Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ ლენინის მოსწავლე?

სტალინი _ ლენინის მოსწავლე?

2883
სტალინი-ლენინი

1917 წლის 3 აპრილს პეტერბურგში ემიგრაციიდან დაბრუნებულმა ლენინმაპრავდაშიგამოაქვეყნა იმხანად ძალიან პოპულარული ნაშრომიაპრილის თეზისები”. თემის საკვანძო საკითხების დაწვრილებით შესწავლის შემდეგ მეცნიერებიათვის ნათელი შეიქნა, რომ ლენინისაპრილის თეზისებიაღებულია იმავე წლის მარტშიპრავდაშიგამოქვეყნებული შრომებიდან: “მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოების შესახებ”, “ომის შესახებ”, “რუსეთის რევოლუციის გამარჯვების პირობების შესახებ”, “ნაციონალური შეზღუდვების გაუქმების შესახებ”.

დავუბრუნდეთ პროფესორ ვახტანგ გურულს და მის გასაოცარ ნაშრომს “სტალინის დიდი ექსპერიმენტი”, რომელშიც შავით თეთრზე წერია:

“1917 წლის 14 მარტიდან დაწყებული იოსებ სტალინი აქვეყნებს ნაშრომებს: “მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების შესახებ” (14 მარტი), “ომის შესახებ” (16 მარტი), “რუსეთის რევოლუციის გამარჯვების პირობების შესახებ” (18 მარტი), “ნაციონალური შეზღუდვების გაუქმების შესახებ” (25 მარტი), “ან _ ან” (26 მარტი), “ფედერალიზმის წინააღმდეგ” (28 მარტი). ეს ის ნაშრომებია, რომელთა საფუძველზე ლენინმა შეადგინა თავისი ცნობილი “აპრილის თეზისები” (1917 წლის აპრილის დამდეგი). ვ. ლენინის პლაგიატს _ “აპრილის თეზისებს”, რუსეთში სოციალისტური რევოლუციის განხორციელების გეგმა ეწოდა. ი. სტალინმა ამჯერად ჩრდილში დარჩენა არჩია”.

იოსებ სტალინი ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმას ხვეწდა, პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებებს ითვალისწინებდა. ამ მხრივ მეტად საყურადღებოა 1917 წლის მარტიდან ოქტომბრამდე გაზეთ “პრავდაში” გამოქვეყნებული მისი უამრავი ნაშრომი. ვ. ლენინმა აშკარად იგრძნო ი. სტალინის უპირატესობა, რადგან სტალინი ჯერჯერობით ლენინს არ ებრძოდა, მის ლიდერობას საფრთხეს არ უქმნიდა, ლენინი სტალინის ნააზრევს აედევნა. მდევრის როლში იყო ლენინი 1917 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.

როდესაც გენიალური აინშტაინის ფარდობითობის თეორიის გრანდიოზული მასშტაბი გასცდა ადამიანის გონიერებას და სხვა გალაქტიკაში, სხვა ცივილიზაციაში გადავიდა, უბრალო მოკვდავთ არ შეეძლოთ ამ ნაშრომის გააზრება და შეცნობა. ალბათ, ეს იყო მიზეზი, რომ ჩემი ბავშვობის წლებში გამოვიდა აკადემიკოს ლევ ლანდაუს ბროშურა ფარდობითობის თეორიის მარტივად ახსნის მეთოდების შესახებ.

მახსოვს, ამ ბროშურაში ეწერა და ეხატა კიდეც, რომ, თუ ადამიანის უკან, სადღაც შორს, სპილოს დავინახავთ, ის ადამიანთან შედარებით ბუზად მოგვეჩვენება, ხოლო, თუ სპილოს ადგილიდან შევხედავთ, ადამიანი, საერთოდ, არ გამოჩნდება. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ, თუ ლენინის მხრიდან შორს მდგარ სტალინს დავინახავთ, ის ბუზის ტოლად მოგვეჩვენება, მაგრამ, თუ არ დავბრმავდებით და სტალინის ადგილიდან ლენინს შევხედავთ, ლენინი შეიძლება, საერთოდ, არ გამოჩნდეს.

“1917 წლის მარტიდან ოქტომბრამდე სტალინის მიერ შექმნილი რევოლუციის მომზადებისა და სოციალიზმის განვითარების პროგრამა, რომელიც ზედიზედ ქვეყნდებოდა გაზეთ “პრავდაში”, ძირითადი სახელმძღვანელო მასალა იყო ლენინისთვის რევოლუციის წინა პერიოდში.

ლენინი დარწმუნდა, რომ სტალინი რევოლუციის ბაირახტარი იყო და გადაწყვიტა, მას აკიდებოდა. სტალინის კვალში ჩამდგარი ლენინი რევოლუციური საქმიანობის პრაქტიკულ გზას დაადგა, უკან დარჩა ყალბი რევოლუციური ლოზუნგები და მოწოდებები, რომლებმაც უკვე რამდენჯერმე აგემა მწარე მარცხი ლენინსა და მის პარტიას. ლენინის ილუზია იმპერიის დაპყრობის შესახებ 1905-1907 წლების რევოლუციის დამარცხების შემდეგ გაცამტვერდა. რუსეთის იმპერიის ტახტზე ასვლა ბევრისთვის იყო შესაძლებელი, მაგრამ რუსეთის იმპერიის ჯეროვან მართვას განგების ნებაც სჭირდებოდა. 1905 წლის რევოლუციამ ლენინი, როგორც პოლიტიკოსი და ლიდერი, გააკოტრა. მისთვის იმპერიის ტახტზე აღზევება მიუღწეველი ჩანდა _ ახალს ვერაფერს ქმნიდა და ერთ ადგილს ტკეპნიდა. ლენინისთვის სიახლე იყო ის, რომ სტალინის აზრს, ნათლად ჩამოყალიბებულს, უსახურ ციტატებად აქცევდა და “პრავდაში” გამოაქვეყნებდა. სწორედ ამ დროს, ასეთ ვითარებაში განგებისგან განსაზღვრული მისიის აღსრულებას იწყებს იოსებ ჯუღაშვილი _ სტალინი” (ვ. გურული, “მეფე _ მამა”).

ერთ-ერთი საუბრისას აკადემიკოს როინ მეტრეველის წინაშე უახლესი ისტორიის მკვლევარ-მეცნიერს ბრალი დავდე ისტორიული ფაქტების გაყალბებაში. აკადემიკოსმა იცოდა, რომ მე მართალი ვიყავი, მაგრამ ჩემთან სერიოზულ საუბარს თავი აარიდა და ირონიული ღიმილით მითხრა:

_ გალილეო გალილეის ძმამაც იცოდა, რომ დედამიწა ბრუნავდა, და იქვე დაიმოწმა დიდი რუსი პოეტი ევგენი ევტუშენკო: “его брат тоже знал, что вертится земля, но у него была семия”. უფრო კარგად ჩემს დილეტანტურ დავაზე პასუხის გაცემა შეუძლებელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის უძვირფასეს ადამიანს, უბრწყინვალეს მკვლევარს, მეცნიერსა და მოქართულეს, პროფესორ ვახტანგ გურულს ხელისუფლებისთვის გადახდილი აქვს ხარკი, როგორც ჟამთა აღმწერელსა და მემატიანეს, მე მაინც ვფიქრობ, რომ მისი ღვაწლი სტალინის დიდი ექსპერიმენტის შესწავლასა და გამომზეურებაში ფასდაუდებელი და განუზომელია.

ვახტანგ გურულის შეფასებით, “ვ. ლენინი მარქსისტი არასდროს ყოფილა, არც XIX საუკუნის 90-იან წლებში და არც 1917 წელს. ვ. ლენინმა საკუთარი მოძღვრება _ ლენინიზმი _ ბლანკიზმზე დააფუძნა, თუმცა უფრო სამართლიანი იქნებოდა, გვეთქვა, რომ ვ. ლენინმა ბლანკიზმიდან აიღო მხოლოდ ცუდი, ისევე როგორც მხოლოდ ცუდი აიღო ანარქიზმიდან, რუსული ნაროდნიკული სოციალიზმიდან, მარქსიზმიდან. მიუხედვად ამისა, ვ. ლენინმა თავის მოძღვრებას სისტემის სახე მისცა. . ლენინი ბლანკისტი არ იყო იმიტომ, რომ მან ბლანკიზმში უარყო მთავარი _ გადატრიალების განხორციელება დიდი სისხლისღვრის გარეშე; ლენინი ანარქისტი არ იყო იმიტომ, რომ მას არ ჰქონია მასების რწმენა; . ლენინი ნაროდნიკი არ იყო იმიტომ, რომ სოციალურად თანასწორთა საზოგადოების შექმნა მას აზრად არ გაუვლია; ლენინი მარქსისტი არ იყო იმიტომ, რომ მან მარქსიზმში უარყო მთავარი _ საზოგადოების განვითარების კანონზომიერების შეუვალობა, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესების ფორსირების შეუძლებლობა. მაინც რა იყო ყველაზე მეტად მიუღებელი ლენინიზმში? _ ისტორიული კანონზომიერების უარყოფა, საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების კანონების უგულებელყოფა. სწორედ ამით იყო განპირობებული ყველა სხვა უარყოფითი მოვლენა ლენინიზმში (სექტანტიზმი, ექსტრემიზმი, დიქტატურა და ა. შ.)”.

სტალინის კოზირი, რომელსაც იგი ნებისმიერი მოწინააღმდეგის მიმართ დიდი წარმატებით ათამაშებდა, იყო რუსეთის ისტორიის ღრმა ცოდნა, ჭკუა, მოხერხებულობა, რაც მთავარია, რუსი ხალხის ნდობა და რუსი ადამიანების მიერ სტალინში დანახული უბრალოება და სიცხადე. სწორედ ამით მოხიბლა იმხანად დედამიწის ერთი მეექვსედი.

რა აკავშირებდა სტალინს მარქსიზმისა და სოციალიზმის სხვა კლასიკოსებთან, თუ გინდ ლენინთან? რით იყო მოხიბლული მარქსიზმში ან ლენინიზმში იგი? …თითქმის არაფრით. სტალინი სულ სხვა წყობის და სულ სხვა მასალისგან შექმნილი რევოლუციის თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი იყო, რომელიც სულ სხვა საზოგადოებრივ წყობასა და მიმდინარეობას აყალიბებდა, რომელსაც იმხანად სახელი არ ერქვა, მაგრამ თავისი არსით სტალინიზმს წარმოადგენდა.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია (უმრავლესობისათვის კონტრრევოლუცია. _ გრ. ონიანი) თავისი არსით უნაკლოდ იყო გააზრებული და მომზადებული. სტალინს არ გამორჩენია, რომ იმპერიის ძლიერებას შეიარაღებული ძალების, დამსჯელი ორგანოებისა და საზოგადოების (არისტოკრატიის) უმრავლესობა უჭერდა მხარს, მაგრამ იმხანად, 1917 წლის 25 ოქტომბერს (7 ნოემბერს), ხელისუფლება ჰქონდა ცოტა ხნით, რამდენიმე საათით. სწორედ აქ გამოჰკრა სტალინმა რევოლუციური ტალღის აგორების ჩახმახს თითი და იქ აღმოჩნდა, სადაც საჭირო იყო. 24 ოქტომბერი ადრე იყო, 26 ოქტომბერი კი გვიან. ქვეყნის ბედს წუთები წყვეტდა. ამ შეჩერებულმა წამმა გაანათა სწორედ ჩაბნელებული რუსეთის იმპერია.

სწორედ ეს მომენტი შეახსენა საზოგადოებასაც და ლენინსაც სტალინმა თავის გამოსვლაში, ლენინის 50 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას:

_ ლენინი გადაჭრით წინააღმდეგი იყო 25 ოქტომბრის აჯანყების დაწყების, მაგრამ ჩვენ მას არ დავუჯერეთ. მეორე დღეს კი ლენინმა ღიმილით გადმოგვხედა და გვითხრა: “თქვენ მართალი იყავით”.

გვინდა თუ არა, უნდა დავუჯეროთ პროფესორ ვახტანგ გურულს, თავის უპრეცედენტო შეფასებაში ოქტომბრის რევოლუციის შესახებ, რომელიც მომდევნო თაობის მიერ პირუთვნელად დაწერილ ისტორიაში ოქროს ასოებით იქნება შეტანილი:

ბოლშევიკური პარტიის დიდი გამარჯვება 1917 წლის 25 ოქტომბერს სულაც არ იყო განპირობებული მარქსიზმის ყოვლისშემძლეობით, იგი არც ლენინიზმის ტრიუმფს ნიშნავდა. 1917 წლის თებერვალმარტის რევოლუციამდე რუსეთი ისტორიული პროცესის განვითარების კანონზომიერებამ მიიყვანა. პოლიტიკურ პარტიებს რევოლუციის მომზადებასა და განხორციელებაში გადამწყვეტი როლი არ უთამაშიათ. პოლიტიკური პარტიებისთვის ფართო სამოღვაწეო ასპარეზი შექმნა თებერვალმარტის რევოლუციამ. ხელისუფლებისთვის მებრძოლ პოლიტიკურ პარტიათა შორის ყველაზე ორგანიზებული აღმოჩნდა ბოლშევიკების პარტია, რომლის სტრატეგია და ტაქტიკა ეფუძნებოდა არა მარქისზმს, არა ლენინიზმს, არამედ სოციალისტური მოძღვრების ახალ მიმდინარეობას _ სტალინიზმს”.

ქვეყანაში გაიმარჯვა ფარულმა სტალინიზმმა, რომელსაც აშკარა შემოქმედი არ ჰყავდა და მიეწერა ლენინს. ხელისუფლების სათავეში ლენინის მოსვლამ, რომელმაც არ იცოდა ქვეყნის მართვა, უზარმაზარი იმპერიის ნანგრევებში სრული ქაოსი და ანარქია გამოიწვია. დაშლილმა საიმპერიო სტრუქტურებმა და ჯარის გაქცეულმა ნაწილებმა საფრთხე შეუქმნეს ეიფორიაში მყოფ მცოდნე თუ უცოდინარ ბრბოს, რომლის ხელშიც ასე გაუაზრებლად აღმოჩნდა უზარმაზარი იმპერიის მართვის სადავეები. ლენინი სმოლნის დერეფნებში შემთხვევით პირებს ნიშნავდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. თანამდებობას დახარბებულმა შარლატანებმა არ იცოდნენ, რომ განუზომელი იმპერიის საზღვრებს დაცვა სჭირდებოდა, ხოლო 150 მილიონზე მეტ ადამიანს _ გამოკვება. ლენინური “ბალაგანი” ისე ძლიერდებოდა, რომ დღე-დღეზე ხელიდან უნდა გამოსცლოდათ ძალაუფლება. გამარჯვებიდან ოთხი დღის შემდეგ ლენინმა გადაწყვიტა, რევოლუციის შემოქმედთა მონაწილეობით შეექმნა ქვეყნის მმართველი ბირთვი, სწორედ ამის გამო 1917 წლის 29 ოქტომბერს ბოლშევიკების პარტიამ ჩამოაყალიბა ბიურო ოთხი კაცის შემადგენლობით, რომლებსაც, მათ მიერ დაკავებული თანამდებობების მიუხედავად, ევალებოდათ, კოლექტიურად ემართათ ქვეყანა. ამ “ოთხეულში” შედიოდნენ: ლენინი, სვერდლოვი, ტროცკი და სტალინი.

ადვილი წარმოსადგენია სტალინის მდგომარეობა, რომელიც 1916 წლის ბოლოს სასოწარკვეთილი იყო, ერთი წლის შემდეგ კი იმპერიის მართვის სადავეებთან აღმოჩნდა. სტალინის წინაშე სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა, მაგრამ მან კარგად იცოდა, საიდან მოდიოდა და საით უნდა წასულიყო. ის თავის ფიქრებსა და მიზნებში სრულიად მარტო იყო; არ ერეოდა საკითხებში, რომლებიც არ ეხებოდა, სანამ საჭიროება არ დადგებოდა და ბიურო თხოვნით მიმართავდა.

ამის აუცილებლობა კი ყოველდღიურად იმატებდა, რადგან უკიდეგანო ქვეყნის ტერიტორიაზე არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც დაშლის პირას მდგარ სახელმწიფოს სწორ გზაზე დააყენებდა. კარი სტალინის “კომისარიატისა”, რომელიც ერთი ოთახისა და სამი საწერი მაგიდისგან შედგებოდა, დამშვენებული იყო საწერი ქაღალდის თაბახზე დაწერილი სიტყვებით “ეროვნებათა საქმეების კომისარიატი”. სტალინს ამ კომისარიატში დიდად არ უსაქმიანია, რადგან ის იყო ყველგან, სადაც ქვეყანას უჭირდა.

1918 წლის შემოდგომა გადამწყვეტი აღმოჩნდა გამარჯვებული ბოლშევიკებისათვის. სამოქალაქო ომს ცენტრალურ რუსეთსა და რუსეთის ქალაქებში შიმშილი მოჰყვა, რადგან კულაკები საბოტაჟის გამოსაწვევად ხორბალს სახელმწიფოს არ აბარებდნენ. სამხრეთ კავკასიას დაკარგვის რეალური საფრთხე დაემუქრა და იქ ლენინმა სტალინი მიავლინა.

ცარიცინში მიმავალი სტალინი თვალნათლივ ხედავდა ნგრევასა და უპატრონობას. შექმნილმა კატასტროფულმა მდგომარეობამ სტალინი თითქოს გატეხა, ნაწილობრივ თავისი გეგმების შეცვლასაც აპირებდა, მაგრამ, ადგილზე ჩასულს, ერთდროულად სამ ფრონტზე მოუწია ბრძოლა:

ეს იყო სასურსათო ფრონტი, მის კომპეტენციაში არმყოფი ჯარის მართვა და ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა. სამივე მიმართულება სტალინისთვის არა მხოლოდ თანამდებობრივად და პარტიულად, სიცოცხლისთვისაც სარისკო იყო. თუ აქამდე ლენინისადმი პარტიული დამორჩილების კანონებს სცემდა პატივს და რიგ შემთხვევაში მაღალ შეფასებასაც არ იშურებდა, ახლა, ხედავდა რა ოქტომბრის მონაპოვარის დაკარგვის რეალურ საფრთხეს, ლენინთან ურთიერთობის ყოველგვარი ზღვარი წაშალა და იგი, როგორც დამოუკიდებელი მმართველი, წარმართავდა საქმიანობას, რაც ნათლად ჩანს ლენინისთვის გაგზავნილი წერილებიდან და დეპეშებიდან.

“ექვსში ჩამოვედი ცარიცინს. ცარიცინში, ასტრახანში, სარატოვში გამეფებულია აღვირახსნილობა და სპეკულაცია. ცარიცინში შემოვაღებინე საბარათო სისტემა და მტკიცე ფასები. მიუხედავად ადგილობრივი კოლეგიების პროტესტებისა, იძულებული ვარ, დავაყენო სპეციალური კომისრები, რომლებიც უკვე ამყარებენ წესრიგს”…

“გადაეცით შმიდტს, აღარ გამოაგზავნოს თაღლითები, კობზევმა განკარგულება გასცეს, რომ კოლეგიებმა ვორონეჟში თავისივე ინტერესებისთვის დაბრკოლებები არ შეუქმნან ჩემს რწმუნებებს”…

წლის 7 ივლისის წერილში სტალინი წერს ლენინს, რომ მას უკვე განხეთქილება აქვს იმ სამხედროებთან, რომლებიც ტროცკის ემორჩილებიან:

“მივეშურები ფრონტზე… ცარიცინის სამხრეთით ხაზი ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი. ვლანძღავ ყველას, ვინც ამის ღირსია. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, არ დავზოგავ არავის, არც ჩვენ თავსა და არც სხვებს”…

“ვინაიდან განაპირა მხარეების კავშირი ცენტრთან სუსტია, საჭიროა, ადგილზე გვყავდეს დიდი რწმუნებით აღჭურვილი პირი სასწრაფო ზომების დროულად მისაღებად. და, თუ ამ მიზნით დანიშნავთ ვინმეს (ვინც უნდა იყოს), მაცნობეთ პირდაპირი მავთულით და მანდატი ასევე პირდაპირი მავთულით გადმომეცით”…

“თუ ტროცკიმ წინდაუხედავად და განურჩევლად აძლია მანდატები ტრიფონოვს (დონის ოლქი), ავტონომოვს (ყუბანის ოლქი), კოპეს (სტავროპოლი), საფრანგეთის მისიის წევრებს (რომლებმაც დაპატიმრება დაიმსახურეს) და სხვებს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაფერი დაირღვევა და ამ მხარეს საბოლოოდ დავკარგავთ”…

“საქმის სასარგებლოდ ჩემთვის აუცილებელია რწმუნებანი. უკვე მოგწერეთ ამის შესახებ, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ძალიან კარგი. რაკი ასეა, მე თვითონ ფორმალურობის დაუცველად ჩამოვაგდებ არმიათა იმ სარდლებსა და კომისრებს, რომლებიც საქმეს დაღუპავენ, ასე მიკარნახებს საქმის ინტერესი და ტროცკის ნაკუწი ქაღალდის უქონლობა ვერ შემაჩერებს”.

მკითხველი, ალბათ, მიხვდება, რომ აქ საქმე გვაქვს არა “მოსწავლისა” და “მასწავლებლის” მიმოწერასთან, არამედ ქვეყნისადმი მოღალატეობრივ საქმიანობასთან, რომელსაც ებრძვის ხალხისა და ქვეყნისათვის თავგანწირული ადამიანი, რომელსაც თავდაცვის არავითარი შანსი არ აქვს დატოვებული, და მოქმედებს პრინციპით _ ან ყველაფერი, ან არაფერი! სტალინი “უქარქაშო ხმლით” იბრძვის ცალკე ინტერვენციისა და ცალკე შინაური და გარეშე მტერების წინააღმდეგ. ცნობილია, რომ ტროცკის სძულდა რუსეთი და რუსი ხალხი, რუსების გამოყენება მას წარმოდგენილი ჰქონდა, როგორც ფიჩხი, რომელიც პერიოდულად დაეყრებოდა მოგიზგიზე მსოფლიო რევოლუციის ხანძარს.

მებრძოლ რუსულ ინტელიგენციაში, ჯარისკაცებსა თუ მუშებში ტროცკი უცხო სხეული იყო, რადგან სრულიად სხვა ტრადიციებითა და მენტალიტეტით იყო აღზრდილი და უცხოეთიდანაც ამ ახალი მიმდინარეობის ჩამოსაყალიბებლად და დასამკვიდრებლად იყო გადმოხვეწილი; ტროცკის კი, ნებსით თუ უნებლიეთ, მუდამ მხარში ედგა ლენინი.

რევოლუციის წინა პერიოდში, რევოლუციის დაწყების დღეს თუ შემდგომ პერიოდში პარტიაში შეუცვლელი იყო სტალინი. ის არასდროს იდგა ჩრდილში, პარტიაში ყოველთვის ჰქოდა გადამწყვეტი სიტყვა. სტალინი ერთ-ერთი იყო იმ ოთხთაგან (ლენინი, სვერდლოვი, ტროცკი, სტალინი), რომლებმაც ხელში აიღეს ხელისუფლება რევოლუციიდან ოთხი დღის შემდეგ _ 1917 წლის 29 ოქტომბერს და ბიურო შექმნეს ქვეყნის არა კოლექტიურად სამართავად, არამედ იმიტომ, რომ სტალინის უნიკალური თეორიული თუ პრაქტიკული საქმიანობა საერთო ყოფილიყო დანარჩენებისთვისაც და სტალინი ცალკე პიედესტალზე არ ასულიყო. თუ ლენინი და ტროცკი ხედავდნენ სტალინის უნიკალურ ნიჭს დანგრეული იმპერიის ნანგრევებიდან ამოყვანის საქმეში, ამას კიდევ უფრო კარგად ხედავდნენ რიგითი კომუნისტები და მუშათა კლასი.

სტალინის პიროვნების გაცნობისას განცვიფრებას ვერ დამალავთ მისი ბრწყინვალე საბრძოლო სტრატეგიისა და ტაქტიკის გამო, მაგრამ, როდესაც სტალინის მიერ შემუშავებული საბრძოლო მოქმედების გეგმას და მის უნაკლო აღსრულებას გაეცნობით, ვერც წარმოიდგენთ, რომ ბრძოლის ველზე დაჯავშნილ სარკინიგზო ვაგონში მცხოვრები და სამხედრო სტრატეგიაზე მომუშავე სტალინი ოდესმე თუ იყო დაინტერესებული არათუ პოეზიით, არამედ რევოლუციის თეორიით, ნაციონალური საკითხითა თუ ენათმეცნიერებით.

სტალინმა 1917 წლის 14 აპრილიდან იმავე წლის 25 ოქტომბრამდე რევოლუციური ბრძოლის ველს 80-ზე მეტი ბომბი დააყარა “პრავდის” ფურცლებიდან. ასეთ მცირე დროის მონაკვეთში რევოლუციისთვის ამდენი რამ არც ერთ რევოლუციონერსა და თეორეტიკოსს არ გაუკეთებია.

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here