Home რუბრიკები საზოგადოება შემოიტანოს ხელისუფლებამ ევროპული თუ ამერიკული ვაქცინა და შემოიტანოს რუსულიც. მერე ჩვენ გადავწყვიტოთ,...

შემოიტანოს ხელისუფლებამ ევროპული თუ ამერიკული ვაქცინა და შემოიტანოს რუსულიც. მერე ჩვენ გადავწყვიტოთ, რომელი ვაქცინით ავიცრათ

277
შემოიტანოს ხელისუფლებამ ევროპული თუ ამერიკული ვაქცინა და შემოიტანოს რუსულიც. მერე ჩვენ გადავწყვიტოთ, რომელი ვაქცინით ავიცრათ

1958 წელს გვინეაში განხორციელდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმები და გაუქმდა ბელადის ინსტიტუტი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანას ეყოლებოდა პრეზიდენტი, ადგილობრივი თვითმმართველობა და .. რა შუაშია გვინეა? ეს არის ერთერთი იმ 40-ზე მეტი სახელმწიფოდან, რომელმაც თანხმობა განაცხადა რუსეთის მიერ წარმოებული ვაქცინასპუტნიკ V”-ის შეძენაზე, რათა ამ ვაქცინით აცრას თავისი მოქალაქეები. მიზეზი მარტივია _ რუსულმა ვაქცინამ ეფექტიანობის 91,6% აჩვენა და ეს მაშინ, როცა ინგლისურშვედური AstraZeneca ეფექტიანობა 62,1%-ია, ჩინური Sinovacის _ 50,4%.

“სპუტნიკ V” უკვე რეგისტრირებულია მსოფლიოს 26 ქვეყანაში _ ბელარუსში, უნგრეთში, სერბეთში, არგენტინაში, ბოლივიაში, ტუნისში, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, სომხეთში, თურქმენეთში, ყაზახეთში, პარაგვაიში, ვენესუელაში, პალესტინაში, თურქეთში, ირანში, გვინეაში, ალჟირში, მექსიკაში, ნიკარაგუაში, ინდოეთში, სამხრეთ კორეაში, ბრაზილიაში, საუდის არაბეთში, ჩინეთში(!), ბოლივიაში და მიანმაში.

ინდოეთში, სამხრეთ კორეაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, საუდის არაბეთში და თურქეთში რუსეთის ხელშეწყობით იწყება ვაქცინის მასიური წარმოება, ხოლო ბოლივიაში, ალჟირში, ყაზახეთში, თურქმენეთში, პალესტინაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პარაგვაიში, უნგრეთში, სომხეთში, სერბეთში, ვენესუელასა და ირანში უკვე მიმდინარეობს მასიური ვაქცინაცია რუსეთის მიერ მიწოდებულისპუტნიკ V”-თი.

ამას გარდა, მას რეკომენდაციას მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია და უკვე ევროპის წამლის ასოციაციაც უწევს.

ამ ფონზე გასული კვირის მიწურულს ვაქცინამ, რომელიც ჩვენთან უნდა შემოიტანონ, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა და ეს მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმაც დაადასტურა.

“მცირე ფაზის კვლევებში, პირველადი მონაცემებით, AstraZeneca-ს ვაქცინამ შეზღუდული ეფექტიანობა აჩვენა “სამხრეთ აფრიკული” ვარიანტის მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ. ამასთანავე, ჩვენ ვერ შევძელით, სწორად დაგვედგინა ვაქცინის მოქმედება დაავადების მძიმე ფორმებსა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებში, იმის გათვალისწინებით, რომ კვლევის სუბიექტები, ძირითადად, ახალგაზრდა ჯანმრთელი ზრდასრულები იყვნენ”, _ აცხადებენ კომპანიაში.

არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსული მხარე ქვეყნებს არა მხოლოდ ვაქცინით მომარაგებას სთავაზობს, არამედ მზად არის, ყველა მსურველს წარმოების აწყობაში დაეხმაროს, შესაბამისი ლიცენზია გასცეს და მსურველი უკვე ვაქცინის შემსყიდველი კი არა, მისი მწარმოებელი ქვეყანა გახდება. როგორც ზემოთ ვთქვით, ექვსი ქვეყანა ვაქცინის წარმოებას უკვე მალე დაიწყებს.

ამას წინათ ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა თქვა: რუსულ ვაქცინას ვაკვირდები და მას საკმაოდ კარგი ეფექტი აქვსო. ეს იყო და ეს, მას სხვა განცხადება აღარ გაუკეთებია, რადგან იმ ლურსმნების ჟღარუნი გაიგონა, რომლებითაც რუსეთის დადებით კონტექსტში ხსენებისთვის ჯვარზე უნდა გაეკრათ. საქართველოს ხელისუფლება არც კი განიხილავს რუსული ვაქცინის შემოტანის საკითხს ან, საერთოდ, მეზობელს რომ მოელაპარაკოს და ვაქცინის წარმოება ჩვენთან დავიწყოთ. არადა, ხომ ხვდებით, რა ეფექტი ექნება ამ ყველაფერს და, რაც მთავარია, როგორ წაადგება ვაქცინის გაყიდვით მიღებული თანხა ქართულ ეკონომიკას? გონიერი მთავრობა იმდენს მაინც მოახერხებდა, რომ ყველა სახეობის ვაქცინას შემოიტანდა და არჩევანის გაკეთებას მოსახლეობას დაუტოვებდა. ვისაც სურვილი ექნებოდა, რუსული ვაქცინით აიცრებოდა; ვისაც არა, სხვა ქვეყნის პრეპარატს მიანიჭებდა უპირატესობას. ძაღლის თავიც აქ არის დამარხული. არსებობს დიდი მოლოდინი, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ რუსულ ვაქცინას აირჩევდა (და მაშასადამე, დასავლეთის ფარმკომპანიები მილიონებს იზარალებენ). ეს იმის მანიშნებელიც იქნებოდა, რომ საქართველოს მოსახლეობა პირველ ადგილზე კეთილდღეობას აყენებს და არა იმ ურთიერთობებს, რომელთა აწყობასაც, სწორედ ჩვენი კეთილდღეობის ხარჯზე, აგერ უკვე 30- წელია, გვაიძულებს დასავლეთი. საზოგადოდ, ხელისუფლების დღევანდელი ქმედება წითელი ხაზია, რომელიც მან უკვე გადაკვეთა. მთავრობა არ ფიქრობს იმაზე, რა ეფექტი შეიძლება მოჰყვეს იმ ვაქცინებს, რომლებიც, ყველა აღიარებით, სასურველ შედეგს ვერ იძლევა. საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა დასავლური ვაქცინის გასაღებაა, რათა ბატონებს გულზე მალამოდ დაედოს და მილიონები ზუსტად ისე გადავყაროთ წყალში, როგორც ესჯაველინებისშეძენისას გავაკეთეთ. “ჯაველინები” არაერთხელ გვიხსენებია და კიდევ ხშირად ვახსენებთ, რადგან ასე სულელურად 75 მილიონის დახარჯვის უფლება, უბრალოდ, არ გვქონდა.

ჰოდა, ახლაც ანალოგიურის გაკეთებას ვაპირებთ _ ვყიდულობთ ნაკლებეფექტიან ვაქცინას და მერე გამოჩნდება, რომ იგივე ამერიკა და ევროპა ნელ-ნელა დაიწყებენ რუსული ვაქცინის შეძენას… პარალელურად რუსეთს სანქციებს გაუგრძელებენ. დასავლეთს არ სურს იმის აღიარება, რომ მათ მეცნიერულ თუ სამედიცინო რესურსს რუსეთმა ხელის ერთი მოსმით აჯობა და, რაც მთავარია, რუსული მხარე იმას კი არ ამბობს, _ ვაიმე, ჯერ ჩემს მოსახლეობას თუ არ ავცრი, ვერავის ვერაფერს მივცემო, პირიქით _ მზად არის, ნებისმიერს მიაწოდოს ნებისმიერი ოდენობისსპუტნიკ V” და, ამასთანავე, დაეხმაროს ამ ვაქცინის წარმოების აწყობაში.

უფრო რბილად როგორ ვთქვა, არ ვიცი და ამიტომ ისე ვიტყვი, როგორც ვიცი: ხელისუფლების ქმედება იდიოტიზმის პიკია, თუ ეს მათი მოფიქრებულია (რომ მაინცდამაინც დასავლური ვაქცინები გაასაღონ) და მონობის ოფიციალური დემონსტრირება, თუ კი ეს დასავლეთის ზეწოლით ხდება (რომ რუსული ვაქცინისკენ არ გაიხედონ). ამის იქით აღარაფერი აღარ არსებობს. საქმე ჩვენი, ჩვენი შვილების, და-ძმების, მშობლების სიცოცხლეს ეხება და ესენი კიდევ საგარეო პოლიტიკას “ალაგებენ” და ცდილობენ, “სტრატეგიულ პარტნიორებს” ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე არ აწყენინონ. ვინმემ ჰკითხა მოსახლეობას, უღირს კი ამერიკისა და ევროპის ლიდერების გულის მოგება საკუთარი სიცოცხლის ფასად? გადით, აბა, ქუჩაში, ადამიანებს ჰკითხეთ და რა პასუხს გაგცემენ, იმის მიხედვით იმოქმედეთ. ვინმე აგვიხსნის, რას ნიშნავს ის, რომ ერთი ვაქცინა ეფექტიანია, მეორე _ ნაკლებად და მაინც მეორე შემოგვაქვს იმიტომ, რომ დასავლეთს არ ეწყინოს? რუსეთი მტერიაო, რომ გავკივით, სამშობლოს სიყვარული მტრის სიძულვილით რომ არ იწყება, ეგ თუ იცით? ვის სჭირდება საქართველო აბორიგენი მოსახლეობის გარეშე _ ევროპას? ამერიკას? როგორ ბედავს, საერთოდ, ხელისუფლება და როგორ ამბობს, რომ რუსეთიდან ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობა არც კი განიხილებაო. და პურის ფქვილი საჭირო რაოდენობის ასი პროცენტით რომ შემოგაქვთ? თუ ეგ იმიტომ, რომ დასავლეთმა ალტერნატიული გზა ვერ მოგვაძებნინა და საკუთარ მარაგს ხორბლის ერთი მარცვალიც არ მოაკლო? ახლა კი აქვს ალტერნატივა _ მართალია, ცუდი და უვარგისი, მაგრამ მაინც ალტერნატივა და გვინდა თუ არა, ცხვირში გვტენიან.

საინტერესოა, რა პასუხი აქვს ხელისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სისხლის ფასად ნაყიდ ვაქცინას ეფექტი არ ექნება და ვირუსისგან ვერ დაგვიცავს (გახმაურებული ამბავია, რომ ერთერთ ამერიკელ სენატორსფაიზერისვაქცინით აცრის შემდეგ შეეყარა კოვიდი)? რას გვეტყვიან, _ ამერიკასა და ევროპას ხათრი ვერ გავუტეხეთ და, ბოდიში, თვეში ისევ ათას ადამიანამდე რომ გვიკვდებაო?! სად არის ლოგიკა ასეთი სიჯიუტისა და სად გადის ზღვარი სტრატეგიულ პრატნიორობასა და მონობას შორის?! მეტი რა უნდა გვითხრან და რა უნდა გვიქნან, სიცოცხლის არჩევანის შესაძლებლობასაც არ გვიტოვებენ და პირდაპირ გვეუბნებიან: იცოცხლებთ ისე, როგორც ჩვენ გადავწყვეტთო! უბედურება კი ის არის, რომ ამ აზრზე ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის უმრავლესობაა, ანუ მათთვის ამოსავალი წერტილი სწორედ დასავლეთია და არ აქვს მნიშვნელობა, რის ფასად. აქამდე ისე ჩანდა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს მოსახლეობის გაჭირვება ცალ ფეხზე ეკიდათ, მეორე თავისუფალი ჰქონდათ, მაგრამ ახლა აშკარაა, რომ მეორე ფეხზე ჩვენი სიცოცხლე ჰკიდიათ. ზაზა გახელაძის პატიმრობა რომ გააპროტესტეს ელჩებმა და დასავლეთის ქვეყნების პირველმა პირებმა, რატომ არ აპროტესტებენ იმას, რომ პრაქტიკულად მთელი ერი ტყვეობაში ჰყავთ და თავისუფალი არჩევანის უფლებას არ აძლევენ? და სად არის ის დაპირება, ხალხის ფულით შევსებულ ბიუჯეტს ხალხს მოვარგებთო? ჰკითხა ვინმემ ხალხს, რომელ ვაქცინაში გადავიხადოთ ათეულობით მილიონი ლარი და რომლით აცრა სურს რიგით მოქალაქეს? არა! იმიტომ, რომ ეს დიდი პოლიტიკაა, დასავლეთისა და რუსეთის პაექრობაა, სადაც საქართველოს დარ ქვეყნებს ქათმის როლი აქვთ, რომელსაც ყველაფერსე წააკლავენ ხოლმე და ახლა სწორედ ეს დრო დაგვიდგა _ უნდა წაგვაკლან.

რაც ყველაზე საინტერესოა, დაბალეფექტიანი ვაქცინაც კი სახვეწარი გვაქვს _ ევროპა და ამერიკა პირდაპირ გვეუბნებიან, _ ჯერ თქვენ ვერ აგცრით, საკუთარ მოსახლეობას უნდა მივხედო და, თუ რამე მოგვრჩა და იმ დროისთვის ცოცხლები იქნებით, მერე ვნახოთო. ეს არის სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულება ჩვენ მიმართ და ამას მშვიდად ვიტანთ. აბა, როგორ გინდათ?! საკმარისია, ხელისუფლებიდან ვინმეს წამოსცდეს, _ რუსეთს ვაქცინაზე მაინც დაველაპარაკოთო, და ეს წამოცდენა ძალაუფლების დაკარგვად დაუჯდება. ძალაუფლება კი მთავარი ხიბლია და, თუ აქამდე მიხეილ სააკაშვილს ეძახდნენ პოლიტიკურ ცხოველსა და ვამპირს, ახლა გამოჩნდა, რომ ყველა ცხოველი და ვამპირია, ვინც ადამიანების ხორცითა და სისხლით იკვებება.

ეს არ არის თხოვნა, ეს არის მოთხოვნა და არა მხოლოდ ჩვენი, უმრავლესობა სწორედ ამ აზრზეა _ შემოიტანოს ხელისუფლებამ ევროპული თუ ამერიკული ვაქცინა და შემოიტანოს რუსულიც. მერე ჩვენ გადავწყვეტთ, რომელი ვაქცინით ავიცრათ და რომლით დავიცვათ ჩვენი უფლებასიცოცხლის უფლება!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here