Home რუბრიკები ისტორია უკვდავი სახელები

უკვდავი სახელები

სერგი დანელია

2202
სერგი დანელია

სერგი დანელია პირველი ქართველი მეცნიერია, რომელმაც როგორც მეცნიერული გამოკვლევები, ასევე მაღალი დონის, დიდი მეცნიერული ღირებულების სახელმძღვანელოები შექმნა ბერძნული ფილოსოფიის ისტორიასა და მე-19 საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორიაში. სერგი დანელიას სახელთანაა დაკავშირებული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული კვლევის დაწყება საქართველოში. ანტიკური ფილოსოფიის პრობლემების კვლევის საფუძველზე . დანელიას შესახებ სამართლიანად ითქვა, რომ იგი არის პირველი ქართველი ფილოსოფიის ისტორიკოსი.

სერგი დანელიამ 1911 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სამი განყოფილება _ ფილოსოფიის, მსოფლიო ისტორიისა და რუსული ენისა და ლიტერატურის.

სტუდენტობის დროიდან კითხულობდა მეცნიერული ხასიათის ლექციებისა და მოხსენებებს. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სანამ თბილისის უნივერსიტეტში მუშაობას დაიწყებდა, დაახლოებით ათი წელი მუშაობდა სხვადასხვა ადგილზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში . დანელიას მუშაობის დაწყებით კი ორი დიდი საქმე გაკეთდა: საფუძველი ჩაეყარა ანტიკური ფილოსოფიისა და რუსული ლიტერატურის ისტორიის პრობლემების კვლევას. ს. დანელია არის თბილისის უნივერსიტეტში მეცნიერების ამ ორი დარგის პრობლემების პირველი მკვლევარი. იგი უნივერსიტეტში პირველი ქართველი მეცნიერია, რომელმაც როგორც მეცნიერული გამოკვლევები, ასევე მაღალი დონის, დიდი მეცნიერული ღირებულების სახელმძღვანელოები შექმნა ბერძნული ფილოსოფიის ისტორიასა და მე-19 საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორიაში. ანტიკური ფილოსოფიის პრობლემების კვლევის საფუძველზე ს. დანელიას შესახებ სამართლიანად ითქვა, რომ იგი არის პირველი ქართველი ფილოსოფიის ისტორიკოსი. . დანელია ასევე არის პირველი ქართველი რუსული ლიტერატურის ისტორიის ისტორიკოსიც.

1927 წელს ს. დანელია პირველი დოქტორი ხდება ფილოსოფიაში თბილისის უნივერსიტეტში დისერტაციადაცულ ქართველ მეცნიერთა შორის.

1926 წელს უნივერსიტეტში შემოვიდა რუსული ლიტერატურის ისტორიის სწავლება, კურსის წაკითხვა დაევალა ს. დანელიას. 1930 წლის 25 აპრილს პედაგოგიური ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე კი ს. დანელია აირჩიეს რუსული ლიტერატურის ისტორიის სექტორის პროფესორად. 1933 წლიდან, უნივერსიტეტში რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრის დაარსებიდანვე, კათედრის გამგედ აირჩიეს, რომელსაც 1949 წლამდე უცვლელად ხელმძღვანელობდა.

1939 წელს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს სახელზე შემოვიდა განცხადება, რომ ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი . დანელია წარდგენილი იქნას ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მისანიჭებლად დისერტაციის დაუცველად.

შეიძლება ითქვას, რომ ს. დანელია რუსული ლიტერატურის ისტორიის ქართულ ენაზე სწავლების პიონერია საქართველოში. ს. დანელიას ეკუთვნის რუსული ლიტერატურის ისტორიის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე უმაღლესი სასწავლებლისთვის, რომელშიც მოცემულია რუსული ლიტერატურის ისტორიის ძირითადი მოვლენების განხილვა რადიშჩევიდან ჩეხოვამდე. მრავალ ღირსებათა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ იგი ბევრ შემთხვევაში იძლევა რუსული ლიტერატურის ისტორიის მოვლენათა ორიგინალურ გააზრებას.

1954 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე სერგი დანელია მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. ფილოსოფიის ინსტიტუტში მუშაობის პერიოდშია დაწერილი შესანიშნავი გამოკვლევა კანტის ფილოსოფიაზე, რომელიც დანელიას გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, 1977 წელს გამოქვეყნდა.

ს. დანელიას საქმიანობაში უდავოდ უნდა აღინიშნოს მისი, როგორც მთარგმნელის, დიდი დამსახურება. იგი არის მსოფლიო ფილოსოფიური ლიტერატურის საუკეთესო ქმნილებების შესანიშნავი მთარგმნელი ქართულ ენაზე. მან თარგმნა ლაიბნიცის “მონადოლოგია”, დეკარტეს “მეტაფიზიკური განაზრებანი”, არისტოტელეს “პოეტიკა”, არისტოტელეს “კატეგორიები” “განმარტების შესახებ”, სპინოზას “ეთიკა”, სამი თავი; დაკარგულია თარგმანი არისტოტელეს “მეტაფიზიკა” წინასიტყვაობითა და კომენტარიებით.

დიდია ს. დანელიას დამსახურება ასპირანტების აღზრდასა და ხელმძღვანელობაში. ს. დანელია იყო თბილისის უნივერსიტეტში 1918 წლის 26 მაისს დაარსებული პირველი ქართული ფილოსოფიური საზოგადოების _ “პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოების” _ პირველი შემადგენლობის წევრი, ხოლო 1919 წლის 25 მაისს ფილოსოფიურმა საზოგადოებამ იგი აირჩია საბჭოს წევრად. პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოების საბჭოს წევრებად არჩეული იქნენ დ. უზნაძე, შ. ნუცუბიძე, ს. დანელია, გ. ქიქოძე.

1934 წელს ს. დანელია აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის წევრად, ლიტერატურული კრიტიკის სექციაში, 1936 წელს კი _ უმაღლესი საატესტაციო კომისიის წევრად, 1944 წელს მას მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ს. დანელია გარდაიცვალა 1963 წლის 20 მარტს, 75 წლისა, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here