Home სხვადასხვა დაიჯესტი ტრანსგენდერი ქალთა საპყრობილეში გაამწესეს

ტრანსგენდერი ქალთა საპყრობილეში გაამწესეს

550
კარენ უაიტი

2001 წელს კარენ უაიტი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით. ტრანსგენდერ ქალს არ შეუცვლია სქესი და ტექნიკურად მამაკაცად რჩებოდა, მაგრამ სასამართლომ თავისი ვერდიქტით დამნაშავე ქალთა საპყრობილეში გაამწესა. მანაც ისარგებლა ხელსაყრელი ვითარებით და სამჯერ გააუპატიურა ერთერთი პატიმარი, _იუწყება The Sun.

საინტერესოა, რომ კარენი ქალად უცებ არ გარდაქმნილა _ ათ წელიწადზე მეტი მან კაცების ციხეში დაჰყო. მაგრამ ოთხი წლის წინათ დამნაშავემ განაცხადა, თავს მამაკაცად აღარ გრძნობს, თანაც ერექციული დისფუნქციით იტანჯება. სასამართლომ გაითვალისწინა მისი მდგომარეობა და გადაიყვანა ქალთა საპყრობილეში, სადაც კარენს, როგორც ჩანს, დაუბრუნდა მამაკაცობა.

გაირკვა, რომ 2016 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე კარენ უაიტი სამჯერ დაესხა თავს პატიმარ ქალს. არსებობს იმის ალბათობაც, რომ კიდევ ორი ძალადობა ჩაიდინა 2017 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე. ამას გარდა, იუწყებიან, რომ 2003 წელს კიდევ ერთხელ იძალადა, მაგრამ არ იციან, ვინ იყო მსხვერპლი _ ქალი თუ კაცი.

უაიტი უარყოფდა ყველა ბრალდებას, მაგრამ ამჯერად აღიარა, რომ დამნაშავეა ოთხ ეპიზოდში. ამასთან, არ უარყოფს, შესაძლოა კიდევ ორი გაუპატიურება იყოს მის სინდისზე. რა სასჯელი ელოდება მას, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ კაცების ციხეში რომ გადაიყვანენ, უეჭველია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here