Home ახალი ამბები სხეულის ენა: 15 ყველაზე გავრცელებული შეცდომა

სხეულის ენა: 15 ყველაზე გავრცელებული შეცდომა

3408
არავისთვის არის საიდუმლო, რომ ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება იქმნება ურთიერთობის პირველივე წამებში. საქმე იმაშია, რომ ადამიანის ტვინი ქმნის, საკუთარ აზრს თანამოსაუბრეზე პირველივეწამებიდან. იქამდე, სანამ ადამიანები გაიცნობენ ერთმანეთს, ტვინი აკეთებს წინასწარ დასკვნებს, ცდილობს რა შეაფასოს ადამიანი, გამოიცნოს მისი ქცევა და წინასწარ დაინახოს, როგორი რეაგირება მოახდინოს მასზე.

კომუნიკაციის სპეციალისტები განსაკუთრებული ინტერესით პოლიტიკოსების სხეულის ენას აკვირდებიან, ვინაიდან არავერბალური კომუნიკაციის  საშუალებები, როგორც წესი, ყველაზე მკაფიოდ ამხელს მსოფლიო ლიდერების ფარულ გზავნილებს.

Huffingtonpost გვთავაზობს 15 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც ადამიანები კომუნიკაციის პროცესში უშვებენ.

გადამეტებული ჟესტიკულაცია ჟესტების ზედმეტად ხშირად გამოყენება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მოსაუბრე ცრუობს. კომუნიკაციის არავერბალური საშუალებების ზომიერად გამოყენება კი ხაზს უსვამს მოსაუბრის თავდაჯერებულობასა და ლიდერის თვისებებს.

წელში მოხრილად ჯდომა უპატივცემულობას გამოხატავს და ნიშნავს, რომ თქვენ ისე მოიწყინეთ, კონკრეტულ ადგილას ყოფნის სურვილი აღარ გაქვთ. ბუნებრივია, უფროსს არასდროს ეტყვით ფრაზას – „ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოგისმინო“ – მაგრამ თუ თქვენ მის წინაშე წელში მოხრილი დასხდებით, ამ ფრაზას თქვენი სხეული იტყვის, ძალიან ხმამაღლა და გარკვევით.

საათის ხშირად შემოწმება  როდესაც საუბრის დროს საათზე იყურებით, ეს უპატივცემულობას გამოხატავს, ხოლო მოსაუბრეს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მასთან საუბარზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ და მოუთმენლად ელოდებით, როდის მოვა თქვენი წასვლის დრო

სხვა ადამიანებისაგან განცალკევებით დგომა  თუ თქვენ თავს არიდებთ და ცალკე დგებით იმ ადამიანებისგან, რომელთა კამპანიაშიც იმყოფებით, ან არ მონაწილეობთ საუბრის პროცესში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არაკომუნიკაბელური, უინტერესო და არაკომფორტული ადამიანი ბრძანდებით.უნდა ეცადოთ, რომ დადგეთ იმ ადამიანის პირისპირ, რომელიც საუბრობს და თავის მოძრაობებით მიანიშნოთ, რომ უსმენთ და დაინტერესებული ბრძანდებით მისი საუბრით.  ასეთ დროს მოსაუბრეს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ მას ყურადღებით უსმენთ.

გადაჯვარედინებული მკლავები  ასევე ფეხის ფეხზე გადადება ქმნის ბარიერს კომუნიკაციის პროცესში, ვინაიდან ეს ჟესტი მიუთითებს იმას, რომ თქვენ არ ბრძანდებით გახსნილი საუბრის პროცესში.

შეუსაბამობა თქვენს სიტყვებსა და გამოხატვის არავერბალურ ფორმებს შორის ადამიანებს უჩენს ეჭვს, რომ სიმართლეს არ საუბრობთ და ექმნებათ შთაბეჭდილება, თითქოს, მათ ატყუებთ. მაგალითად, ხელოვნური და ნერვული ღიმილი მაშინ, როდესაც მოლაპარაკების პროცესში რაიმე შეთავაზებაზე უარს ამბობთ.

გადამეტებული თავის დაკვრა – როდესაც საუბრის პროცესში ზედმეტად ხშირად უკრავთ თავს მოსაუბრეს და ეთანხმებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ამ ჟესტს იმის ხაზგასასმელად იყენებთ, რომ საუბრის შინაარსი კარგად გაიგეთ მაშინ, როდესაც თქვენთვის სრულიად გაუგებარია, რას ამბობს თანამოსაუბრე.

მოუსვენრობა – ასევე საკუთარ თმაზე ხელის ხშირად შეხება ნიშნავს, რომ თქვენ ნერვიულობთ,  მოზღვავებულ ენერგიას გრძნობთ და დაბნეული ბრძანდებით. ეს თანამოსაუბრეს უხერხულობას უქმნის და კომუნიკაციის სურვილს უკარგავს.

თვალებით კონტაქტისგან თავის არიდება – ნიშნავს, რომ თქვენ რაღაცას მალავთ. თვალებით ზომიერად კონტაქტი ხაზს უსვამს თქვენს თავდაჯერებულობასა და ინტერესს.საუბრის დროს დაბლა ყურება არათავდაჯერებულ პიროვნებად წარმოგაჩენთ და თქვენი სიტყვები გავლენას ვერ მოახდენს მოსაუბრეზე.

ინტენსიური თვალებით კონატაქტი – შესაძლოა, ეს აგრესიის მიმანიშნებლად აღიქვან ან ხაზი გაესვას, რომ თქვენ დომინანტის როლის მორგება გსურთ. საშუალოდ, ამერიკელები თვალებით კონტაქტს 7-დან 10 წამამდე ინარჩუნებენ, ხოლო თვალებით კონტაქტი უფრო მეტხანს გრძელდება მაშინ, თუ არიან მსმენელები და არა მოსაუბრეები.

თვალების ტრიალი – გამოხატავს უპატივცემულობას მოსაუბრის მიმართ. თუ ეს უბრალოდ ჩვევაა, უმჯობესია, ამას გადაეჩვიოთ.

მოღუშულობა – მიუთითებს, რომ თქვენ არ გსურთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთა გარემოცვაშიც იმყოფებით. მოღუშული მოსაუბრისგან ადამიანები თავს შორს იჭერენ.ღიმილი ხაზს უსვამს, რომ მეგობრული და გახსნილი ბრძანდებით ურთიერთობისათვის, ასევე, გარშემომყოფებს თქვენგან პოზიტიური სიგნალები ეგზავნებათ. ეს მეთოდი აადვილებს ურთიერთობას.

ხელის სუსტად ჩამორთმევა – ეს ნიშნავს, რომ თქვენ არასაკმარისად თავდაჯერებული ბრძანდებით, ხოლო თუ ხელის ჩამორთმევა ძლიერია, ხაზს უსვამს დომინანტობის სურვილსა და აგრესიულობას, რაც ასევე ცუდია. გააკონტროლეთ, როგორ ჩამოართმევთ ხელს მოსაუბრეებს, ეცადეთ ამ ჟესტით კონკრეტული ადამიანის მიმართ კეთილგანწყობა გამოხატოთ.

მუშტების შეკვრა – გადაჯვარედინებული მკლავების მსგავსად, ხაზს უსვამს, რომ თქვენ არ ბრძანდებით მზად ღია ურთიერთობებისათვის. ეს ჟესტი თავდაცვით პოზიციასაც ნიშნავს, რაც ადამიანებს თქვენთან კომუნიკაციის სურვილს დაუკარგავს.

ძალიან ახლოს დგომა – თუ მოსაუბრესთან ძალიან ახლოს დგახართ, ნიშნავს, რომ მის პირად სივრცეს არღვევთ და არ სცემთ პატივს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here