Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 10 ყველაზე ძვირად ღირებული საათი მსოფლიოში

10 ყველაზე ძვირად ღირებული საათი მსოფლიოში

JOAILLENE MANCHETTE

ბრუნეის სულთნის უმცროსმა ძმამ თავის დროზე 5,2 მლნ დოლარი გადაიხადა ძვირფასი ქვებით გაწყობილ 10 საათში. თუ თქვენზე ამ გულუხვობამ შთაბეჭდილება მოახდინა, იცოდეთ, რომ სულთნის ძმა არც ისეთი ხელგაშლილია. მსოფლიოში არის საათები, რომელთა ერთი ეგზემპლარი 10-ჯერ ძვირად ფასობს იმ საათებზე, რომლებიც ახლო აღმოსავლელმა არისტოკრატმა შეიძინა. პოპულარულმა ჟურნალმა ELLE- აარჩია პლატინითა და ბრილიანტებით შექმნილი 10 უძვირფასესი საათი.

#1. JOAILLENE MANCHETTE, 26 მლნ დოლარი

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული საათი ბრენდ Laeger – LeCoultre-ს ეკუთვნის, რომელიც JOAILLENE MANCHETTE-ს ნაწილია. ეს საათი დამზადებულია სამაჯურის სახით. ძირითადი მასალაა სუფთა თეთრი ოქრო, რომელიც ინკუსტრირებულია ონიქსის 11 ქვითა და 576 ბრილიანტით. პატარა ზომის ციფერბლატი კი დაფარულია საფირონის მინით.

CARAT CHOPARD
CARAT CHOPARD

#2. 201 – CARAT CHOPARD, 25 მლნ დოლარი

კიდევ ერთი საათი-სამაჯური _ ხელოვნების ნამდვილი ნიმუში და ავტორთა ფანტაზიის ზენიტი. წარმოიდგინეთ პატარა ციფერბლატი, რომელიც დახუნძლულია ძვირფასი ქვებით. სამი მთავარი ქვაა თეთრი, ცისფერი და წითელი ფერის გულის ფორმის ბრილიანტები. მათი საერთო წონაა 38 კარატი. სულ კი ამ საათზე ძვირფასი ქვები 200 კარატს ითვლის.

PATEK PHILIPPE’S
PATEK PHILIPPE’S

#3. PATEK PHILIPPE’S, SUPERCOMPLICATION 11 მლნ დოლარი

საათების ხელოვნების ეს შედევრი 87 წლისაა. დაამზადეს 1932 წელს ამერიკელი კოლექციონერისა და ბანკირის, ჰენრი გრეივზის, შეკვეთით. ამ ჯენტლმენმა მოისურვა, კოლექციაში ჰქონოდა ტექნიკურად ყველაზე სრულყოფილი საათი. ამ შეკვეთაზე PAYEK PHILIPPE 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. შრომის შედეგი _ ეს არის 900 დეტალისგან შექმნილი კონსტრუქცია, კორპუსი დამზადებულია 18-კარატიანი ოქროსგან, ციფერბლატი დაფარულია ვერცხლით, ხოლო ისრების ფონისა და დანაყოფებისთვის ციფერბლატში გამოყენებულია ღამის ცის სურათი.

PATEK PHILIPPE CALIBER
PATEK PHILIPPE CALIBER

#4. PATEK PHILIPPE CALIBER, 89, 5 მლნ დოლარი

1989 წელს სახელგანთქმულ შვეიცარიულ ბრენდს 150 წლისთავი უნდა ეზეიმა. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად კომპანიის ოსტატებმა გადაწყვიტეს, ძვირფასი ლითონებისგან შეექმნათ ტექნიკური თვალსაზრისით ყველაზე რთული საათი და ეს მათ გამოუვიდათ. მუშაობა დაიწყეს იუბილემდე რამდენიმე წლით ადრე და საათის დამზადებას 9 წელიწადი დასჭირდა. სულ დამზადებულია 4 ეგზემპლარი _ ყვითელი ოქროსგან, ვარდისფერი ოქროსგან, თეთრი ოქროსა და პლატინისგან.

PATEK PHILIPPE PLATINUM WORLD TIME
PATEK PHILIPPE PLATINUM WORLD TIME

#5. PATEK PHILIPPE PLATINUM WORLD TIME, 4 მლნ დოლარი

17 წლის წინათ ეს მოდელი აუქციონზე გაიყიდა იმ მომენტისთვის სარეკორდი ფასად _ 4 მლნ დოლარად. აღსანიშნავია, რომ გარეგნულად “პლატინის მსოფლიო” არც ისე მდიდრულად გამოიყურება. ყოველ შემთხვევაში ბრილიანტებით დახუნძლული არ არის, სამაგიეროდ მბრუნავი პანელი საშუალებას იძლევა, განისაზღვროს დრო მსოფლიოს 41 ქალაქში. თანაც ეს PATEK PHILIPPE-ს საათია, ბრენდის, რომლის პროდუქცია მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული საათების სიაში ყოველთვის ხვდება.

LOUIS MOINET „METEORIS“
LOUIS MOINET „METEORIS“

#6. LOUIS MOINET „METEORIS“, 3,6 მლნ დოლარი

METEORIS _ ეს LOUIS MOINET-ის კონცეფციური ნიმუშია, ასე ვთქვათ, სუბბრენდი, რომელმაც ამ საათის მხოლოდ 4 ეგზამპლარი დაამზადა. თითოეულის შიგნით მეტეორიტის ნაწილაკია: ერთში _ დედამიწაზე ჩამოვარდნილი მარსის კლდის ნატეხი; მეორეში _ მზის სისტემის უძველესი მეტეორიტის ნაწილაკი; მესამეში _ ასტეროიდ Ttqiy-ს ნატეხი; მეოთხეში კი _ მთვარის მეტეორიტის ნაწილი. მეტეორიტის ნაწილაკები ოქროს კორპუსშია ჩასმული.

PIAGET EMPERADOR TEMPLE
PIAGET EMPERADOR TEMPLE

#7. PIAGET EMPERADOR TEMPLE, 3,3 მლნ დოლარი

შვეიცარიელები კომპანია PIAGET-დან განთქმული არიან არა მხოლოდ როგორც მესაათები, არამედ როგორც იუველირები. გასაკვირი არ არის, რომ 2010 წლის მოდელი შეიძლება სამაჯური გეგონოთ. თანაც საათზე იმდენი ძვირფასი ქვაა, რომ მართლაც ჰგავს სამკაულს. საათის კორპუსს 688 ბრილიანტი ამშვენებს, სამაჯურს _ 350. ციფერბლატი მორთულია 173 ქვით. PIAGET-ის ეს ქმნილება სულ 2 ეგზემპლარია.

FRANCK MULLER AETERNITAS MEGA4
FRANCK MULLER AETERNITAS MEGA4

#8. FRANCK MULLER AETERNITAS MEGA4, 2,4 მლნ დოლარი

2009 წლის შემოდგომაზე ამერიკელმა კოლექციონერმა მაიკლ გოულდმა შესანიშნავი საჩუქარი მიიღო _ არა უფასო, არამედ დიდი ხნის ნანატრი. FRANCK MULLER-ის წარმომადგენლებმა მისთვის დაამზადეს უცნაური ფორმის საათი _ AETERNITAS MEGA 4 _ ურთულესი საათის აგრეგატი. მის შექმნას 6 წელი დასჭირდა. შედეგი _ 18 ისარი, 5 დისკო, პლატინის მიკროძრავა, აგრეთვე, მუდმივი კალენდარი, რომელიც არასდროს ჩამორჩება და არც წინ წავა.

PARMIGIANI ¹9. PARMIGIANI FLEURIER FIBONACCI
PARMIGIANI ¹9. PARMIGIANI FLEURIER FIBONACCI

#9. PARMIGIANI ¹9. PARMIGIANI FLEURIER FIBONACCI, 2,4 მლნ დოლარი

ამ მოდელის შექმნას 2 წელიწადი დასჭირდა. ეს საათი შექმნილია თეთრი ოქროსგან, ინსრუსტრირებულია ლოტოსის ყვავილით, რომელიც მათემატიკოს ფიბონაჩის ოქროს კვეთის პრინციპს ასახავს. ყვავილიც, რა თქმა უნდა, უბრალო არ არის _ დაფარულია ძვირფასი ქვებით, რომელთა საერთო წონა 50 კარატია. რა არის კიდევ ამ საათში? _ მუდმივი კალენდარი და მთვარის ფაზების მაჩვენებელი.

RICHARD MILLE TOURBILLON RM 56-02 SAPPHIRE
RICHARD
MILLE TOURBILLON
RM 56-02 SAPPHIRE

#10. RICHARD MILLE TOURBILLON RM 56-02 SAPPHIRE, 2 მლნ დოლარი

უფრო ზუსტად, ეს მოდელი 2 მლნ 20 ათასი დოლარი ღირს. ასეთი სიძვირის მიზეზი არის კონსტრუქციის მასალები. საათის კორპუსი დამზადებულია საფირონის მინისგან, ისევე, როგორც ზოგიერთი დეტალი. წყალგაუმტარობა განსაცვიფრებელია _ 30 მეტრამდე, და მიუთითებს აწყობის უმაღლეს სიზუსტეზე.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here