Home სხვადასხვა დაიჯესტი “ცივილიზებულ” გერმანიაში დიდი კორუფციული სკანდალი აგორდა

“ცივილიზებულ” გერმანიაში დიდი კორუფციული სკანდალი აგორდა

396
“ცივილიზებულ” გერმანიაში დიდი კორუფციული სკანდალი აგორდა

მმართველ კოალიციაში შემავალი ქრისტიანდემოკრატიული კავშირისა (ქდკ) და ქრისტიანსოციალისტური კავშირის (ქსკ) ოცამდე დეპუტატი დამცავი ნიღბების შესყიდვის სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა.

ყველაზე ხმაურიანია ქრისტიან-სოციალური კავშირიდან ბუნდესტაგის დეპუტატის (2002 წლიდან) გეორგ ნიუსლაინის საქმე, რომელმაც ნიღბების მწარმოებელი კომპანიისგან 660 ათასი ევრო აიღო ლობირებაში, _ წერს გამოცემა Spiegel-ი.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიტიკოსი მონაწილეობდა ნიღაბი FFP2-ის შეკვეთაში. ატეხილი სკანდალის გამო ნიუსლაინმა განაცხადა, რომ დატოვებს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას და კენჭს აღარასოდეს იყრის გერმანიის პარლამენტში. ამ მომენტში ის კორუფციაშია ეჭვმიტანილი.

დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან ნიკოლას ლებელმაც აგრეთვე, გამოიყენა თავისი თანამდებობა ნიღბების მწარმოებელი ჩინური კომპანიის ლობირებისთვის, რისთისაც 250 ათასი ევრო მიიღო (12% თითოეულ ნიღაბზე). ლებელმაც განაცხადა, რომ გადადგება. გაირკვა, რომ მმართველი კოალიციის _ ქდს/ქსკ-ს _ ოცამდე წარმომადგენელი ლობირებდა მიმწოდებელთა ინტერესებს, რისთვისაც გარკვეულ ფინანსურ სარგებელს იღებდა.

Allpravda.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here