Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 10 ყველაზე დიდი ქალაქი მოსახლეობის მიხედვით

10 ყველაზე დიდი ქალაქი მოსახლეობის მიხედვით

ალბათ, იშვიათია ადამიანი, რომელსაც არასოდეს დაუსვამს კითხვა: რომელი ქალაქია დედამიწაზე ყველაზე დიდი? მეხიკო? ნიუიორკიმსოფლიო ისე სწრაფად ვითარდება, რომ ქალაქები, რომლებიც 1980-იან, თუნდაც 1990-იან წლებში ლიდერობდნენ, დღეს პირველ ათეულშიც ვერ შედიანროგორ გამოიყურება მსოფლიოს 10 ყველაზე დიდი ქალაქის სია?

დაკა, ბანგლადეში
დაკა, ბანგლადეში
  1. დაკა, ბანგლადეში _ 12 მლნ

ბანგლადეშის დედაქალაქი და ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი მდებარეობს მდინარე განგის დელტაზე. დაკა 1608-1717 წლებში იყო ბენგალიის დედაქალაქი, 1971 წლიდან კი ბანგლადეშის დედაქალაქია. დაარსებულია VII საუკუნეში. მოსახლეობა შეადგენს 12 მლნ კაცს, ტერიტორია _ 815,85 კვ.კმ-ს.

მოსკოვი, რუსეთი
მოსკოვი, რუსეთი
  1. მოსკოვი, რუსეთი _ 12,45 მლნ

რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი და ევროპის კონტინენტის ყველაზე დიდი ქალაქი განლაგებულია მდინარე მოსკოვის ნაპირებზე. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება 1147 წლიდან. ქალაქს ემსახურება 6 აეროპორტი, 9 რკინიგზის სადგური და 3 სამდინარო პორტი. მოსახლეობა 12,45 მლნ კაცია, ტერიტორია _ 2561,5 კვ.კმ.

მუმბაი, ინდოეთი
მუმბაი, ინდოეთი
  1. მუმბაი, ინდოეთი _ 12,78 მლნ

მუმბაი, რომელსაც 1995 წლამდე უწოდებდნენ ბომბეის, მდებარეობს ინდოეთის დასავლეთში, არაბეთის ზღვის სანაპიროზე. მეცნიერთა აზრით, დაარსებულია ჩვ.წ. აღ-მდე III საუკუნეში. მოსახლეობა 12,478 მლნ-ია. ტერიტორია _ 602 კვ.კმ.

ლაგოსი, ნიგერია
ლაგოსი, ნიგერია
  1. ლაგოსი, ნიგერია, 13,12 მლნ

საპორტო ქალაქი ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთში, ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი აფრიკაში. დაარსებულია 1472 წელს. მოსახლეობა 13,12 მლნ, ტერიტორია _ 999,5 კვ.კმ.

გუანჯოუ, ჩინეთი
გუანჯოუ, ჩინეთი
  1. გუანჯოუ, ჩინეთი _ 14 მლნ

ეს არის სამხრეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, საგანმანათლებლო, კულტურული და სატრანსპორტო ცენტრი. დაარსებულია 862 წელს ჩვ.წ.აღ-მდე. მოსახლეობა _ 14 მლნ, ტერიტორია _ 7434,4 კვ.კმ.

სტამბოლი, თურქეთი
სტამბოლი, თურქეთი
  1. სტამბოლი, თურქეთი _ 15,0 მლნ

თურქეთის ეს უდიდესი ქალაქი ბოსფორის სრუტის ნაპირებზეა გაშენებული, რომელიც ქალაქს ევროპულ და აზიურ ნაწილებად ჰყოფს. დაარსებულია ჩვ.წ. აღ-მდე 667 წელს. 1930 წლამდე ეწოდებოდა კონსტანტინოპოლი, მოსახლეობა 15 მლნ, ტერიტორია _ 5343 კვ.კმ.

დელი, ინდოეთი
დელი, ინდოეთი
  1. დელი, ინდოეთი _ 16,7 მლნ

ეს ქალაქი მდებარეობს ინდოეთის ჩრდილოეთში უტარ-პრადეშისა და ჰარიანას შტატების საზღვარზე. მეცნიერთა აზრით, ეს ქალაქი დაარსებულია ჩვ.წ.აღ-მდე VIII საუკუნეში. მოსახლეობა _ 16,7 მლნ, ტერიტორია _ 1483 კვ.კმ.

პეკინი, ჩინეთი
პეკინი, ჩინეთი
  1. პეკინი, ჩინეთი _ 21,5 მლნ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქი. ამ ქვეყნის უდიდესი სარკინიგზო, საავტომობილო და ავიაკვანძი. დაარსებულია დაახლოებით 3 ათასი წლის წინათ.

მოსახლეობა _ 21,5 მლნ, ტერიტორია _ 16801 კვ.კმ.

ყარაჩი, პაკისტანი
ყარაჩი, პაკისტანი
  1. ყარაჩი, პაკისტანი _ 23,5 მლნ

საპორტო ქალაქი პაკისტანის სამხრეთში, პროვინცია სინდის ადმინისტრაციული ცენტრი, აგრეთვე, უმაღლესი განათლების უდიდესი ცენტრი ისლამურ სამყაროში.

დაარსებულია XVIII სააუკუნეში. მოსახლეობა _ 23,5 მლნ, ტერიტორია _ 3530 კვ.კმ.

  1. შანხაი, ჩინეთი _ 24,15 მლნ

თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ქალაქი მნახველებს აცვიფრებს თავისი ფუტურისტული ნაგებობებით. აქ არის ჩინეთის ყველაზე მაღალი _ 121-სართულიანი ცათამბჯენი, რომლის სიმაღლე 632 მეტრია. გაშენებულია მდინარე იანძის დელტაზე. დაარსებულია 751 წელს. მოსახლეობა _ 24,15 მლნ, ტერიტორია _ 6340 კვ.კმ.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

14 COMMENTS

  1. მეგონა ტოკიო იყო მსოფლიოს უდიდესი ქალაქი, სადღაც წავიკითხე 25 მლ მცხოვრებით.

  2. მეც ასე ვიცი, რომ 37 მლნ კაცი სცხოვრობს ტოკიოში. ჩვენი მერიიდან იყვნენ იქ ტრანსპორტის მოწყობის გამოცდილების გასაზიარებლად, მათაც დაგვიდასტურეს, 40 მლნ -მდე კაცი სცხოვრობსო ტოკიოშიო.

  3. რატომღაც სხვ ქალაქები მეგონა უფრო დიდი ვიდრე აქ ჩამოთვლი.მაგრამ ეს ჩემი აზრია მხოლოდ

  4. მე მეგონა მეხიკო იყო ყველაზე დიდი ქალაქი მოსახლეობის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here