Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე უნიკალური ბუნებრივი მოვლენები

უნიკალური ბუნებრივი მოვლენები

651
თოვლი საჰარაში

1979 წლის 18 თებერვალს უდაბნო საჰარაში თოვლი მოვიდა. დედამიწაზე არც ისე იშვიათია უცნაური მოვლენები: ფერადი წვიმა, გაყინული წყაროები, გოლიათი მთები და სხვა. _ ამ ყველაფერს თითქოს იმისთვის ქმნის ბუნება, რომ კიდევ ერთხელ განაცვიფროს თავისი ბინადარნი.

თოვლი საჰარაში

თოვლი საჰარაში

2021 წლის იანვარში კვლავ მოვიდა თოვლი საჰარაში. როგორც ჩანს, ცივი ჰაერი ახლა უფრო ხშირად სტუმრობს უდაბნოს, ვიდრე ადრე.

დიდი ლურჯი ღრმული

დიდი ლურჯი ღრმული

ეს საოცარი ღრმული კუნძულ ბელიზთან ახლოს მდებარეობს. მისი დიამეტრი 300 მ-ზე მეტია, სიღრმე _ 124 მ., ქმნის კარსტულ ძაბრს, რომელიც ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება 100 მ-ის სიმაღლიდან.

აკვამარინის ტბა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე არის ვულკანი კავაჰ იჯენი, მაგრამ კუნძული უფრო ცნობილია სხვა ღირსშესანიშნაობით _ ეს არის აკვამარინის ტბა ვულკანის პიკზე. აკვამარინის ფერს წყალს აძლევს ქიმიური ელემენტი გოგირდი.

ბაზალტის კოლონები

ეს არის ექვსკუთხედი კოლონების ფორმის ვულკანური წარმონაქმნი. ასეთი მოვლენები ხდება მაშინ, როდესაც ლავის სქელი ფენა სწრაფად ცივდება, იჭიმება და მთის ქანების ზედაპირზე ქმნის ნაპრალებს. ბაზალტის კოლონები გვხვდება ირლანდიაში, აგრეთვე, კალიფორნიაში (აშშ) მდებარე ეროვნულ პარკში.

ცეცხლოვანი ცისარტყელა

ისეთი მოვლენა, როგორიც არის ცეცხლოვანი ცისარტყელა, წარმოიქმნება მაშინ, როცა ღრუბლებში არსებულ ყინულის კრისტალებს ეცემა მზის სხივი. ცეცხლოვანი ცისარტყელა უფრო ხშირად შეინიშნება ეკვატორის ახლო განედებზე.

წითელი კიბორჩხალების მიგრაცია

ეს შთამბეჭდავი მოვლენა აღდგომის კუნძულზე ხდება ხოლმე _ 43 მლნ კიბორჩხალა კვერცხების დასადებად ყოველწლიურად გადაადგილდება ოკეანის სანაპიროზე. კუნძულის მთავრობა ერთი კვირის განმავლობაში კეტავს თითქმის ყველა გზას, რათა ბუნებას თავისი საქმის გაკეთებაში ხელი არავინ შეუშალოს.

გაყინული ბუშტები

კანადის ტბებში გაყინული ბუშტები იშვიათობა არ არის. ასეთი ბუშტების ნახვა შეიძლება კანადის ჩრდილოეთით მდებარე ტბებში.

ტალღისებური ღრუბლები

მეცნიერებმა ცოტა ხნის წინათ აღმოაჩინეს კიდევ ერთი იდუმალი მოვლენა _ ტალღისებური ღრუბლები. მომაჯადოებელი და, ამასთანავე, შიშის მომგვრელი სანახაობა ყველაზე ხშირად აშშ-ში შეიძლება შენიშნოთ.

2009 წელს დაადგინეს ამ უცნაური ფორმის ღრუბლების წარმოქმნის მიზეზი: ღრუბლები ცაზე თავს იყრის, თითქოს გრიგალი უნდა დაიწყოს, მაგრამ მალე იშლება.

ვარდისფერი ტბა ტანზანიაში

ტბა ნაზდრანი (ტანზანიაში) მარილის ტბაა, რომელიც ცხელი წყაროებით იკვებება. ეს ფლამინგოების გამრავლების ყველაზე პოპულარული ადგილია.

მოერაკის სფეროები

ეს არის სფეროსებური ქვები, რომლებიც განლაგებულია ახალი ზელანდიის სანაპიროზე. მეცნიერთა აზრით, ეს სფეროები მილიონობით წლების განმავლობაში იქმნებოდა ოკეანის ფსკერზე ნიადაგის ფენების ეროზიისა და ცენტრალური ბირთვის გარშემო კრისტალიზების შედეგად, შემდეგ კი წყალქვეშა დინებებმა ზედაპირზე ამოატივტივა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here