Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსები, რომლებმაც საკუთარი ნებით დატოვეს პოსტები

ცნობილი პოლიტიკოსები, რომლებმაც საკუთარი ნებით დატოვეს პოსტები

რიჩარდ კრომველი

2019 წლის მაისში თანამდებობა დატოვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ. მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერის ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ის არ ეთანხმებოდა ბრექსიტს _ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას. გთავაზობთ ჩამონათვალს იმ პოპულარული პოლიტიკოსებისა, რომლებმაც თავიანთი ნებით დატოვეს მაღალი პოსტები.

რიჩარდ კრომველი

ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის ლორდ-პროტექტორი, ოლივერ კრომველის მესამე ვაჟი _ რიჩარდ კრომველი 1659 წლის 25 მაისს გადადგა პოსტიდან და ამის შემდეგ ლორდ-პროტექტორის თანამდებობა საერთოდ გაუქმდა. რიჩარდ კრომველი, საერთო ჯამში, 6 თვის განმავლობაში იყო ლორდ-პროტექტორის თანამდებობაზე. გადადგომის გადაწყვეტილება კი იმიტომ მიიღო, რომ პოსტი მას მემკვიდრეობით ერგო და სახელმწიფოს მართვის არაფერი გაეგებოდა.

ნურსულთან ნაზარბაევი
ნურსულთან ნაზარბაევი

ნურსულთან ნაზარბაევი

ნაზარბაევი ყაზახეთს 1990 წლიდან მართავდა და 5-ჯერ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. 2019 წლის 19 მარტს პრეზიდენტმა პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, არადა, მორიგ საპრეზიდენტო არჩვნებამდე რამდენიმე თვე რჩებოდა. ბევრი ამბობს, რომ ნაზარბაევმა მოასწრო პრეზიდენტის პოსტზე მემკვიდრის, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის, დანიშვნა.

ევო მორალესი
ევო მორალესი

ევო მორალესი

მორალესი ბოლივიის პრეზიდენტი 2006-2019 წლებში იყო. 2019 წლის 11 ნოემბერს 60 წლის პოლიტიკოსი დაეთანხმა სამხედროების მოწოდებას, პოსტიდან გადამდგარიყო. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ქვეყანაში არეულობები გამოიწვია. მორალესმა პირველ ტურში მინიმალური სხვაობით მოიპოვა პრეზიდენტობისთვის საჭირო ხმები და მეოთხე ვადით აირჩიეს. საბოლოოდ მორალესმა გადაწყვიტა, მოეხსნა უფლებამოსილებები და ქვეყნიდან წასულიყო. მას თავშესაფარი მექსიკამ მისცა.

სერჟ სარგსიანი
სერჟ სარგსიანი

სერჟ სარგსიანი

სომხეთის პრემიერმინისტრის პოსტზე ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის დანიშვნამ ერევანში დიდი მღელვარება გამოიწვია. 2018 წლის 22 აპრილს ერევნის ცენტრში 150 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა; მეორე დღეს, 23 აპრილს კი, სარგსიანი გადადგა.

სიგმუნდურ გუნლეიგსონი
სიგმუნდურ გუნლეიგსონი

სიგმუნდურ გუნლეიგსონი

ისლანდიის პრემიერმინისტრი პოსტიდან გადადგა იმის გამო, რომ ოფშორულ კომპანიებში თანხების შენახვაში დაადანაშაულეს. შემოსავლების მონაცემების მასმედიაში გამოქვეყნებამდე გუნლეიგსონი უარს ამბობდა პოსტის დატოვებაზე, ქვეყნის პრეზიდენტსაც კი მიმართა, დაეთხოვა პარლამენტი, რომელიც მმართველი ელიტის გარშემო ვითარების გამწვავებას ცდილობდა.

ვიქტორ პონტა
ვიქტორ პონტა

ვიქტორ პონტა

ბუქარესტის ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომლის გამოც საპროტესტო აქციები დაიწყო (ბევრის აზრით, ხანძარი კორუფციამ გამოიწვია) და ქვეყნის პრემიერმინისტრმა გადაწყვიტა, პოსტი დაეტოვებინა. ვიქტორ პონტამ პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომა ასე ახსნა: “მე ვტოვებ მანდატს, გადავდექი პოსტიდან და მინისტრთა კაბინეტიც იხსნის უფლებამოსილებებს”.

შარლ დე გოლი
შარლ დე გოლი

შარლ დე გოლი

შარლ დე გოლმა 1946 წელს დატოვა საფრანგეთის მთავრობის მეთაურის პოსტი, რომელზეც წელიწად-ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა. ეს გადაწყვეტილება მან მთავრობაში დაწყებული მწვავე დისკუსიის შემდეგ მიიღო, როცა მიხვდა, რომ თავისი პოლიტიკური გეგმების განხორციელების საშუალებას არ მისცემდნენ. გადადგომიდან 12 წლის შემდეგ კი დე გოლი საფრანგეთის პოლიტიკურ ოლიმპზე დაბრუნდა. 1958 წელს მინისტრთა კაბინეტს ხელმძღვანელობდა, 1959 წელს კი პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

საიდ ჰარირი
საიდ ჰარირი

საიდ ჰარირი

ლიბანის პრემიერმინისტრმა, რომელიც ამ პოსტს 2016-2019 წლებში იკავებდა, 2019 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ განზრახული ჰქონდა პოსტის დატოვება. 49 წლის პრემიერმინისტრმა პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება ორკვირიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. სახალხო მღელვარება გამოიწვია თამბაქოს ნაწარმსა და ბენზინზე გადასახადების მომატებამ, აგრეთვე, მესინჯერში საუბრებმა.

რობერტ ფიცო
რობერტ ფიცო

რობერტ ფიცო

2018 წლის გაზაფხულზე სლოვაკეთში დაიწყო პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოიწვია ჟურნალისტ იან კუციაკის მკვლელობამ. ჟურნალისტები სლოვაკი პოლიტიკოსებისა და იტალიური მაფიის კორუფციულ კავშირებს იძიებდა. მოკლული ჟურნალისტის ხსოვნის გამო დაწყებული მასობრივი მსვლელობები საპროტესტო აქციებში გადაიზარდა და მალე თავიანთი პოსტები დატოვეს შს და კულტურის მინისტრებმა, შემდეგ კი _ პრემიერმინისტრმა რობერტ ფიციმ.

რიკარდო როსტო
რიკარდო როსტო

რიკარდო როსტო

პუერტო-რიკოს გუბერნატორმა პოსტიდან გადადგომის შესახებ 2019 წლის 2 აგვისტოს განაცხადა (ამ პოსტზე იმყოფებოდა 2017-დან 2019 წლის აგვისტომდე), როცა მის წინააღმდეგ საპრტესტო აქციის ტალღა აგორდა. პროტესტი კი გამოიწვია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ჰომოფობიურმა და რასისტულმა შეფასებებმა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here