Home სხვადასხვა დაიჯესტი “სპუტნიკ V”-ის საერთაშორისო აღიარება

“სპუტნიკ V”-ის საერთაშორისო აღიარება

რუსული ვაქცინა ევროპის ბაზარზე შედის

361
“სპუტნიკ V”-ის საერთაშორისო აღიარება

ავტორიტეტულმა სამედიცინო გამოცემა The Lancetმა დაადასტურა რუსული ვაქცინასპუტნიკ V”-ის მაღალეფექტიანობა და უსაფრთხოება. თავიანთ ქვეყნებში რუსული ვაქცინის გამოყენების შესახებ განაცხადეს საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა. ვაქცინის პირველი პარტია უკვე დაუკვეთა უნგრეთმა, მას, დიდი ალბათობით, შეუერთდებიან ჩეხეთი და სლოვაკეთი. ამ მომენტისთვის კისპუტნიკ 5”- 20-მდე ქვეყანა იყენებს.

მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა სამედიცინო ჟურნალმა, 200-წლიანი ისტორიის ბრიტანულ-ნიდერლანდურმა გამოცემამ, The Lancet-მა (“ლანცეტი”) მიმდინარე წლის 2 თებერვალს გამოაქვეყნა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა “სპუტნიკ V”-ის კლინიკური გამოკვლევის მესამე ფაზის შედეგები.

ავტორიტეტულ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ავტორების შეფასებით, ვაქცინის შემქმნელებმა 20 ათას მოხალისეზე ჩატარებული აცრებით აჩვენეს, რომ რუსული პრეპარატი არ იწვევს სერიოზულ თანმდევ მოვლენებს და აყალიბებს მდგრად იმუნიტეტს. რუსული ვაქცინის კვლევამ აჩვენა, რომ მისი ეფექტიანობა 91,6%-ია.

 “რისკის ჯგუფისწარმომადგენლებისთვის, 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისსპუტნიკ V”-ის ეფექტიანობის მაჩვენებელი 91,8%- შეადგენს.

“სპუტნიკ V”-ის საერთაშორისო აღიარება

ავტორიტეტულ გამოცემაში გამოქვეყნებულ წერილს ევროპის ლიდერები გამოეხმაურნენ, რაც დასავლეთის მხრიდან რუსული ვაქცინისადმი დამოკიდებულების ცვლილებაზე მიუთითებს. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ “ნახა სტატიები” რუსულ ვაქცინაზე, და არ გამორიცხა, რომ ქვეყანა გამოიყენებს “სპუტნიკ V”-ს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთადერთ წინაღობად დაასახელა ტექნიკური გარემოება _ ვაქცინის რუს მწარმოებელს ევროპულ ორგანოებში ჯერ არ შეუტანია განაცხადი რეგისტრაციაზე.

ევროპული გაერთიანების ორგანოები და ეროვნული ხელისუფლებები მოკლე ვადაში აპირებენ რუსული ვაქცინის მეცნიერულ თვალსაზრისით განხილვას”, _ განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ რამდენიმე კვირის წინათ სამეცნიერო მისია გაგზავნა რუსეთში “მოლაპარაკებების გასამართავადდამოლაპარაკებები დადებითი იყო”.

“ესპანეთის მთავრობა რუსული ვაქცინის გამოყენების წინააღმდეგი არ არის, თუკი მას მოიწონებს და დაამტკიცებს სამკურნალო პრეპარატების ევროპული სააგენტო”, _ ამბობს ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი კარლინა დარიასი.

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მოუწოდა, რუსეთისა და ჩინეთის ვაქცინების რეგისტრაციის შესაძლებლობის განხილვისას უარი თქვას “გეოპოლიტიკურ ტაბუზე”.

აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა არ დაელოდა ბრიუსელის დასტურს. უნგრეთმა უკვე მიიღო “სპუტნიკ V”-ის პირველი პარტია”, _ განაცხადა რამდენიმე დღის წინათ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ. ბრიუსელის მცდელობა, ცენტრალიზებულად შეეძინა ვაქცინები, ფუჭი აღმოჩნდა, ამიტომ ბუდაპეშტს მოუწია, თვითონ მოეძიებინა ვაქცინის მომარაგების წყაროები, _ აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა.

ჩეხეთმა, რომელიც ევროკავშირში პირველ ადგილზეა კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით ყოველ 100 ათას მცხოვრებზე, განიზრახა, შეისწავლოს უნგრეთის გამოცდილება რუსული პრეპარატის გამოყენებაზე”, _ განუცხადა ჟურნალისტებს ჩეხეთის პრემიერ მინისტრის თანაშემწემ, პროფესიით ეპიდემიოლოგმა რომან პრიმულამ. მეზობელ სლოვაკეთში ბიზნესმენებმა მთავრობას მოუწოდეს, დაარეგისტრიროს “სპუტნიკ V”, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკვე შეტანილია ამერიკული ვაქცინები: Pfizer-ი და Moderna, აგრეთვე, გერმანული BioNTech-ი.

შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას განაცხადა, რომ მზად არის, რუსეთთან ითანამშრომლოს “სპუტნიკ V”-ის წარმოებასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე მის გამოსაყენებლად.

გერმანელებს განზრახული აქვთ, ამ საკითხზე აქტიურად ითანამშრომლონ მოსკოვთან. ეს ჯერ კიდევ იანვარში დაადასტურა BioNTechროცა განაცხადა, რომ მზად არის, ხელი შეუწყოს რუსული ვაქცინის ევროპაში გავრცელებას.

“სპუტნიკ V”-ის საერთაშორისო აღიარება

ამჟამად ევროპის წამყვანი მედიასაშუალებები პირდაპირ ბომბავენ თავიანთ აუდიტორიასსპუტნიკ V”-ზე დადებითი შინაარსის წერილებით. ვითარება გასაგებია: რუსული პრეპარატის მრავალთვიანი დისკრედიტაციის შემდეგ სასწრაფოდ შესაცვლელია საზოგადოებრივი აზრი, რადგან, როგორც ჩანს, სწორედსპუტნიკ V” ითამაშებს მთავარ როლს ევროკავშირის მოსახლეობის ვაქცინაციაში.

ფორმალურად ვითარება ასეთია: : LANCETში გამოქვეყნებულმა წერილმა ყველას აუხილა თვალისპუტნიკ V”-ის ჭეშმარიტ თვისებებსა და ეფექტიანობაზე, მაგრამ გაირკვა, რომ გერმანიაში უკვე სრული სვლით მიმდინარეობს მზადება რუსული ვაქცინის წარმოებისთვის. როგორც ჩანს, გერმანიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროკავშირის ლიდერის სტატუსი _ სანამ დანარჩენები ელოდებოდნენ, როგორ დამთავრდებოდა საქმე, მან აიტაცა პოლიტიკურად და ეკონომიკურად მომგებიანი თემა. “სპუტნიკ V”-ის გარშემო შექმნილი ვითარება ჰგავს ვითარებასჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის პროექტის მიმართ, რომლის რეალიზაციისთვის გერმანია თავგამოდებით იბრძვის. რუსული ვაქცინა ძალიან კარგი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მისი იგნორირება შეძლონ, არადა, დასავლეთი, თავდაპირველად სწორედ ამას აპირებდა.

თანაც, ვაქცინით მომარაგების თვალსაზრისით, ევროპაში საქმე სახარბიელო სულაც არ არის. ვაქცინის დეფიციტი უზარმაზარ პრობლემას ქმნის. დოზები საკმარისი არ არის და მათთვის ბრძოლა სკანდალურ ხასიათს იძენს.

ამასთანავე, ინგლისურ-შვედურ AstraZeneca-ს საშუალო მაჩვენებლები აქვს, მისი ეფექტიანობა 60%-ია. ამერიკული Phizer-ი და Moderna ეფექტიანობის მხრივ კარგია (95%), მაგრამ აქვთ სამი ნეგატიური მხარე: ა) ძვირია; ბ) აქვს ძალიან მკაცრი საწარმოო ლოჯისტიკური მოთხოვნები, რომლებიც ართულებს მის დამზადებას, შენახვასა და ტრანსპორტირებას; გ) უცნობია, რამდენ ხანს იცავს ადამიანს აცრის შემდეგ.

არის კიდევ ერთი მომენტი, რომელზეც იშვიათად ლაპარაკობენ მედიასაშუალებებში, მაგრამ მასზე ბევრს ფიქრობენ ადამიანები: ორივე ამერიკული პრეპარატი შექმნილია ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც ბოლომდე გამოცდილი არ არის და უცნობია, არის თუ არა უსაფრთხო ადამიანის ჯანმრთელობისთვის ხანგრძლივ პერსპექტივაში. სწორედ ამიტომ იწვევს ასეთ რეზონანსს ადამიანის ყოველი გარდაცვალება ამერიკული ვაქცინით აცრის შემდეგ.

ამ ფონზე რუსი მეცნიერების მიმართ სახოტბო სიტყვებს არ იშურებენ დასავლეთში, სადაცსპუტნიკ V”- საბჭოთა კავშირის მიერ 1957 წელს კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას ადარებენ. სწორედ ეს შედარება გამოიყენა გერმანული DIE WELTის ჟურნალისტმა, რომელმაც დასძინა, რომ მას შემდეგ რუსეთის ტექნოლოგიური თვალსაზრისით მსოფლიო აღარ გაუოცებიადა ეს ითქვა ქვეყანაზე, რომელიც მსოფლიო ლიდერია ისეთ დარგებში, როგორიცაა ატომური ენერგეტიკა, ჰიპერბგერითი ტექნოლოგიები და სხვ. ეს ითქვა იმ ქვეყანაზე, რომელმაც შექმნა თავისი ინტერნეტი (საძიებო და საფოსტო სამსახურები, სოციალური ქსელები, ანტივირუსული სერვისები და ..).

ევროპამ და აშშ-მა კიდევ ერთხელ სათანადოდ ვერ შეაფასეს რუსეთი, რის გამოც ამ ქვეყანამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და გაიმარჯვა სწორედ იმ მომენტში, როცა ამის აუცილებლობა დადგა.

The Lancet-ში გამოქვეყნებული სტატია ვაქცინის საბოლოო აღიარება იყო, _ განაცხადეს რუსეთის გამალეიას სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევით ცენტრში.

ჟურნალTHE LANCETში მსოფლიოში სახელგანთქმული 5 რეცენზისტია და მათ მიერ ამ სტატიის გამოქვეყნებას პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. გამოცემის დონე ისეთია, რომ ვაქცინის გამოყენება ჯანმოს მეშვეობით უკვე შეიძლება ევროკავშირში”, _ განაცხადა გამალეიას სახელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ანატოლი სუსლოვმა.

“ლანცეტში” გამოქვეყნებულმა წერილმა “სპუტნიკ V”-ს გზა გაუკვალა სერტიფიკაციისკენ და ევროპაში აღიარებისკენ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გარეთ უკვე თითქმის ორმა ათეულმა ქვეყანამ დაარეგისტრირა კოვიდის საწინააღმდეგო რუსული პრეპარატი, 3 თებერვალს მე-18 ასეთი ქვეყანა იყო ნიკარაგუა. იმავე დღეს პრეპარატი რეგისტრაციაში გაატარა მექსიკამ. ამ მომენტისთვის ვაქცინას უკვე იყენებენ შემდეგ ქვეყნებში: რუსეთში, ბელარუსში, სერბეთში, არგენტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში, თურქმენეთში, უნგრეთში, ირანში, გაერთიანებულ არაბულ საამიროებში, გვინეაში, ტუნისში, სომხეთში, ალჟირში, პალესტინაში. “სპუტნიკ V”-ს მალე დაარეგისტრირებენ ინდოეთშიც.

ევროკავშირში კი რუსულ ვაქცინას, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს მოიწონებენ. რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა უკვე დაიწყო შესაბამისი დოკუმენტების მომზადება. აღსანიშნავია, რომ დასავლეთში “ლანცეტში” სტატიის გამოქვეყნება რუსეთის “რბილი ძალის” კიდევ ერთ გამარჯვებად შეაფასეს. THE WALL STREET JOURNALმა დაწერა, რომსპუტნიკ V”-ის ეფექტიანობის აღიარება ნიშნავს პუტინის გამარჯვებას ვაქცინის დამზადებისა და გამოყენებისთვის გლობალურ ბრძოლაში, რუსული მეცნიერებისა და მედიცინისთვის ნდობის ვოტუმის გამოცხადებას და გაბათილებას იმ კრიტიკისა, რომელსაც მოსკოვი წააწყდა ვაქცინის სწრაფად დამზადებისა და ჩატარებული ცდების შედეგების გამოუქვეყნებლობის გამო.

ბრიტანულმა გაზეთმა Intependent-მა მკითხველებს შეახსენა, რომ რუსული ვაქცინის ფართო გამოყენებამ “მის საბოლოო გამოცდამდე კარგა ხნით ადრე” სკეპტიკური დამოკიდებულება გააჩინა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში. “ახლა თჰე Lანცეტ-ის სტატიამ გააქარწყლა სკეპფსისი”, _ აღნიშნავს ესპანური გამოცემა Pais-ი.

უსაფრთხოების კარგი პროფილი, 90 პროცენტზე მეტი ეფექტიანობა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, 100%-იანი ეფექტიანობა მძიმედ მიმდინარე შემთხვევებში. კიდევ რა არის საჭირო?” _ განუცხადა The Washington Postის ფილადელფიის უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელმა, ვაქცინების სპეციალისტმა ილდეგუნდ ერტლმა.

“რუსეთმა მოიგო ეკონომიკური თვალსაზრისითაც _ ის პოტენციურად ძლიერ მოთამაშედ წარმოჩნდა ვაქცინის მრავალმილიარდიან ბაზარზე”, _ წერს Walt Street Journal-ი. გაზეთმა, აგრეთვე, გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ “სპუტნიკ V”-ის ეფექტიანობა პრაქტიკულად ისეთივეა, როგორც ამერიკული Moderna-ს, Pfizer-ისა და გერმანული BionTesh-ის. ამასთანავე, რუსული ვაქცინა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ბრიტანულ-შვედური პრეპარატი Astra/Zeneca.

როგორც ანატოლი სუსლოვმა აღნიშნა, საერთაშორისო ბაზარზე რუსული ვაქცინის გასვლა არა სამეცნიერო, არამედ სასტიკი პოლიტიკურ-ეკონომიკური კონკურენციის საკითხია. “დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ “სპუტნიკ V”-თან შედარებით Pfizer-ი ძალიან დიდი რისკის მქონე ვაქცინაა. Pfizer -ს ახლა, პირდაპირ აცრების მიმდინარეობისას, ამოწმებენ და ამის გამო მისი გამოყენებისას პრობლემები მოიმატებს. და, თუ ეკონომიკური და პოლიტიკური პრესინგი შესუსტდება, რუსეთი ევროკავშირს მილიონობით ვაქცინას მიაწვდის.

vz.ruსა და ria.ruზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. იმ ფონზე, როცა 20-მდე ქვეყანა უკვე იყენებსსპუტნიკ V”-, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები _ გერმანია და საფრანგეთი _ თებერვლის ბოლოს შეისყიდიან რუსულ ვაქცინას, გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, შეიძინოს ამერიკული ვაქცინები _ Pfizer და Moder, რომლებსაც ჯერ კიდევ ცდიან და, რომელთა საჭირო რაოდენობასაც, საუკეთესო შემთხვევაში, შემოდგომის ბოლოს მივიღებთ.

P.S.S. ევროკომისიამ აღიარა, რომ ევროკავშირისთვის ვაქცინის შეძენისას შეცდომები დაუშვა. ევროკავშირის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, აღიარებით, ყველამ ყურადღება გადაიტანა ვაქცინის შეძენაზე და ვერ გაითვალისწინა ის სირთულეები, რომლებიც მისი წარმოებისას შეიქმნებოდა, თუმცა ახლა ვაქცინის შესყიდვების მოცულობა იზრდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here