Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მათ მეტი კონკრეტიკა სჭირდებათ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მათ მეტი კონკრეტიკა სჭირდებათ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ

37

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მათ მეტი კონკრეტიკა სჭირდებათ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ უცხოური მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატოზე, ჩვენ უფრო ღრმად უნდა ვისაუბროთ ამ საკითხზე. ვიცი, რომ ეს საკითხი არც თუ ისე სასიამოვნოა ნატო-ს რამდენიმე ან ზოგიერთი წევრისთვის, მაგრამ ჩვენ გვინდა კონკრეტიკა. ჩვენ რაღაცის იმედი უნდა გვქონდეს. სწორედ ამიტომაა, რომ ნატო არის უსაფრთხოების გარანტია. ეს არის პირველი საკითხი და მეორე კი ჩვენი არმიის დონეა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის არმია უნდა განვითარდეს იმის მიუხედავად, შეუერთდება თუ არა უკრაინა ნატო-ს.

„მიუხედავად იმისა, როდის ვიქნებით ნატოში ან არ ვიქნებით ნატოში – ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, სამწუხაროდ – ჩვენ ნამდვილად ვავითარებთ ჩვენს არმიას. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი. მაგრამ, ნამდვილად ვიცით, რომ თუ ჩვენ არ ვართ ნატოში, მაშინ თვითონ ვიცავთ თავს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here