Home სხვადასხვა დაიჯესტი “ჩვენ რა, ყველა კმაყოფაზე უნდა გვყავდეს?”

“ჩვენ რა, ყველა კმაყოფაზე უნდა გვყავდეს?”

პუტინის გამოსვლა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე

165
ვლადიმერ პუტინი

პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (პსეფ-2021), რომელიც 2-5 ივნისს გაიმართა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომლებიც უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის სოციალურეკონომიკურ განვითარებას განსაზღვრავს.

2021 წლის ფორუმი ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიება იყო პანდემიის დაწყების მომენტიდან. ფორუმზე როგორც პირდაპირ, ისე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიწვეულნი იყვნენ უცხო ქვეყნების სახელმწიფო მეთაურები, რუსეთისა და საერთაშორისო დიდი კომპანიებისა და ბანკების ხელმძღვანელები, წამყვანი პოლიტიკოსები და ექსპერტები.

პლენარულ სხდომაში ვიდეოკავშირით მონაწილეობდა ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი და ყატარის სახელმწიფოს ამირა თამიმ ბენ ჰამად ალ ტანი. დამსწრეებს ვიდეოსალმით მიმართეს არგენტინისა და ბრაზილიის პრეზიდენტებმა _ ალბერტო ფერნანდესმა და ჟაირ ბოლსონურუმ.

სპუტნიკი”, რომელიც ევროპაში არ შეუშვეს

სხდომა ვლადიმერ პუტინმა გახსნა. მან, პირველ რიგში, ილაპარაკა მსოფლიო ეკონომიკის არათანაბარ აღდგენაზე. აღნიშნა, რომ ამის თვალსაჩინო მაგალითია პანდემიასთან ბრძოლა. ვაქცინებზე ხელი მიუწვდებათ დიდშემოსავლიან ქვეყნებს, რომლებზეც მოდის კაცობრიობის მხოლოდ 16%, დანარჩენებს _ არა.

ამასთანავე, მოქმედებს პოლიტიკური მოტივებით აკრძალვები შემოწმებული, საიმედო ვაქცინების შესყიდვაზე”, _ დარწმუნებულია პუტინი. დასავლური მასმედიის სათაურებს კი, ისეთს, როგორიც არის “ვაქცინა რუსეთის იარაღია”, ის მარტივად ხსნის: ეს არის ბრძოლა ფულისთვის, ადამიანების საზარალოდ.

პუტინის ნათქვამი დაადასტურა სებასტიან კურცმა. “ავსტრიას სურდასპუტნიკ V”-ის შესყიდვა, მას საიმედო პრეპარატად მიიჩნევს, მაგრამ ევროპის მარეგულირებლები ჯერჯერობით ნებას არ გვრთავენ. არადა, სიამოვნებით გამოვიყენებდით ამ ვაქცინას”, _ აღიარა ავსტრიის კანცლერმა.

აცრა ნებაყოფლობითი და უფასოა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის. რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას შესთავაზა, ჩაუტარდეს ვაქცინაცია უცხოელებსაც, მაგრამ ეს უნდა იყოს ფასიანი. შრომით მიგრანტებსაც უნდა ჰქონდეთ ამის უფლება. პუტინმა პირველად დააკონკრეტა: თვითონ “სპუტნიკ V”-ით აიცრა, მაგრამ თანამემამულეების დარწმუნება რთულია.

“უხალისოდ მიდიან ვაქცინაციაზე”, _ განაცხადა ფორუმის წამყვანმა სტანისლავ ნათანზონმა. “ჩვენთან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინითაც კი ყველა არ იცრება, _ გამოეხმაურა ფორუმის წამყვანს პუტინი, _ მაგრამ არავის ვაიძულებთ. ბევრ ქვეყანაში, მათ, ვინც ვაქცინა გაიკეთა, ლუდს სთავაზობენ”.

“ჩვენ რა, ყველა კმაყოფაზე უნდა გვყავდეს?”

ფიქრობთ, ყველა უნდა გამოვკვებოთ? ჩვენ რა, ასეთი ვალდებულება გვაქვს?”

მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ დღეს, ორსაათნახევრის წინათ, წარმატებით დასრულდა მილსადენჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის პირველი ხაზის მილების ჩაწყობა, _ განაცხადა პუტინმა, _ სახაზო სამუშაოები, მათ შორის საზღვაო უბნის, დასრულებულია. “გაზპრომიმზად არის, ბუნებრივი აირის მისაწოდებლად. 1,5-2 თვის შემდეგ მეორე ხაზიც დასრულდება”.

“ბუნებრივი აირი, რომელიც ამ მილსადენში გაივლის, ყველაზე სუფთაა მსოფლიოში, რადგან მისი ამოქაჩვა ხდება პირდაპირ მიწისქვეშეთიდან, პლასტის ჰიდროგახლეჩა კი აირის მოპოვების კატასტროფული მეთოდია, _ დასძინა პუტინმა, _ იქ ასობით ტონა ქიმიკატია, გარემოს პირდაპირ დამაზიანებელი”.

ავსტრიას, ისევე, როგორც სრულიად ევროპას, კიდევ დიდხანს დასჭირდება რუსული საწვავი”, _ განაცხადა კურცმა.

და პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს, თუ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია გეგმავს მეგობრული ურთიერთობის აწყობას ევროპასთან”, _ დასძინა პუტინმა. რაც შეეხება უკრაინასა და მის ტრანზიტს, “თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ყველა უნდა გამოვკვებოთ? ჩვენ რა, ასეთი ვალდებულება გვაქვს?”

“ჩრდილოეთის ნაკადი-2” წმინდა ეკონომიკური პროექტია, მარშრუტი რუსეთიდან გერმანიაში უფრო მოკლეა და იაფი, ვიდრე უკრაინისა და სლოვაკეთის გავლით.

“არის შესაძლებლობა, მომავალშიც დაიტვირთოს უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანსპორტო სისტემა, ტრანზიტზე ჩვენი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგაც კი. ყველაფერი შეიძლება, ჩვენ მზად ვართ ამისთვის და გვსურს, მაგრამ ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხრიდან საჭიროა კეთილი ნების გამოვლენა არა იმისთვის, რომ ფული აიღონ, არა იმისთვის, რომ არმია შეინახონ და მერე მიმართონ დონბასის პრობლემის ძალისმიერი მეთოდით გადასაჭრელად, არამედ იმისთვის, რომ ააღორძინონ ეკონომიკა, ადამიანებთან იმუშაონ”, _ განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ რთული ურთიერთობა გვაქვს უკრაინის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ ვფიქრობთ იმაზე, როგორ ცხოვრობს იქ ხალხი? “ნორმალური ურთიერთობა რომ გვქონდეს, ახლა ჩვენთან, ქვეყნის შიგნით, მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ფასი 63 დოლარია ათას კუბ. მეტრზე, ხოლო უკრაინაში რამდენია? გუშინ ფასი ჰაბზე 330 დოლარი იყო ათას კუბ. მეტრე, პლუს ტრანსპორტირება. ბელარუსი 3-ჯერ ნაკლებს იხდის ჩვენს ბუნებრივ აირში”.

“ჩვენ რა, ყველა კმაყოფაზე უნდა გვყავდეს?”

ახალი ეპოქის ეკონომიკა

ვლადიმერ პუტინმა ოპტიმიზმით ილაპარაკა რუსეთის ეკონომიკაზე _ კრიზისამდელ დონეს უახლოვდება. “დიახ, არის პრობლემები, უმუშევრობის დონემ მოიმატა და მოქალაქეების რეალური შემოსავლებიც შემცირდა. ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ისეთი არაფერი მომხდარა, რასაც კატასტროფას ვუწოდებდით და, რაც, პრინციპში, შესაძლებელი იყო. ჩვენ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილეთ.

გაისმა კონკრეტული წინადადებები: გაგრძელდეს შეღავათიანი იპოთეკა 2022 წლის 1 ივლისამდე ყველა რეგიონისთვის, მაგრამ 7 პროცენტი გავრცელდეს იმ ბავშვიანი ოჯახებისთვის, რომლებსაც შვილი გაუჩნდათ 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ, პლუს _ სწრაფი გადახდების სისტემაში ერთი წლის განმავლობაში ჩაგვერთო უდიდესი ბანკები. 2 მლრდ-მდე შემოსავლის მქონე საზკვების კომპანიები შემდეგი წლიდან გათავისუფლდებიან დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. შემოდგომაზე გაუქმდება თითქმის 4 ათასი სამშენებლო ნორმა და წესი.

საუბრები იმაზე, რომ რუსეთი თითქოს დაინტერესებული არ არის გლობალური დათბობის პრობლემების გადაწყვეტაში, არის “სისულელე, მითი”. “ჩვენ არქტიკაში ქალაქები გვაქვს აშენებული, მუდმივ გამყინვარებაში და, თუ ყველაფერი დნობას დაიწყებს, რა შედეგებს მოიტანს რუსეთისთვის? რა თქმა უნდა, ჩვენ ამით შეწუხებული ვართ. სხვათა შორის, 2019 წელს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის ეკონომიკა არქტიკაში ყინულების დნობის გამო ყოველწლიურად 150 მლრდ დოლარს კარგავს.

ამასთანავე, მოსკოვი თანამიმდევრულად უჭერს მხარს გაეროს ჩარჩო კონვენციას კლიმატის ცვლილებების შესახებ, კიოტოს პროტოკოლსა და პარიზის შეთანხმებას და მოუწოდებს, უარი თქვან პოლიტიკურ უთანხმოებაზე, “ნახშირბადოვანი ნეიტრალურობა არ გადააქციონ უპატიოსნო პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად”. პუტინმა ყველას შეახსენა, რომ რუსეთზე მოდის პლანეტის ტყის რესურსის მეხუთედი. ამჟამად ეს რესურსი, სპეციალისტების შეფასებით, მილიარდობით ტონა ნახშირჟანგს შთანთქავს. პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, შეიმუშაოს მოქმედების დეტალური გეგმა მავნე აირის გამოყოფის შესამცირებლად _ იმაზე უფრო დაბალი დონის მისაღწევად, ვიდრე ევროპაშია. ამასთანავე, რუსეთი განაგრძობს მუშაობას ნახშირბადის მოპოვებისას მავნე აირების გამოყოფის შესამცირებლად.

ადამიანებზე ეკონომიას არ ვაკეთებთ. ეკონომიკა ადამიანების შემოსავლებთან ერთად უნდა იზრდებოდეს

“ჩვენ რა, ყველა კმაყოფაზე უნდა გვყავდეს?”

რუსეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ტრადიციული (ე.ი., ლიბერალური) მეთოდები. პუტინმა მათ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევი არაეფექტიანი მეთოდები უწოდა. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა საბიუჯეტო ხარჯების მომატების მართებულობა, რომლის წყალობით ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ მინიმალური დანაკარგებით (მინუს 3%, ნაცვლად ნავარაუდევი _ 8%-ისა) გამოვიდა, არამედ კრიზისამდელ დონეს მიუახლოვდა.

პუტინის სხვა განცხადებები, აგრეთვე, მიმართული იყო სახელმწიფოს მაკოორდინებელი როლის გაძლიერებისკენ ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში. მაგალითად, პრეზიდენტმა დაადასტურა რეგიონებისთვის 500 მლრდ რუბლის ინფრასტრუქტურული კრედიტების გამოყოფობა 2023 წლის ჩათვლით. სახელმწიფო ზრუნავს სამშენებლო ინფრასტრუქტურის სწრაფად გაზრდაზე და ეს სწორი ნაბიჯია, რადგან, სახელდობრ, ინფრასტრუქტურა არის ეკონომიკის ყველა დარგის განვითარების გენერატორი. ამასთანავე, მსხვილ ბიზნესთან დამოკიდებულებაში იგულისხმება სახელმწიფოს მაკოორდინებელი როლი, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ კი პირიქითაა, მათ მოქმედების მაქსიმალურად შესაძლო თავისუფლება ეძლევათ.

დოლარი ჯერჯერობით ზედმეტი არ არის

პლენარული სხდომის წამყვანმა სტუმრებს შესთავაზა, დოლარის როლზე ემსჯელათ, რატომ იხდის ავსტრია რუსულ ბუნებრივ აირში ამერიკულ დოლარებს.

“ყველაფერი მარტივია: ჩვენთან საერთაშორისო სისტემა მოქმედებს და საბაზრო ფასებს დოლარებში ანგარიშობენ”, _ არ გაართულა პასუხი სებასტიან კურცმა. მას არ გამოუმჟღავნებია ინტერესი ამერიკული ფულადი ერთეულის კრიტიკის მიმართ: მისი ქვეყნისთვის ეს საკითხი სულაც არ არის პრიორიტეტული, უფრო მნიშვნელოვანი ენერგეტიკაა, “ჩვენთვის ეს არის ეკონომიკა და არა გეოპოლიტიკა”, _ აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა და რამდენჯიმეერ გაუსვა ხაზი, რომ ავსტრია პატარა სახელმწიფოა.

პუტინი დაეთანხმა: მნიშვნელოვანია სტაბილურობა, საიმედოობა და არა ვალუტა. ამასთანავე, დოლარზე უფრო მიბმულია ნავთობი, როგორც საქონელი, და არა ბუნებრივი აირი. მენავთობეების უარი დოლარს, როგორც სარეზერვო ვალუტას, ძლიერად დაარტყამს, მაგრამ ამაზე ჯერ არ ლაპარაკობენ.

შეიძლება თუ არა ინვესტიციების მოზიდვა იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც რუსეთი არამეგობრულ ქვეყნებად მიიჩნევს (სიაში არიან აშშ და ჩეხეთი)? პუტინი დარწმუნებულია _ კი, ოღონდ იმ კომპანიებიდან, რომლებიც რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილნი არ არიან.

დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის განუწყვეტელი ესკალაცია ავსტრიის კანცლერის წუხილს იწვევს: “მე ეს მაწუხებს, ნეგატიური ფაქტორია, კარგისკენ არაფერი იცვლება”, ამიტომ ავსტრია ინტერესით ელოდება ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრას.

“აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობა გარკვეულწილად აშშ-ის შიდაპოლიტიკური პროცესების ტყვეობაში აღმოჩნდა”, _ დასძინა, თავის მხრივ, პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა მიუთითა, რომ ფუნდამენტური ინტერესები უსაფრთხოებასა და სტრატეგიული სტაბილურობის სფეროებში მსოფლიოსთვის საშიში შეიარაღების შემცირება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-ის შიდაპოლიტიკური კონიუნქტურა და გამოთქვა იმედი, რომ თეთრი სახლის სანქციების პოლიტიკა ოდესმე დასრულდება.

წყალბადი ახალი ნავთობია?

რუსეთის პრეზიდენტმა ბევრი ილაპარაკა “მწვანე” დღის წესრიგზე. უახლოეს წლებში მსოფლიო ვაჭრობაში გაჩნდება კიდევ ერთი პუნქტი: გარიგება ნახშირბადოვანი კვოტებით.

მათი არსი არის ის, რომ სახელმწიფოებს ან კერძო პირებს, რომლებსაც აქვთ ნახშირბადის მშთანთქმელი რესურსები, შეეძლებათ, გაყიდონ მსგავსი ერთეულები ღია, მათ შორის, საერთაშორისო ბაზრებზე. რუსეთი კი, რომელიც პლანეტის ტყეების 20%-ის მფლობელია, ამ ახალი ტენდენციიდან მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს. ნახშირბადოვანი კვოტების ექსპორტი რუსეთს ყოველწლიურად 50 მლრდ დოლარს მოუტანს. ეს შემოსავალი მთლიანად აანაზღაურებს ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვის შემცირებას. ბუნებრივია, რომ რუსეთმა ამ ეტაპზე აქტიურად უნდა განავითაროს აღნიშნული სფერო.

სხდომის დასასრულ, პუტინმა უპასუხა კითხვას სოციალურ ქსელში მისი ბლოკირების შესახებ: მიმიფურთხებია იმისთვის, ვინ და რატომ დამბლოკავს სოციალურ ქსელში. ჩემთვის მთავარი სხვა რამეა _ რუსი ხალხის ნდობა იმ ხარისხით, რომელშიც ახლა ვიმყოფები”. დამსწრეთ ეს პასუხი ძალიან მოეწონათ და რუსეთის პრეზიდენტი ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოვეს.

“წელს პუტინის გამოსვლა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორმებზე განსხვავდებოდა იმით, რომ პრეზიდენტმა კონკრეტულ საკითხზე ილაპარაკა და არ დაუწყია მსჯელობა “გლობალურსა და მუდმივზე”. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება მუშაობს კონკრეტულ წინადადებებზე, რომლებიც მიმართული იქნება რუსეთის ეკონომიკის ზრდასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

Ria.ruზე, kremlin.ruსა და tsargrad.tvზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here