Home რუბრიკები საზოგადოება 10 ყველაზე საოცარი ქამბექი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

10 ყველაზე საოცარი ქამბექი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

668
10 ყველაზე საოცარი ქამბექი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

ჩემპიონთა ლიგაში საოცარ ქამბექებზე (ტო ცომე ბაცკ _ დაბრუნება. ტერმინი სპორტში, რომელიც აღნიშნავს მოულოდნელ გამარჯვებას, მოგებას გუნდისა (სპორტსმენის), რომელიც დიდი ანგარიშით აგებდა) საუბრისას აუცილებელია გავიხსენოთ, არა მხოლოდ გამაოგნებელი ორმატჩიანი ბრძოლები ფლეიოფში (თამაშების სერია გავარდნაზე, მაგალითად, მერვედფინალში, მეოთხედფინალში, ნახევარფინალში), არამედ ყველაზე შთამბეჭდავი ფინალები.

1998/99. “მანჩესტერ იუნაიტედი” _ “ბავარია” _ 2:1

1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედი” აგებდა მიუნხენის “ბავარიასთან” ანგარიშით 0:1, მაგრამ მოიგო დამატებითი 30 წუთისა და პენალტების სერიის გარეშე. გერმანელები უკვე ემზადებოდნენ შამპანურის გასახსნელად და ჩემპიონობის საზეიმოდ, მაგრამ კომპენსირებულ დროში ტედი შერინგემისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ამჯამინდელი მწვრთნელის _ ულეგუნარ სულშერის (სოლსკიაერის) გოლებმა ჩემპიონთა ლიგის თასი მანჩესტერში გაგზავნა.

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელთა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა ორივე ფეხბურთელი შეცვლაზე გამოუშვა მოედანზე.

2003/2004. “მილანი” _ “დეპორტიკო” _ 4:1, 04.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ლა-კორუნიის “დეპორტივომ” შეძლო 4:0 მოეგო “მილანის” (პირველ მატჩში იტალიელებმა გაიმარჯვეს _ 4:1) კაკა, ანდრეი შევჩენკო, ანდრეა პირლო და კომპანია პირველ მატჩში ისე თამაშობდნენ, როგორც სურდათ. ლა კორუნიაში კი მასპინძლები პირველ ტაიმში 3 ბურთით დაწინაურდნენ. საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე კი “დეპორტივოს” ფეხბურთელმა ფრანმა ბოლო ბურთი გაიტანა _ 4:0. ამის გამო “დეპორტივოს” ბედნიერმა მთავარმა მწვრთნელმა გალისიის დედაქალაქ სანტიაგო დე კომპოსტელას ცნობილ ტაძარში ლოცვა აღავლინა.

10 ყველაზე საოცარი ქამბექი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

2004/2005. “ლივერპული” _ “მილანი” _ 3:3, პენალტებით 3:2

პირველი ფანტასტიკური მატჩი “ლივერპულის” მონაწილეობით 2005 წელს. რაფა ბენიტესის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს აგებდა. ეს ანგარიში სასიკვდილო განაჩენს ჰგავდა “ლივერპულისთვის”, მაგრამ ინგლისელები არ დანებდნენ. მეორე ტაიმის 15 წუთში სტივენ ჯერარდმა, ვლადიმირ შმიცერმა და ჩაბი ალონსომ სამი ბურთი გაიტანეს და საქმე პენალტებამდე მივიდა. პენალტების სერიაში კი გადამწყვეტი აღმოჩნდა “მილანის” თავდამსხმელის, შევჩენკოს მიერ აცილებული დარტყმა.

2012/2013. “მილანი” _ “ბარსელონა” _ 2:0, 0:4

“მილანი” და “ბარსელონა” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვდნენ. პირველი მატჩი იტალიელთა სასარგებლოდ დასრულდა, სალი მუნტარისა და კევინპრინს ბოატენგის გოლების შემდეგ ფავორიტი იყო “მილანი”, რომელსაც ტერინის “იუვენტოსის” ამჟამინდელი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ხელმძღვანელობდა. “კამპ ნოუზე” კი კატალონიელებმა დამაჯერებელი რევანში აიღეს. თავდაპირველად 2 ბურთი ლიონელ მესიმ გაიტანა, შემდეგ კი დევიდ ვილიამ და ჟორდი ალბამ საბოლოოდ გაანადგურეს მეტოქე _ 4:0.

10 ყველაზე საოცარი ქამბექი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

2016/2017. პსჟ _ “ბარსელონა” _4:0, 1:6

ეს იყო ყველაზე დიდი საოცრება ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. “ბარსელონამ” 0:4 წაგებული მატჩის შემდეგ (ანხელ დი მარიას 2 გოლი, აგრეთვე, იული?ნ დრაქსლერისა და ედისონ კავანის გოლები) “ნოუ კამპზე” 6 გოლი გაუტანა პარიზულ კლუბს და შემდეგ ეტაპზე გავიდა. კატალონიელებმა შესვენებამდე 2 ბურთი გაიტანეს, შემდეგ მესიმ და კავანიმ გოლები გაცვალეს მატჩის ბოლოს კი ნეიმარის 2 გოლითა და სერხი რობერტის 95-ე წუთზე გატანილი ბურთით “ბარსელონამ” ფრანგული კლუბი გათამაშებას გამოთიშა.

2018/2019. “ბარსელონა” _ “რომა” _ 4:1, 0:3

ბოლო წლებში ქამბექების რაოდენობამ მოიმატა. გასულ სეზონში ერნესტო ვალვერდეს “ბარსელონა” თითქმის ისევე სამარცხვინოდ გამოვარდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან, როგორც წელს “ლივერპულთან”. “კამპ ნოუზე” კატალონიელების ორ გოლს (პიკე და სუარესი) რომაელებმა საკუთარ კარში გატანილი 2 ბურთი დაუმატეს _ 4:1. რომში კი კატალონიელებს არაფერი გამოსდიოდათ _ ჯეკოს, დანიელე დე როსისა და კოსტას მანოლისის გოლების წყალობით “რომამ” მრისხანე მეტოქე გათამაშებას გამოთიშა.

2018/2019. “ატლეტიკო” _ “იუვენტუსი” _2:0, 0:3

ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი გათამაშება განსაკუთრებით მდიდარია განსაცვიფრებელი სცენარებით.

მადრიდში ხოსე ხიმენესისა და დიეგო გოდინის გოლების წყალობით “ატლეტიკომ” დამაჯერებლად გაიმარჯვა, მაგრამ ტურინში რონალდუს ჰეთ-თრიკმა “იუვენტუსი” გათამაშების შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

2018/2019. “მანჩესტერ იუნაიტედი” _პსჟ _ 0:2, 3:1

მანჩესტერში, “ოლ ტრაფორდზე”, 0:2 დამარცხების შემდეგ ახლა უკვე მწვრთნელის რანგში მყოფი სულშერის შეგირდებს მეოთხედფინალში გასვლის შანსები ცოტა ჰქონდათ. პსჟ-დან ბურთები გაიტანეს კემპემბემ და კილიან მბაპემ, მაგრამ პარიზში მანჩესტერებმა ყველა მომენტი გამოიყენეს და 3 ბურთი გაიტანეს, ბოლო პენალტით _ კომპენსირებულ დროში.

2018/2019. “ბარსელონა” _ “ლივერპული” _ 3:0, 0:4

“ბარსელონასა” და “ლივერპულის” ეს დაპირისპირება, ალბათ, ათეული წლების განმავლობაში ემახსოვრებათ, ისევე, როგორც ახსოვთ “ლივერპულის” გამარჯვება “მილანთან” შეხვედრაში 2004/2005 წლების სეზონში. ბარსელონაში მესის 2 და სუარესის ერთი გოლით კატალონიელებმა თითქმის მოკლეს ინტრიგა_ ალბათ, მხოლოდ “ლივერპულის” თავგადაკლულ გულშემატკივრებს თუ სჯეროდათ, რომ მათი საყვარელი გუნდი ბურთს არ გაუშვებდა და თვითონ 4-ს გაიტანდა. მოხდა ისე, როგორც ზღაპარში _ დივოკ ორიგიმ და ჯორჯინიო ვეინალდუმმა 2-2 ბურთი გაიტანეს საშინლად მოთამაშე “ბარსელონას” კარში.

2018/2019. “ტოტენჰემ ჰოტსპური” _ “აიაქსი”  _ 0:1, 3:2

პირველ მეოთხეფინალური მატჩი, რომელიც მიმდინარე წლის 30 აპრილს ლონდონში, “ტოტენჰემის” ახალ სტადიონ “ტოტენჰემ სტედიუმზე” გაიმართა, ამსტერდამელთა ახალგაზრდული გუნდის გამარჯვებით დასრულდა, გოლი ვან დე ბეკმა გაიტანა, მეორე შეხვედრაში ლონდონელები 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ წარმოშობით ბრაზილიელმა ლუკას მოურამ ჯერ 2 ბურთი გაიტანა, შემდეგ კი _ უკვე მატჩის ბოლო წამებზე მესამე ბურთიც შეაგდო “აიაქსის” კარში და “ტოტენჰემ ჰოტსპურს” დაუჯერებელი ქამბექი შეასრულებინა. 1 ივნისს მადრიდში ფინალურ მატჩს “ტოტენჰემ ჰოტსპური” და “ლივერპული” ითამაშებენ.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here