შვეიცარიაში 16 ხანდაზმული ადამიანი მოკვდა კორონავირუსის ვაქცინით აცრის შემდეგ, _ განაცხადა სახელმწიფო ფარმაცევტულმა რეგულატორმა SWISSMEDIC–მა.
რეგულატორმა შეისწავლა 164 ცნობა სხვადასხვა ვაქცინის სავარაუდო თანმდევ მოვლენებზე. მათგან 199 ეხებოდა Pfizer/BioNTech-ის, 154 _ Moderna-ს ვაქცინებს. 2 შემთხვევაში ვაქცინა მითითებული არ იყო. 16 შემთხვევაში ადამიანები გარდაიცვალნენ. მათი წლოვანება საშუალოდ 81 წელი იყო.
Lenta.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ