Home ახალი ამბები მსოფლიო ქაოსის ტერიტორია: ევროპის წამყვანი ქვეყნები ბალკანეთის მიმართულებით დაშვებულ შეცდომებს არ აღიარებენ

ქაოსის ტერიტორია: ევროპის წამყვანი ქვეყნები ბალკანეთის მიმართულებით დაშვებულ შეცდომებს არ აღიარებენ

600
ქაოსის ტერიტორია: ევროპის წამყვანი ქვეყნები ბალკანეთის მიმართულებით დაშვებულ შეცდომებს არ აღიარებენ

ნაწილობრივ აღიარებულ კოსოვოს რესპუბლიკაში მნიშვნელოვნად მოიმატა ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რაოდენობამ. შემთხვევათა უმრავლესობაში მსხვერპლი ადგილობრივი სერბები არიან. ბოლო აღმაშფოთებელი ინციდენტი მოხდა 2 სექტემბერს კოსოვოს მიტროვიცაში, სადაც დანებით შეიარაღებული ალბანელთა ჯგუფი თავს დაესხა სერბ ჭაბუკს და მძიმედ დაჭრა.

ამ შემთხვევაზე ლაპარაკია ეუთოს მოხსენებაში. დოკუმენტის მიხედვით, რეგიონში ყვავის ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობა, ხდება ადგილობრივების გადაბირება ტერორისტულ ორგანიზაციებში. მხარის ხელისუფლება ვერ აგვარებს დაგროვებულ პრობლემებს. კოსოვოს კრიზისი საფრთხედ იქცა არა მხოლოდ ბალკანეთისთვის, არამედ სრულიად ევროპისთვის. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კოსოვოში გასამართი საპარლამენტო არჩევნები ვერ გააუმჯობესებს სერბების მდგომარეობას. მიუხედავად ყველაფრისა, ევროპის წამყვანი ქვეყნები უარს ამბობენ, აღიარონ შეცდომები, რომლებიც დაუშვეს ბალკანეთის მიმართულებით, _ მიუთითებენ ანალიტიკოსები. ვითარებას ამწვავებს უმუშევრობა და სოციალური პრობლემები. შედეგად ხდება ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობაში, აგრეთვე, ტერორისტულ და ექსტრემისტულ ორგანიზაციებში. ამ ფონზე კოსოვოს ხელისუფლება “ქრონიკულ უძლურებას” ამჯობინებს დაგროვილი პრობლემების მოგვარების საქმეში და განაგრძობს კოსოვოელ ალბანელებს შორის რადიკალური განწყობილების მხარდაჭერას.

ე.წ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვერც ერთმა მთავრობამ ვერ იმუშავა მანდატის ამოწურვამდე. ვადამდე გადადგომა მოუწია ე.წ. პისტოლეტების კოალიციის კაბინეტსაც, რომელიც დაკომპლექტებული იყო კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის საველე მეთაურებით.

იმატებს რაოდენობა იმ ქვეყნებისა, რომლებმაც უკან წაიღეს ამ კვაზისახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სუვერენიტეტის აღიარება. სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გადაწყვეტილება უკან წაიღო 15-მა სახელმწიფომ. ბელგრადის მტკიცებით, დღეს კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს 100 ქვეყანაზე ნაკლები, წინააღმდეგია 60-ზე მეტი, მათ შორის: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ესპანეთი, ისრაელი და საბერძნეთი.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here