Home ახალი ამბები მსოფლიო შვედეთს ნატოს წევრობა არ სურს

შვედეთს ნატოს წევრობა არ სურს

131

შვედეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა უარი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობაზე. ამის შესახებ ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ან ლინდეს მიერ ხელმოწერილ 2022 წლის საგარეო პოლიტიკურ დეკლარაციაში.

“მთავრობას განზრახული არ აქვს, განაცხადი შეიტანოს ნატოს წევრობაზე. შვედეთის უსაფრთხოების პოლიტიკა უცვლელი რჩება. სამხედრო ალიანსებისგან თავისუფლება კარგ სამსახურს გვიწევს და ხელს უწყობს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ჩრდილოეთ ევროპაში”, _ განაცხადა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დოკუმენტის პარლამენტში წარდგენისას.

უფრო ადრე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფონ რასმუსენმა შვედეთს “სასურველი პარტნიორი” უწოდა და დასძინა, რომ, მთავრობის შესაბამისი ინიციატივის შემთხვევაში, შვედეთს შეუძლია, მეორე დღესვე გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

აღსანიშნავია, რომ საქართველო და უკრაინა, უკვე 14 წელია, ნატოს კარზე ამაოდ აკაკუნებენ.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯინ ფსაკიმ 16 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის ნატოს სრულუფლებიან წევრად მიღების საკითხი ჯერ არ დამდგარა.

lenta.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here