Home რუბრიკები პოლიტიკა “შეშფოთებული” კურატორები და კუდამოძუებული “პატრიოტები”

“შეშფოთებული” კურატორები და კუდამოძუებული “პატრიოტები”

3893
გიგა ნასარიძე

მართლაც საოცარია, როგორ ახერხებს ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე საწოლის ქვეშ ისე შეძრომას, რომ არ წაიკუზოს. უფრო ზუსტად, თავი წელში გამართულად წარმოიდგინოს, სიტყვებით ივაჟკაცოს, იყვიროს, მუშტები აბრახუნოს, ლაჩრები გვეძახოს, თვითონ დიდ მამულიშვილად წარმოაჩინოს თავი და ამ მომენტში საწოლის ქვეშ იყოს დამალული. არადა, ძალიან მომრავლდნენ ისეთივაჟკაცები”, თავს ძალიან გაბედულ ტიპებად რომ გვაჩვენებენ, რეალურად კი საწოლის ქვეშ იმალებიან და იქიდან უთვლიან მუქარას მტერს.

ასეთი “ვაჟკაცების” მუქარის ძირითადი ობიექტია რუსეთი და ყველას, ვინც შედარებით კეთილგონიერად ვაზროვნებთ და გარკვეულ არასამხედრო, არაძალისმიერი, არადაძაბული გზის გამონახვას ვცდილობთ ჩვენი სამშობლოსთვის უპირველესი რიგის პრობლემების მოსაგვარებლად, ეს საწოლქვეშა “ვაჟკაცები” გულზე მჯიღის ბრახუნით გვიწოდებენ “რუსეთის მონებს”, “პუტინის ჩექმის მლოკველებს”, “კოლაბორაციონისტებს” და სხვა მათთვის უკვე სავალდებულო რეცეპტულ ფრაზებად ქცეულ სისულელეებს.

საქმე საქართველოსთვის მართლაც სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემას _ ტერიტორიულ მთლიანობასა და ძირძველი, ისტორიული ქართული მიწების ოკუპაციას რომ არ ეხებოდეს, გაეღიმებოდა კიდეც ადამიანს, ისეთი პერსონები ცდილობენ, თავი “ოკუპანტთან უშიშარ მებრძოლებად” წარმოაჩინონ.

მაგალითად, ასეთი “ვაჟკაცების” ბელადად თავისუფლად შეგვიძლია ვაღიაროთ გიგა ნასარიძე, რომელიც 2008 წლის ომის დროს მხოლოდ იმით გამოირჩა, რომ ვაკეში, რუსეთის საელჩოსთან, დამტვრეული უნიტაზი მიიტანა და ამით, თავისი ჭკუით, რუსი ჯარისკაცების მიერ ქალაქ გორის ძარცვა და საცხოვრებელი ბინებიდან უნიტაზების მოპარვა გააპროტესტა. როგორც ჩანს, გიგასთვის “გორი შორია”, თორემ სჯობდა, ის უნიტაზი, შუაგულ ვაკეში კი არა, გორში წაეღო და მტერიც საკუთარი თვალით ენახა…

ამაზე ერთი შემთხვევა მახსენდება, რომელიც სტუდენტობის პერიოდში გადამხდა თავს. მესამე კურსზე ვიყავი, სამხედრო ყაზარმებში რომ წაგვიყვანეს მთელი კურსი, ქუთაისში, 35-ე სამხედრო ქალაქში, რამდენიმე თვით. იმ წელს თავდაცვის სამინისტრომ ფინანსები გამონახა და სტუდენტებმა ჩვეულებრივი წვევამდელებივით ყაზარმებში გავიარეთ სამხედრო მომზადება, რის გამოც მიმაჩნია, რომ გამიმართლა. სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და, ჯარში ჩემთან ერთად უნდა ყოფილიყო რამდენიმე აწ უკვე ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, რომლებმაც ყაზარმებში 2-3 თვით ყოფნასაც კი აარიდეს თავი და ფული გადაიხადეს, ქართულ ჯარში რომ არ წამოსულიყვნენ, ახლა კი ხშირადპატრიოტობენ”. მოკლედ, ქუთაისამდე მატარებლით ჩაგვიყვანეს და გზაში საუბრის ძირითადი თემა სწორედ აფხაზეთის დაბრუნება-ვერდაბრუნება იყო. 1997 წელი იდგა. აი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო “რუსეთს თავი არ უნდა დავუხაროთ” ტიპის აგიტაცია, რაც, ჭკვიანი და მართლა პატრიოტი ადამიანისთვის იმთავითვე ცხადი იყო, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს აძლევდა ხელს რუსეთის გასაღიზიანებლად, ამ ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მისაყენებლად, რისთვისაც აპირებდა სრულიად კავკასიისა და განსაკუთრებით საქართველოს გამოყენებას.

მე, პირადად, და არაერთი ჩემნაირად მოაზროვნე იმთავითვე ვამბობდით, რომ ამერიკისთვის ეს მხოლოდ “გართობაა” და იმის შემოწმება, რაზეა რუსეთი წამსვლელი, რას გაბედავს და რას ვერ გაბედავს, ხოლო, თუკი ამერიკელთა მიერ “რუსების დაჩმორების” ამ სტრატეგიამ არ გაამართლა, მხოლოდ საქართველო იზარალებს, ამერიკა კი ბოდიშს მოგვიხდის და სხვას არაფერს გააკეთებს.

ჩვენი იმჟამინდელი ნათქვამი 11 წლის შემდეგ, 2008 წელს, ახდა. ამერიკამგემი შემოუშვა ფოთშისაქართველოსთვისმხარდაჭერის დაფიქსირების მიზნითდა, როდესაცშეშინებულმა რუსეთმასოხუმი და ცხინვალი ოფიციალურად წაგვართვა _ თბილისი ხომ შეგანარჩუნებინეთო! _ ამაყად გვითხრეს ამერიკელებმა დავალმოხდილი მეგობრებისიერით გავიდნენ ფოთიდან.

ამის შემდეგ თითქმის 10 წელი გავიდა და ჩვენი “მეგობრებისა” და “სტრატეგიული პარტნიორების” საქციელი ჩვენ მიმართ დიდად არ შეცვლილა. მიუხადავად ამისა, დღესაც იმავეს იჩემებს ზოგიერთი, _ რუსეთს არ უნდა დავუჩოქოთო. და ხომ წარმოგიდგენიათ, 1997 წელს რა იქნებოდა?

მოკლედ, თბილისიდან ქუთაისამდე რამდენიმე თანაკურსელმა ყურები გამოგვიჭედა ბაქიბუქით, _ ჩვენ არ ვართ ვაჟკაცი ერი, არ ვიმსახურებთ თავისუფლებას. აგერ, ჩეჩნები, ხომ ხედავ, რა დღეში აგდებენ რუსეთსო (ჯერ კიდევ გაგანია ბობმთაცვენა იყო ჩეჩნეთში).

აი ასეთი რიტორიკით ცდილობდნენ ჩვენს დაშინებას, _ ემანდ, ლაჩრები არ ვეგონოთო, _ გავეჩუმებინეთ, თვითონ კი ლამის ისტერიკულად ითხოვდნენ აფხაზეთის ომით დაბრუნებას, რუსეთისთვის ომის გამოცხადებას, წინაპრების სულების გამოძახებას და ა.შ.

საღამო ხანს მატარებლიდან ჩამოგვრეკეს და საღორიის უბანში ყაზარმებში შეგვრეკეს. მე და რამდენიმე ჩემნაირმა “რუსეთუმემ” დავიწყეთ სასურველი “კოიკის” მოძებნა, ტანსაცმლის გამოცვლა, “ტუმბოების” ათვისება, “კაპტიორკაში” სამგზავრო ჩანთების შეტანა და ა.შ. ამ გაწამაწიაში ქალური ქვითინი შემომესმა. მოვიხედე და ერთ-ერთ ნარზე ჩამომჯდარი ჩემი თანაკურსელი დავინახე, სწორედ ის, რომელიც აფხაზეთის ომით დაბრუნებას ყველაზე ხმამაღლა ითხოვდა და, რომელიც ყველაზე მედგრად უხმობდა წინაპართა სულებს (სახელს და გვარს არ ვასახელებ, მაგრამ ვინმეს თუ ჰგონია, რამეს ვაჭარბებ, პირადად მომმართოს და ვეტყვი). მივუჯექი გვერდით და ვეკითხები, რა გჭირს, რა გატირებს-მეთქი?

ალალად მიპასუხა: “მე დედა და მამა ყოველთვის მანებივრებდნენ, გაქათქათებული ბუმბულის ლეიბისა და ფაფუკი საბნის გარდა არაფერში მძინებია და ამ რკინის საწოლზე, ამ აყროლებულ ლეიბზე და თითქმის სველ გადასაფარებელში როგორ დავიძინო?” და ამხელა კაცი მართლა ქალივით ქვითინებდა. გამეღიმა და პირდაპირ ვუთხარი: ბიჭო, შენ არ იყავი, მატარებელში ლაჩრები რომ გვეძახე და გმირი წინაპრების შემარცხვენლები? ომს რომ აპირებ, რა გგონია, ომში ფაფუკ ქვეშაგებელს მოგართმევს ვინმე თუ დედიკო გამოგყვება წინა ხაზზე?

დღემდე არ დამვიწყებია, როგორი გაოცებული თვალები ჰქონდა, როცა მიპასუხა: “ძმაო, მე ომს რომ ვითხოვ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე უნდა წავიდე ომში. არა, ამ სამყაროში ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ვიღაც ვარგა მეომრად, ვიღაც _ არა. ვიღაცას “ტვინის” ფუნქცია აქვს დაკისრებული. ომში უნდა წავიდეს ის, ვინც მეომარია. მე და ჩემნაირებმა კი ისინი უნდა ვმართოთ!”

რა თქმა უნდა, არც მიცდია, შემეგნებინებინა ამ დებილისთვის, რომ ომში მტერი, მხოლოდ წინა ხაზს კი არა, ზურგსაც უმოწყალოდ ბომბავს, რადგან უკვე მეგობრები მტაცებდნენ ხელიდან ამ აბღავლებულ რეგვენს, რომელსაც ომი სხვისთვის უნდა და არა თავისთვის; რომელიც ვაჟკაცობას სხვის ხარჯზე ქადაგებს, წინაპრების სულებს სხვისი გამოყენებით ეკეკლუცება და სხვისი დედების ატირება არაფრად მიაჩნია, მთავარია, მისმა დედიკომ ჩააწვინოს ქათქათა თეთრეულში.

მაშ, მიპასუხეთ, ვინმეს წარმოგიდგენიათ სანგარში ჩაწოლილი, მიწითა და სამხედრო ტექნიკის გამონაბოლქვით სახეგამურული, მტრის მიმართ მრისხანებით ანთებული გიგა ნასარიძე, რომელსაც ყუმბარის ნასხვრევი აქვს მოხვედრილი სხეულზე და აინუნშიც არ აგდებს, ისე მიიწევს მტრის პოზიციებისკენ?

დიახ, გაგეღიმებათ, ეს სამშობლოსთვის უმტკივნეულეს საკითხს რომ არ ეხებოდეს!

სამაგიეროდ, გიგა ნასარიძეებსდაზუთხული აქვთ ფრაზები: “აბა, რა ვქნათ, წავიკუზოთ რუსეთის წინაშე?”, “აბა, ფეხები ავულოკოთ პუტინს?”, “აბა დათვს ბაბაია დავუძახოთ?” და ა. შ.

სხვათა შორის, ასეთი ბრიყვული რიტორიკით იმ დონეზე გამოაშტერეს ზოგიერთი, რომ ამას წინათ მანანა ნაჭყებიამ ნამუსზე აგვაგდო: “რომ გაიძახით, რუსეთს ვერ მოვერევით და ამიტომ მასთან ომს ყველა მეთოდით თავი უნდა ავარიდოთო, ეგრე რომ ეაზროვნათ ქართველთა წინაპრებს და ომებისთვის თავი აერიდებინათ ხოლმე, ხომ განადგურდებოდა დღემდე საქართველო?!”

არადა, საქართველოს ისტორია სავსეა მაგალითებით, როგორ აარიდეს თავი ჩვენმა მართლა ბრძენმა წინაპრებმა უთანასწორო ომს, როგორ ეახლნენ ქართველი მეფეები და დიდებულები მტრის მეფეებს, შაჰებს, ყაენებს და გაითვალისწინეს მათი ინტერესები, დამორჩილდნენ და სწორედ ასე იხსნეს და მოიყვანეს დღემდე საქართველო.

ასეთი შტერობის მთქმელი მანანა ნაჭყებია კი დღემდე ამაყად განიხილავს რუსეთ-საქართველოს თემას სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში და ჭკუასაც გვარიგებს…

საბოლოოდ, მართლა რეალურად მაინტერესებს _ რას ეძახის ეს ხალხი “არდაჩმორებას”, “არწაკუზვას”, მტრისთვის “ფეხების არ ალოკვას”?

ერთ ანეკდოტს მოვყვები და გამგებმა უნდა გაიგოს:

ცოლი სცემს ქმარს, მოსდევს იატაკის ჯოხით, აშკარად უფრო ძლიერია ქმარზე და ჩაგრავს. აუჭრელა გვერდები. ბოლოს ქმარმა, როგორც იქნა, მოისაზრა და შევარდა საწოლქვეშ, ყველაზე შორ კუთხეში მიიკუნჭა, რათა ცოლის იატაკის ჯოხი ვერ მიწვდომოდა და არ გამოდის იქიდან. მიადგა ცოლი საწოლს, უკივის და უწივის: _ გამოდი მაქედან! სად შეძვერი! გამოდი დროზე!”

ქმარმა გამოყო თავი საწოლის ქვეშიდან, იატაკზე მუშტი დააბრახუნა და მკაცრი სახით უპასუხა:

_ ამ ოჯახის უფროსი მე ვარ და, სადაც მინდა, იქ შევძვრები!

ხომ არავის გაგონებთ?

ბაკურ სვანიძე

5 COMMENTS

  1. “გიგა ნასალიძე” – ვაჯკაცია და “მიშიკოს” ამაყი მცველი. უნიტაზის მიტანა რად უნდოდა – თვითონ უნიტაზია, მარტო მისი მისვლა იყო საჭირო საელჩოსთან. გაანებეთ თავი მაგ ჩმორს, სხვანაირად ფულს ვერ შოულობს! ჭამა ხომ უნდა მაგის ოჯახს.
    რა გინდა გაზეთის “ცენზორო”, როდის უნდა მეთქვა სხვა რამე, ახლა წავიკითხე ეგ მონათხრობი. საკუთარი აზრის გამოთქმას რატომ მიშლით, რა არ მოგწონთ, მითხარით, განა მეტის ღირსი არ არის ეგ არარაობა?

  2. გამკვირვებია თქვენი ცენზურა, გაუგებარი კრიტერიუმებით სარგებლობთ, თუ მკითხველი თქვენთვის არაფერია? კომენტარებს თუ ვინმე აკეთებს – უნდა გიხაროდეთ.

  3. vinc rusettan pirdapir xelchartul brzolaze gvikijinebs, yvela qveynis mogalate da damaqcevaria. pirvel rigshi tviton dadgnen wina xazze da tavianti shvilebi daayenon tu es ase ar aris. da kidev manana nachyebia toje mne politikosi da chkuis kolopi. meramdene mowvevis parlamentaria ukve da saertod romeli saqme aqvs gaketebuli da problema mogvarebuli? pulis mutaqebi arian da meti araperi.

  4. ნასრაძეს თავისი გვარით არ ჩაესვლება რუსეთში. ისე, რა კარგად ესადაგება ამ არაკაცს მისი გვარი რუსული შინაარსით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here