

_ ლარზე გეკითხები, შე უბედურო, _ დაუკონკრეტა მასპინძელმა.

_ კი, ვცდილობ მაქსიმალურად, _ ამოიხვნეშა ქუმსიშვილმა.

_ კარგი. ახლა საქმეზე გადავიდეთ. რას ველოდებით უახლოეს მომავალში? დასვა კითხვა ივანიშვილმა და ყველამ კვირიკაშვილს შეხედა.

_ ინვესტიციები შემოვა, გაზაფხულზე ლარი გამყარდება, იმედი გვაქვს, ხალხის დასაქმებასაც შევძლებთ. პარლამენტი მთლიანად ჩვენია, ხელისუფლება ხომ ჩვენია და ჩვენი. ასე რომ, იმედიანად ვართ, _ ომახიანად თქვა კვირიკაშვილმა.

_ ხალხის დასაქმებას სად და როდის აპირებთ? _ დააკონკრეტა ივანიშვილმა.

_ აი იქ… ახალი გზების მშენებლობას ვიწყებთ, იქით კიდევ… ისა… ახალი ჰესებიო, _ კალაძემ და კიდევ… _ თავი ვეღარ მოაბა პრემიერმა.

_ ასეც ვიცოდი. გეგმა თქვენ არ გაქვთ და სტრატეგია. ისევ იმის იმედად ხართ, ბიძინა მოიფიქრებსო რამეს. ხეებზე ვიფიქრო თუ თქვენზე? ისე, თქვენი შენახვა უფრო ძვირი მიჯდება. იმ ხეებს გადმოვრგავ და იქნებიან თავისთვის, თქვენ კიდევ, სადაც გადაგრგეთ, ყველგან ჩემი საპატრონო ხართ. როდემდე? ერთ დღეს რომ მომწყინდეს და ისე მოგექცეთ, როგორც ძაღლი ექცევა ხეს, რას იზამთ მერე? _ ხმას აუწია ივანიშვილმა.

_ არ დაგვღუპოთ, ბატონო ბიძინა! _ იკივლა ბესელიამ.

_ შენ მხოლოდ კივილში რომ ხარ მაგარი, საქმე დამანახვე შენი გაკეთებული, თუ იმას ეძახი საქმეს, სოფლის დედაკაცივით რომ ეტლიკინები ხოლმე ხან ხერხეულიძეს და ხან ბოკუჩავას? _ თვალები დააბრიალა ივანიშვილმა.

_ აბა შევარჩინო? _ გაწიწმატდა ბესელია.

_ კეზერაშვილს, დათა ახალაიას, უგულავას და კიდევ ბევრს შეარჩინეთ ადამიანების ხოცვა და ფულის ფლანგვა, ქალებისთვის სიტყვა ვერ შეგირჩენია?! შენი რეიტინგი აიწევსო, ვიღაც იდიოტმა გირჩია და აკეთებ შენც, _ გაეღიმა ივანიშვილს.

_ იდიოტმა? _ გაიკვირვა ბესელიამ და თალაკვაძეს გახედა.

_ ჰო, იდიოტმა. იდიოტები შეგყარეთ იქ, მეგონა იმ იდიოტებს, მეორე მხრიდან რომ შემოვიდნენ პარლამენტში, კარგად გაუგებდით, მაგრამ არა. ზებრა გალიაშიც და გალიის გარეთაც ზებრაა და ასე ხართ თქვენც. ახლა წადით და, მეორედ რომ მოხვალთ, შეეცადეთ, ისე არ მოიქცეთ, გორილასთან რომ შეგაგდოთ. ჩამომყავს ამ დღეებში მამალი გორილა და… _ აღარ დაასრულა ივანიშვილმა.

_ ესე იგი, ისევ ისე უნდა მოვიქცე, _ ჩაიღიმა ბესელიამ და კოჭლობით მიმავალ ქუმსიშვილსა და ჯეჯელავას გახედა.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here