Home ახალი ამბები მსოფლიო “უკრაინა _ ევროპის დიდი პრობლემა”

“უკრაინა _ ევროპის დიდი პრობლემა”

119

ყველაფერი, რაც ბოლო წლებში ხდება უკრაინაში, ანეკდოტს ჰგავს. მართალია, ის ყოველთვის არ არის სასაცილო, მაგრამ ყოველთვის აბსურდულია. ლოგიკური კულმინაცია იმისა, რაც სინამდვილეში ხდება, იყო ქვეყნის პრეზიდენტად კომიკოსის, ვლადიმერ ზელენსკის, არჩევა. და თუ არჩევნებამდე ზელენსკი თამაშობდა როლსხალხის მსახურიადამიანისა, რომელიც დაიღალა უკრაინელი ნაციონალისტების პოლიტიკისგან, არჩევნების შემდეგ მან ისე შეისისხლხორცა უკრაინელი ნაციონალისტის როლი, რომ ზოგჯერ თვით წინამორბედის, პეტრე პოროშენკოს, “როლსაცკი თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება რუსულ ენაზე ლაპარაკობდა, ისევე, როგორც სხვა უკრაინელი პოლიტიკოსები”, _ წერს სლოვაკური დამოუკიდებელი გაზეთი DenniKN.

გამოცემამ აღნიშნა, რომ უკრაინის მთავარი პრობლემა არის ბუნებრივი აირი, მისი ტრანზიტი კი ნებისმიერი მოლაპარაკების თემაა, თანაც არა მხოლოდ მოლაპარაკებების, არამედ შანტაჟის, რადგან, როცა კიევს რაღაც არ მოსწონდა, მყისვე რუსეთიდან ევროპაში გაყვანილი ბუნებრივი აირის მილსადენის გადაკეტვით იმუქრებოდა. ამ საქციელმა გამოიწვია ბუნებრივი შედეგი _ რუსეთმა დაიწყო ალტერნატიული მილსადენის მშენებლობა, რათა უკრაინის ჭირვეულობაზე არ იყოს დამოკიდებული. “რაც შეეხება ევროკავშირს, მისთვის რუსული აირი, უბრალოდ, აუცილებელია, თანაც ფასი მისაღებია, შესაბამისად, საჭიროა შეუფერხებელი მიწოდება, მაგრამ ეს გამოსავალი ყველას არ მოსწონს”, _ აღნიშნავს სტატიის ავტორი მარეკ დანკო.

უკმაყოფილონი დარჩნენ ამერიკელები, რომლებსაც თავიანთი ფიქლური აირის მიწოდება სურდათ ევროპისთვის უფრო მაღალი ფასით; უკმაყოფილონი არიან, აგრეთვე, უკრაინელები, რომლებსაც კვლავ უნდოდათ, მიეღოთ რუსული ფული, იმისთვის, რომ მილსადენი მათ ტერიტორიაზე გადის, თანაც არაფერი გაუკეთებიათ თავიანთი ბუნებრივი აირის სატრანსპორტო სისტემის გასაუმჯობესებლად.

როცა მიხვდა, რომ ფულს კარგავდა, უკრაინამ ყვირილი ატეხა, “დასავლელ პარტნიორებს” დასახმარებლად მოუხმო და “აგრესორისგან” დაცვა მოითხოვა, საფარველად კი გამოიყენა აღმოსავლეთში გაჩაღებული სამოქალაქო ომი, რომელსაც ყველა პრობლემასა და შეცდომას აბრალებს.

“უკრაინა ევროპას ყელში ამოუვიდა. რაც დრო გადის, მით აშკარაა: უკრაინელი “პარტნიორები” არაადეკვატურები არიან, აქედან კი დასკვნა: მათთან რაც შეიძლება, იშვიათად უნდა გვქონდეს ურთიერთობა. ასე რომ, უკრაინის ბედი ნათელია: მას შემდეგ, რაც იხეტიალებს ევროპაში, კვლავ რუსეთს დაუბრუნდება”, _ ასკვნის DenniKN-ი.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here